მერაბიშვილის მოშორების ვერსია მე უფრო ამ ვერსიის განმავითარებელი ხალხის ფანტაზია მგონია. როგორ კაცო, სხვა ხვდება რომ მერაბიშვილი მოიშორეს და თვითონ ვანო ვერ ხვდება? პრემიერ-მინისტრის პოსტით აღფრთოვანდა და გონებაზე ბინდი გადაეკრა? არა მგონია. ჩემი აზრით საქართველოში დღეს ეს კაცი არის პიროვნება, რომელსაც თავად შეუძლია ნებისმიერი მოთამაშის თამაშიდან გაყვანა. შეუძლებელია შსს-ს, ძალიან დიდი ორგანიზაციის ასე უცბად გადაწყობა და ახალი კადრებით დაკომპლექტება. იმ ხალხის დიდი ნაწილი, ვინც მერაბიშვილთან მუშაობდა და ვისთვისაც იგი ავტორიტეტია, თავის სამუშაო ადგილზე რჩება და ვანოს, როგორც პრემიერ მინისტრის ერთი სიტყვა იქნება საკმარისი ვთქვათ ახალი შს მინისტრის გადაყენების შესახებ, რომ ამ ხალხმა ეს ბრძანება უყოყმანოდ შეასრულოს და ეს სრულიად კანონიერად მოხდება - ბრძანებაც და შესრულებაც. და ფანტაზიას გასაქანი რომ მივცეთ და ცოტა შორს წავიდეთ, წარმოვიდგინოთ რომ მერაბიშვილმა ჩათვალა რომ მას ავიწროებენ და კავშირი დაამყარა ოპოზიციასთან, კერძოდ კი იცით ვისთანაც. დამთავრებული ამბავია - ამ ტანდემს საქართველოში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ასე რომ პატივცემულებო, ამ ყველაფერს მე თუ ვხვდები, იქ ზევითაც ხვდებიან რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე მერაბიშვილის მოშორების ვერსია აბსურდულად მეჩვენება. სავარაუდოდ ვანო სახელისუფლებო გუნდის კანდიდატია პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელსაც ახალი პარლამენტი აირჩევს.