და რას მოაწერა? საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და რუსეთზე მიერთებას? ერეკლემ მოაწერა ხელი ჩვეულებრივ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და რუსებისაგან განსხვავებით ასეთი ხელშეკრულებების პირობებს იცავდნენ სპარსელებიც, თურქებიც და მონღოლებიც, რომლებთანაც ქართველ მეფეებს ადრეც ჰქონდათ მსგავსი ხელშეკრულებები დადებული. უბრალოდ ერეკლემ ვერ გაითვალისწინა რა ნაგავთან ჰქონდა საქმე. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობდა ქართულ დიპლომატიაში და ამის გამო ვერ გაითვალისწინა.
Siknadmo "ვის უნდა 20000" -ის თამაშის დროს გამომჟღავნდა და კიდევ ოქსფორდში თუ კემბრიჯში რომ მიანიჭეს რაღაც სტატუსი და თქვენ რომ გულზე გასკდით აქ, თემაც იყო გახსნილი mtidan ნუ დავწვრილმანდებით, მილიარდი დავწეროთ, ჩვენი რა მიდის?
მე არასდროს არ მეზიზღებოდა გამსახურდია და თავის დროზე ხმაც მივეცი მის გაპრეზიდენტებას. უბრალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მასზე დაბრალება უაზრობად მეჩვენება.
babuagiorgi გერმანელები შეიცვალნენ მაგ ომის შემდეგ. აღიარეს და მოინანიეს ის დანაშაული რაც მათმა წინაპრებმა ჩაიდინეს და დღევანდელ გერმანელსა და გასული საუკუნის 30-40 -იან წლების გერმანელს შორის მენტალურად ძალიან დიდი სხვაობა. რუსების უმრავლესობა კი რაც იყო იგივე დარჩა.
ისინი არ იქნებოდნენ რუსეთში გაზრდილი ეთნიკური ქართველები. შეიძლება მატერიალურმა გაჭირვებამ აიძულა ფორმალურად აეღოთ რუსეთის პასპორტები და ამაში ფულიც კი გადაიხადეს. ან მეორე ვარიანტია შეიძლება საერთოდ არ იყვნენ რუსეთის მოქალაქეები.