
prologic
პლანეტელი-
პოსტები
694 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი prologic
-
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
prologic replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო იყოს ,ვახ ეხლა ვიხსენებ სად ვიყავი , რას ვაკეთებდი მაგ დღეს..... დაიდოს ქრონიკა.... -
რა ხუმრობა , ეს ნახეეთ? PhD Adelphi Univ. USA. ჩვენთან სახუმაროდ და საღლაბუცოდ აქვს კაცს საქმე? მარა ეს საკუთარი პოსტების ციტირება ნამდვილი აღმოჩენაა :rolleyes:
-
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
prologic replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მართალია ლაშა,თორემ ისევ უნაყოფო კამათში ჩავერთვებით და "საქმე" აღარ გამოვა. გთავაზობთ კონკრეტული ქაისები გავხსნათ და მათში ჩავაკრათ ჩვენი ფაქტები. აბა ქაისი (საქმე)#1 ? რომელი იყოს? -
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
prologic replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმები ნუკრი, მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, იმათ ვისაც "ეკიდა" (მათ შორის მეც) თბილისის დანგრევაზე და ამდენი ხალხის დახოცვაზე და ძარცვაზე ლეგიტიმაცია არ მიუცია გადამტრიალებლებისათვის,ანუ მათ ოდნავადაც, რომ წარმოედგინათ სავარაუდო შედეგები,აღარ "დაიკიდებდნენ" და შესაძლოა ისტორია სხვანაირად წასულიყო. -
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
prologic replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დეფინიციაში გეთანხმებით,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ სავალალო შედეგებზე და დაღვრილ სისხლზე პასუხი არავინ აგოს. ხოლო უდანაშაულოთა რეაბილიტაცია მოხდეს. ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, არაა?? -
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
prologic replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ იზავენ მაგას ლაშა, ნახევარი ნაცმო დაპალამენტი იქნება დასაჭერი, არ იზავენ. ალასანია შეგვპირდა,მგონი, აქ კონფერენციაზე თქვა,თუ ვცდები? -
ყველაზე მნიშვნელოვანია საარჩევნო ბარიერი,მინიმუმ -45% ამისათვის ალიანსმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა.
-
ყოფითი კულტურა,რომ ჩვენში პრობლემაა ეს ფაქტია,მაგრამ ამას თავისი წინაპირობა აქვს.აზიის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც მულტი-ეთნიკური საზოოგადოება ვართ, არც ასევე აჩენს კვალს ყოფით კულტურაზე. ერთი მაგალითი, ევრო-ატლანტიკური სივრცისაგან განსხვავებით, ჩვენში არ არის მიღებული მიესალმო უცხო ადამიანებს,უცხო ქალბატონების მისალმება კი უკვე დანაშაულია. ეს ჩვენი აზიური ნაწილია და ამის შეცვლას დრო უნდა. რაც შეეხება ეკლესიას, ილია-II-ის ბოლოდროინდელი მოწოდებები და ინციატივები (მაგ. დანის ტარების შესახებ და ტყის გაშენება) იმედს მიტოვებს,რომ ეკლესია უფრო "სოციალურად აქტიური" გახდება, გაუწევს პატრონაჟს მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს,იქნებ ჰოსპისიც კი დააფუძნონ ან ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრი. ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს, თავისი ავტორიტეტი, ხალხის ყოფითი კულტურის ასამაღლებლად და აზიური გადმონაშთების გასანეიტრალებლად.
-
12 დეკემბერი,18:00 სთ,1. მეცნიერული კონფერენცია CERN-ის შესახებ
prologic replied to a topic in მოწვეული სტუმრები
ვებ რესურსები: http://public.web.cern.ch/public/ http://twitter.com/cern?sess=c0a0491ef80e7...3f73432854ea8ca -
სიძულვილით დაბრმავებულნი, ბრიყვები თუ მოღალატეები?
prologic replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საყვარელი სიძის და მისი ძმების ოფიციალური პოზიცია მარტივია, გამტაცებლები ტერორისტები არიან, ჩვენ მათთან არ ვილაპარაკებთო და ის "ბავშვი" ვაბშე გერია,არ გვაღელვებსო. არაოფიციალურად კი ძალას არ იშურებენ, მაგრამ ,არაოფიციალურს ისინი(გამტაცებლები) არ თანხმდებიან. და ვართ ასე ერთ ადგილას... -
ძალიან მინდოდა,მაგრამ ვერ მოვედი, სორრიი. b]SHARI[/b]
-
ახალი თემის გახსნას ამ თემაში სჯობს გავაგრძელო ჩვენი მთავრობის "ბრძნული" პოლიტიკის განხილვა: გუშინ მთავრობამ გვამცნო,რომ 350 მილიონი "დაზოგა" 2009 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან. მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქამარი 350 მილიონზე ”შემოიჭირა”, თუმცა არ დაუკონკრეტებია ეს როგორ მოახერხა. რადგანაც ხელისუფლება ციფრების მანიპულაციებში დიდი ხანია შემჩნეულია, მრავალმილიონიანი დანაზოგის საკითხიც ბოლომდე სარწმუნო არ ჩანს. ფინანსთა მინისტრი წარბშეუხრელად აცხადებს, რომ ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკით მთავრობამ 2009 წლის ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტშიგადავა. კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოჰფინა დაზოგილი თანხის ჯამური მონაცემი. სხდომაზე განიხილებოდა ის საგადასახადო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც მთავრობა 2010 წლიდან აპირებს. http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10944 ერთის მხრივ ძალიან პოზიტური ინფორმაციაა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირზე. 350 მილიონი = ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თითქმის 10 %-ს, ხომ არ ნიშნავს ეს ,რომ არასწორად დათვალეს თავიდანვე? ან უკვ არსებული დამტკიცებული ხარჯები გააუქმეს,როგორც ეს "იაფი კრედიტი"-ს შემთხვევაში მოხდა. 5 თვე ირბინა ხალხმა ბიზნეს-გეგ,ებით და მერე გამოუცხადეს დაიხურა ეგ პროგრამაო! მეორეს მხვრივ მთავრობამ აიღო სესხი 500 მილიონი კომერციული ბანკებიდან, 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით ანუ ერთ წელიწადში 65 მილიონი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა ანუ მე და თქვენ ამ კომერციულ ბანკებს. მათ შორის "საქ.ბანკს" რომელსაც პრემიერის ძმა ხელმძღვანელობს. ვთავაზობ მთავრობას: დაზოგილი ფულით, ვადამდე ადრე დაფაროს ეს სახაზინო ვალდებულებები და დანაზოგი თანხით დააფინანსოს "იაფი კრედიტი" 2010-ში. ჩემი გათვლებით 30-40 მილიონი იქნება. ექსპერტები: http://www.fingeorgia.ge/%E1%83%A1%E1%83%9...83%9C%E1%83%9D/ http://banksandfinance.ge/banks/602-bb-bjo...-bbbbbb-bb.html
-
12 დეკემბერი,18:00 სთ,1. მეცნიერული კონფერენცია CERN-ის შესახებ
prologic replied to a topic in მოწვეული სტუმრები
ვა მაგარი წამოწყებაა, ბევრი ხალხი ალბათ არ იქნება, მაგრამ ესეთი პატარა ნაბიჯებით იქმნება რესურსი. იგივე ცერნის ინეტ-ქსელში, რამდენი იუზერი და რამდენი საიტი იყო? ძალიან ცოტა, ეხლა კი მილიადზე მეტი იუზერია ყოველდღე ინტერნეტში. მთავარი დაწყებაა. ჭანო-ს,როგორც ინიციატორს ჩემი რესფექთი. -
ძალიან სასარგებლო წამოწყებაა ლაშა ბატონო, სად თუ არა ფორუმზე უნდა შეგროვდეს გაფანტული მასალები. გაკეთდეს ანალიზი,იყოს მსჯელობა.
-
იყოო ლაშა ბატონო? ჩემის აზრით ჯაყო,ისევე,როგორც ყვარყვარე, დღესაც ძალიან კარგად გრზნობს თავს.
-
ამ ჩათლახმა ჩეკისტმა,კარგი დრო და ზუსტი ადგილი შეარჩია, "მუტნი ბაზარი"-ს ასაგდებად. სიტყვაც ასეთივე "მუტნი" იხმარა, воссоединение - кого с кем? თანაც ყველას შეახსენა ,ვინ არის რუსეთის "ხაზაინი", მედვედევის ურტყუნი "რუსეთის მოდერნიზაციაზე", შემთხვევით ვინმემ სერიოზულად,რომ არ აღიქვას. ობამას მოგონილი, რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკა, კიდევ უფრო ამძიმებს ,ჩვენს ისედაც რთულ სიტუაციას. ამ პოლიტიკის რეალური მიზნების, ირანზე ერთოლივი ზეწოლა და ბირთვული განიარაღების ხელ-ბა, პერსპექტივები ისევე ბუნდოვანია დღეს, როგორც ეს "გადატვირთვამდე" იყო. იმედია დროზე მიხვდებიან,რომ დათმობების მოსკოვთან უაზრობაა, რუსები ამას სისუსტედ მიიჩნევენ და უფრო აგრესიულები გახდებიან. ჩვენი სისუსტე, დემოკრატიული ინსიტუტების არარსებობაა, უფრო სწორედ მოჩვენებით დემოკრატიაა, რომელიც ძალიან ადვილად იშიფრება. ეს აზია არაა და არც ჩვენ ვართ სინგაპური, თუმცა ეხლა კარგად მესმის ,რატომ ეძებს მიშა რუკაზე სინგაპურს ასეთი დაჟინებით. აი ნახეთ: http://www.ej.ru/?a=note&id=9640 რუს ჩეკისტებს და ჩვენს ვარდოსნებს ძალიან მოსწონთ სინგაპური, ნეტავ რატომ? შემთხვევითი დამთხვევაა,თუ რაღაც კანონზომიერებაა ამ მიდრეკილებებში?
-
ეს კითხვები წინა კონფერენციიდან დარჩა და აქ გადმოვიტან თქვენის ნებართვით: ბატონო ირაკლი, 1. გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული, ქალაქის განვითარების რაიმე პროგრამა (სტრატეგია),რომელსაც თბილისელებს შესთავაზებთ მერის/საკრებულოს არჩევნებზე? რამდენი ხნით ადრე გამოაქვეყნებთ საკრებულოში,თქვენს კანდიდატთა სიას? ასევე იმ პირთა სავარაუდო სია,რომლებიც დაინიშნებიან ქალაქის მთავრობაში, მნიშვნელოვან პოსტებზე? 3. როგორ ფიქრობთ მხარდამჭერების მოზიდვას, საარჩევნო პროცესის გაკონტროლებისათვის? ფაქტია,რომ ხელ-ბა ყველა მეთოდს გამოიყენებს გაყალბებისათვის,ეს პროცესი უკვე დაიწყო. როგორ აპირებთ დააფინანსოთ არჩევნები? ობამას მეთოდს,ხომ არ გამოიყენებთ? (ონლაინ დონაიშენ და ა.შ.) დიდი მადლობა წინასწარ!
-
ქართული თხილი არის ეკოლოგიურად სუფთა, შესაბამისად, ძვირად ფასობს ევროპაში. აზერულიც კარგია. თურქული,იტალიური და ბერძნული არის შეწამლული. მოსავალი მეტია,მაგრამ არა ბიო. რუსეთში ფასები, წელს მაღალია, ევროპაშიც. ქართველ დამამზადებლებს კრედიტი არ მისცეს,ამიტომ ფასიც დაბალია. ძალიან მარტივია. ფული თუ გაქვთ იყიდეთ მშრალი თხილი, აპრილში ფასი დაედება.
-
მე ლევან გაჩეჩილაძეს ვარჩევდი თბილისის მერათ.
prologic replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეგრე იქნება. მეც შემიძლია მაგ სასტავში "გაჩითვა", მაგრამ ისეთივე უაზრობა იქნება,როგორც ნაცმო. ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ერთი ჯოხის ორი ბოლო. ამიტომ ვირჩევ ალასანიას -
გილოცავ! გაიხარე!
-
ნუ რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ამ მარაზმზე, თვითმკვლელობის უნიკალურ მეთოდთან გვაქვს საქმე. ის მაინც არ გაუგიათ,რომ 14 წლადე ბავშვთა თვითმკვლელობა უაიშვიათესი შემთხვევაა?? უბედური შემთხვევები ყველგან ხდება,მაგრამ მთავარია აქედან სწორი დასკვნის გამოტანა და მომავალში მსგავსი უბედურების თავიდან აცილება.
-
30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი
prologic replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ერთი მარტივი კითხვა,დაუშვა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეცდომა 2008 წლის 7 აგვისტოს? პასუხების ვარიანტები: კი ან არა (განვრცობა საჭირო არ არის) -
როგორც რუსები იტყვიან "ეტო ტოლკო ცვეტოჩკი"
-
მაგ კვერცხის გაკეთება დაჯდა რამოდენიმე მილიონი, მოხსნაც არ იქნება იაფი.