Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. urfinjus შენ როგორ გესმის სწორი გზა? და შენი აზრით ბბ-ის როგორ ესმის?
  2. urfinjus სიმართლე რომ ვთქვა მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ძალიან დიდი, პრინციპული სხვაობაა. ცალკეულ პიროვნებებს შორის არის რა თქმა უნდა სხვაობა, მაგრამ მასაში დიდი არაფერი. ამ მოსაზრებიდან ამოვდივარ როცა არ ვიზიარებ აზრს რომელიმე პოლიტიკური ძალის დემონიზების შესახებ. ნაციონალებმა კარგად დაიწყეს თავის დროზე (გადახრები იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ვის არ აქვს?) თუმცა შემდეგ ძალაუფლების ერთ ხელში (პარტიაში) თავმოყრამ გამოიწვია მათ მიერ მძიმე შეცდომა-გადაცდომების დაშვება (მიუხედავად ამისა არ უნდა დავუკარგოთ რაც კარგი გააკეთეს. მეხსიერებიდან წაშლა, აღმოფხვრა, განადგურება - ეს ბოლშევიკური ტერმინებია და ბოლშევიკური აზროვნებაა. ასეთი გზით ბოლშევიკური სახელმწიფო მიიღება). ახლაც იგივე სიტუაციაა - თუ ოცნება მარტო დარჩება, მიახლოებით იგივე სურათს მივიღებთ რაღაც პერიოდის შემდეგ. ამიტომ მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს სახელები, გვარები და პარტ. კუთვნილება. მთავარია პარლამენტში იყოს ორი ძალა: მმართველი და მაკონტროლებელი. ამჟამინდელ პარლამენტში ეს გვაქვს. აქედან გამომდინარე გვაქვს შანსიც, რომ სწორი გზით წავიდეთ. მხოლოდ შანსი, რომელსაც რა თქმა უნდა რეალიზება სჭირდება.
  3. "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ დაუჭერს 10:02 20.03.2013 "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მხოლოდ წინასწარ სარეიტინგო კენჭისყრას მოითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, უმცირესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ, გადაცემა "პოზიციის" ეთერში განაცხადა. "ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს; ჩვენ მზად ვართ, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი, რომ ვერ მუშაობს იმიტომ, რომ ის არის რისკის ქვეშ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ქვეყანაში არეულობა, რომ ჩვენ გვინდა, ადამიანები ნორმალურად არ ცხოვრობდნენ და ქვეყანა არ ვითარდებოდეს... სწორედ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ამ სპეკულაციის საშუალება, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მაგრამ, ამავე დროს, იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქოდეს იმის სპეკულირების საშუალება, რომ მათ გატეხეს "ნაციონალური მოძრაობა", რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს როგორც ერთიანი და პრინციპული ძალა, ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურად სარეიტინგო კენჭისყრას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის წინ, სადაც დაფიქსირდება, რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მზად ვიქნებით, მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა, რამდენი ხმაც მათ აკლიათ, რომ ეს ცვლილება გავიდეს. თუ მათ, როგორც გვპირდებიან, როგორც ტრაბახობენ, როგორც გვაშინებენ, უკვე აქვთ 100-ზე მეტი ხმა, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაშინ ე.ი. მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას, მაგრამ მოდით, დავაფიქსიროთ მკაფიოდ – ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა. ჩვენი ყველა გათვლით მათ 94 ხმაზე მეტი არა აქვთ, ანუ მათ სჭირდებათ ჩვენი ხმები. მაშინ კეთილი ინებონ და დაანებონ თავი დაშინებას, დაანებონ თავი ტრაბახს, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა, დაფიქსირდეს, რომ მათ სჭირდებათ ხმები და რამდენი ხმაც სჭირდებათ, იმდენ ხმას მივცემთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს და ამ თემაზე საუბარი მორჩეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს, სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას კი, საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დააყენებს.
  4. ისემც დაგიმშვენდათ ცხვირი შენ და მაგ სტატიის ავტორს საბჭოთა კავშირის ჩაჯმული ეკონომიკის და არასწორი პოლიტიკის გამო დაშლა არ გადაიბრალეს საკუთარ თავზე? დიდებული პოსტულატებია
  5. akkai დაიწყე და აგყვები ყველაზე ადვილი დეგაზე იქნება, "ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობის" მეტს არ წერს არაფერს
  6. სერბეთში არა ერთპიროვნულად აშშ, არამედ ნატო ატარებდა სამხედრო ოპერაციებს და მასში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი იღებდა მონაწილეობას. და რაც ყველაზე მთავარია: სერბეთში ეთნიკური წმენდა ჩაატარეს სერბებმა მაშინ როცა საქართველოში პირიქით, ქართველები იყვნენ ეთნიკური წმენდის მსხვერპლი. ამის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, კოსოვოს ცნობა მაქვს მხედველობაში, ეს ჩემი აზრით არ იყო სწორი ნაბიჯი.
  7. მიდგომა რბილად რომ ვთქვათ მცდარია, რეალურად რომ ვთქვათ - ბრიყვული. 4 წელი ეგ პარლამენტი იქნება და ჩაიგუბეთ მაშინ პირში წყალი და აქნიეთ ყველაფერზე თავები. akkai ნაციონალების დაკითხვას ვგულისხმობდი. მე რა მინდა დაკითხვაზე.
