giauridia ყოჩაღ ერთი მოქალაქე შემოგემატა, რომელმაც სახელმწიფო უწყებას სასამართლოში საქმე მოუგო შსს-მ მოქალაქის წინაშე დანაშაული აღიარა 28/04/2011 11:47 მოქალაქე ეკა მათიაშვილმა შსს-ს სასამართლო პროცესი მოუგო. შსს-მ აიღო ვალდებულება მოსარჩელეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 4 ათასი ლარი გადაუხადოს. მათიაშვილის სასარგებლოდ ამდენივეს გადახდა მოუწევს შსს-ს თანამშრომელ ოთარ გვენეტაძესაც. სარჩელის საფუძველი 2011 წლის 3 იანვარს გამართული ვეტერანთა აქცია გახდა, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, შსს-ს თანამშრომელმა - ოთარ გვენეტაძემ სწორედ ამ დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა აქციის მონაწილე ეკა მათიაშვილს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მათიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელი შეტანილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშუალოდ ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა. სასამართლომ გადასწყვეტილება 27 აპრილს გამართულ სხდომაზე გამოიტანა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოთარ გვენეტაძემ დაადასტურეს ეკა მათიაშვილისადმი მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და მას დავის მორიგების გზით გადაწყვეტა შესთავაზეს. საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოთარ გვენეტაძემ იკისრეს ვალდებულება, ეკა მათიაშვილისადმი მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სულ 8 000 ლარი გადაიხადონ. წყარო