Jump to content
Planeta.Ge

prologic

პლანეტელი
  • პოსტები

    694
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი prologic

  1. როგორც მინიმუმ საპროტესტო ნოტა სომხებს, მოვითხოვოთ ფაქტის დაგმობა ოფიციალური ერევანისაგან.
  2. analgin ამაში გეთანხმები, მაგრამ დადგა დრო გრეჩომ არჩევანი გააკეთოს, ბევრი მისი მხარდამჭერი გაურკვევლობაშია, რა უნდა ,რას ელოდება?ეს გაურკვევლობა ქმნის შეგრძნებას,რომ რაღაც ვაჭრობა მიდის, ვისთან და რაზე ესეც მხოლოდ ჭორების დონეზე, დამეთანხმე შორიდა ძალიან "ნე ტო პონტია", გრეჩო ყოველთვის აწვებოდა "არ მინდა არავითარი თანამდებობა, ესენი მოვიშოროთო" ეს თუ ესეა,მაშინ რატომ აქამდე არ დაუჭირა მხარი ალასანიას,როგორც ეს სალომემ გააკეთა?? და არავითარი "ჭექა-ქუხილის" მე არ მჯერა, გადაღლილია ხალხი, პურის ფულს ეძებს, გარდა მაგისა ყავდა უკვე გრეჩოს 300 000 კაცი იპოდრომზე,2008-ის იანვარში, თუ "ჭექა-ქუხილი" უნდოდა დაეძრა რუსთაველზე, ყველა წამყოლი იყო. მე პირადად ვერავითარ "ჭექა-ქუხილ"-ში ვერავის ვერ წავყვები.არ მჯერა , არც 2003-მჯეროდა, მაშინაც ვიცოდი,რომ კრახით დაამთვრებდნენ. არის კიდევ ერთი გარემოება, ნოღას ოპოზიციურობის მე არ მჯერა, არ არის ეგ ოპო ტიპი. თუ დაიჭერენ და 10 წელს მიარჭობენ,აი მერე სხვა ამბავია.
  3. ვერ დაგეთანხმები ირაკლი, არ შეიძლება ნოღას ფულის აღება, ისევე არ შეიძლება,როგორც ნაცებისგან ფულის აღება,ერთნაირად ყარს ორივე და არ მჯერა მე იმ ხალხის ,ვინც ამბობს ფულს სუნი არ ააქვსო. მაგათ ფულს ძალიან ცუდი სუნი უდის. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანდ მიმაჩნიხარ, ისიც მესმის,რომ გრეჩოს გულშემატკივრობ, მაგრამ პოლიტ.რეალობა დღეს ისეთია, რომ გრეჩოს გარშემო აღარ შედგება გაერთიანება, მაგრამ მას შეუძლია ძალიან პოზიტიური როლის შესრულება, თუ დროულად და მტკიცედ დაუჭერს მხარს ალასანიას,არა კულუარულად , არამედ ღიად და ოფიციალურად. ალასანიამ თავისი დამოუკიდებლობის ხარისხი, ალიანსის სხვა წევრებისაგან, უკვე აჩვენა , როდესაც დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ,როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება, არაადეკვატურ რეაქციას დაეჯახა. ჩემი პროგნოზი ასეთია, თუ ერთობა ალასანიას გარშემო ვერ შედგა, მან შეასძლოა წააგოს. რასაც მოყვება ალასანიას გასვლა ალიანსიდან და დამოუკიდებელი გზით სიარულის გაგრძელება. ყველაზე ნაკლები დანაკარგებით ამ ბრძოლიდან სწორედ ალასანია გამოვა, დანარჩენები კი ..............................
  4. ეეჰ ჯერ ნაგვის ურნამდე მიტანა უნდა ვისწავლოთ, სეგრეგაციაზე მერე ვიოცნებოთ.
  5. ანუ შენ გრეჩოს ვარიანტი უფრო მოგწონს?? ვერავითარ "ჭექა-ქუხილზე" ხალხს ვერ გამოიყვანენ,ეს შეუძლებელია. ნაროდს უნდა "მასვი-მაჭამე", მეტი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. უგულავას დარჩენა ,სწორედ გრეჩოს ბრალი იქნება, თუ დროზე არ ცნო ალასანია ერთიან ლიდერად.
