Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. Saturn შაქარი შენს პირს, მარა ეგ მაინც ვერ გვიშველის
  2. dire ამასობასი არც რუსეთი ზის გულხელდაკრეფილი. პირველად ცივი ომის დასრულების მერეო რუსეთის 2 ატომური წყალქვეშა ნავი აშშ-ს საზღვარს მიუახლოვდა ნეიტრალურ წ###########ბშიო. ასე რომ მიდის ახლა მაღალ დონეზე ძალების მოსინჯვა. სამწუხარო ისაა, რომ რუსეთს თAვისი წილი ძალა ჩვენს საწინააღმდეგოდ ნებისმიერ შემთხვევაში აქვს. ასე რომ მაგრად ცუდათაა ჩვენი საქმე რეალურად
  3. Saturn ხოდა მაგას ვამბობ მეც, რომ მის მიერ ამ საკითხის წინ წამოწევა, თან პერიოდულად იმის შეხსენება, რომ რიგი ქვეყნები დღესაც განაგრძობენო, მიუხედავად ფაქტობრივი და დოკუმენტალური მტკიცებულებისა, რომ საქართველო არის აგრესორიო, საქართველოს შეიარაღებასო, უბრალოდ ნათწქვამი არაა. იმედია მიხვდები ქვეტექსტს და არც თუ შენიღბულს, რასაც გულისხმობს. ასე რომ ამ მხრივ არის ეს ნათქვამი საინტერესო. ტალიავინის კომისიისადმი დასმულ კითხვეზე მომავალში რეაგირებაზე ამ დასკვნის შედეგებისა ასევე ისაუბრა, და აქაც გასრკვეული აქცენტები გააკეთა. თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა პრესს-კონფერენცია
  4. BOO ზვირფასო ბოო, მესმის შენი სურვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა რომ ჩაუკვირდე რაც ზემოთ დავწერე, თავად იპოვი პასუხს შენს ნათქვამზე
  5. Saturn მაგას დაეჯერება თუ არა, ამაზე სხვათა შორის არაფერს ვამბობ, ვამბობ, რომ წარმოადგინა დოკუმენტაცია და თუ ამ დოკუმენტაციის უტყუარობას დაადასტურებს ტალიავინის კომისია, იმას ნამდვილად დაეჯერება, რაც თავადაც აღიარე არაერთხელ როგორ მან თქვა დოკუმეტაციის ფორმაც კი ისეა შედგენილი, როგორც ნატოს სტანდარტები მოითხოვსო, ტექნიკური მხარე აღნიშნა. ასევე საბრძოლო ამოცანები ნატოს სტანდარტებით არის დაწერუილიო. 13:00 რიანოვოსტიში სამხრეთ ოსეთის თემატიკაზე პრესს-კონფერენციის ესტაფეტას სამხედროებიდან დიპლომატები გადაიბარებენო. ასე რომ კიდევ ერთი პრესს-კონფერენცია იქნება. მიზანმიმართულად და ძლიერად გვიტევენ
  6. ამ წუთებში მიმდინარეობს რია-ნოვოსტის მოსკოვის ოფისში ნოგოვიცინის პრესს-კონფერენცია, სადაც მან წ3არმოადგინა, როგორც ამტკიცებს, დოკუმენტალური მტკიცებულებები, სადაც ცხადი ხდება, ვინ დაიწყო რეალური სამხედრო მოქმედებები წინასწარი დაგეგმვით ნატოს სტანდარტებით სამხრეთ ოსეთში. ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა სამხედრო ამოცანებთან ერთად გეგმაში მინიშნებული იყო, რომ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე მონიშნული იყო თავდასხმის ობიექტად. როგორც ნოგოვიცინმა აღნიშნა - ეს დოკუმენტები გადაეცა ევროკავშირის საგამომძიებლო კომისიას და თუ ტალიავინის კომისიაც დაადასტურებს უტყუარობას ამ დოკუმენტებისა, სააკაშვილს უბრალოდ არ ექნება არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი
  7. licemer სამწუხაროდ ეს ბრალდება კი არაა აბსურდი, მიშამ დაუშვა აბსურდული შეცდომები, რის გამოც თავად დაასხა რუსეთის წისქვილზე წყალი მე არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტზე ასეთ ტონში წერდნენ, მაგრამ ფაქტია - მან ეს დაიმსახურა ჯონატან სთილი რუსეთთან ომი საქართველოსთვის უბედურება იყო, მაგრამ მის პრეზიდენტს ამისთვის სერიოზული ფასი ჯერ არ გადაუხდია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალბედა ობამას ადმინისტრაციის მხარდაჭერისთვის ისეთი მონდომებული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის სიტყვით გამოსვლისთვის არავის მიუწვევია, თებერვალში მიუნჰენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე სასწრაფოდ გაემგზავრა, რომ მის მთავარ სტუმარს, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვედროდა. თვითმხილველები იუწყებოდნენ, რომ ობამას წარმომადგენელი თავდაპირველად ხელის ჩამორთმევას და მხედველობით კონტაქტსაც კი გაურბოდა. მაგრამ ქართველის შიში დაძლეულ იქნა, როდესაც მეორე დღეს თავაზიანმა ბაიდენმა მასთან შეხვედრა მოაწყო. სააკაშვილმა ამ ფორსირებული შეხვედრის დასრულებისთანავე ჟურნალისტებს განუცხადა: “ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გამართული ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებებში საქართველო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება”. თუმცა საეჭვოა ასე იყოს. გასული თვის დასაწყისში ობამას მოსკოვურმა ვიზიტმა ნათლად აჩვენა, რომ შარშანდელი აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ვერც ცივ ომს განაახლებს და ვერც ობამას წინასაარჩევნო დაპირებაზე - დიდი რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის კურსზე მოახდენს გავლენას. საქართველო მეორეხარისხოვანი თემაა. მიზეზი ცხადია. ხუთდღიანი ომის წლისთავზე, ევროპული მთავრობების უმრავლესობა, ისევე როგორც ობამას ადმინისტრაცია თანხმდებიან, რომ ამ მოვლენებში სააკაშვილის დანაშაულის წილი დიდია. როგორც ნინო ბურჯანაძემ, ერთ დროს სააკაშვილის ახლო მოკავშირემ Guardian-ში ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა “პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც შინ ძალიან არაპოპულარული გახლდათ, სამხრეთ-ოსეთში უპერსპექტივო და თავიდანვე დამარცხებისთვის განწირული სამხედრო თავგადასავალი წამოიწყო, რითაც რუსეთს იმ ბაზების ხელახალი ოკუპაციის შესაძლებლობა გაუჩინა, რომლებიც მათ სულ რაღაც სამი წლის წინ დატოვეს”. ის რომ ბუშის ეპოქის ტონი შეცვლილია, ეს ხელახლა ბაიდენის და სააკაშვილის ბოლო შეხვედრაზეც დადასტურდა, რომელიც ამ თვეში თბილისში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა ტრადიციული ტექსტი წარმოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ნებისმიერი რუსული გავლენის სფეროს უარყოფაზე, არანაირი ფორმალური შეთანხმებები მიღწეული არ ყოფილა. ვიზიტი მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის მოეწყო, რომ საქართველო ჯერ კიდევ ახსოვთ. თუკი რაიმე საიდუმლო შეთანხმება არ ყოფილა, რომელზეც ჯერ ინფორმაცია არ არსებობს, ბაიდენმა სააკაშვილს იმედები გაუცრუა, როდესაც საქართველოს დანგრეული არმიის გადაიარაღებაზე მკაფიო დაპირება არ მისცა. მან საქართველოს პარლამენტს განუცხადა, რომ აშშ ქვეყანას არმიის მოდერნიზებაში დაეხმარება კონკრეტულად კი წრთვნებით, დაგეგმვითა და ორგანიზებით. რაც იმას უფრო ნიშნავს, რომ აშშ ამიერიდან განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება არმიასაც და გააკონტროლებს, რომ შარშან აგვისტოში მომხდარი უგუნურება ხელახლა არ განმეორდეს. ბაიდენის ჩინოვნიკებმა, ასევე უარყვეს ვიზიტის დროს სააკაშვილის მინიშნებები იმის თაობაზე, რომ აშშ-ს მონიტორები მალე ევროკავშირის გუნდს შეუერთდებოდნენ, რომლებიც ქართული მხრიდან აჯანყებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის საზღვართან პატრულირებს. ევროკავშირმა დაადასტურა, რომ მსგავსი გეგმა არ არსებობს, და რომ ამ საკითხს შემოდგომამდე არ განიხილავენ, თუკი საერთოდ განიხილავენ. ეს მისასალმებელი ცნობაა. ევროკავშირმა აშშ-სგან დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს, მისი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის კი ქართული მისია საუკეთესო ადგილია, მით უფრო, რომ ის ევროპული და არა ამერიკული ინიციტივა იყო, რაც შარშან აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გაფორმდა. ბაიდენის მოწოდება დემოკრატიული რეფორმებისკენ და მისი შეხვედრა ოპოზციურ პოლიტიკოსებთან თბილისში, ასევე მკვეთრად განსხვავდება ბუშის პოლიტიკისგან, რომელიც აქტიურად ცდილობდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და თვალს ხუჭავდა სააკაშვილის მიერ ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაზე. აშშ-ს ახალ ადამინისტრაციას ამ რეპრესიების დასრულება სურს და თვალს ხუჭავს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებაზე. სააკაშვილსა და მის ადგილობრივ ოპონენტებს შორის კვლავ ჩიხური სიტუაციაა. სოფლები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ერთ დროს ქართველები ცხოვრობდნენ და სადაც ეთნიკური წმენდა მოეწყო, დღეს აღარ არსებობს. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქართველები მასობრივად ტოვებენ ახალგორს, ბოლო ასეთ შერეულ რაიონს სამხრეთ ოსეთში. დიპლომატიურად, რუსებმა თავისას მიაღწიეს, როდესაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მისია სამხრეთ ოსეთიდან, ხოლო გაეროს მისია აფხაზეთიდან - საქართველოს მეორე აჯნყებული რეგიონიდან - გააძევეს. თეორიულად, ეს საზღვარზე შეტაკებების რისკს ზრდის, მაგრამ დღეს ეს საკითხი აღარ განიხილება. პოსტ-საბჭოთა კონფლიქტი კვლავ “გაყინულ” კონფლიქტს ბრუნდება. რუსეთმა მიიღო ყველაფერი რაც მას სურდა (სააკაშვილის გადადგომის გარდა) და ახალი შეტაკებების პროვოცირებაში დაინტერესებული არ არის. სააკაშვილის არმია კი ძალიან სუსტია იმისთვის რომ იმოქმედოს. ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, რომ სიტუაცია გამოსწორდეს? ტომ დი ვაალი, პატივსაცემი ექსპერტი კავკასიის საკითხებში ამტკიცებს, რომ დასავლეთმა აფხაზეთთან, ისე რომ მისი დამოუკიდებლობა არ ცნოს, კონტაქტი უნდა დაამყაროს, და “ნეიტრალური სტატუსის” ნაბიჯები გადადგას, მაგალითად მხარი დაუჭიროს პირდაპირ საზღვაო მარშრუტს აფხაზეთს და თურქეთს შორის, და ამაში საქართველოც დაითანხმოს. ეს საქართველოს აფხაზეთს ვერ დაუბრუნებს, მაგრამ ის შეამცირებს აფხაზეთის კავშირებს რუსეთთან. ასეთი ტიპის ნაბიჯები სასარგებლო იქნება, თუმცა საერთო სურათს ვერ შეცვლის. ათობით ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლ-კარი, ასობით ადამიანმა კი საკუთარი სიცოცხლე დაკარგა ომში, რომლისთვისაც სააკაშვილს - ობამას და ბაიდენის რამდენიმე შენიშვნის მიუხედავად - სერიოზული ფასი ჯერ არ გადაუხდია. http://foreignpress.ge/?p=7487#more-7487
  8. newstudio გაფუჭებული ტექნიკით თუ ჟანგიანი კინჟალით - არ ვიცი, მარა გამოჩნდა კაი ხნით უიმედოდ დაკარგული ცხინვალი და აფხაზეთი + კოდორი და ახალგორი, პერიოდულად მამისო ნი, იქვე ტრუსოს ხეობის თემის წამოწევა და რავიცით - ეგებ ამ ჟანგიანი ტანკებით არა მარტო ყაზბეგიც აგვახიონ
  9. newstudio ვაი რომ ასეა, რასაც შენ ამბობ - ეს სურვილია, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები სურვილი, მაგრამ დღეს რეალობაა სხვაა. საქართველომ ომის თემა საერთოდ უნდა ამოაგდოს. ეს არაა ჩვენთვის ყველაზე სწორი და მისაღები საშუალება სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ვერ შედეგიანი. ჩვენ სხვა რესურსები უნდა ავამოქმედოთ, რისი შესაძლებლობაც ნორმალური პოლიტიკის პირობებში, ეხლაც კი, ვგულისხმობ მიშამ რაც გააფუჭა ყველაფრის მერე, მაინც დარჩა. მაგრამ ამას მიშა და მისი გუნდი ვერანაირად ვერ შეძლებს
  10. newstudio ზოგადად რა აქვთ სულ არ მაინტერესებს, სად არიან ჩარჩენილები - მიტ უფრო არ მაინტერესებს, მაგრამ საჩვენოდ რომ აქვთ ეს შარშანაც გამოჩნდა და ღმერთმა დაიფაროს კიდევ ერთხელ დაგვანახონ. სანამ საფრთხეების ადეკვატურად აღქმას ვერ შევძლებთ, მანამ ამ საფრთხეებს ვერც ავიცილებთ
  11. ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო? საჩვენოდ საკმარისი - ვაი რომ აქვს
  12. Saturn ამაზე ცოტა დავიბენი, თან ამბობ, რომ ეს ფორუმ-გეს საღადაო ტემააო, თან კიდევ არგუმენტად მოგყავს
  13. Saturn ჩემთვის მიშაც და ოპოც ერთი ჩორტია, ასე რომ მე პას ;)
  14. Saturn და შენ როდის გამახარებ და მიშას მარგალიტებს დადებ? ;)
  15. newstudio კი , მაგ. 12 აგვისტოს ხალხის მნიშვენლოვანი ნაწილი გულწრფელად გამოვიდა თავის ერთიანობის წარმოსაჩენად, მაგრამ... ;) მარტო ხალხის, თუნდაც მნიშვნელოვანი ნაწილის მზაობა ასეთ ომში ვერ და არ იქნება შედეგიანი. აღარაფერს ვამბობ სხვა აუცილებელ ფაქტორებზე, რაც ომში შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაფერს მიშასაც ვერ დავაბრალებ, რუსეთთან კი არა, 10-ჯერ მცირე ქვეყანასთან გავიჭირდება ბრძოლა იმიტომ, რომ ჩვენი რესურსები ამითვის უბრალოდ საკმარისი ვერ იქნება. დღეს საქართველო არაა ის ქვეყანა, ვინც ომით უნდა იცავდეს თავს. მაგას ვერ ვაპატიებ მიშას, რომ რუსეთის პროვოკაციას აჰყვა თუ ჩაყვა, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლებლობა მისცა ასე ღიად შემოსულიყვნენ საქართველოში newstudio სადაა მაგ ინფო
  16. newstudio მართლა მინდა რომ შენ იყო მართალი, მაგრამ მე სხვაგვარად დავინახე შარშან ბევრი რამ ;)
  17. newstudio მაპატიე ასეთი სარკაზმი, მაგრამ ამით საკუთარ თავსაც ვპასუხობ შენს კითხვებზე და თითქოს მშველის სერიოზულად კი, თუ ქვეყანას მთავარსარდალი, ან მინიმუმ რომელიმე დონეზე გენერალი არ უვარგა, ან თუ სადმე სახალხო გმირი, რომელიც 21-ე საუკუნეში აქტუალური აღარ მგონია, გამოჩნდა, ისე ხალხი თავის თავს ვერ უშველის. ხალხი, ვინც სრულად არის დაბეჩავებული, ასეთ ვითარებაში თვითორგანიზებას და ღირსეულ შებრძოლებას მტერთAნ, მ,ით უმეტეს არა ხელჩართულ ომში, უბრალოდ ვერ შეძლებს. ჩვენი ერთადერთი გამოსავალია მაქსიმალურად გამოვიყენოთ დიპ. ასპარეზი ამისთვის. მაგრამ იქაც შენმა ხელისუფლებამ და იმ სტრუქტურებმა უნდა იბრძოლონ, ვისაც შენ ირჩევ და ხელფასს უხდი. მაგრამ ჩვენთAნ ასე არაა, შესაბამისად არც ამ ფრონტზე გვაქვს პერსპექტივა. ასე რომ შარშანდელი აგვისტო გახსოვს? ზოგი წითელ ხიდზე გარბოდა, ზოგი სახლებში ჩაიკეტა, ზოგიც ახალი ბატონის შესახვედრად სამზადისში იყო, და მხოლოდ ცალკეული ადამიანები ვნახე, ვინც მტრის დასახვედრად ყანწს კი არ ეძებდა მინიმუ მოლოტოვის კოკტეილის მომზადებაზე იწყებდა ჩალიჩს ესაა ის რეალობა, რაც არის ;)
  18. newstudio რატომ მარტო ამ სიტუაციაში? რატომ ხარ უსამართლო და დაუნახავი და არ უფასებ მიშას გასულ 5 წელს? ;)
  19. newstudio ჯავახეთიდან ბათუმში ტრასა გაგვყავს ;)
  20. Saturn ვაი საქართველო, როდესაც ეს კაცი ოპოზიციის მედროშე იქნება, მაგრამ შენს ობიექტურობაში და სამართლიანობაში მაშინ დავრწმუნდები, როდესაც მიშას მარგალიტებსაც ასე გამოამზეურებ იმედია გაგიხარდა ჩემი დანახვა, ყოველ შემთხვევაში მასეთი განცდა მაქვს ;)
  21. newstudio ძალიან დიდი. ამ შემთხვევაში უფრო დიდ მზაკვრობას უნდა ველოდოთ. მაგრამ ამ ხელისუფლებას მაგის გათვლა კი არა, ელემენტარული პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლიათ
  22. newstudio მარტივი კონტრ-კითხვა - მერე? ან გადმოვიდნენ ცხინვალიდან და გაგიკონტროლეს სრულად მაგისტრალი ან კიდევ წამოვიდნენ თბილისზე - მერე?
×
×
  • შექმენი...