Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. DonCaredo მართლა ეგრე იყო? და მიშას რა უნდა ექნა მაგ დროს?
  2. babuagiorgi ეს უტრირება მაგარი იცით შენმა ხელისუფლებამ მომიტინგეებს ტყვია რომ დაუშინა, მაშინ არ გაწუხებდა რა ხდებოდა საქართველოში?
  3. giauridia შენს საქმესთან არსებული ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნა ცოტა არ იყოს არალოგიკური ჩანს, მაგრამ არა უშავს, არ შევიმჩნევთ
  4. აააა უკან-უკან მივდივართ? მაშინ ასე 8 საუკუნეში გავბრწყინდებით
  5. ედუარდიზირება არ გვაწყობს ამოცანის მიხედვით, სტალინიზირებაა საჭირო
  6. Siknadmo საიდან ეს დასკვნა? რაც შეეხება შეტენვას, პრაქტიკულად ყველაფერი რაც მანდ წერია სხვადასხვა დროს გახმოვანებული აქვს სურვილის სახით ან პატრიარქს ან სამღვდელოების სხვა წარმომადგენელს. ასე რომ ორგანიზაციის ძებნა საჭირო არაა აბა რა, პრემია ხო უნდა ავიღო თვის ბოლოს?
  7. არა სტატიაა მონტაჟი, პოლიციელს დაურტყია დანა მოვაჭრისთვის
  8. ეგ newstudio -ს არ უთხრა, ისეთი ოპტიმიზმით ხსნის ხოლმე თემებს მაგ აფრიკულ "რევოლუციებზე"
  9. ეგ მიშა რომ აღარ იქნება მიშად, მერე რას იზამთ? მაგრამ ვინმე ხომ იქნება მის ადგილას
  10. წმინდა მიწის საზოგადოების მთავარი ფუნქცია იზოლაციის უზრუნველყოფა, უწმინდური დასავლეთისგან თავისა და მამულის დაცვაა. ამ კოლექტივის ეროვნული საგანძური – ქალიშვილობის ინსტიტუტია, რომელიც ერს საღვთო სასჯელებს – მიწისძვრებსა და ცუნამებს არიდებს, ამიტომ მას, ქალწულებაში დარჩენილი რაინდები, გრაალივით, დღედაღამ დარაჯობენ. ამ მიწის შვილებს აქვთ ერთი, ყველასგან გამორჩეული გენეტიკური კოდი – სიყვარულისა და მართლმადიდებლობის ნიჭი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს კიდეც იმას, რომ მეორედ მოსვლის წინ მხოლოდ ივერიის ტერიტორიაზე ვერ შემოაბიჯებს ანტიქრისტე. სამეფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა არც აღმოსავლეთშია და არც დასავლეთში, არამედ ერთიანი ევრაზიული სივრცის ცენტრშია მოქცეული. ივერია ევრაზიის რელიგიური საზრისია, მაგრამ მის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს, თავისი სიდიდის, სიძლიერისა და ერთმორწმუნეობის გამო, წმინდა რუსეთი წარმოადგენს. ივერიის იდეალური მოქალაქე დედითა და მამით ქართველი და მართლმადიდებელი ჩოხოსანი კაცია. ხოლო ქალი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, დედაკაცი – კრძალვით პირმომცინარი, მანდილით თავდაბურული და იდეალური ჩოხოსნის მორჩილი არსებაა. სამეფოს სკოლებში ბავშვებს ცუდ ნიშნებს არ უწერენ და რჯულს, ადათ-წესებს, ხრიდოლსა და ქართული ნაციონალური ბალეტის ილეთებს ასწავლიან. საფეხბურთო გუნდები მატჩის წინ აქ ცოდვებს ინანიებენ და მარხულობენ, ხოლო ეროვნული ტელევიზიით, ბოლო ჟამის ქრონიკის გარდა, უმანკო საბჭოთა ფილმები და ნანა ჩაჩუას ფსიქოანალიტიკური სეანსებიც გადაიცემა. აქაური პოლიციელები ქურდებს კი არ დასდევენ, არამედ ცოდვილებსა და სექტანტებს თავპირისმტვრევით ამხელენ და ნათლავენ ხოლმე. ციხეები ივერიაში დანგრეულია, მათ მაგივრად კი ტაძრებია აშენებული. ზრდასრული ივერიელები მართვის გამოცდის ნაცვლად სადღეგრძელოების თანმიმდევრობას აბარებენ, ხოლო შეზარხოშებულები ქუჩა-ქუჩა დადიან და ხალხურ სიმღერებს მღერიან. სამეფოს დედაქალაქი უსჯულოთა შემოსევისაგან საიმედოდაა დაცული, რადგან მის გარშემო საღორე მეურნეობებია გაშენებული. აქ ყველა დასაქმებულია, მაგრამ დაუსაქმებლები და სხვებიც, თოჯინებს თლიან და ჭერში აწყობენ. მოქალაქეებს (მეფის გარდა) ვნებები შეკავებული აქვთ, რადგან თითოეული მათგანის ცხოვრებას პატარა მამაოების მეშვეობით დიდი მამა – უწმინდესი და უნეტარესი აკონტროლებს. ივერიაში ყველაფერი ნაკურთხია, მათ შორის სამართლებრივი და სქესობრივი აქტებიც, რომლის დროსაც მხარეები ლოცვას აღავლენენ და გამჩენისგან პატიებას ითხოვენ. ამ მადლიანი მიწის ყოველი გოჯი, ყოველი სულდგმული და მოსახლეობის მთელი ავლადიდება ჯვარდასმულია და საპატრიარქოს განკარგულებაშია გადასული. ამიტომ აქაური მდიდარი ღარიბია და აქაური ღარიბი – მდიდარი. და რაც მთავარია, ივერიის სამეფო ყველაზე იზოლირებული ადგილია დედამიწაზე, რადგან პატრიარქიც და მეფეც, ერიც და ბერიც ყოველცისმარე ერთსა და იმავე წმინდა რიტუალს ასრულებენ: მზის ამოსვლამდე პირს ჩრდილოეთისკენ მიაქცევენ ხოლმე და ასე ღაღადებენ: „ღმერთმა ქნას ჩვენი იზოლაცია იყოს ყოველთვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ იზოლირებული დიდი კედლით, რაც შეიძლება დიდი იზოლაცია გვქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი კედლები იყოს ჩვენს გარშემო აგებული, ეს იზოლაცია დიდ შედეგს მოგვცემს, ღმერთმა სამოთხემდე მიგვიყვანოს ამ იზოლაციით!”. P.S. ჩემი დაწერილი არ გეგონოთ, მე ასე ნათლად ვერ გადმოვცემ აზრებს
  11. babuagiorgi მე არ მინდა პოლიციელმა ისროლოს, მაგრამ დაჭრების შემთხვევაში სროლებიც მოსალოდნელი იქნება. არავინ არ გაწირავს თავს. ხოდა შევარდნაძის მილიციის და დღევანდელი პოლიციის შედარებას თუ შეეშვები კარგი იქნება, აბსოლუტურად განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ეგ იმიტომ მოხდა შენ რომ იყავი ხელისუფლებაში ეგ პოლიციელი არაპროფესიონალია. თუ ეგ პირი ვისაც აკავებენ ისაა ვინც სხვა პოლიციელი დაჭრა, ეგ წიხლები ბავშვური თამაშობაა. აბა ერთი ამერიკელ პოლიციელს დაარტყან დანა და წიხლებს თუ აკმარებენ გამკეთებელს, ნახავ.
  12. დაჭრით ზრდილობა არ ისწავლება. ზრდილობას კი არ ისწავლიან, სანამ დაჭრიან ყოველ შემთხვევისთვის მანამდე ესვრიან.
  13. ეს თითი რატომ აქვს აწეული, ლარად ყიდის ამ ხორცს?
  14. მიშა არ ვიცი რას შვება, მაგრამ შენ ტყუილად გაგიხარდა ხო გაგიგია ანდაზა რომაა "აქლემი ისე არ დაეცემა ვირის საპალნე ვერ ზიდოსო"
  15. მაგ ნიუსის ქვევით კომენტარებმა გამაკვირვა. აზრზე მოდიან რუსები ვითომ?
  16. მოიცა კაცო, საქართველოს დაპყრობას აპირებს სომხეთიო და ყარაბაღს აბარებენ უკან?
  17. Ostap ეგ კი მართალია ისე, რუსებზე თუ თქვეს სომხეთზე დაუშლით ჭკუა ?
  18. აბა ყველას ###ზე კიდია ეგ ხალხიო, მახსოვს ასეთი პათოსის მქონე თემა იყო აქ. როგორ მოხერხდა ეს განთავისუფლება, რის ფასად?
  19. ეგ მეც შევამჩნიე, რომ ბოლო დროს მეხსიერება გამიუარესდა, ადრე უფრო ადვილად ვიმახსოვრებდი ჩემს სფეროში, IT -ს ვგულისხმობ, ახალ რაღაცეებს, ახლა რამდენიმეჯერ მიწევს ხოლმე წაკითხვა. ე.ი. ინეტის ბრალია?
  20. ვა შენ მასეთ ღონისძიებებზეც იჩითები? რაო რას ყვებიან ხოლმე?
×
×
  • შექმენი...