  6. McLaren და არა მარტო ეგ ადამიანი. მოვა დრო და გაიოცებენ ზოგიერთები,"ეს რეები ჩაუდენიათო", როგორც ბევრ გერმანელს გაუკვირდა ნიურბერგის პროცესზე მოყვანილი ფაქტები, ძალიან ბევრმა პირველად გაიგო კონც.ბანაკების არსებობის შესახებ.
  7. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ====== ტექ.ზედამხედველობა და საამშ.ზედამხედველობა თუ არ გაძლიერდა (გააერთიანეს 1 თვის წინ) ტექნოგენური კატასტროფები წაგვლეკავს.
  8. კარგი იქნებოდა,მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს იკავებს,რაღაცას ელოდება??
  9. თვითონ მიშაზე,როგორც პრეზიდენტზე, უნდა გავრცელდეს ხელშეუხებლობის გარანტია,როგორც კონსტიტუციაში წერია. ვინც ხმა მისცა იმათმაც უნდა გაიზიარონ მორალური პასუხისმგებლობა, სხვანაირად არ ხდება ამაში მთლიანად ანალგინს ვეთანხმები, მაგრამ აი დანარჩენები კი ოოოოო, პო ვსეი სტროგოსტი ზაკონააა. ხომ შექმნეს "სამართლიანი სასამართლო" ,ხოდა აი მაგათ უნდა გაასამართლებინო, სულ ალბათ 20-30 კაცი. "კუდიანებზე ნადირობა" სისულელეა, ცივილიზებურობის მაგალითი უნდა ვუჩვენოთ.
  10. გავიდეს ჯერ საკრებულოს თავმჯდომარედ, მერე ვნახოთ. პრინციპულობა არ აკლია, გამოდნება რაცხა კოჭებში ეტყობა
  11. თუ კაი საქმეზე მიდიხარ,მეც წამიყვანე :
  12. ვაა ძალიან კარგი,გილცავთ, ისე ერთხელ ვარ ნამყოფი ტაშკენტში,მანდ ჩვენები თუ იმშავებენ ,თორე უცხოელებს ძალია გაუჭირდებათ,რუსულად მხოლოდ 5% თუ საუბრობს წარმატებები
  13. სკანდინავიაში , სამმრეწველო გიგანტების უმეტესობა სახ.კომპანიებია, მ.შ. "ტელია სონერა",რომელიც ჩვენთან ჯეოსელს ფლობს. სახელმწიფოც არის და "სახელმწიფოც"
  14. მთელი ეს ალიაქოთი არის ძალიან ხელოვნური,კიჟინა ,რომელიც ალასანიას დააყარეს კიდევ უფრო მარწმუნებს ამ ხალხის (ახრესპების) არაადეკვატურობაში,ალასანიამ მკაფიოდ გააცნობიერა,რომ ან იქნებოდა "ოპოზიციის" ერთიანი კანდიდატი,ან არ იქნებოდა საერთოდ,იმიტომ ,რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შანსი ,დაამარცხოს ნაცმო+ სახელმ. აპარატი,მერობის არჩევნებზე. მას გაცილებით დიდი ფსონი აქვს დადებული ვიდრე ახრესპებს, წარუმატებლობის შეთხვევაში მისი მარგინალიზაცია გარდაუვალი პროცესი იქნება,როგორც ეს გრეჩოს მოუვიდა. ახრესპებისთვის კი ბევრი არაფერი შეიცვლება, ახალი "პარავოზის" ძებნას შეუდგბიან ,იმავე დღიდან. დამარცხებას უკვე მიჩვეულები არიან. ამიტომაც წავიდა ასეთ რისკზე ალასანია, აზრზე მოყვანა უნდოდა ყველა მხარის , თუ გამოუვიდა შეიქმნება ერთიანი "ოპო" პოლუსი,რომელსაც იგი განასახიერებს (ნოღას ადგილს აქ უბრალოდ ვერ ვხედავ), ქდმ-ი კი ამ დრო გაიჩითება იმ მესამე ძალის ადგილას, რომელიც ყოველთვის განწირულია, როგორც ეს სამართლიანად აღნიშნა ლაშა-ალომ თავის თემაში. ან-ან ასე დგას საკითხი.
  15. ადმინისტრირება შესამსუბუქებელია, მაგრამ დასაწყებია საბუღალტრო აღრიცხვის წესების გამარტივებიდან, საბჭოთა გადმონაშთები სრულიად მოსასპობია, ადამიანის მივლინებაში გაგზავნას დღემდე სჭირდება დირექტორის ბრძანება და სხვა მარაზმები.
  16. ქართული კომპანიაა?? ეგეთი მასშტაბური პროექტის განმხორციელებელი ქართული სამშ.კომპანია არ მეგულება, თითქმის ყველა ვიცი რისი მაქნისია.
  17. 5-6 წლის წინ შევხვდი საბერძნეთში იაპონური ფირმის წარ-ებს, აქ მიცუბიშის წარმომადგენლობაში(მიცუბიში აქციონერია), იხვეწებოდნენ ეგ ნედლეული მოგვეცითო, მაგრამ არ გამოვიდა ეგ საქმე, არეულ-დარეული იყო ჭიათურაში საქმე,მერე უკრაინელებს მისცეს მთელი ჭიათურა და იმათთან აზრი აღარ ჰქონდა ლაპარაკს იმათ თავიანთი ფერო-შენადნობის გარდა არ ქონდათ სხვა ინტერესი.ისე მაგ საკითხზე ავსტრალიელებიც მყავდა ჩამოყვანილი, რომლებსაც ე.წ. "გამდიდრები კუდე"-იდან (ანუ ნარჩენებიდან) აქვთ დამუშავებილი.მანგ.დიოქსიდის მიღების ტექნოლოგია. ეეჰ, სანამ ეს წილობანა და კლანური მმართველობა იქნება არ ეშველება ამ ქვეყანას.
  18. ოოო, მანდ არის ჩასამატებელი: გამარტივდეს ბუღალტრული აღრიცხვის წესები, ფინ.მინისტრის ბრძანებები არ უნდა იყოს შეუსაბამობაში "საგად&საბაჟო კოდექსთან" "წეწვა" პოლიტიკური პრობლემა უფროა, ვიდრე ეკონ-რი. ნორმალური სასამ-ოს პირობებში ვერავითარი "წეწვა" ბუნებაში ვერ იარსებებს.
  19. მანდა მარიხუანაც ლეგალიზებულია და რიავიცი, რაღაც პროპორცია ,ფორმულა უნდა არსებობდეს, ისე მართლა ბლომადაა ასეთი პატარა ქვეყნისათვის, სახელმწიფო ხომ არ აფინანსებს?? http://en.wikipedia.org/wiki/List_of_polit...the_Netherlands
  20. ეეჰ, ჩემო არჩილ პარტიის შექმნას საქართველოში იდეები და პროგრამები არ სჭირდება, ფული სჭირდება ,რომელიც დამფუძნებლებმა უნდა გაიღონ, ფარა კი იოღ, ნეტუ,ჩკა. ისე სიტყვა "პარტია"-ც კი დევალვირებულია საქართ-ში, 200-მდე პარტიაა
  21. ეს პოსტი ფორუმ გეზე დავწერე დეკემბრის ბოლოს,ზოგიერთს ალბათ წაუკითხავს კიდევაც , ხოდა გავიგე გაუყიდიათ იქაურობა..... და იყოს აქაც არც პურს მოგთხოვთ და არც წყალს ================================================================== გლეხური ენით დაწერილი საქართველოს განვითარების პროგრამა, ახალი მთავრობისათვის დროებით უმუშევარი ვარ (მალე 1 წელი გახდება), მომწყინდა მახათით საკუთარი გენიტალიების დაზიანება და გადავწყვიტე, ჩემი მოკლე ჭკუით შედგენილი პროგრამა გაგაცნოთ (მე დავწერე, თქვენ თუ გინდათ წაიკითხეთ ). აქვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ არცერთ ეკონომიკური თეორიების გიგანტებს არ ვიცნობ , ჩემი უმანკო ტვინის უჯრედებს არასოდეს შეუდარებია, კეინესიანური თეორიები მარქსიზმისათვის და არც ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლა, ავსტრიის ან თუნდაც სტოკჰოლმის სკოლასთან. არაა მაგი გლეხი კაცის საქმე. ყოველი მომდევნო ეკონომიკური კრიზისი, წარმატებით ასამარებს, წინას ,ერთ დროს “ყველაზე პროგრესულად”, ცნობილ თეორიებს და გზას უხსნის ახალი თეორიების ავტორებს, შემდგომ კრიზისამდე. ეხლა კი ჩემი "პროგრამის" თაობაზე, წინასწარ მინდა გთხოვოთ, ნუ მიმაწერთ მემარჯვენეებს, მემარცხენეებს ან ცენტრისტებს, იმიტომ ,რომ ეგეთები უკვე აღარ დარჩნენ, ბოლო ცოცხალი მემარცხენე ფიდელ კასტროა და ისიც ალბათ მალე მოკვდება. მემარჯვენეობა კი მოდიდან გადავიდა, განსაკუთრებით, ბოლო კრიზისის ფონზე. ამ პროგრამის საბოლოო მიზანი, მშპ-ს გაორმაგება 7 წელწადში. დიახ 100%-ნი ზრდა. აზერბაიჯანთან ერთობლივი ბაზრის შექმნა, როგორც ეს ევროკავშირშია. ასევე სომხეთთან. ამით გავზრდით ბაზრის მოცულობას და ინვესტიციები უფრო მიმზიდველი გახდება. ეხლა რა უნდა გააკეთოს მომავალმა მთავრობამ: ეკონომიკაში: 1. შეინარჩუნოს დაბალი გადასახადები. 2. კიდევ უფრო ლიბერალური გახადოს საგადასახადო სისტემა დაუახლოვოს იგი დასავლური ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს, რათა აუდიტორებმა წერონ ერთ ენაზე და არა ,როგორც ეხლა ეღტი საგადასახადოსთვის,მეორ უცხოელი ინვესტორებისათვის. 3. უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი თანამშრომლების დაზღვევაზე მათ კვებაზე, მათ ტრანსპორტირებაზე სამსახურამდე. ზოგიერთ საშიშ საწარმოში მუშა-მოსასახურეთა დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, ლეტალური შემთხვევის დადგომისას , დაზარალებულის ოჯახმა უნდა მიღოს მინიმუმ 100 000 დოლარი. უნდა განხორციელდეს საპენსიო სისტემის რეფორმა, საშემოსავლო გადასახადების ნაწილი ეტაპობრივად 1 წელს 20%- მეორ-30% და ა.შ. გადაირიცხება კერძო საპენსიო ფონდებში, ფონდს თვითონ კლიენტი აირჩევს, ფონდების სადამფუძნებლო კაპიტალი მინ. 7 მლნ.ლარი. სახელმწიფო წილი ფონდებში არა უმეტეს 25%-ისა. ფონდების თანხები მიიმართება უსაფრთხო ინცესტიციებში ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციებში მათ შორის საქართველოში. 4. სახელმწიფომ უნდა დააფუძნოს, რამოდენიმე ახალი, ინდუსტრიული საწარმო, მათ შორის: დააბუნოს სახელმწიფო საკუთრებაში, რუთავის მეტ.ქარხანა, მოახდინოს 150 მილიონი დოლარის ინვესტირება და შექმნას თანამედროვე მეტ.საწარმო. ნედლეულის სახით ,შესაძლოა გამოვიყენოთ ზერბაიჯანის დაშქესანის რკინის საბადო და ტყიბულის დაბალხარისხიანი ენერგეტიკული ქვანახშირი, რომლითაც მივიღებთ ე.წ. “რკინის გუბკას” (DRI). მისი გადადნობა ფოლადად მოხდება ელექტროღუმელებში, საიდანაც მივიღებთ ფოლადის უნივერსალურ ნამზადს, საქონელს, რომლითაც ვაჭრობენ LME-ზე და მისი რეალიზაცია ფოთის პორტიდან მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი. Aარსებული მილსაგლინავის მოდიფიცირება უნდა მოხდეს და დაემატოს ცინკით დაფარვის უბანი. დასაქმებულთა სავარაუდო რაოდენობა 2500 კაცი. საშუალო ხელფასი 800-1000 ლარი. IRR- 25-30%. მშენებლობის ვადა 3 წელი. გაშვებიდან მე-2 წლს მოხდება, წილის რეალიზაცია ბირჟის მეშვეობით. სახ-ფო დაიტოვებს ბლოკ -პაკეტს 25%. მეორე რეალიზებადი მსხვილი ინდუსტრიული პროექტია, ალუმინის სადნობი, აქ ჩვენი მთავარი + უნდა იყოს პორტის არსებობა (ფოთი) და იაფი ჰიდროენერგორესურსები. ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი , ნედლეული აფრიკული ალუმინშემცველი ბოქსიტი (იმავე ნედლეულზე მუშაობს, აზერბაიჯანში გიანჟის ალუმინის ქარხანა). პროდუქცია –ალუმინის სხმულები. ქარხანა უნდა აშენდეს სადმე ზესტაფონთან ახლოს, აქ ღუმელთან მუშაობას ხალხი მიჩვეულია, ენერგოკვანძი (500კვა ქვესადგური,"დიდი ზესტაფონიც ''აქვეა). დასაქმებულთა რაოდენობა 3000 კაცი. საშ.ხელფასი- 700-900 ჯელ. შაწარმო უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და აკმაყოფილებდეს ემისიების ევრო ნორმებს. საწარმოს პრივატიზება IPO-ს მეშვეობით 2-3 წელიწადში. მესამე მსხვილი ინდუსტრიული პროექტი , დიზელის ძრავების წარმოება, (ალუმინი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საწარმო უნდა განთავსდეს ქუთაისში. ძრავები უნდა დამზადდეს შეკვეთების შესაბამისად. ინვესტიცია 300 მილიონი, რეალიზაცია 3-4 წელი, მუშაკთა მომზადება უნდა მოხდეს ევროპის საუკეთესო ფირმებში. ამ საქმეში ხარისხი არის გადამწყვეტი, ამიტომ ძრავები “Made in Georgia” უნდა გახდეს ხარისხის სიმბოლო, როგორც შვეიცარიული საათები. შესასძლოა შემდეგ ეტაპზე , პიკ-აპების ან მცირე ტრაქტორების აწყობაც, შასი და ბოდი შესაძლოა ჩინეთიდან შემოვიდეს. სახ-ფო ამ ბიზნესიდანაც გამოვა, აქციების რეალიზაციის სახით. მეოთხე ინდუსტრიული პროექტი, ასევე ქუთაისში. ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მეტალურგიული ხარისხის მადნის გარდა ,მოიპოვება პეროქსიდული (ქიმიური) მანგანუმი, რომლის გადამუშავების შედეგად მივიღებთ ელექტრობატარეებისათვის საჭირო კათოდს. Aამ ნედლეულს ევროპაში, მხოლოდ ერთი საწარმო უშვებს (იაპონური) საბერძნეთში, დანაღჩენი წარმოება ჩინეთშია კონცენტრირებული. შესაძლოა იაპონელების გადმობირება საწარმო ქუთაისში გადმოიტანონ,ამისათვის შესალოა გარკვეული ინსენთივების მიცემა, ან საკუთარი სახსრებით ახლის აშენება. დღეს ეს ქიმიური მანგანუმი მეტალურგიულთან ერთად იწვის ზესტაფონის ფეროს ღუმელებში,ეს იგივეა ღარიბმა კაცმა ქოხის გასათბობად ღუმელში დოლარები,რომ შეუნთოს. შემდეგ ეტაპზე, ელ. ბატარეიკების წარმოებაც შეიძლება. ამით გარკვეული ბიძგი მიეცემა ქიმიის განვითარებას. “დურასელ”-ის ქართული ანალოგი, ფანტაზიის სფერო არაა, ეს შესაძლებელია. სულ პროექტი 1000 კაცამდე დაასაქმებს, ხელ-სი 1000-1200 გელ. ამ პროექტების პარალელურად სახელმწიფომ უნდა შექმნას კერძო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელ-ბი პირობები. სახელ-ომ უცხოელ და შიდა ინვესტორებს უნდა აუნაზღაუროს , პროექტირების ხარჯები, “ფეასიბილითი სტადი”-ს და “ბანკაბლე ბიზნეს პლან”-ის ხარჯები, მაქსიმალური 500 000 დოლ ოდენობით. მხოლოდ ერთი პირობით- შემსრულებელი ორგანიზაცია უნდა იყოს საქ-ოს რეზიდენტი (თუნდაც 100%-ნი უცხო კაპიტალით). ამით სახ-ო ხელს შეუწყობს თანამედროვე ინჟინერინგული ბიზნესის განვითრებას საქ-ში. შეღავათი არ გავრცელდება დეველოპერულ კომპანიებზე. სპეციალური ინსენთივები უნდა მიეცეს კომპანიას, რომელიც ააშენებს კომპიუტერის კომპონენტების მწარმოებელ ხაზებს, მაგ. მაზერბორდი და ა.