Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. ძალიან გაბედული განცხადებაა, კონფორმისტი პოზნერისაგან ამას არ ველოდი.
  2. კოსოვო 2 მილიონიანი ანკლავი იყო, სადაც 80% ალბანელები ცხოვრობდნენ. რა გახდა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზეზი კარგადაა ახსნილი ძუკუს მიერ მოყვანილ "ამერიკის ხმის" ინტერვიუში ბრუს ჯოუნსის მიერ. აქ იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სერბებმა მიზანმიმართული ეთნოწმენდები ჩაატარეს და ამიტომაც დაისაჯნენ. ისევე როგორც გერმანელები დაისაჯნენ 45-ში. ს. ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევები კოსოვოს შემთხვევისაგან რადიკალურად განსხვავდება, როგორც შინაარსით ისე მასშტაბებით. კოსოვოს ანალოგი უფრო ჩეჩნეთია და მოვა მაგის დროც.
  3. შაქროII მე რევოლუციებს მხარს არ ვუჭერ, არც ვარდებისას და არც ენძელებისას.ჭკვიანი და კარგად ორგანიზებული ოპოზიცია, მკაფიო და მიზანმიმართული სამოქმედო პროგრამით ამ ხელისუფლებას ბეჭებზე დადებდა რევოლუციის გარეშეც.IMHO.
  4. Nukriko არა მგონია ეს სწორი გზა იყოს. დაპირისპირება ყოველთვის არ ნიშნავს მოწინააღმდეგისაგან გარიდებას. დაპირისპირებულნი ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან. ჩემი აზრით რუსეთთან დაპირისპირებით დემოკრატიის აგება შეუძლებელია, პირიქით, რუსეთის ფაქტორს მმართველი გუნდი კარგად იყენებს რომ უპრობლემოდ მოგვახვიოს თავზე ფსევდო დემოკრატია, რაც სხვა პირობებში ძალიან ძნელი იქნებოდა. ფსევდო დემოკრატია კი დაკანონებულ დიქტატურაზე უფრო უარესია. რაც შეეხება კულტურას, პოლიტიკური ბატალიების ამ სფეროში გადმოტანა დიდი შეცდომა იქნება. რა ვქნათ ეხლა ჰეროსტრატესავით იგნორირება გავუკეთუთ ყველაფერს რუსულს? დოსტოევსკის და ტოლსტოის ყველგან კითხულობენ და დიდ პატივს ცემენ, ამით მკითხველებს ავტორიტარული აზროვნება არ უვითარდებათ.
  5. mariami25 http://usgc.org/ გახსენი ეს საიტი და დარეგისტრირდი. დანარჩენ ინფოს მაქვე ნახავ.
  6. Nukriko, ჩემი დამოკიდებულება რუსეთის რეპრესიული და იმპერიალისტური სახელმწიფო მანქანისადმი არის ძალიან უარყოფითი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ვიყო რუსული ლიტერატურისა და ხელოვნების თაყვანისმცემელი.
  7. Ostap დავი, დავბასი! მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ყველას თავისი სია აქვს ამ ამბავში. რეალურად ეს სია საკმაოდ გრძელია, მასში აუცილებლად მოიაზრებიან რუსეთის ხელისუფალნი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ სიის სათავეში ჩემი აზრით დგას ის ვისაც დიდ ათეულში ქართველმა ხალხმა მესამე ადგილი მიუჩინა.
  8. Nukriko, შიიძლება რაღაც-რაღაცაებში დაგეთანხმო, აი ამაში მაგალითად მაგრამ საზოგადოების ვერ დაგეთანხმები. არ არის აუცილებელი რომ ფორუმი იყოს პოლიტიკურად აქტიური, ან ფორუმი რაიმე ინიციატივებს უკეთებდეს გენერირებას. მე პირადად მასე არ ვთვლი. ფორუმი ჩემთვის არის თქვენთან, ე.ი. ფორუმელებთან სხვადასხვა პოლიტიკურ და სხვა თემებზე აზრთა ურთიერთგაცვლის საშუალება. თქვენთან ურთიერთობისას მე რაღაცას ახალს ვიგებ, რაღაცაზე ჩემს აზრსაც გამოვთქვამ და ჩემს თავში ვაყალიბებ გარკვეულ შეხედულებას სხვადასხვა მოვლენებზე. ჩემი სოციალური აქტიურობა გამოიხატება ჩემი აზრის გამოთქმაში ჩემს გარემოცვაში, ოჯახში, სამეგობროში, სამუშაოზე და რათქმაუნდა არჩევნებზე. რევოლუციების და ძალადობის მომხრე არასდროს ვყოფილვარ და იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვერანაირი ხელისუფლება ჩემს შინაგან თავისუფლებას ვერ შემიზღუდავს, თუნდაც ციხეში ჩამსვას. აი მატერიალურად კი შეუძლიათ ჩემი დაზარალება ძალიან მნიშვნელოვნად, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან არასასიამოვნო შეიძლება გახდეს, ამიტომ - მე შევიმეცნებ, ჩემს ფასეულობათა სისტემაში ვატარებ ხელისუფლებისა და ჩინოვნიკების ქმედებებს, მაგრამ არ ვუპირისპირდები ფრონტალურად (ჯიხვივით). მე არა ვარ იმის მომხრე, რომ ჩემი აქტივობა მათი უკანონო საქციელის მიმართ ასევე უკანონო გზებით განხორციელდეს, ამიტომ მე იძულებული ვარ ვიმოქმედო ან კანონის ფარგლებში ან გამოვხატო მათთდამი უნდობლობა და არ დავუჭირო მათ მახარი. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კონფორმიზმი. მგონი გადაჭარბებულად მისცემიხართ ნიჰილიზმს. არც ისე უიმედოდაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.მთავარია ნაცებს არ გაუჩნდეთ მაკოსოლიდირებელი ფაქტორი. ასეთი დღემდე იყო ორი საფრთხობელა - ერთი მხრივ შევარდნაძე და რუსეთი და მეორე მხრივ უთავო, სულელი და უპრინციპო ოპოზიცია. შევარდნაძის ფაქტორი უკვე აღარ მუშაობს. არა მგონია ოპოზიციის ფაქტორმაც იმუშაოს ამ წლის ბოლომდე მაინც. აი რუსეთის ფაქტორი ჯერ კიდევ მუშაობს და ამაში დარწმუნებული ვარ ხელს თავად პუტინი უწყობს, რადგან პუტინს აწყობს მიხოს ყოფნა ხელისუფლებაში, ამიტომ არის იმის საშიშროება რომ, როცა მიხოს გაუჭირდება პუტინის სათანადოდ ორგანიზებული აქტიურობა მოახდენს ქართველი ხალხის კონსოლიდაციას მიხოს გარშემო. მოკლედ პოლიტიკური შტილი ყველაზე მეტად არ აწყობს მიხოს, რადგან ამ დროს იზრდება შინაგანი რღვევის ფაქტორი. ზუსტად ამიტომ დავდე მაზიარი სატურნთან - წლის ბოლოს ცვლილებები იქნება.
  9. Saturn ხო, ჯერ მასეა და თუ ჭკოით არ ვიქნებით შეიძლება მაქ სიტყვა ყოფილი ჩაეკვხოს. აბა, შენ უკვე გაგიასნებია ყველაფერი და რას ველოდებით? მაგის სათქმელად - პუტინს დაელაპარაკეთო, ჩამოვიდნენ ჩვენთან ჯერ კლინტონი და მერე სიკორსკი, კუშნერი და ეშტონი.
  10. babuagiorgi ხო, მაგარი არგუმენტია. ნეტა იუგოსლავების რომელ ჯგუფს განეკუთვნებოდა მაი ქალბატონი? მე "რადიო სვობოდა"ზე მაქვს მოსმენილი, რომ იუგოსლავიაში კერძოდ ბოსნიაში გაჩაღებული ომის დროს, მარტო გერმანიას ყავს 15 ათასამდე არასრულწლოვანი, გაუპატიურებული ბოსნიელი გოგონა შეფარებული. ის საწ####ბიც ალბათ ბოსნიის სოფლებს გარეთ ნამყოფები არ იყვნენ.
  11. Saturn lasha_alo DATA TUTASXIA ხო, რათქმაუნდა, აბა საკუთარ თავს უფრო დამნაშავედ როგორ ჩავთვლით. ეს მათ გვაიძულეს ჩვენ საომარი მოქმედებები გვეწარმოებია სოხუმში და ცხინვალში. კაით რა, არავინ ამბობს ისინი უცოდველი კრავები არიანო, მაგრამ პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი კი არ გვეხვეწებიან ერთიანი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთო, ამას რამდენადაც მოგვეხსენება ამ სამეულიდან ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ გვსურს. თუ ვინმეს გონია, რომ ამ პრობლემას ჩვენი ძალიხმევის (ვგულისხმობ მუქარის ტონის მოთოკვას და მინიმუმ ნამდვილი ფედერაციის შეთავაზებას) გარეშე, ოსებისა და აფხაზების დაუკითხავად ვინმე გადაწყვეტს და თუ ვინმეს გონია, რომ მიხო თეთრ ცხენზე ამხედრებული ხუთჯვრიანი დროშების ალეით შეგრიალდება სოხუმში და ცხინვალში და იქედან მოგვილოცავს საქართველოს გაერთიანებას ძალიან ცდება. მონანიების გრძელი და მტკივნეული გზა გვაქვს გასავლელი! ხო მართლა, თუ ვინმე წამომძახებს - ისინიც ბევრს სცოდავდნენო, წინასწარ ვპასუხობ: მათი მოსანანიებელი მათ მოინანიონ, ჩვენ ჩვენს "ბოზ მამიდას" მივხედოთ.
  12. გამარჯობა ლიცი! ვიცი არ გეწყინება და ამიტომ ვამბობ - შენი პოსტი რომ წავიკითხე სახტად დავრჩი, ეს რომ წავიკითხე სულ სხვა დასკვნას ველოდი.მეგონა აქცენტი მიშიკოზე და მის რაზმზე გაკეთდებოდა, ან ყოველ შემთხვევაში მესამე მხარეზე (რუსებზე) და არ მეგონა თუ მთავარი დამნაშავეები ემიგრირებული ოსები აღმოჩნდებოდნენ. აბსოლუტურად ვეთანხმები ძუკუს და იმასაც გავბედავ და ვიტყვი, რომ ანალოგიურ სიტუაციაში მეც მოვხვედრილვარ არაერთხელ და ძალიან ძნელია ამ დროს დარჩე ცივი გონების პოზიციაზე.ყველას ვერ მოთხოვ შეინარჩუნოს საღი და მიუკერძოებელი პოზიცია ასეთ სიტუაციაში. კი ბატონო მესამე ძალა აქტიურად იყენებს სიტუაციას რათა დააპირისპიროს ოსები და ქართველები ერთმანეთს, მაგრამ თუ ჩვენ (ქართველები) ვთვლით, რომ ეს ქვეყანა უნდა ჩამოყალიბდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებთან ერთად ერთიან სახელმწიფოდ, მაშინ უფრო მეტი მოთმინება და გაგება უნდა გამოვიჩინოთ მათთან შედარებით ვინც ასე არ თვლის (მხედველობაში მყავს ოსები და აფხაზები). კუნთები კი არ უნდა ვაკაჩავოთ და წამდაუწუმ თითი კი არ უნდა ვუშვიროთ იმაზე, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს მათ ჩვენს წინაშე და როგორ ვერ გებულობენ ოსები და აფხაზები ჩვენს "კეთილ ზრახვებს", არამედ შერიგების გზები ვეძებოთ, რადგან მათი ნების გარეშე ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება არ გვიწერია.
