პარალელურად საქართველო და სომხეთი ჩინეთის ბაზრის ათვისებას იწყებენ სომეხი მეღვინეები ქართველ კოლეგებს ჩინური ბაზრის ერთობლივ ათვისებას სთავაზობენ 20/04/2011 15:46 საქართველოს მთავრობა ჩინური ღვინის ბაზრის ათვისებას გეგმავს, იუწყება რადიო კომერსანტი "ბიზნეს–კურიერის" ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ ფონზე სომეხი მეღვინეები ქართველებს ჩინეთის ბაზრის ერთობლივი ძალებით ათვისებას სთავაზობენ. სომეხ მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ღვინის სამშობლო საქართველოა თუ სომხეთი, მთავარია ღვინის სათავე კავკასიაშია და ეს ფაქტი კომერციულად მომგებიანია. ავაგ არუთინიანის თქმით, ქართველები და სომხები ჩინეთის ბაზრის ერთად დაპყრობას ადვილად შეძლებენ. შეგახსენებთ: გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ კეკელია ქართველ მეღვინეებს შეხვდა და ჩინური ბაზრის ათვისებაზე ისაუბრეს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა კეკელიას ვიზიტი ჩინეთში. წყარო