Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. ამხელა ფულს რომ ხარჯავენ არჩევნებზე, აბა საიდან? ბიუჯეტის ფულს მთლიანად ხომ არ დახარჯავენ? მაგათთვისაც ხომ უნდა დარჩეს რამე? თან 3000 კაციც დასაფინანსებელია უკრაინის არჩევნების მეორე ტურისთვის. 10 თეთრით ბენზინის ფასმა მოიმატა. მაგ ბიზნესს სააკაშვილის ძმა აკონტროლებს. საქართველოში დაახლოებით 200 000 ავტომობილი იქნება. თითო საშუალოდ კვირაში 20 ლიტრს მაინც წვავს. ესეც ზედმეტი 2 ლარი კვირაში. გავამრავლოთ 200 000 - ზე. მივიღებთ ზედმეტ 400 000 ლარს. თვეში 1.6 მილიონი გამოდის. მაგ თანხით 30 000 ამომრჩევლის მოსყიდვა შეიძლება.
  2. საერთოდ როგორც ქრისტიანი ადამიანი სიკვდილს არავის არ ვუსურვებ. მაგრამ დიდად გული დამწყდებათქო ვერ ვიტყვი. -------------------------------- თემი სათაური შევცვალე. იმედია თემის ავტორი არ იქნება წინააღმდეგი.
  3. ამ ფორუმის იუზერების უმრავლესობა პოსტავს ან ადრე პოსტავდა ფორუმ.გეზე. ვინმეს თუ დაჭირდა, რომელიმე აქაური იუზერის IP, იქიდანაც გაიგებს. მაგრამ ტექნიკურად თუ ეს შესაძლებელია, დამალვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
  4. FRIDRIX სასამართლომ ყველა საჩივარზე უარი უთხრა, რახან გასაჩივრების ვადა ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ამოიწურა. და ეს ვიდეო კამერები სახალხო დამცელს მხოლოდ გაზაფხულზე გადაეცა. თან 12 უბნის შედეგები რომც გაეუქმებინათ, ამით არჩენების შედეგები ძირეულად არ შეიცვლებოდა. რაც შეეხება სხა უბნებს, მათი ჩანაწერების გაცემაზე ცესკოს თამჯდომარემ სახალხო დამცველს უარი უთხრა. ამის უფლება მას არ ქონდა, და სოზარ სუბარმა მას სასამართლოში უჩივლა: http://www.civil.ge/geo/article.php?id=17983 მაგრამ სასამართლოც უზურპირებული აქვთ ნაციონალებს. თუ ხედავ გზას როგორ უნდა ჩამოვართვათ ნაციონალებს უკანონოდ მითვისებული ხელისუფლება დაწერე, თუ არადა გაგვატარე
  5. FRIDRIX http://www.civil.ge/geo/article.php?id=18009 თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ ცესკო ყველაზე "სანიმუშო" უბნების ჩანაწერებს გადასცემდა სუბარს. 12-დან 10 უბანზე უფრო მეტი ბიულეტენი დაითვალეს, ვიდრე ადამიანი იყო შესული საარჩევნო უბანზე. ამაზე დიდი მტკიცებულება რა გინდა? დანარჩენი უბნების ჩანაწერები არც გაუხდიათ საჯარო.
  6. FRIDRIX გაყალბებული არჩევნებით მოსული ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება. არჩევნების გაყალბებით ხელისუფლების უზურპაცია, იგივე გადატრიალებაა.
  7. ახლა გადავაწყდი ამ ვიდეოებზე YouTube - ზე. მოკლედ ზეპელინების რამდენიმე სიმღერას პირიქით თუ დაუკრავთ, გაიგონებთ სატანის მადიდებელ სიტყვებს აქ კიდევ მარიხუანას პროპაგანდაა
  8. fashisti იმ რაღაცას რასაც რუსთავი 2 გიჩვენებს. იმის იქეთ სამწუხაროდ გახედვაც არ გინდა. შენთან და თამარ ბაღაშვილთან იასნია ახლოსაც ვერ მოვალ
  9. Saturn აი 92-94 წლებში თვეობით არ იყო შუქი. სახელმწიფო დაწესებულებები ხელფასებს კუპონებში იძლეოდნენ. და ამ კუპონებით არაფრის ყიდვა არ შეიძლებოდა. ყველა რუსულ რუბლს ითხოვდა. გადასაცვლელი პუნქტებიც არ არსებობდა. ხალხი მანქანებს ვერ იჩერებდა, შუა რუსთაველზე აჩერებდნენ, და ახევდნენ იმ მანქანას. მთელი ქალაქი ფეხით დადიოდა. მეტროში შეტენვა გმირობის ტოლფასი იყო. ხალხი ღამეებს პურის რიგებში ათენებდა. 98-ში ფაქტიურად ყველა ეს პრობლემა იყო მოგვარებული. დაგვეტოვებინა მაშინ ედუარდი სიცოცხლი ბოლომდე...
  10. Lo Janko ჯერ ერთი მხარი არ აუბია. დიპლომატიურად სცადა სიტუაციის განმუხტვა. და მეორეც, ეს არ იყო შეურაცხყოფა. სააკაშვილს მართლა აქვს ნაჭამი ჰალსტუხი.
  11. newstudio არა, ყოველი მესამე არჩევნებზე მისვლას აპირებს, მიმსვლელებიდან კიდევ ყოველი მესამე უგულავას აძლევს ხმას. ალბათ ეს იგულისხმება 30%-იან რეიტინგში.
  12. Private Nodari კი, მაგრამ 3 დღიანი პურის რიგებიც მახსოვს, და კალაშიანი მხედრიონელებიც დიღმის ტრასაზე. ყველაფერი შედარებითია, მაგრამ მაგალითად 93-98 წლებში ბევრად დიდი პროგრესი მოხდა, ვიდრე თუნდა 2003-2008 -ში.
  13. Saturn 90-იანი წლების დონეზე არც ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა არ დარჩენილა. ყველგან ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდა. მათ შორის შევარდნაძის დროინდელ საქართველოში. ეს ზოგადად განვითარებადი ქვეყნების თვისებაა. პროგრესი 95-2000 წლებშიც მოხდა მაგალითად. მაგრამ იმ დროს ვარდისფერ პროპაგანდას მარტო ერთი არხი გვტენიდა და ხალხს ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა. ახლა კი ძაან დიდი ფული ტრიალებს ამ ერორებში და ამიტომაა პროგრესი უფრო შესამჩნევი.
  14. Private Nodari მეც ვთქვი არა აქვს მეთქი ამას მნიშვნელობა. აი ეს ვთქვი მე. პრეზიდენტი ჩვეულებრივი დაქირავებული მოხელეა. და რატომ გინდა მისგან მონარქი გამოიყვანო არ მესმის. რას ნიშნავს ცუდიც გაუკეთებია, მაგრამ მე მაინც მიყვარს. შენ რომ სამსახურში ცუდ რამეებს აკეთებდი, როგორც მახსოვს გამოგიშვეს. დავიჯერო მიშას იმაზე უარესი არ გაუკეთებია, რაც შენ გააკეთე?
  15. Private Nodari მგონი არ ვშვებით. ყოველ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანი არ მომიკლავს მე და მერე არ მითქვამს რომ მოღალატე იყოო და მაგიტომ მოვკალი თქო. ალბათ შენც არ გიქნია ამისთანა რამე და არც რომელიმე აქაურ ფორუმელს. ცუდს იმას ვაკეთებთ, რომ ამ ყველაფერს ვითმენთ, და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის პრინციპით ვცხოვრობთ. მე ვის ვჭამ? ვერ ვიხსენებ რაღაც. ჩემი მოყვანილი არაა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტია ვალდებული ხალხის წინაშე და არა პირიქით.
  16. dire ის რომ აღარ გაუვიდეთ ის, რაც ადრე გასდიოდათ.
  17. Private Nodari როინ შავაძეზე თუ გსმენია რამე? სამხედრო იყო, ვინც აგვისტოში სამშობლოს იცავდა. მოკლეს კაცი, ჭორი გაუშვეს თითქოს მოღალატე იყოო. და დღემდე ვერავის ვერ დაუმტკიცებია ეგ. არც უცდია. ეგ ერთ ერთი ასეთი ფაქტია. რა თქმა უნდა ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება. მაგრამ თანამოქალაქეების გასაჭირიც უნდა გაიზიარო ალბათ. ცოტათი მაინც. ეგ არაა გამართლება, რომ მიშას მერე ვინც მოვა უარესს იზამს. იმან თუ დაინახა, რომ ყველაფრის მიუხედავად შენ მაინც გიყვარს მიშა და ასეთ თემებს უხსნი, მართლა უარესს იზამს.
  18. fashisti ჯერ ერთი როგორ ეგონათ, რომ ჩაწერილი არ იყო, როცა მთელი რუსთაველი კამერებითაა გაძეძგილი. მეორეც, მე რომ ვიდეო დავდე და შენ რომ არ უყურე და ისე მომწერე პასუხი, იქ იყო ვრცელი სიუჟეტი. მათ შორის შენს დადებულ კადრებზეც. რომელშიც მხოლოდ ნაწყვეტ ნაწყვეტ შეერთებული კადრები შევიდა. იქვე ზონდერების სიფათები ჩანდა ამ დარბევის დროს. შენ თუ გინდა ყველაფერზე თვალები დახუჭო და მარტო შსს-ს და რუსთავი 2-ის მოწოდებული მასალებით განსაჯო ყველაფერი, ვერაფრით დაგეხმარები...
  19. http://www.presa.ge/index.php?text=news&i=7197 აგერ ბზობის ღამის ამბების ვიდეოც ვიპოვე. ხოდა შეადარეთ ახლა სიფათები.
  20. fashisti http://conservatives.ge/?p=7029 მეც მაქვს ნანახი ეს "მენაგვეები" როგორ ჯდებოდნენ ძვირადღირებულ მანქანებში და საით მიქონდათ ტექნიკა.
  21. Saturn ვიცი, რომ შენც იცი ვინ არიან ეს ე.წ. "დამკვირვებლები". მაგის უარყოფა ახლა იმას გავს, ზოგიერთი რომ ამბობდა აპრილის აქციების დროს ოპოზიცია საკუთარ თავს სცემსო...
×
×
  • შექმენი...