ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია "ბათუმისათვის" თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ჭაჭა თაუერთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ 18 ოქტომბერს ჩავლეიშვილს შეხვედრა ჰქონდა აჭარის მუსლიმთა კავშირის წევრებთან, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჭაჭის შადრევანთან დაკავშირებით. ჩავლეიშვილის მტკიცებით, აჭარის მუფთი შეურაცხყოფად მიიჩნევს, ჭაჭის შადრევიდან, რომელსაც მინარეთის ფორმა აქვს, დროგამოშვებით ალკოჰოლური სასმელის გადმოდინებას. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე განმარტავს, რომ ის აუცილებლად შეხვდება აჭარის მუფთს და პირადად გაეცნობა ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას.