-
პოსტები
16.333 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Saturn
-
ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს...
Saturn replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://s3.rimg.info/5bab4b6d65b54d63fb389e2708a0ca08.gif -
აი აქ გინდა შენ რჩევები: ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ "ძაღლებს". ქართული ენის გრამატიკის მცოდნის რჩევა გჭირდება. მინიმუმ
-
ვინ ამათში? ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო 90-იანი წლების ბოლომდე. მაშინ სად იყვნენ ესენი?
-
დიახ თანხებზე მოგახსენებდით ზუსტად. ავტორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში დახარჯული თანხების მიზანმიმართულება არ გაინტერესებთ?
-
ეგ სიუჟეტი ძალიან სწრაფად დამთავრდა. ეჭვი მაქვს რომ რამიშვილის კითხვას უპასუხეს პოლიციელებმა.
-
მაისში ალბათ. ჭექაქუხილის დროს.
-
ამ ავტორთან არ აქვს დამსწრე საზოგადოებას არავითარი კითხვები წარსულში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
-
შეკითხვების დასასმელი ფორმა ფრიად უცნაურად არის რეალიზებული. ამ ექიმებს კიდე ერთი კარგი ციფრული არ ჰქონდათ? რას გავს ეს სურათები, ძალიან დაბალი ხარისხისაა.
-
ბრძოლა წესების გარეშე
-
Следующей не менее важной категорией статута РИКО является “предприятие”. Под предприятием понимается “любое индивидуальное, партнерское, корпоративное, ассоциативное или иное легальное объединение, любой союз или группа лиц, связанных фактически, хотя и без юридических на то оснований”. Предприятие может быть и предусмотренным в законе объединением, таким как корпорация, и нелегальным союзом, таким как фактическая ассоциация людей, объединившихся исключительно ради преступных целей.
-
Anima Libera რიკოს კანონს გადახედე. დიახ ორგანიზებულ დანაშაულს ვგულისხმობდი. განსხვავება იმაშია რომ ორგანიზებული დანაშაული ფართო ცნებაა, რომელიც თავის თავში შეიცავს მაფიასაც.
-
Lo Janko მიეკუთვნება თუ არა პირი მაფიოზურ კლანს, ამას უნდა დამტკიცება.
-
მასეთი მუხლი არსებობს კოდექსში. ისევე როგორც აშშ-ში არსებობს მუხლი მაფიის წევრობასთან დაკავშირებით. მაფიაც გაგიკვირდება და არსად არაა ოფიციალურად დარეგისტრირებული.
-
მოიცა, მართლა მასე აკეთებ? ყოველდღე გუგლავ ხოლმე "პედოფილია"-ს?
-
საიდან მოიტანე? IT სფეროში ვმოღვაწეობ.
-
და ამ ამბებს როგორ ნახულობ ხოლმე? ყოველდღე გუგლავ "პედოფილია"-ს?
-
შაბათი, 26 მარტი, 13 საათი, სააკაძის მოედანი.
Saturn replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko ფანტაზია უფრო ის არის შენ რომ არწმუნებ საკუთარ თავს თითქოს მე ვარწმუნებ თავს რამეში რა სისტემაზე ლაპარაკობ? თუ ხელისუფლებას გულისხმობ მარადიული არაა რა თქმა უნდა, მაგრამ იგი არჩევნებით შეიცვლება და არა რუსთაველზე ტაკიმასხარობით. PEPE. არ მაინტერესებს შევარდნაძის და მუბარაქის მომხრეები და არც ზოგადად არავის მომხრეები. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა პროგნოზზე თუ რა მოხდება და მე გაგაცანით ჩემი ხედვა, თქვენ გამაცანით თქვენი. -
აზრი საქმე რატომ წააგო სასამართლოში?
-
უჩვენოდ თუ მიიღებენ, ჩვენ ვერაფერს გავხდებით. უბრალოდ პრინციპულ პოზიციას შევინარჩუნებთ. სტატიის ავტორს ვეთანხმები იმაში, რომ რუსებს არ გაუჭირდებათ თუნდაც იმ ბორჯომის და ღვინის ექსპორტის აკრძალვა რაღაც პერიოდის შემდეგ. რა შეუშლით ხელს?
