urfinjus არ ვიცი. მე არ მაქვს ჯერჯერობით ნათელი წარმოდგენა თუ რაზე ამბობს და რაზე არ ამბობს უარს ივანიშვილი. ვფიქრობ რომ სტერეოტიპი გაქვს ჩამოყალიბებული და მაგ სტერეოტიპიდან გამომდინარე მსჯელობ. მე ფაქტებით მსჯელობას ვანიჭებ უპირატესობას. ძალიან ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ფაქტებით მსჯელობა იყოს შესაძლებელი. მე მჭიდრო შეხება მაქვს საჯარო სამსახურთან, უფრო ზუსტად რამდენიმე მნიშვნელოვან სამინისტროსთან და გლობალური პროცესების დონეზე იქ პროგრესს ვამჩნევ. არის გადახრებიც და წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ როცა ქვეყანაში ამდენი გამრუდებულ მენტალობიანი ხალხი ცხოვრობს, იქ გადახრების გარეშე არ იქნება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ბალტიის გზა რა თქმა უნდა მიმზიდველია, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და არა ბალტიისპირელები. გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ამის გამო აქ ყველაფრის პირდაპირ დაკოპირება არ ხერხდება.