-
პოსტები
16.333 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Saturn
-
25 -ში ჩვენ ყველანი თელაველები ვართ
-
რას ნიშნავს ალტერნატიული სტრუქტურები?!
Saturn replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio რატომ ვერ უნდა შეძლო? მაგრამ ვიდეო ჯობია მამულიშვილთა გულანთებული სფიჩებით -
რას ნიშნავს ალტერნატიული სტრუქტურები?!
Saturn replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
წლისთავზე ისედაც მეკუთვნოდა პრემია, მაგ პოსტით უკვე ბონუსებზე გავდივარ http://s17.rimg.info/2fd0ace4f8aedcf18e9e57d61f50bcd3.gif -
ამჯერად უკვე სტრასბურგში http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2015:09
-
რას ნიშნავს ალტერნატიული სტრუქტურები?!
Saturn replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
რას ნიშნავს ალტერნატიული სტრუქტურები?!
Saturn replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ალტერნატიულ სტრუქტურებში იგულისხმება ჩვენი გულების მთავრობა. ჩვენი გულების პრეზიდენტი ჩვენი გულების პრემიერ-მინისტრი (მარა რომელი ამათგან არ ვიცი) ჩვენი გულების საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენი გაგების და კაი ბიჭობის მინისტრი ჩვენი ეროვნულობის მინისტრი ჩვენი გულების ხელოვნების მინისტრი დაამატეთ :boli: -
მიუერთეთ ეს პოსტი ჩემს თემას
-
ქართული ეროვნული ლოგიკისა და ბრიხინის ნიმუშები
Saturn replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko მე რით დავიწყებ ეს ჩემი საქმეა თუ რამის დადება გინდათ, ხსნილია, არავინ გიკრძალავთ დადებას P.S. ისე მაგით რომ დამეწყო, შენივე ლოგიკით გუბაზისტი ან გრეჩიხისტი გამოვიდოდი ხალისი არ მინდა. უფრო ტირილი ალბათ, რადგან ამ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება. -
კარგა ხნის წინ, როცა ამ ფორუმზე დავწერე რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ მეთქი, მავან იუზერს სასაცილოდ არ ეყო ეს ფაქტი, "რაის ბალისტიკური რაკეტებიო", "აბუქებო" და ა.შ. ახლა გთავაზობთ სტატიას ამ თემასთან დაკავშირებით. რუსეთმა საქართველოს 25 ბალისტიკური რაკეტა ესროლა რუსეთმა საქართველოს 25 ბალისტიკური რაკეტა ესროლა უცხოური წყაროს თანახმად, აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოსკენ 23 Точка-У-სა და 2 Искандер-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს მტკივნეული თემა კვლავ აქტუალური რჩება. ამ ომში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა სახეობის იარაღთან ერთად "მიწა-მიწა" კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები Точка-У და Искандер-ებიც გამოიყენა. ამ გარემოებამ რუსეთ-საქართველოს ომი იმ სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტების მასშტაბის დაპირისპირებად აქცია, სადაც "მიწა-მიწა" კლასის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებდნენ (მეორე მსოფლიო ომში გერმანელები ბალისტიკურ "ფაუ-2"-ებს ლონდონს ესროდნენ, ხოლო ირანი და ერაყი "სკადებით" ერთმანეთს ქალაქებს უბომბავდნენ). აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით 15-ზე მეტი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა. ამის დადასტურებად იქცა ფოთში, რაჭაში, ვაზიანში, გორსა და კიდევ სხვა ადგილებში ნაპოვნი რაკეტების ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ფოთში Точка-У-ებია აფეთქებული, ისევე, როგორც რაჭაში, ხოლო გორის ცენტრსა და ვაზიანში Искандер-ები დაეცა. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ იღებენ სტარტს Точка-У-ს რაკეტები ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი ხეობიდან. ამასთან, "კვირის პალიტრა" უკვე წერდა, რომ თურმე Точка-У-ების ბატარეა რუს სამხედროებს ოჩამჩირესთან ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე მალულად შეუყვანიათ, საიდანაც ომის დროს ფოთისკენ სამი რაკეტა გაუშვეს. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ "მიწა-მიწა" კლასის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება (რომელთა უდიდეს ნაწილს ან ყველას კასეტური საბრძოლო ქობინი ჰქონდა) დადასტურებული იყო და ამას აღარც მოსკოვი უარყოფდა, თუმცა გაურკვეველი რჩებოდა საქართველოსკენ ნასროლი რაკეტების რაოდენობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 60-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტაზე საუბრობდნენ, იყო სხვა მონაცემებიც. უცხოურ სანდო წყაროებზე (ოღონდ არა - რუსეთიდან) დაყრდნობით "კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს 25 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათგან ორი თანამედროვე Искандер-ის ტიპისა იყო, დანარჩენი 23 კი - Точка-У-ს. ამ 23 "ტოჩკიდან", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამი რაკეტა ქ. ფოთს ოკუპირებული ოჩამჩირის შემოგარენიდან ესროლეს რუსმა სამხედროებმა. ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რადგან მას ტანკივით ვერც კუმულაციურქობინიანი რაკეტით ააფეთქებ და ვერც საზენიტო რაკეტით მოიერიშესავით ჩამოაგდებ. თვით ამერიკელები და ებრაელებიც ჯერჯერობით ნაწილობრივ უძლურები არიან ასეთი რაკეტების წინააღმდეგ, რადგან მათი ანტისარაკეტო ფარი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. წყარო
-
ქართული ეროვნული ლოგიკისა და ბრიხინის ნიმუშები
Saturn replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
აქ შემოგთავაზებთ ქართველ პოლიტიკოსთა და ზოგადად საჯარო პირთა მიერ გამოთქმულ საინტერესო მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებზე. სულ ცოტა ხნის წინ ნანა კაკაბაძეზე გვქონდა ერთ თემაში საუბარი ამიტომ ამ პიროვნების მიერ გამოთქმული "ლოგიკური" აზრებით დავიწყოთ. გაზეთ "კვირის პალიტრის" კორესპოდენტი ეკითხება ქალბატონ ნანას: - ქალბატონო ნანა, თქვენ იჯექით "კა-გე-ბეს" ციხეში და კარგადაც იცნობდით ამ სტრუქტურის ხრიკებს, ვანომ ხომ არ აჯობა მათ? პასუხი: - არანაირად. "კა-გე-ბე" იყო მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური და აქედან გამომდინარე, იმდენად სერიოზული ორგანიზაცია იყო, ისეთ არასერიოზულ ქმედებებს, როგორსაც დღეს ვანოს უწყება ახორციელებს, უბრალოდ არ იკადრებდა. მტკიცებულების გარეშე ვინმეს რომ დაეჭირე, გამორიცხული იყო. და შემდეგ: მახსოვს, ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც წაგვიყენეს მე, თამრიკო ჩხეიძესა და მარიკა ბაღდავაძეს, იყო 120 მილიციელის ცემა. ხომ აბსუდია? კარგი, მე და მარიკა რომ გამოვირიცხოთ, წარმოიდგინეთ გაწრიპული თამრიკო ჩხეიძე როგორ სცემს თავის წილ 40 მილიციელს. კომენტარი ალბათ ზედმეტია. სრულად ამ ინტერვიუს აქ გაეცნობით. ეს ვიდეო კი ძველია, მაგრამ ამ თემის კლასიკაა ფაქტიურად და უნდა იდოს აუცილებლად ყველას შეუძლია ამ თემაში დადოს ეროვნული "ლოგიკის" ზეობის ნიმუშები, პოზიციური თუ ოპოზიციური არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ გელოდებით
-
მოსკოვის პატრიარქთან ერთად წირვა აღავლინეს
Saturn replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ესეც ჩვენი "ერთმორწმუნე ძმები" ინ ექშენ: მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს რუსმა ოკუპანტებმა ქართული კვალის წასაშლელად ოჩამჩირეში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარე ფასადი მთლიანად და შიდა ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე დამონტაჟებულია კონდიციონერები. საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან და სასწაულმოქმედ ტაძართან ახლა რუსული მძიმე ტექნიკა დგას. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოჩამჩირეში მე-11 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. სწორედ ილორი იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების სალოცავი ადგილი. არქიტექტურული ძეგლი მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა. ილორში ქართული მღვდელმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს. წირვა-ლოცვა იქ 90-იანი წლებიდან, აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის ოფიციალური თბილისი მსოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის. ქართული მხარე იუნესკოსგან, ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო, ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვს. წყარო -
analgin ეგ ნუკრიკომ დაწერა
-
georgekh13 მე როგორ შევამოწმო?
-
მოსკოვის პატრიარქთან ერთად წირვა აღავლინეს
Saturn replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo 105 -ის არტი გახსოვს? მე მინდა გროზნოში დავისვენო მე მინდა დამიპადიეზდონ და დედისერთა ბოტასები გამხადონ მე მინდა ყოველდღე დედას მაგინებდნენ ჩვენ გვინდა ვიყოთ ...... აი მშვენიერი ფრაზა, რომელიც კარგად ჯდება ჩემს გუშინდელ პოსტში გამოთქმულ აზრთან მორჩილებასა და შეუმცდარობაზე. -
რა თქმა უნდა დღეს არ გაიგებდა. ინფორმაციის მიღებიდან დაკავებამდე ტარდება გამოძიება, კავშირების დადგენა, მტკიცებულებების მოძიება და ა.შ. რაც შეეხება მაღალჩინოსანს, თუ იღებდა წილს, ისიც დაისჯება.
-
მედიკამენტებით არალეგალური ვაჭრობისთვის 21 ადამიანი დააკავეს 22 ნოემბერი 2010 16 საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 21 ადამიანი დააკავა. სამინისტროს განცხადებით, დაკავების საფუძველი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კონტრაბანდული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა გახდა. დალუქულია 20 აფთიაქი, რომელიც კონტრაბანდული საშუალებებით ვაჭრობდა. არც ერთი მათგანი ქსელური არ არის. დაკავებულთაგან 18 დალუქული ფსიქოტროპული აფთიაქების ხელმძღვანელია. მათგან 16-ს საპროცესო შეთანხმებით 20-დან 40 ათას ლარამდე გირაოს გადახდა შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ორს წინაწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, პატიმრობაში დარჩენილი ხუთეული დანაშაულებრივი ქსელის ორგანიზატორები არიან. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნანი ბერიძეს შპს ნეოტურის ტრაილერებით რამდენიმე ათეული ათასი ლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფსიქოტროპული მედიკამენტები ”პერმანენტულად” შემოჰქონდა. ნეოტურის დირექტორი ზურაბ კაციტაძე ტრაილერების სამალავებში შენახულ მედიკამენტებს თბილისის ფსიქოტროპულ აფთიაქებში აბარებდა. ოფიციალურად კომპანია საფოსტო გზავნილების შემოტანით იყო დაკავებული. დანაშაულებრივი ქსელი რამდენიმე თვის მანძილზე ”განსაკუთრებით დიდი ოდენობით” არალეგალურ შემოსავალს იღებდა. არალეგალურად შემოტანილი ანტიდეპრესანტები იყიდებოდა ექიმის რეცეპტის გარეშე და ”ძირითადად ნაცნობ კლიენტებზე, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ”. მათდამი ინკრიმინებული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში ამ დროსთვის 313 აფთიაქია, სადაც ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები იყიდება. http://www.tabula.ge/article-2423.html
-
PEPE. საქმეც იმაშია, რომ ბაშვებთან დაკავშირებით ყველაფერი მკაცრდება დროთა განმავლობაში და არა პირიქით. სხვა ტენდენციაა რა.
-
უფრო ხატზე გადაცემაა მოსალოდნელი
-
PEPE. არ არის მასე. ევროპაში ბავშვები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. შეიძლება სასამართლოში გიჩივლონ მხოლოდ იმისთვის რომ უცხო ბავშვს ქუჩაში ლოყაზე ხელი მოუთათუნე.
-
შემდეგი არა კვატი. პედოფილია დანაშაულად ითვლება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში და კანონით ისჯება.
-
Marta1 ისეთი ლეგიტიმური იქნება რომ წყალი არ გაუვა :018:
-
მოსკოვის პატრიარქთან ერთად წირვა აღავლინეს
Saturn replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება