DATA TUTASXIA
პლანეტელი-
პოსტები
1.033 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი DATA TUTASXIA
-
"გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით
DATA TUTASXIA replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართებოდა(მეზობელი ფორუმის ლომების) და არავის მოსვლია აზრად რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაემართათ კანცელარიასთან ან პარლამენტთან. მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა ქონდა მაშინაც. მუხტი სჭირდებოდა მიშას, საბრძოლო სულისკვეთება უნდა აემაღლებინა ხალხში და მიაღწია მიზანს კიდევაც. გამოკითხვით, ომით ტერიტორიების დაბრუნების მომხრე დაახლოებით 90% იყო. შექმნეს მითი ჩვენი უძლეველობისა, გაიხსენეთ კეზერაშვილის სიტყვები:- ჯარი ისეა მზად ომისთვის, როგორც არასდროს. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალო ობივატელისთვის კეთდებოდა. ვინმემ იცის რამდენი იარაღი იყო შესყიდული და რამდენი ჩაუვარდათ რუსებს ხელში ნადავლის სახით? არა და ვერც ვერასდროს გავიგებთ. და ვერც იმას გავიგებთ რამდენი მოტეხეს ფული ამ სამხედრო შესყიდვების დროს. მორჩა ამ ომმა წაშალა ყველაფერი. იტყვიან რუსებმა გაანადგურეს ან წაიღესო. ბოლო წლეების მანძილზე სადღაც 9 მილიარდამდე დაიხარჯა იარაღზე. აქედან რეალურად რამდენი დაიხარჯა იცის ვინმემ? ან რუსებმა რამდენი გაანადგურეს. ფულიც გააკეთეს, რუსებს ნიღაბი ჩამოხსნეს, ბათუმი ბარსელონა გახდება, ყველაზე მხიარული ახალი წელი გვექნება, დაღუპულთა ოჯახებს ბინები დაურიგეს, წამლებიც გააიაფეს და ასე მორჩა ეს ყველაფერი. ხმამაღლა ვაცხადებ: -ქართველმა ხალხმა პენსიებზე, შუქზე, გზებზე, ბათუმის ბულვარზე, შადრევნებზე გაყიდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. :yes2: -
"გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით
DATA TUTASXIA replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio დაიჯერეთ ხალხნო ეს ომი ცხინვალის აღებას არ ემსახურებოდა. ამ ომმა გააკეთა ის, როს გამოც დაიწყო. ეს ომი იყო რუსეთისთვის ნიღაბის ჩამოსახსნელად დაწყებული ომი. არათუ სააკაშვილმა, არამედ პირველმა ლედიმაც გარკვევით თქვა დაჭრილებთან: ჩვენ მოვიგეთო, იმიტომ რომ მივაღწიეთო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას. ეს არ იყო სპონტანურად მოფიქრებული პასუხი რულოვსის მხრიდან. სწორედ ამიტომ გაუგრძელეს რუს სამხედროებს სამშვიდობო მანდატი. სწორედ ამიტომ არ შეუტიეს ჯავას და როკის გვირაბს. სწორედ ამიტომ გაუგრძელეს მანდატი რუსებს და მისცეს საბაბი თავი ემართლებინათ ჩვენ ჩვენს მისიას ვასრულებდით და სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდაო. -
პაატა ზაქარეიშვილი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა
DATA TUTASXIA replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 და რა მერე? აღიარა დანაშაული მერე რა? ეს სახელმწიფოს პოზიცია ხომ არ არის? -
ლ ი ც ი ვუერთდები მილოცვას. გილოცავთ ბარბარობას. ლ ი ც ი ლეო ნაფტას და თეა თუთბერიძესაც ულოცავ? :mamao:
-
machkatela წამო ჩემთან, ერთად ვიაბრაგოთ.
-
გილოცავთ :bis: :bis: :bis:
-
ათეისტური საზოგადოებები და ქვეყნები
DATA TUTASXIA replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko ეს ორი ციფრი რას ნიშნავს? -
რას ნიშნავს არამურთაზი, თანამედროვე მამაკაცი?
