Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/112050.html ამ ფორუმზე ხშირად მსმენია ფრაზა "ბრიყვი ხელისუფლება". არის კი ეს სიბრიყვე? თუ მიზანმიმართული პოლიტიკაა? ამ რაიონში სიტუაციის შეცვლა არც ახლაა გვიანი. რატომ არ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ იქ დარჩენილ მოსახლეობას? რატომ არ ვარქმევთ ყველაფერს თავის სახელს?
  2. Saturn სტერეოტიპებს ქმნიან. "შემდგარი სახელმწიფო", "წარმატებული განათლების რეფორმა", "სამშობლოს მოღალატეები" და ა.შ. lasha_alo ტალიავინის კომისიის დასკვნაში წერია, რომ ცხინვალზე შეტევა ვერ იქნებოდა პასუხი სეპარატისტების სროლებზე. ამიტომ კონტრშეტევაც არაა ზუსტი ტერმინი. ამაში გეთანხმები, მაგრამ საქართველოს სახემწიფომ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას მსგავსი რამეების ჩადენის უფლება. და არა ხელისუფლებამ რაც უნდა ის ქნას, და მთელმა სახელმწიფო უსიტყვოდ დაემორჩილოს მათ. lasha_alo ევაკუაცია იყო თუ რა იყო, ხალხი მაინც ჩარჩენილი იყო იმ ქალაქში. 162 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა. თუ შენ მათ აქედანვე არ მიიჩნევ საკუთარ თანამოქალაქედ, რთული იქნება ამ კონფლიქტის მოგვარება. ანუ ერთი მხრივ გინდა საქართველოს გამთლიანება და მეორეს მხრივ იმ ხალხს უცხო სხეულად აღიქვამ.
  3. მოკლედ უნდა ვაღიარო, რომ დიდია ერორების ძალა. მთელი საქართველო დედას აგინებს, მაგრამ გარკვეულწილად ხალხში მაინც ილექება მათი პროპაგანდა. რადიო თავისუფლებისთვის სალომე ზურაბიშვილი მიცემული ინტერვიუ: http://foreignpress.ge/?p=9343
  4. babuagiorgi მაშინ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წლის წინ კი არა, 1801 წელს დაიწყეს რუსებმა ომი. მაგრამ ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამ ისტორიას ვისაც როგორც უნდა ისე ატრიალებს. აქ ლაპარაკია კონკრეტულ თარიღზე. 2008 წლის 7 აგვისტოზე. გაიხსენეთ იგივე 2003 წელი. რატომ გახსოვთ მარტო ცუდი გზები და გაუნათებელი ქუჩები. ისიც გაიხსენეთ, რომ რაჭაში ავტობუსები ცხინვალის გავლით გადიოდნენ. ოსებს დიდი ლიახვის ხეობის გავლით შეეძლოთ მოძრაობა. კონფლიქტის მოგვარების მარტო პოლიტიკური ნაწილი იყო გადასაწყვეტი. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობაზე ხომ საერთოდ არც იყო ლაპარაკი. ბოლოსდაბოლოს კოკოითი ამ რეგიონის მხოლოდ 60%-ს აკონტროლებდა. ამან კიდევ რა ქნა. ჯერ ტემპერატურა გაზომა ცხინვალში (მაია ნადირაძის კომენტარია 2004 წლის მოვლენებზე). თურმე ცხელოდა. მოსპო ერგნეთის ბაზრობა და მერე ოსებს დაუკეტა თამარაშენი-კეხვის გზა. შემდეგ ჩაატარა სპეც. ოპერაცია კოდორის ხეობაში, რომელსაც ზემო აფხაზეთის დაბრუნება დაარქვა. მერე ძალით ამწვავებდა ურთიერთობას რუსეთთან. თუნდაც ის გაიხსენეთ 7 ნოემბერს რუსები "გადატრიალებას" რომ გეგმავდნენ. შემდეგ 2008 წლის მაისში უარი თქვა "ალასანიას მომზადებული