მაკიაველი ნუ დაამახინჯებთ ჩემს სიტყვებს. მომეწონა ის, რომ კვალიფიციური კადრები არ გაყარეს სამუშაოდან. ნეპოტიზმი კი არასდროს არ მომწონდა და ბუნებრივია არც ოცნების შესრულებით მომეწონება. რაც შეეხება სააკაშვილის დემოკრატიის შუქურობას - იმას მაწერთ აშკარად რაც არ მითქვამს. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანაში (პოსტკომუნისტური, გამრუდებული მენტალობის მქონე მოქალაქეებით და ეკონომიკურად განუვითარებელი) ვერ იარსებებს დასავლური ტიპის დემოკრატია. დრო უნდა ამას, დრო. მხოლოდ ამ დროში კიდევ სწორი მიმართულებითაა სიარული საჭირო. სააკაშვილის პირველ ვადაში მიუხედავად შეცდომების არსებობისა, ჩვენ ვმოძრაობდით სწორი მიმართულებით. მეორე ვადიდან ეს მოძრაობა შენელდა და შემდეგ უკვე არასწორი გზით წავიდა. შესაბამისად დადგა შედეგიც. თუმცა როცა სააკაშვილზე და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ პოსტ საბჭოთა საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად მოხერხდა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, რაც თავისთავად მაღლა სწევს დემოკრატიის ხარისხს.