-
მსოფლიო სავაჭრო ჩიხი რუსეთისთვის გასულ კვირას შვეიცარიულ ბერნში გაიმართა მორიგი მოლაპარაკება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით. თბილისსა და მოსკოვს შორის ამ თემაზე დიალოგი 1999 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო „მსო“-ს წევრი გახდა. იმ დროს შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „მართალია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა ეკონომიკურ რისკებს გულისხმობს და ქართული პროდუქციაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, მაგრამ ეს რისკები ვერ შეედრება იმ პოლიტიკურ მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, რასაც საქართველო იღებს ორგანიზაციაში გაწევრიანებით“. იგულისხმებოდა, რომ, თუ რუსეთი არ მიიღებს „მსო“-ს წესებს და არ დაეთანხმება საქართველოს წინადადებას სეპარატისტულ ანკლავებთან ვაჭრობის შეწყვეტის (ან საბაჟო პუნქტების „ლეგალიზების“) შესახებ, მაშინ საქართველოც არ აუნთებს „მწვანე შუქს“, რათა შევიდეს, ბოლოს და ბოლოს, ამ ორგანიზაციაში. რუსები ხშირად „ამაყად“ აცხადებენ, რომ „მსო“ სულაც არ სჭირდებათ. მაგრამ ეს მხოლოდ „ამაყი პოზაა“, რაკი ძალიან რცხვენიათ იმის აღიარება, რომ თუნდაც ამ ერთ საკითხში პატარა საქართველოზე არიან დამოკიდებულნი. სინამდვილეში, თუ რუსეთს უნდა, ნავთობისა და გაზის „რეზერვუარობიდან“ ნორმალურ ეკონომიკად იქცეს, მისთვის „მსო“-ს წევრობა, უბრალოდ, აუცილებელია. ხვალ რომ დასავლეთში რაიმე სხვა საწვავი მოიგონონ ან მთლიანად ელექტროენერგიასა და ატომურ ტექნოლოგიებზე გადავიდნენ, რა ეშველება რუსეთს? ვაითუ, ამერიკასა და ევროპაში შეგზავნილმა „შტირლიცებმა“ და „ანა ჩაპმანებმა“ ვერ შეძლონ ხელის შეშლა, როგორც ლავრენტი ბერიას მზვერავმა შტირლიცმა შეუშალა ხელი 1943 წელს გერმანიაში ატომური იარაღის შექმნას? ვის რაღაში დასჭირდება მერე „გაზპრომი“ და „როსნეფტი?“ ამიტომ რუსეთს ნამდვილად სჭირდება „მსო“, როგორც განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების მიღების ერთ-ერთი პირობა. თანაც, აუცილებელი პირობა! თუ ვაჭრობა და კონკურენცია არ განვითარდა, ეს ქვეყანა იმ ჭაობში დარჩება, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსებს ძალიან არ უნდოდათ და არც ახლა უნდათ „მსო“-ს წევრობისთვის გადაიხადონ ისეთი ფასი, როგორიცაა იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი, თავის დროზე, ამ საკითხშიც მზად იყო გარკვეული კომპრომისისთვის. გააჩნია მოსკოვი რას შემოგვთავაზებდა სხვა მიმართულებებით. მაგალითად, 2004 წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ არის სწორი იმის თქმა, რომ, სანამ რუსეთი აფხაზეთს მთლიანად არ დაგვიბრუნებს, ჩვენ მას არ შევუშვებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“. მაგრამ იმ დროს „ჩასაფრებული“ ქალბატონი ბურჯანაძე სულ სხვა ენაზე ჭიკჭიკებდა რუსეთთან დაკავშირებით და ნებისმიერი კომპრომისის წინააღმდეგი იყო... როგორც კი მიშა „კომპრომისს“ ახსენებდა „მსო“-სა თუ „სტრატეგიული გაზსადენის“ თემაზე, მაშინვე გამოვარდებოდა „საფარიდან“ და „იმპიჩმენტით“ თუ ოპოზიციაში გადასვლით იმუქრებოდა. დნესტრისპირული მოდელი 2008 წლის შემდეგ ამ თემამ უკვე იმდენად პრინციპული ხასიათი