  8. mama ჩაიჭრა დეგა დისკუსიაში და ტყეს მისცა თავი
  9. დეგა ბავშვური საუბარია ეს. ის მომწონს, ეს არ მომწონს... კითხვის არსი არ იცვლება იქედან გამომდინარე თუ ვისი დასმულია. არ ვიცი ვის ესაუბრები, ნიკი არ გიწერია და თუ მე მომმართავ შემიძლია გიპასუხო რომ ვხედავ წინსვლას და არც დაკითხვაზე გამომითქვამს არანაირი პრეტენზია. ახლა მაქვს შეკითხვების დასმის უფლება?
  10. დეგა ვთქვათ კურტანიძეზე. ან ცოლის ნათესავი რომ ნათესავი არაა. ან გუნავას რომ იარაღი ჩაუდეს... მაგ ადგილას, სადაც იყო მისული მომდევნო 4 წლის მანძილზე ეგ ხალხი დახვდება კითხვის დასასმელად. მაშინ ნუღარ დაუსვამთ კითხვებს და კითხვების არდასმით რაც მიიღება კი გაქვთ მაგალითი. მიიღებთ იგივეს. დამნაშავე ადამიანი არის მას შემდეგ რაც ასეთად სცნობს სასამართლო.
  11. დავუბრუნდეთ თემას. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ღარიბაშვილი ბუნებით არის წესიერი კაცი და როცა ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომლებზეც ვერ გასცემდა დამაჯერებელ პასუხს, უბრალოდ ნერვიულობდა და ღიზიანდებოდა ამაზე.
  12. კომისარი არ არის მოსაწონი და რა მერე? ეს დღევანდელი შეხვედრის შედეგებს ცვლის?
  13. კომისარი კონკრეტულად მე ხმა მივეცი სპორტსმენთა პარტიას. ნაც. მოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენა არ მინდოდა და კოალიციის ერთ ნაწილს ხმას ვერ მივცემდი. ეგ მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებს ეხება.
  14. კომისარი არა სამწუხაროდ. აგერ ამ ფორუმის ადმინისტრაცია გყავს საჯარო სამსახურში. კითხე აბა თუ გაიარა კონკურსი. მე ადმინისტრაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მაგაზე გავეცით პასუხი არჩევნებზე. დანარჩენი გამოიკვლიოს საგამოძიებო ორგანოებმა.
  15. კომისარი მაგ საიტს ყოველდღე ვნახულობ ბოროტი ენები ამბობენ ხშირად წინასწარაა ცნობილი ვინ დაინიშნება და ტყუილად დებენ ვაკანსიებსო. მაგრამ რაზეც არ მაქვს ფაქტები, ვერ დავიწყებ ახლა მტკიცებას.
  16. ჩემი ნაკლებად. მე კონკურსის გარეშე არ ვიღებ ჩემს თანამშრომლებს. კონკურსი არ ტარდება მაგალითად შსს-ში. ნაც მოძრაობის დროს რომ არ ტარდებოდა გავიგეთ. და აღარ მივეცით ხმა არჩევნებზე. უგულავასაც აღარ მივცემთ ხმას. ახლა იქნებ სადაც ახალ ხელისუფლებას მიუწვდება ხელი, ჩაატაროს კონკურსი საჯარო მოხელეების ვაკანსიებზე.
  17. კომისარი იმედია არაფერი სერიოზული არ აქვს. მაგრამ კითხვების უმრავლესობაზე ფაქტიურად თავი აარიდა პასუხის გაცემას. გუნავასთან დაკავშირებით თქვა პროკურატურას მიმართეთო. მაგრამ ჰქონდა იარაღი გუნავას თუ არა ამაზე პირდაპირი პასუხი ანუ "კი" ან "არა" მე ვერ გავიგე მინისტრისგან. და თუ მათ ვერ გამოიძიეს, ეს ახლანდელ ხელისუფლებას ათავისუფლებს გამოძიების აუცილებლობისგან? კადრებს რაც შეეხება, არსებობს მსოფლიოში აპრობირებული და საუკეთესო შედეგების მომცემი მეთოდი კადრების მისაღებად. უნდა გამოაცხადო კონკურსი და მიიღო საუკეთესო. ამის მაგივრად დროებით სამუშაოზე მიღების არსებული წესი შეაჩერეს. მე გავიკითხე შსს-ში თუ რამ გამოიწვია ამ წესის შეჩერება. პასუხი რამდენიმე წყაროსაგან იყო პრაქტიკულად ერთი და იგივე: საკუთარი კადრები რომ მიეღოთ სამუშაოზე და დაეწინაურებინათ. ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს, შემოგვიბრუნდეს მომავალში.
  18. Siknadmo რუსებისადმი კეთილგანწყობა ქართველი კაცისგან არარაციონალურში გადის, უბრალოდ ვერ შეძლებ მიზეზების ახსნას. რწმენასავითაა. გწამს, გჯერა მაგრამ ვერ ასაბუთებ რატომ.
  19. ბარამიძეა თუ ჩიბურდანიძე კითხვის გამხმოვანებელი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. წარმოიდგინე რომ ჩამოწერილი კითხვები მისცეს ღარიბაშვილს და არ იცოდა მისი ავტორი ვინ იყო. მაშინ ხომ ვეღარ იტყოდა "ხალხს ურტყამდით და ხოცავდითო"? მე მეტს მოველოდი მისგან.
  20. რა გაკითხებთ ხოლმე ამ ორუჯრედიანი ტიპების არზებს.
  21. კომისარი არ ვადევნებდი თვალს. არ ვიცოდი ეგ ამბავი თორე არ დამავიწყდებოდა.
×
×
  • შექმენი...