ჯერ რაც შეეხება პოლიტფორუმის გათიშვას (მართალია თემამ სხვა მიმართულება მიიღო, მაგრამ მაინც): ასე ბესელიას სტილში წივილ-კივილი სულ მცირე არაკომპეტენტურობაა. სხვა ფორუმიდან იუზერები დარეგისტრირდნენო. მერე? ამან გამოიწვია პრობლემები? დაუკავშირდით ტექნიკურ ადმინს და კითხეთ რაშია საქმე, არ გბეზრდებათ მაინცა ეს წამებულის როლში საკუტარი თავის გამოყვანა? ახლა რაც შეეხება პოლიტფორუმზე პოსტვას და კონკრეტულად ამ პოსტს: ვერ დავეთანხმები ვერაფრით. ძველი ადმინისტრაცია გადადგა. ახალი ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მათ ნამოქმედარზე. ვაცალოთ, ვნახოთ როგორ მოიქცევა ეს ხალხი და შეფასებები შემდეგ გავაკეთოთ მათი მოქმედების მიხედვით. კოტესთანაც მქონია ვირტუალური ურთიერთობა და მაგ კაცს ტაშფანდუროვიზმისა ვერაფერი ვერ შევატყვე. ასე რომ არა მგონია დემარშები იყოს საჭირო ან ერთი ან მეორე "მხრიდან". დამშვიდდით. ვისაც არ უნდა იქ შესვლა, ნუ შევა. ვისაც ფორუმ.გე ეჩვენება ბოროტების ანკარა წყაროდ, იქ არ შევიდეს და ასე... liliko მე ახალი ნიკი დავარეგისტრირე რადგან ძველი გაუქმებული იყო. თუ ლიცემერის ნიკი არაა გაუქმებული და მხოლოდ ბანი ადევს, მაშინ იგივე ნიკის დარეგისტრირებას ვერ შეძლებს.