შეიძინა, რომ ვერც დღევანდელი და ვერც ნებისმიერი სხვა ხელისუფლება რუსეთის მხრიდან სერიოზული კომპრომისის გარეშე ვერ შეძლებს აქ თუნდაც მცირე დათმობაზე წასვლას, რადგან ეს იქნებოდა იმის აღიარება, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა. თუმცა, თბილისი დღესაც მზადაა კომპრომისისთვის. მაგალითად, „დნესტრისპირეთის ვარიანტით“. დნესტრისპირეთი ისეთივე სეპარატისტული ანკლავია, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იმ განსხვავებით, რომ მოსკოვს მისი დამოუკიდებლობა ფორმალურად არ უცნია. თუმცა იარაღსაც უხვად აწვდის და ყოველნაირად ეხმარება მოლდოვას წინააღმდეგ. ამავე დროს, რუსეთს დნესტრისპირეთთან საერთო საზღვარი არა აქვს. ამიტომ მოლდოვამ და უკრაინამ მოილაპარაკეს, რომ სეპარატისტული ანკლავის საზღვრებზე უკრაინის მხრიდან დადგებიან ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც აღრიცხავენ ტვირთებს. ევროკავშირმა ამ მიზნით სპეციალური მისიაც კი შექმნა, ბიუჯეტი გამოყო და ყოველნაირად მხარი დაუჭირა. რუსეთი იძულებული გახდა, დასთანხმებოდა, თუმცა ამ კომპრომისს გულმოდგინედ ჩქმალავდა, რადგან თავიდანვე ეშინოდა, რომ საქართველოც მოითხოვდა იგივეს. ჩვენს შემთხვევაში (აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ხომ უშუალოდ ესაზღვრება) იგივეს გაკეთება არ აწყობდა. ბუნებრივია, ასეთი გათვლა თავიდანვე მარცხიანი იყო მოსკოვისთვის. საქართველომ აქ უფრო მოქნილი პოზიცია დაიკავა და რაკი „დნესტრისპირეთის პრეცედენტი“ არსებობს, მოითხოვა მისი გამოყენება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამით რუსეთს ერთმევა საშუალება, დასავლეთს (პირველ რიგში, ამერიკას) უთხრას, რომ „თბილისი ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავს და აბსოლუტურად უკომპრომისო პოზიცია უკავია“. სინამდვილეში გამოჩნდა, რომ კომპრომისი სწორედ რუსეთს არ უნდა და სწორედ ის დგას უკომპრომისო პოზიციაზე. რეალურად, მოსკოვმა 2008 წელს თვითონ შეიყვანა საკუთარი თავი ჩიხში და ახლა უნდა, დასავლეთის მეშვეობით აიძულოს საქართველო, დავეხმაროთ ამ ჩიხიდან გამოსვლაში. კი ბატონო, დასავლეთის ხათრით (რომელიც ძალიან დაგვეხმარა ეკონომიკურად 2008 წლის შემდეგ), ვთავაზობთ გამოსავალს – „დნესტრისპირული ვარიანტის“ სახით. მაგრამ რა ვქნათ, თუ მოსკოვი ამაზეც არ თანხმდება? ჩვენ ხომ არ გვირჩევია პუტინ-მედვედევისთვის, სეპარატისტთა დამოუკიდებლობა ეცნო? მაგრამ ყველაზე საინტერესო ის კომპრომისია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას არა რუსეთი, არამედ შინნაზარდი ოპოზიცია სთავაზობს: დავთანხმდეთ რუსეთის შესვლას „მსო“-ში – რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პირობით! მივაქციოთ ყურადღება: თავად რუსეთს არც ერთხელ ასეთი წინადადება არ შემოუთავაზებია, ხოლო ქართული ოპოზიცია და „ექსპერტთა“ ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, რომ ამგვარი კომპრომისი უკვე „ჯიბეში გვიდევს“. ანუ საკმარისია, მოვხსნათ მოთხოვნა აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით და მოსკოვი (მთავარი სანიტარიული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს სახით) მაშინვე დააბრუნებს რუსულ ბაზარზე ღვინოს, „ბორჯომს“, მწვანილს, ვაშლსა და ა.შ. არ დაიჯეროთ!!! ვილაპარაკოთ უსასრულოდ სინამდვილეში, 20-წლიანი რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იმითაა გამოწვეული, რომ მას ხელს არ აძლევს სამხრეთ კავკასიაში წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი სახელმწიფოს არსებობა, რადგან ეს სახელმწიფო აუცილებლად იქცევა „ვიტრინად“ ჩრდილო კავკასიისთვის, თუ რა კარგია კავკასიელებისთვის (ზოგადად) რუსეთისგან დამოუკიდებლობა. ამიტომაც არ დაიჯეროთ, რომ თუნდაც „მსო“-ში შესვლის ფასად, რუსეთი რაიმენაირად შეუწყობს ხელს ქართული სახელმწიფოს განვითარებას. როგორც კი „მსო“-ში გაწევრიანდება, იგივე ონიშჩენკო მეორე დღესვე ისევ აღმოაჩენს „ბორჯომსა“ და ხვანჭკარაში რაღაც საშინელ მინერალებს. მაგრამ მერე საქართველოს ჩივილს და საერთაშორისო სასამართლოებში სირბილს მსოფლიოში უკვე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას: რაკი რუსეთი უკვე ორგანიზაციის წევრი იქნება, ჩვენი პატარა და სუსტი ქვეყნის გამო მასთან ურთიერთობას აღარავინ გაიფუჭებს. ანუ, რეალური კოზირი და ბერკეტი დღეს გვიჭირავს ხელში, თორემ საკმარისია, ის ხელიდან გავუშვათ, რომ ვეღარასოდეს დავიბრუნებთ. ასეთ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია საკმაოდ ჭკვიანური ტაქტიკა: ის არ ამბობს უარს მოლაპარაკებებზე და არანაირ ულტიმატუმებს არ აყენებს. მეტიც, ქართული მხარე მხოლოდ რუსეთისგან კი არ ითხოვს ახალ წინადადებებს, ინიციატივებს, არამედ თვითონ სთავაზობს ვარიანტებს (დნესტრისპირეთის მოდელი) და ამით არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ დასავლეთში ანგელა მერკელისმაგვარ პოლიტიკოსებსაც ართმევს უფლებას დემაგოგიურად დაგვადანაშაულოს, რომ თითქოს „არაკონსტრუქციული, მეტისმეტად ხისტი პოზიცია გვიკავია“ და „მსოფლიო დინებათა წინააღმდეგ მივდივართ“. ამიტომაც ვილაპარაკოთ! ვილაპარაკოთ ისეთივე ტექნოლოგიით, როგორც რუსეთი გველაპარაკებოდა 15 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემებზე. რუსებისთვის ხომ მაშინ მთავარი იყო ლაპარაკი ლაპარაკისთვის? ანუ, არა შედეგის მისაღწევად, არამედ იმის დასაფიქსირებლად, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენც ასეთივე ტექნოლოგია გამოვიყენოთ. ოღონდ „მსო“-ს საკითხში. აქ ხომ რუსეთია ჩვენზე დამოკიდებული?! ჰოდა, ჩვენც ველაპარაკოთ. ველაპარაკოთ ისევე დაუსრულებლად, როგორც თვითონ გვალაპარაკებდა კონფლიქტების საკითხებზე უსასრულოდ და უაზროდ, 1994 წლიდან დაწყებული.
-
რამდენი საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს საქართველოს?
Saturn replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
1 დანარჩენი სახელმწიფო მინისტრებია და არა საგარეო. რა იყო ნასვამი ხარ? -
შაბათი, 26 მარტი, 13 საათი, სააკაძის მოედანი.
Saturn replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეგ შენი ფანტაზიის ნაყოფია რეალურად კი ადამიანების უმრავლესობას არავითარი სურვილი არ აქვს სკამების გადანაწილებისთვის ისევ იმ ქაოსში შევიდეს, რასაც სახელმწიფო გადატრიალება იწვევს. -
შაბათი, 26 მარტი, 13 საათი, სააკაძის მოედანი.
Saturn replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko საზოგადოების იმ ნაწილს ვისაც ჩამოგდება უნდა.