DATA TUTASXIA replied to DATA TUTASXIA's თემა in ადამ და ევა
T_A_T შენს მიერ ჩამოთვლილ არამურთაზოიდს :sorry: ყველაზე მეთი ქვეთავი,რატომღაც ინტიმურ სფეროში აღმოაჩნდა. რატომ? -
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=13798&ct=6 გაზეთ ``რეზონანსის`` მიხედვით ``პროპაგანდა 27 მილიონზე მეტი ღირს`` საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ``კორ–სტანდარტბანკიდან’’ ორი მილიონი ლარის კრედიტი აიღო. ``ექსპრესნიუსის’’ ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ნაწილი მაუწყებელს სახელფასო დავალიანებისთვის დასჭირდა, რასაც სამეთვალყურეო საბჭოს ავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თანხა ტექნიკის შესაძენად იქნა აღებული. ლევან გახელაძე აღშფოთებას ვერ მალავს კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა 28,5 მილიონი ლარით დაფინანსებულ მაუწყებელს კიდევ კრედიტის აღება და სხვა ტელეარხების ბიუჯეტების გადახედვისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, როგორც ``იმედის`` და ``რუსთავი2``–ის ყოფილი გენდირექტორები აცხადებენ, 2003 წელს ყველაზე პოპულარული ``რუსთავი 2’’–ის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს, ხოლო 2007 წელს რეიტინგში პიველ ადგილზე მყოფი ``იმედის`` ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს, რომ ეს თანხა სჭირდებოდათ ტელევიზიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასაყვანად, ასევე მაუწყებლობის გასძლიერებლად და ტექნიკის შესაძენად. ``უმეტესობა ამ ტექნიკისა წავა პირველ არხში საჭიროებისთვის, რადგან ის ცენტრალური არხია, თუმცა ასევე იქნება საერთო მოხმარების კამერები, მონიტორები და ა.შ.’’ – ამბობს გახელაძე. მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აიღო ვალდებულება, რომ უნდა გაუშვას ეთერში მეორე არხი, ასევე ``პირველი კავკასიური’’. არის სხვა დანახარჯებიც, რაც არხისა და რადიოს მომასხურებას სჭირდება. გახელაძის ინფორმაციით, ბანკიდან არხმა თანხა 3–5 წლის ვადით აიღო. ``რუსთავი 2’’–ის ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ის ბიუჯეტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, სრულიად საკმარისია არხის ასამუშავებლად, რომელიც ხალხის ინტერესებს დააკმაყოფილებს. თუმცა კიწმარიშვილის თქმით, ხელისუფლების ის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ქართულ ტელეარხებზე ხორციელდება, რეალურად 27 მილიონზე გაცილებით მეტი ჯდება. მისი განცხადებით, ``რუსთავი 2’’–ის ყველაზე ძვირი ბიუჯეტი 2003 წელს 4,5 მილიონი დოლარი იყო, რომლითაც, როგორც კიწმარიშვილი ამბობს, ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხს აკეთებდა 65%–იანი რეიტინგით. ``იმედის`` ყოფილი გენდირექტორი და ახლანდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ბარათაშვილი კი ამბობს, რომ ``იმედის`` ახლანდელი ბიუჯეტის შესახებ მონაცემები არ აქვს, თუმცა 2007 წელს, როცა არხი ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, დაახლოებით 20 მილიონ ლარს ხარჯავდნენ. ``ასეთი განვითარების ქვეყანაში ტელევიზიები ბევრს ხარჯავენ. როდესაც შევხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ტელეარხებს, ისინი თავიანთ თავს ძვირადღირებული ტელეპროდუქტების გაკეთების უფლებას არ აძლევენ’’ – ამბობს ბარათაშვილი.
-
რას ნიშნავს არამურთაზი, თანამედროვე მამაკაცი?
DATA TUTASXIA replied to DATA TUTASXIA's თემა in ადამ და ევა
T_A_T საყურე ან გრძელი თმები არ შედის არამურთაზების ატრიბუტიკაში? -
რას ნიშნავს არამურთაზი, თანამედროვე მამაკაცი?
DATA TUTASXIA replied to DATA TUTASXIA's თემა in ადამ და ევა
გაგიჟდები კაცი რა . ვიკითხე არამურთაზი, თანამედროვე კაცისთვის დამახასიათებელი თვისებები და აქ მურთაზებზე დამიწყეს ლაპარაკი. T_A_T არამურთაზების თვისებებიც დასტროჩკე. და შენს დასტროჩკილზე ვიკამათოთ. მოსულა? თორემ საუბარი რაზეა ბევრმა არ იცის. -
საზღვაო უსუსურობა და კიდევ ერთი კრახი
DATA TUTASXIA replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ჰო ეგ ციფრები მეც ვიცი. და რა მერე? -
kisa ჩვენთან ეგრეა. გაიხდი, ძუძუს გამოაჩენ და ეგრევე ელიტურ ფენას მიგაკუთვნებენ. ოღონდ პერმანენტულად მურთაზებზე უნდა ილაპარაკო და მნიშვნელობა არ აქვს კვირაში რამდენჯერ იბან ან თავში რა გიდევს. რაც მთავარია კიდევ პატრიარქი უნდა ლანძღო. :yes2:
-
საზღვაო უსუსურობა და კიდევ ერთი კრახი
DATA TUTASXIA replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ჰო და ღორების კოლტი ეგრევე გაიქცევა ჩვენი ტერიტორიებიდან. :baby: -
საზღვაო უსუსურობა და კიდევ ერთი კრახი
DATA TUTASXIA replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo აბა როგორ იქნებოდა სხვანაირად? საზღვრებს უკონტროლებენ რუსები და ვიღაცამ რომ დაარღვიოს აფხაზეთის საზღვრები ეგრევე რუსულ ფლოტთან გექნება საქმე. აბა რა უნდა ქნან მობრძანდით ბატონებოო ხომ არ გვეტყვიან. მე იმაზე მეცინება როდესაც ტელევიზორებიდან ატეხენ ერთ ამბავს, არიქა გალში ქართულად სწავლას გვიკრძალავენო. აბა რისთვის იომეს მაშინ? რისთვის აშენებენ აფხაზეთს? იმისთვის რომ გალში ქართულად ისწავლონ? და რა, ადრე არ იცოდით ეგრე რომ იქნებოდა. -
რას ნიშნავს არამურთაზი, თანამედროვე მამაკაცი?
DATA TUTASXIA replied to DATA TUTASXIA's თემა in ადამ და ევა
T_A_T დიდი მადლობა გარჯისათვის მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერა ასე დეტალურად არამურთაზი კაცების ზნე-ჩვეულებანი. :yes2: და ისე რაც აქ წერია თითიდან გამოწოვილია და ასეთი კაცები, ანუ ვისაც ყველა ზემოთჩამოთვლილი თვისება ერთდროულად გააჩნდეს, არ არსებობენ. -
როგორია იგი? ორივე სქესთან მაქვს ეს შეკითხვა.
-
გუბაზ სანიკიძე - სააკაშვილი კატილინას ჰგავს
DATA TUTASXIA replied to Blaugranator's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili კი მაგრამ ეხლაც იმყოფებიან რუსები აფხაზეთში და სამაჩაბლოში და რატომ არ ვომობთ? -
გუბაზ სანიკიძე - სააკაშვილი კატილინას ჰგავს
DATA TUTASXIA replied to Blaugranator's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili აქაც დაგისვამ ამ შეკითხვას. რა არის ცუდი იმაში რომ საკუთარი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ომი დაიწყო? -
shamili სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. ბოლო ფრაზა ჩემთვის ყველაფერს ამბობს. ამიტომ დაიჯერა მიშამ რომ რუსები არ ჩაერეოდნენ და დაიწყო ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები და ამას რაც მოყვა ყველამ ვნახეთ.. ეს მიშას სიტყვებია და არა ოპოზიციის. რა შუაშია აქ სალომე ზურაბიშვილი? რაც შეეხება გამოთქმას -"ომი ჩვენ არ დაგვიწყია" არის დიდი სისულელე. გეკითხებით რატომ არ უნდა დავიწყოთ ომი? ტერიტორია დავკარგეთ და ვინ უნდა დაიწყოს ომი თუ არა ჩვენ. ალიევმა განაცხადა რომ ომით ყარაბახის დაბრუნებას არ გამოვრიცხავო. ეს არის სწორო პოზიცია. სხვა საქმეა შანსი ამ ომის მოგებისა. იმის მტკიცება რომ რუსეთი დასუსტდა და ჩვენი ჯარი როსტოვამდე ჩავა არის სირობა.
-
Gagi 67 აი ყველაფერი ის რასაც თქვენ ვერ წარმოიდგენდით, ჩვენ დიდი ხანია ვიცით და წარმოდგენილი გვქონდა. ასე რომ გვაცადეთ ბატონო გაგი გამოცდილ ხალხს და ჭკუას ნუ გვარიგებთ. ასევე ვერ წარმოედგინა მიშიკოს ბევრი რამ და ამიტომაც ცხოვრობს მთელი სამაჩაბლო რეზერვაციებში. ალბათ დამეთანხმები, რომ ასეთი ხალხი არ უნდა მართავდეს ქვეყანას.