ჩვენს სამშობლოზე, რომელმაც 1990 წელს დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, აწმყოსა და მომავალზე ზრუნვით ჩვენ ქართველი ხალხი-საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ისინი ვისაც სწამს ღმერთი, რომელიც არის სიმართლის, სიკეთის და სილამაზის პირველწყარო,ასევე ისინი ვინც ამ რწმენას არ იზიაებს და უნივერსალურ ღირებულებებს სხვა წყაროებიდან იღებენ თანასწორნი არიან უფლებებსა და მოვალეობებში ერთიანი ღირებულების-საქართველოს წინაშე. მადლიერების გრძნობით ჩვენი წინაპრების წინაშე, მათი შრომის , დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში გაღებული მსხვერპლისათვის , მართმადიდებლობასთან შერწყმული ერის კულტურული მემკვიდრეობისათვის და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისთვის. ვეყრდნობით რა პირველი და მეორე რესპუბლიკების საუკეთესო ტრადიციებს. ვალდებულებებით მომავალ თაობებს გადავცეთ, ყველაფერი საუკეთესო რაც ორიათასი წლის მანძილზე შეგვიქმნია. უწყვეტ კავშირში ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც გაფანტულნი არიან მთელს მსოფლიოში. სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის სურვილით კაცობრიობის საერთო სიკეთისათვის. ხსოვნით იმ დროებებზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებები შეზღუდული იყო. სურვილით სამარადჟამოდ დავამკვიდროთ სამოქალაქო თავისუფლება, საჯარო ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირება. პასუხისმგებლობის გრძნობით ღმერთისა და საკუთარი სინდისი წინაშე ვადგენთ საქართველოს კონსტიტუციას როგორც სახელმწიფოს ძირითად კანონს, დაფუძნებულს სამართლიანობასა და თავისუფლებაზე, ხელისუფალთა ურთიერთთანამშრომლობასა და საზოგადოებრივ დიალოგზე. ყველას ვინც საქართველოზე ზრუნვით, ამ კონსტიტუციას გამოიყენებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ და დაიცვან ადამიანის თანდაყოლილი ღირსება და თავისუფლება. ამ ძირითადი უფლებების დაცვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველია =========================================================================== მთლად ჩემი "ნაშრომი" არაა, დავესესხე ერთ ქვეყანას პ.ს. მადლობა პატრულს... რა არის და ლაშა-ალოს, ტექსტის კოდირების გზა მასწავლა :hello: