Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. T_A_T მაგის გადაკოცნა რომ გეხამუშა, ის.
  2. ძალიან სამწუხარო ამბავია
  3. ბადრი_წიქორაძე ქალბატონ ლილიკოს მაგივრად მე ვერ გიპასუხებთ. მე ჩემს მაგივრად შემიძლია გიპასუხოთ. მე ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერ გზას. ერთადერთი საშუალებაა იმ ხალხთან შერიგება. ვიღაცამ იკითხა ამ თემაში, რატომ ურჩევნიათ რუსებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას? 2008 წლის აგვისტო ერთერთი მიზეზია. ახლა თქვენ შეგიძლიათ ისტორიული ფაქტები მოიყვანოთ, მაგრამ მათთვის ამ ისტორიულ ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი სხვა ისტორიას სწავლობენ, და როგორც თქვენ არ გინდათ ობიექტური ინფორმაციის მიღება, ისე არ უნდათ მათაც. კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია იმ ფაქტების აღიარება რაც მოხდა. ჩვენ მათ მაგივრად ამას ვერ ვიზამთ. მაგრამ ჩვენით ხომ შეგვიძლია გადავხედოთ რეალობას და დავგმოთ ის რაც ჩვენ დავაშავეთ. თუ არადა ვიქნებით ასე როგორც ახლა ვართ და ბოლობოლო მიიერთებს რუსეთი ამ ტერიტორიებს. Saturn და ის ხალხი ვინც ამბობს "რუსეთი დაიშლება და მერე დავიბრუნებთ ტერიტორიებს" საქართველოს გაერთიანების მომხრეა, ხო? http://www.hrw.org/legacy/reports/pdfs/g/g...rgia923full.pdf ამ ანგარიშში აღწერილია კონფლიქტის მსვლელობისას ადამიანის უფლებების დარღვევა როგორც აქეთა, ისე იქეთა მხრიდან. კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი. 48 გვერდზეა თავი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ეროვნული ნიშნით.
  4. ბადრი_წიქორაძე ბატონო ბადრი. ქალბატონ ლილიკოს წინააღმდეგ ცხინვალში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სწორედ იმიტომ რომ ის არის საქართველოს გაერთიანების მომხრე. თქვენ კიდევ ლამის სამშობლოს ღალატი და სეპარატიზმის მხარდაჭერა დააბრალოთ. დანაშაული როგორც აქეთა მხრიდან იყო ჩადენილი, ასევე იყო იქეთა მხრიდან. გასაგებია, რომ თქვენ არ გჯერათ ოსების ბრალდებების, ოსებს კიდევ არ ჯერათ ჩვენი ბრალდებების. მაგრამ არსებობს დამოუკიდბელი წყაროები: human rights watch - ის დასკვნა, რამდენიმე უცხოური პრესის არქივები (მაგალითად Washington Post - ზე დევს არქივები 1980 წლიდან. რამდენიმე სტატია ქართულ-ოსურ კონფლიქტსაც ეხება), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატიებიცაა იმ კონფლიქტზე. თუ გაინტერესებთ, შემიძლია მოვიძიო და დავდო. თუ საქართველოს გამთლიანება გვინდა, პირველ რიგში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. და ის შეცდომები რაც დავუშვით, აღარ გავიმეოროთ.
  5. ახლა აქ რომ შემოიხედოს ამ ხადავიკმა არ შეგრცხვება?
  6. ყველაზე აფერისტები ესენი არიან. ფასის გარდა 10 ლიტრში 1 ლიტრს იტყუებიან. მაგრამ რახან ვისოლი გადაწყდა, ესეც მისასალმებელია. თან როგორც ამბობენ სააკაშვილის ძმისაა. მარა პრინციპში ყველა მაგისია.
  7. Achiko1972 ანუ ამ ეტაპზე კონფლიქტის მოგვარების გზას ვერ ხედავთ, ხომ?
  8. Achiko1972 ჩვენს შემთხვევაში მტრების განადგურებაში რას გულისხმობთ? kisa კიბატონო. ყველას ერთნაირად ვთხოვთ კორექტულობას. არაკორექტული პოსტები დაედიტდა. თუ რამე გამომრჩა, მიმითითე და იმასაც ჩავასწორებ.
  9. Achiko1972 ძალიან კარგია რომ მტრებს ეროვნული ნიშნით არ არჩევთ. მაგრამ ერთი რამე მითხარით: რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი? კონფლიქტების მოგვარება თუ "მტრებზე" აბაროტის აღება?
  10. Saturn მე არ მითქვამს რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს თქო. საბედნიეროდ ჩემს სანაცნობოში მსგავსი აზრები არავის აწუხებს. მაგრამ იქით ფორუმზე, სადაც ძირითადად მმართველი ელიტის აზრები ტრიალებს, სამწუხაროდ ასეთი სამარცხვინო პოსტები იწერება.
  11. Achiko1972 პაატა ზაქარეიშვილი უკვე თითქმის 20 წელია მუშაობს კონფლიქტების მოგვარების სფეროში. ძირითადად ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ქალბატონი ლილიკო წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, იმ მიზნით რომ საქართველო გამთლიანებულიყო. ამის გამო თუ არ ვცდები ცხინვალში მის წინააღმდეგ საქმეც არის აღძრული. რატომ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ნაციონალისტები, რომლებიც საქართველოს ნგრევის უშუალო მონაწილეები იყვნენ, არიან პატრიოტები, ხოლო ზაქარეიშვილი და ლილიკო - სეპარატისტების მხარდამჭერები?
  12. Achiko1972 კი მაგრამ ეს მტრების ფაქტიური მხარდამჭერები (თუნდაც იგივე პაატა ზაქარეიშვილი) რაღაცას მაინც აკეთებენ საქართველოს გამთლიანებისთვის. რაღაც კონკრეტულ გეგმებს მაინც გვთავაზობენ. აი ის პატრიოტები, რომლებიც "აქტიურად აპროტესტებენ" ოსურ სეპარატიზმს, ისინი რას აკეთებენ ქვეყნის გამთლიანებისთვის? რატომ საზღვრავთ ადამიანების პატრიოტიზმს სიტყვით და არა საქმით?
  13. Saturn მეზობელ ფორუმზე გადახედე იგივე თემას. მეც მრცხვენია, მაგრამ...
  14. Achiko1972 ძახილით ვერაფერს ვერ უშველი რაც არ უნდა იძახო. საქმე ლაპარაკის ნაცვლად ხომ გაგიგია. საქართველოს ხელისუფლების და მისი ყველა მოქალაქის ვალია არ დაუშვას ქვეყნის დაშლა. როცა ხედავ რომ შენი სტრატეგია მცდარია და ქვეყნის დაშლას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს, სტრატეგია უნდა შეცვალო.
  15. Achiko1972 როგორც შენ გერგო წინაპრისგან სახლ-კარი, ისე ერგოთ მაგათ. საქართველო ყველა მისი მოქალაქისაა. რა შუაშია აქ ეროვნება. კონფლიქტის გაღვივებას რაც შეეხება, სამწუხაროდ აქ ბევრი მარტო თავისეულ ვერსიას აღიარებს, ისევე როგორც ცხინვალში. ანუ ყველა ხედავს სხვის შეცდომას მაგრამ საკუთარის აღიარება არ უნდა. ეს არის ძირითადი მიზეზი თუ რატომ ვერ ხერხდება ამ კონფლიქტის მოგვარება, და სწორედ ამას იყენებს რუსეთი თავის სასიკეთოდ.
  16. ნებისმიერი პოლიტიკოსის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ნებისმიერ ქვეყანაში. არც პოზიციაა გამონაკლისი არც ოპოზიცია. უბრალოდ ხელისუფლებას საქმის გამო აკრიტიკებენ, და ოპოზიციას ხშირ შემთხვევაში ვარაუდებზე დაყრდნობით ლანძღავენ.
  17. Saturn უბრალოდ პატრიოტული ბანაკები საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ქადაგებად არ მიმაჩნია (მიგვაჩნია). ანუ სამშობლოს და ბელადს ვყოფთ ერთმანეთში.
×
×
  • შექმენი...