Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. ამხელა საქმის გაკეთების შემდეგ ლუდი კი არა შამპანური უნდა დალიო მაგ წლებში არ იპარსავდნენ არც დასავლეთში. 30-40 წლის წინანდელი გერმანული პორნო არ გაქვს ნანახი?
  2. ეგ გაგრილებას შეუშლის ხელს. მაგას არ ჯობია ათი ლარი გადაიხადო და ახალი იყიდო?
  3. მაკიაველი კაცო შენ ამნეზია ხომ არ გაქვს? გუშინ არ დავაფიქსირე ამ საკითხზე აზრი? დახურულია ახლა ის თემა
  4. ვიღაცაზე იმის მტკიცება, რომ ის ცუდი ადამიანია იმიტომ რომ მამამისია ცუდი ადამიანი... უკაცრავად მაგრამ კომუნისტების მეთოდია ეს როცა მამას იჭერდნენ და შვილს გადასახლებაში უშვებდნენ ან აიძულებდნენ, რომ უარი ეთქვა მამაზე.
  5. დაანგრიონ მახინჯი სისტემა, შექმნან ჯანსაღი და შემდეგ გაასამართლონ. ქუჩაში არ გავსულვარ არასდროს. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ გამოძიება ტყუილად ისვრი ჩემს ბოსტანში მაგ კენჭებს კი არა და ქვებია უკვე
  6. დეგა აზრს როგორ ვერ გამოვთქვამ, რა პრობლემაა. დიდი ალბათობით ისე იყო, როგორც შენ ფიქრობ. მაგრამ სანამ არ დაუმტკიცებ ამას კაცს, მანამდე ვერ დაიჭერ და მანამდე არ ითვლება ის კაცი დამნაშავედ. რთული გასაგებია ახლა ეს?
  7. შენ კარგად იყავი და ბანკშიც მაქვს ნამუშევარი და სხვა არასაჯარო ორგანიზაციებშიც. არ არის წაკითხულიდან აზრის გამოტანა შენი ძლიერი მხარე და შეეშვი აჯობებს თუ რამე გაინტერესებს შეგიძლია კითხვა დამისვა და გიპასუხებ. საკუთარ ინტერპრეტაციებს მე ნუ მაწერ. ყვერებში თქვენ აფათურეთ გინდა ცელი და გინდა ხელი. სამსახურში მე ვაკეთებ იმ საქმეს, რაც სამსახურებრივად მევალება და კარგადაც ვაკეთებ. თუ არ მამუშავებენ არც მაგაზე მოვიკლავ თავს. არ არის პრობლემა სამუშაოს შოვნა.
  8. ჰოდა გაასამართლონ ჩამდენიც და ხელის დამფარებელიც.
  9. mama საიდანაა ეს ნაწყვეტი? ოზის ჯადოქარს ჰგავს.
  10. სანამ კბილაშვილი არ წამოაყენებს ბრალდებას, გამყარებულს ჩვენებებით და ფაქტებით, რომ ხელისუფლებამ დააწყო ეგ გვამები სახურავზე, მანამდე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმის შესახებ თუ რა მოხდა. ზოგადად დარბევები ორივე შემთხვევაში შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. თუმცა ალ კაპონე რომ დამნაშავე იყო, ეგეც მთელმა აშშ-მ იცოდა. მაგრამ ვერ დაიჭირეს სანამ სასამართლომ არ სცნო დამნაშავედ. მე დასავლური მოდელის მომხრე ვარ - არავინ არაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. პიროვნება დამნაშავედ ცხადდება მას შემდეგ, რაც ამას აღიარებს სასამართლო.
  11. მაკიაველი თუ არ მიიღებდნენ იმიტომაც არიან ახლა ოპოზიციაში და არა ხელისუფლებაში ;) რაც შემეხება მე, ნაცების დროსაც საჯარო სამსახურში ვიყავი და 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების დარბევაზეც მაქვს დაწერილი, რომ ეს შეცდომა იყო ხელისუფლების მხრიდან და არავის გამოვუგდივარ სამსახურიდან.
  12. თურქეთის რუსეთთან შედარება სისულელეა.
  13. როდის მეშინოდა რო? თანამდებობა და ჩინ-მენდლები ცალ ფეხზე მკიდია მე, ჩემს სამუშაოს კარგად ვასრულებ სადაც არ უნდა ვმუშაობდე და უსამსახუროდ კიდევ არასდროს არ ვყოფილვარ.
  14. ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ იქნება ამორალური. სხვა სიტუაციაა აბსოლუტურად. თუმცა ოლიმპიადების ისტორიაშიც არის შემთხვევა, როცა საბჭოთა კავშირში ჩატარებულ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს ქვეყნებმა.
  15. Precursor მაგ ლოგიკას თუ მივყვებით რესპუბლიკელებს, ეროვნულ ფორუმს და კიდევ რამდენიმე წარაკუა სუბიექტს უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 2/3 ? ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა ივანიშვილი და ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის მიერ შექმნილ კოალიციაში. ეგ რა კავშირშია ოპოზიციის ხელოვნურობასა თუ ბუნებრიობასთან?
  16. თავზე დაქცევა არ დაქცევისაგან რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი? უბრალოდ ამორალური საქციელია.
  17. მაკიაველი ფულის გადმორიცხვაში პროცენტი არ იკარგება?
  18. მერე ხელოვნურად არის შექმნილი ამჟამინდელი ოპოზიცია?
  19. ავადმყოფი იყოს. საერთოდ არ არსებობას ეგ ჯობია. დაკნინდება გარკვეული დროის მანძილზე. მაგრამ მუდმივად მაგ მეთოდის გამოყენებას იგივე ეფექტი ექნება, რაც ნაც. მოძრაობას მისცა ყველაფერზე რუსეთის ძახილმა. რუსეთი რომ ყველაზე დიდი პრობლემაა გასაგებია, მაგრამ იმდენი იძახეს რუსეთი, რუსეთიო, ხალხი შეეჩვია ამას და აღარ რეაგირებდა. ისევე შეეჩვევა მაგ სახურავებზე დაწყობილი დახოცილების ძახილს. საიდან უნდა ჩამოყალიბდეს? და რომც ჩამოყალიბდეს უახლოესი 4 წელი პარლამენტში მაინც ვერ მოხვდებიან ანუ რეალური გავლენა პროცესებზე არ ექნებათ.
  20. პატივცემულებო, წინა ხელისუფლების შეცვლამდე მე არა ერთხელ დამიწერია აქ და სხვაგანაც, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ანუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. მთავარია რომ მას ჰქონდეს საპირწონე ანუ ოპოზიცია, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას იმის უფლებას რომ აკეთოს სერიოზული ###ობები. ნაც. მოძრაობამ თავის განაჩენს მოაწერა ხელი როცა არსებული ოპოზიცია გაამარგინალა და დიდი ნაწილი პარლამენტს გარეშე დატოვა. ამ ქმედებამ გამოიწვია ის რომ მმართველი ძალა დარჩა უკონტროლოდ და უკონტროლო ადამიანები შეცდომებს და გადაცდომებს ადვილად უშვებენ. შედეგიც დადგა: ნაც. მოძრაობამ არჩევნები წააგო. იმიტომ კი არ წააგო, რომ როგორც ზოგიერთს ჰგონია იქ ყველაზე ცუდი ტიპები იყვნენ შეყრილი და დღედაღამ ქვეყნის ნგრევაზე ფიქრობდნენ. არა, უბრალოდ უკონტროლობამ დაღუპათ. თორე კი ხედავთ თქვენც: საშუალო სტატისტიკური ნაც. მხარდამჭერი და საშუალო სტატისტიკური ქოც. მხარდამჭერი ბევრი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამაზეც ვთქვათ. მახსოვს თქვენ მიმტკიცებდით "არ წავლენ ეგენი არჩევნებითო", რაზეც მე გპასუხობდით რომ საქართველოში ხელისუფლებებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ძალაუფლება ძალით შეინარჩუნონ. ჩემი ეს პროგნოზი გამართლდა. თუ ნაც. მოძრაობამ მოახერხა და ის უმცირესობა რაც პარლამენტში ჰყავთ მარტივ მამრავლებად არ დაიშალა, სავარაუდოდ ოცნება შეძლებს მეტ-ნაკლებად სწორი გზით სიარულს და მძიმე შეცდომების თავიდან აცილებას. ნაც. მოძრაობის დაშლის შემთხვევაში ცოტა ხანში მივიღებთ ოცნებას, რომელიც ძალიან ემგვანება მართვის სტილით ნაც. მოძრაობას. ასე რომ არავის, ვისაც ქვეყნის თუ კოალიციის კეთილდღეობა სურს, არ აწყობს ნაც. მოძრაობის დაშლა. სხვათაშორის ივანიშვილი, რესპუბლიკელები და სავარაუდოდ ოცნების რაღაც ნაწილი ჩემი აზრით ამას ხვდება. მათი მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება, ითხოვს რეპრესიებს, დასჯებს, ციხეში ჩაყრას და ა.შ. ამ ხალხს იმედი უნდა გავუცრუო: ჩემი პროგნოზით მსგავსი არაფერი არაა მოსალოდნელი.
×
×
  • შექმენი...