მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში დღეს შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგ შეხვედრებს გამართავს. მიხეილ სააკაშვილი შეხვდება თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუხამედოვს, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტთან ტარია ჰალონენთან და კატარის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან. ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდებიან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას. ცალკე შეხვედრები აქვს დაგეგმილი საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს, კერძოდ ვაშაძე შეხვდება ყაზახეთის, სლოვენიისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ნიუ-იორკში ქართული მართლმადიდებლური ტაძრის შესაძენად დღეს საღამოს კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რა სინდისით ხვდებიან სააკაშვილს როგორ უნდა ჩახედონ მერე რამაზ კლიმიაშვილს და თემის ავტორს თვალებში?