მოკლედ ვიღაც ალვარესი საქართველოში ჩინოვნიკებს ქრთამს აძლევდა რომ იარაღის შესყიდვაზე გარკვეულ ფირმებთან მოეწერა კონტრაქტს ხელი. ეს წერია ამ ალვარესის საბრალდებო დასკვნაში. ქართველი ჩინოვნიკების გვარები არაა მითითებული გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში. ალვარესის წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. asineta რა შუაშია აქ ეს? რატომ უნდა აიღოს ჩინოვნიკმა ქრთამი იმისთვის, რომ ამა თუ იმ კომპანიასთან გააფორმოს კონტრაქტი? თუ კომპანია კარგ პირობებს გთავაზობს, მაშინ რისთვის გიხდის ქრთამს? ე.ი. პირობები მთლად მომგებიანი არაა. ამას ქვია კორუფცია, როცა ქრთამის გულისთვის ხელს აწერ წამგებიან კონტრაქტს.