irusha აგვისტოში ომი რომ მორჩა კაცი ჩავიდა ბათუმში, მეორე თუ მესამე დღეს მოაკითხეს კუდის თანამშრომლებმა, ხალხის თვალწინ აიყვანეს, აყვანის დროს ცემეს. შემდეგ წამებით მოკლეს და ჩოლოქთან დატოვეს გვამი. ოფიციალური ვერსიით ეს კაცი დააკავეს ნარკოტიკების მოხმარების გამო. თუმცა ეს ვერსია დღემდე არ დადასტურებული. და რომც დადასტურებულიყო, ნარკოტიკების მოხმარების გამო კაცი წამებით უნდა მოკლა? მეორე ვერსიაც გაავრცელეს (უფრო სწორედ ვერსია კი არა, ჭორი), რომ ეს კაცი მოღალატე იყო, და ამიტომ მოკლეს. მოკლედ ადამიანის მოკვლა არ იკმარეს, დამატებით მკვდარ კაცს ჭორი აუგორეს, მოღალატე იყოო. აქ შეგიძლია ნახო ვრცლად: http://presa.ge/index.php?text=news&i=5213 და ეს მარტო ერთი შემთხვევაა. აი მართლა რომც ვერ ხედავდე ამათზე უკეთესს, ამათ როგორ უნდა მისცე ხმა?