Nukriko რომელი იდეები აიღო? აი მარქსის სოციალიზმის პრინციპები: მიწის ექსპროპრიაცია, მემკვიდრეობის უფლების გაუქმება, ემიგრანტების, სპეკულანტების და მეამბოხეების ქონების კონფისკაცია, კრედიტის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში ეროვნული ბანკის საშუალებით (კრედიტზე სახელმწიფო მონოპოლია), ყველანაირი ტრანსპორტის სახელმწიფოს ხელში თავმოყრა, სახელმწიფო ფაბრიკა-ქარხნების რიცხვის გაზრდა და მიწების დამუშავება ერთიანი გეგმის მიხედვით.... ამათგან რომელია რეალიზებული შვედურ მოდელში? ეს ყველაფერი რეალიზებული იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ამდენ სიმახინჯეს ვერ გაუძლო და დაიშალა. შვედურ სოციალიზმს პრაქტიკულად არაფერი საერთო არ აქვს მარქსის სოციალიზმთან.