როგორც ვხედავთ შედეგები მოაქვს, ოპოზიციაში ვხედავთ მსგავს ქმედებებს??? მე ვერ ნინო მიქიაშვილი] ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში, ხელისუფლებისთვის მიუღებელი კანდიდატის, ზაზა ხატიაშვილის გამარჯვება, თავად გამარჯვებულმა, პრესა.გე-სთან საუბრისას სასწაულად შეაფასა და უახლოესი სამი თვის გეგმებზე ისაუბრა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გასულ ორ კანდიდატს შორის, ხმები ასე განაწილდა: ქეთი ქვარცხავა - 657, ზაზა ხატიაშვილი - 720. ზეწოლამ, სატელეფონო მითითებებმა კუდ-იდან, პროკურატურიდან, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო - კუდ-იანებმა სოდიანი წყალი დალიეს. ეს ნახევრად ხუმრობით. ახლა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ადვოკატებთან ჩაწერილ კომენტარებს შემოგთავაზებთ. პრესა.გე ესაუბრა, როგორც ხატიაშვილის, ისე ქვარცხავას მხარდამჭერ ადვოკატებს. გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები, როგორც ადვოკატებისთვის, ისე ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ”ვინაიდან, ფაქტობრივად, ესაა პირველი პრეცენდენტი, როდესაც დაძაბულ ბრძოლაში ხელისუფლებამ ვერანაირი მეთოდებით ვერ შეძლო სასურველი შედეგის მიღება. ვიმედოვნებ, მეორე მხარესაც არაერთი ღირსეული ადამიანია და საბოლოო ჯამში, ყველა ერთად იმუშავებენ ადვოკატურის პრობლემებზე და ზაზა ხატიაშვილის და აღმასრულებელი საბჭოს გარშემო გაერთიანდებიან”. სრულად http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11564