  13. უცხო_პლანეტელი მეც ვუერთდები მოლოცვებს, სულ ბედნიერებასა და სურვილების ასრულებას გისურვებ!!! გაიხარე! :lasha1997:
  14. უიმე, უიმე, კი ვიცი რავა არ ვიცი, მარა მანდ ხაჭაპური არასდროს შემიკვეთია, წვენებს და ნაყინს ვიღებ ხოლმე როცა ბავშვებს ვასეირნებ ბულვარში. ფასები, იცოცხლე კი არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ რას არ იზამ ბავშვის ხათრით. სიბანძეზე ვერაფერს გეტყვი, მაგ საკითხზე არ მიფიქრია (არ გამომივიდა თუთაშხიასავით კაცო?)
  15. ამბობენ შუაში რომ დგას ვერიკოს და არისო და მალე მოევლინება აჭარას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელადო. ალბათ მაგას დაევალება წელიწადში 2 მილიონი ტურისტის უზრუნველყოფა ბათუმში.
  16. Saturn მოსულა.მაგრამ ეს "ტყუპები" სად არის არ ვიცი. ბათუმში ლაგუნაშია ყველაზე კარგი აჭარული ხაჭაპური. ძალიან მესიამოვნა რომ მოგეწონა.დათოს ველაპარაკე და შენზე სულ კომპლიმენტები მითხრა. ძალიან კარგი პიროვნებაა
  17. და შერნ როგორ წარმოგიდგენია მაგის დამტკიცება Saturn? ძუკუს მხრიდან ან ნებისმიერი ჩვენთაგანის მხრიდან, როგორ წარმოგიდგენია დღევანდელ პირობებში ხელისუფლების უკანონო ქმედებების დამტკიცება?
  18. GeoStream სტალინი ჩემთვის კაციჭამია კანიბალის და აბსოლუტური ბოროტების სიმბოლოა, ისევე როგორც ნაცისტების ფიურერი და მათი დაკონტრასტებით რომელიმეზე ცოდვის მოხსნა ასევე ამორალურია. სხვას არ მაინტერესებს.
  19. Saturn ხელის აწევაზე რა მოგახსენო, მაგრამ გამაზული მაქვს წლის ბოლომდე წავა მეთქი და წაგების სურვილი არა მაქვს.
  20. asds გონია რამე შეიცვალა?აგე, ერთი წლის წინ ზვიადა დიდ ათეულში მესამე ადგილზე გავიდა და ზვიადისტების მტკიცებით პირველზე უნდა ყოფილიყო. მიხოს ხელისუფლების ხელშეწყობით ზვიადის უფროსი ვაჟკაცი თეთრის შავად მონათვლას აპირებს და ზვიადის თვითმკვლელობა მკვლელობად უნდათ შერაცხონ და ალბათ ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მერე წმინდანობაზე წარადგინონ. ქვეყანა არა, დურდომია, მაგრამ რას იზამ, ჩვენია და ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ყველაფერზე.
  21. გამარჯობა liliko, სასიამოვნოა შენი გამოჩენა. მე პირადად დიდი სტაჟი და გამოცდილება უცხოელებთან ურთიერთობის არა მაქვს, მაგრამ ჩემი ხანმოკლე ვიზიტების დროსაც ინგლისში და შვდეთში ვიგრძენი უბრალო ნაცნობების ყურადღება და მხარდაჭერა, რამაც გურჯული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე გამაკვირვა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ კეთილგანწყობილება და დახმარებისათვის მზაობა მათი კულტურის ნაწილი იყო. გარდა ამისა მე ვერ დავაფიქსირე მომენტი, რომ ისინი (უცხოელები) რაიმეს შემპირებოდენ და არ შეესრულებინოთ. ისე, ვეფხვი მართალია, იქ სადაც ქართველებმა ადგილობრივებს თავი გააცნეს, მათი კეთილგანწყობილებაც შემცირდა, გასაგები მიზეზების გამო.
×
×
  • შექმენი...