newstudio რა თქმა უნდა არ არის - აი ეგღა გვაკლია და ვსე, ტუში სვეტ! ეხლა ამ ამბავზე რარაც გამახსენდა, 2008 წლის მიშას არჩევნბების წინ ჯგუფში ინტერაქტივი მქონდა - გაერთიანებული დიდი ჯგუფია და არჩევნებზე ვსაუბრობდით. შემდეგ სიმულაცია ჩავატარეთ და შედეგად მიშას ჰქონდა 60 იდან 5 ხმა ერთი თავგადაკლული ბავშვი წამოხტა გაბრაზებული და დაიყვირა - ნუ რა უმადურები ხართო და გავარდა აუდიტორიიდან. მერე კი შემობრუნდა კარი გააღო და შემოყვირა ჯგუფს - აი მაინც მოიგებსო ამ არჩევნებს სულ რომ არავის უნდოდესო. მეორე წელს თვითონ იყრიდა კენჭს თვითმმართველობაზე - არ აირჩიეს, ნაწყენი იყო ძალიან. მერე მოვიდა ჩემთან და მკითხა - რა დავუშავეო ამათო? არაფერი მეთქი, სამაგიერო გადაგიხადეს მაშინ ძალით რომ წაართვით ხმები ხალხს, სხვათაშორის ძალიან დაფიქრებული წავიდა. ცხოვრება მასწავლებელია - ესენიც ისწავლიან რაღაცეებს, იმედია მწარედ არა