babuagiorgi ხო ნუ მაგას თუ გულისხმობ, რომ გაზს და ნავთობს ყიდულობენ მაშინ მიბმული ყოფილა. მე მიბმაში სხვა აზრს ვდებ. აი მაგალითად საქართველო რუსეთისგან ყიდვის დროს ადრე ვერ იხდიდა ვთქვათ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის საფასურს და გადავადებებს უკეთებდნენ ან იაფად აძლევდნენ (არა საბაზრო ფასად). აი ეგ იყო მიბმა. კი ბატონო, დამოუკიდებლად ამ ეტაპზე, ისევე როგორც ბოლო 90 წელია საქართველოს ეკონომიკა ვერ გაქაჩავს. როდესმე მითქვამს საწინააღმდეგო? ინექცია კი იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იფარება გარედან (ძირითადად აშშ-დან) შემოსული თანხებით (ნაწილი ვალია, ნაწილი დახმარება).