გეგმის" ხელმოწერაზე. ამ გეგმით სხვა თუ არაფერი კოდორის ხეობას არ დავკარგავდით და ლტოლვილების რაღაც ნაწილი დაბრუნდებოდა სახლებში. შეიძლება რუსეთსაც უკან დაეხია ამ გეგმის ხელმოწერაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რომ უარი პირველმა სააკაშვილმა თქვა. შემდეგ 7 აგვისტო და "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" მცდელობა. ყველანაირი მითი მოისპო, რომ ეს ოპერაცია რუსების შესაკავებლად დაიწყო. ამ ოპერაციას მოყვა რუსეთ-საქართველოს ომი. ქართულმა ჯარმა უბრძოლველად დატოვა დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, საჩხერე, გორი, ახალგორი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი. აქედან თავდაცვითი ზღუდე მხოლოდ გორთან იყო გაკეთებული, და ისიც არა ხელისუფლების ბრძანებით, არამედ უშუალოდ სამხედრო მეთაურების მიერ. უბრძოლველად ჩაბარდა კვიციანისგან განთავისუფლებული კოდორის ხეობა, ისე რომ ქართული დროშაც დატოვეს მანდ. ამ კატასტროფას ვერც ერთი დაგებული გზა თუ განათებული ქუჩა ვერ გადაწონის. და იმის ძახილი, რომ ამაში მხოლოდ რუსები არიან დამნაშავენი, რომლებმაც 20 თუ 30 წლის წინ დაგვიწყეს ომი და ჩვენ რაც არ უნდა გვექნა, მაინც იგივე შედეგი დადგებოდა ნიშნავს იმას, რომ მომავალ ხელისუფლებასაც ვაძლევთ იგივეს გამეორების უფლებას.
  5. licemer თემის ავტორს რას ერჩი. თემის ავტორმა გამოსცა ეს განკარგულება?
  6. newstudio მოკლედ 7-ში თუ არ გადმოუკვეთიათ რუსეთ-საქართველოს საზღვარი, მაშინ რატომ წამოიწყო სააკაშვილმა 7 აგვისტოს ოპერაცია? თუ გადმოსულები იყვნენ, რატომ დაუმალა ეს პარლამენტს, და მათი შემოსვლის თარიღად რატომ დაასახელა 8 აგვისტო?
  7. kisa კი მაგრამ მაშინ რუსების 7-ში შემოსვლის თემა არ იყო აქტუალური და ამიტომ არ მიუქცევია არავის ამისთვის ყურადღება. დაჟე ერთ ერთ ფორუმზე 8 აგვისტოს თემები ვიპოვე, აი BBC რომ გადმოსცემდა რუსული ტანკების შემოსვლას როკის გვირაბით პირდაპირ ეთერში, ფორუმელი პატრიოტები ამტკიცებდნენ, რომ ეს ძველი კადრებია, და ვინც მათი ნამდვილობა დაიჯერა, პროვოკატორობისთვის და პანიკის გავრცელებისთვის ბანი დაადეს.
  8. newstudio დავით ბაქრაძემ მოაწერა ხელი ამ ბრძანებულების დამტკიცებას. ამიტომ ჯერ ეგ დასაჯონ მოღალატეობისთვის, და მერე მე
  9. Nukriko ყველაფერი სიმართლეა ამის გარდა: არასდროს არ იყვნენ ლეიბორისტები მოქალაქეთა კავშირში. 92-95 წლების მოწვევის პარლამენტში იყო შალვა ნათელაშვილი ერთი პერიოდი რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარე. მაგრამ მოქალაქეთა კავშირის სიით არა. მაშინ არც არსებობდა მოქალაქეთა კავშირი. ძლიან ბევრი პატარ-პატარა პარტია იყო იმ პარლამენტში.
  10. machkatela თუ დასკვნა არ წაგიკითხიათ, რატომ წერთ იმას რაც სიმართლეს არ შეესაბამება? პროვოკაციები იყოო, დაძაბულობაც იზრდებოდა, მაგრამ ცხინვალზე შეტევა არ იყოო პასუხი ამ პროვოკაციებზეო.
  11. ზარაზა დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ ცხინვალზე შეტევა ვერ ჩაითვლება რეაქციად სეპარატისტების სროლებზე. აი ამის აღიარებაზეა საუბარი ამ თემაში. რა მოხდებოდა, რომ ჩვენ მარტო სეპარატისტების საცეცხლე წერტილების დახშობით შემოვფარგლულიყავით? უბრალოდ მოსახლეობა რომ გაგვეყვანა ხეობიდან და ჩვენი სოფლები რომ დაგვეცვა? იგივეს ვიკითხავ 90-იანი წლების კონფლიქტებზე. როდემდე უნდა ვიმშვიდოთ თავი იმით, რომ "რუსები მაინც შემოვიდოდნენ"?
  12. ზარაზა რუსების გამართლებას არავინ არ ცდილობს არც აქ, და არც იმ დასკვნაში. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ორივე კონფლიქტი რუსების ინსპირირებულია. ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ შეგვეძლო კონფრონტაციის თავიდან აცილება. ტალიავინის დასკვნაშიც ეს წერია, ომის აცილება შესაძლებელი იყოო! გინდათ გაზპრომის მოსყიდული ეძახეთ, გინდათ შამბას ნაშა. ყველამ ვიცით რომ ეს ასე იყო. ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. უბრალოდ გაიაზრეთ, რა მაშტაბის ზარალი მიადგა ქვეყანას ამ მოქმედებების შედეგად. რამდენიმე ავანტიურისტის გამო!
  13. newstudio დასკვნაში წერია, რომ ცხინვალის დაბომბვა არ იყო ადექვატური რეაქცია იმ პროვოკაციებზე, რომლებიც ოსების მხრიდან მოდიოდა. ეს ჩვენც ვიცით. გეოგრაფიულადაც ქალაქი ცხინვალი არაა სტრატეგიული მონაკვეთი. ასე რომ 8 აგვისტოს ღამის ოპერაცია იყო ქალაქის აღების მცდელობა, და არა პასუხი სეპარატისტების სროლებზე. უბრალოდ იმდენად დანერგეს ერორებმა აზრი, რომ მსგავსი რამეების ლაპარაკი ქვეყნის ღალატია, რომ ბევრს ეშინია ამის აღიარების. არადა რეალურად ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, ტალიავინს უფრო დაუჯერებენ. სამაგიეროდ სიმართლის აღქმის შემთხვევაში შეიძლება მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
  14. ოსების გენოციდი არ დადასტურდა. ქართველების ეთნოწმენდა - კი.
  15. Saturn დანარჩენიც წაიკითხე. სამშვიდობოების დასაცავად ჯარების შეყვანა გაუპრავეს. ცხინვალის დაბომბვამდე რუსული სამხედრო ტექნიკა აქეთ არ გადმოსულაო. ოსების პროვოკაციები რომ უძღოდა წინ კი წერია, მაგრამ ისიც წერია, რომ ცხინვალის დაბმობვა ვერ შეფასდება, როგორც ამ პროვოკაციების აღკვეთის მცდელობაო.
  16. კოდორის ხეობის შემთხვევაში აფხაზებმა და რუსებმა დაარღვიესო საერთაშორისო ნორმები
  17. DATA TUTASXIA მოკლედ რაც პირველ პოსტში წერია, დაახლოებით ეგაა. ბოლომდე არც მე წამიკითხავს ჯერ. ანუ ცხინვალის რეგიონში რუსების შეჭრით საერთაშორისო ნორმები არ დარღვეულაო მაგრამ უფრო ღრმად რომ შეიჭრა მერე, აქ დაირღვაო
  18. machkatela მეც შარშან დავასკვენი ეგ და ყველამ ვინც ამ ამბების თვითმხილველი იყო. უბრალოდ ერორებმა ხალხი დაარწმუნეს, რომ ტყუილის დაჯერება სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას. ტალიავინის კომისიამ დამამტკიცებელი საბუთები მოაგროვა, გამოქვეყნდება ეს 900 გვერდიანი დასკვნა, და ამ თემაზე სპეკულაციებს იმედი მაქვს ადგილი აღარ ექნება.
  19. machkatela ჩვენ რომ მაგას ევროპელებზე ვიტყვით, ეჰ... ისე გაიხსენეთ შარშან როგორ მორიგეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები თბილისში, რუსებს ქალაქი რომ არ დაებომბათ.
×
×
  • შექმენი...