Siknadmo ჰეჰ, სპარტელებში რომლებიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლებად ითვლებიან ფართოდ იყო გავრცელებული ჰომოსექსუალიზმი, რასაც სულაც არ შეუშლია მათთვის ხელი და ქსერქსის უზარმაზარი არმია შეაჩერა 300 -მდე სპარტელმა თერმოპილებთან, რამაც საშუალება მისცა საბერძნეთს გაერთიანებულიყო, ომისთვის მომზადებულიყო და სპარსეთი დაემარცხებია. შენ, და არა მხოლოდ შენ, საკუთარი სტერეოტიპების ტყვეობაში იმყოფები. ამასვე ამტკიცებს შენს მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება: მე ვიცნობ ხალხს რომელიც შენი გამრუდებული გაგებით მიშმაკაკაა და ამასთან მართლმადიდებელია ყველა პარამეტრით: თავისი ცხოვრების წესით, წირვა-ლოცვაზე სიარულით, მარხვით, პატრიარქის თითოეული სიტყვის სოლომონის სიბრძნედ აღიარებით და ა.შ. მიწა ნორმალურ ქვეყნებში იმას ეკუთვნის ვინც მასში მეტ ფულს იხდის. სადაც ასე არაა ისეთივე გატყავებულები არიან როგორც ამ ქვეყნის მიწის მფლობელი მოსახლეობაა.