არა Saturn, ყველაზე მეტად ხალხის ზომბირებას დღეს ხელისუფლება ეწევა. შენ მშვენივრად მიხვდი მე ვის ვგულისხმობდი, მაგრამ მაინც ისე დაპოსტე, როგორც ამას სტანდარტული მიშისტი გააკეთებდა. ეს კი ძალიან სამწუხაროა, რადგან ვფიქრობ შენ არა ხარ ის პიროვნება რომლის დაპროგრამება შესაძლებელია. არც ერთი პოლიტპარტიის წევრი და მითუმეტეს გულშემატკივარი არა ვარ, მაგრამ არცერთისგან არ გამიგია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო სამოთხის ფილიალად ვაქცევთო, აი საქართველოს პრეზიდენტი კი თითქმის ყველა გამოსვლაში იმას გაიძახის როგორ ვაჯობეთ ჩვენს მეზობლებს, რუსეთს, ბოლო დროს ევროპასაც გადაწვდა და ა.შ. ასე რომ მთავარი მაზომბირებელი ცოტა სხვაგან უნდა მიგენიშნებინა. ეს რეკლამაა Saturn და თუ ის ცრუ ინფორმაციას შეიცავს კანონით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ როგორ მოიქცეს ხალხი როცა იტყუება ხელისუფლება?