Grig ესეც საკმაოდ ბუნდოვანი პერპექტივაა, და საქართველოში ამაზე გაცილებით უფრო ხშირად ლაპარაკობენ, ვიდრე რუსეთში. წარმოიდგინეთ, საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება, პირველ რიგში ხო უნდა მოუხსნას რუსეთის ჯარს ოკუპაციურის სტატუსი? რომ მოხსნის, რამე სხვა სტატუსი ხომ უნდა მისცეს? პირდაპირ ხელშეკრულებას რუსებთან ვერ გააფორმებს, იმიტომ რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს არ თვლის საქართველოდ. ხოდა რა გამოდის? ერთადერთი გზა პრორუსული ხელისუფლებისთვის ამ რეგიონების აღიარებაა. ამისთვის მას დაჭირდება რუსეთისგან იმის გარანტია, რომ აღიარებისთანავე მოეწერება ხელი კონფედერაციის შექმნის შეთანხმებას. ასეთ გარანტიებს რუსეთი არ იძლევა. ამიტომ ახლანდელ ვითარებაში საქართველოში პრორუსული ხელისუფლების მოსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ებრალიძეც რომ გახდეს პრეზიდენტი, მოუწევს საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის გადახედვა.