შ. მე მესმის სკეპტიკოსები იტყვიან ჩინური უფრო იაფია, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევრო-აზიურ ბაზრებთან. Aაქ ხარისხის მთავარი. შესაძლოა შერეული სახ-ო და კერძო ინვესტიცია. ადგილმდბარეობა თბილისის შემოგარენი. ახალ საწარმოთა აქციების 10% განაწილდება მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის უფასოდ. თიზ-ების პროგრამა უნდა გაგრძელდეს, გახდეს უფრო დივერსიფიცირებული. აქ დასაქმებული რეზიდენტი და არარეზიდენტი თანამშრომლები ერთნაირად უნდა დაიბეგრონ. ყველა პროექტზე უნდა გაკეთდეს “ფიზიბილითი სთადი” და ისინი “ბიზნეს ვალუაბელ” უნდა იყოს. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფოო ინვესტიცია: საქართველოს რეკონსტრუქციის ბანკი (როგორც გერმანული KFW -ია, შეიქმნა 1949-ში, http://www.kfw.de/EN_Home/index.jsp ), ეს იქნება მცირე ზომის (მაქს. 150-200 თანამშრომელი) ბანკი,რომელიც იმუშავებს სამ სექტორზე, ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც გრძელი და იაფი ფულია საჭირო, საშ და მცირე საწარმოები, განსაკუთრებით აგრო სექტორში, იპოთეკა რეგიონალურ დონეზე. საწყისი საწესდებო კაპიტალი- 1 მილიარდი ლარი. ბანკის დანიშნულება იქნება, დააფინანსოს პროექტები, პროპორციით 1/3 ინვესტორი-2/3 ბანკი. საპროცენტო განაკვეთი 8-10 %. ბანკის მუშაობის რეგლამენტი და წესები დაახლოებული იქნება მსგავსი ევროპული ბანკებთან. დირექტორთა საბჭოში შევლენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ბანკირები (გამოცდილებით). ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქართველ ბიზნესმენებს ან უბრალოდ უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს , ვისაც ექნება კარგი ბიზნეს-გეგმა, საკუთარი სახსრები (1/3 მაინც) სესხი მიეცემა ჩვეულებრივზე 1%-ით ნაკლებ ფასად. სოფლად ბანკის აგრო დეპარტამენტი რეგურალურად ჩაატარებს ფერმერთა ტრეინინგებს, მოწვეული სპეც.მეშვეობით. უნდა მოხდეს გლეხური მეურნეობების მსხვილ ფერმერულად ჩამოყალიბება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აგროტექნიკის ლიზინგი. ეს ბანკი გაუწევს კოორდინაცია ყველა საგრანტო პროგრამებს ეკონომიკაში. ბანკი არ იმუშავებს, დეველოპერებთან, ფიზიკურ პირებთან, რითეილ-ბანკინგში. მომავალში შესაძლოა ბანკის ფილიალის გახსნა ბათუმში. პირველ ეტაპზე ბიუროკრატიული პროცედურები, EBRD-ზე და მსოფლიო ბანკზე უფრო ლიბერალური უნდა იყოს. არსებული პროექტებიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰეს-ების მშენებლობას. განსაკუთრებით მცირე ჰესების. შახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ ჰესების ინვესტორებს “კარბონ სერტიფიკატებ”-ის მიღებაში და მათ რეალიზაციაში საერთაშორისო ბაზრებზე. იაფი ელ.ენერგია (განსაკუთრებით ღამით) უნდა გახდეს საქ-ოს ინდუსტრიალიზაციის ქვაკუთხედი. გზების და სხვა ინფრასტრუქტრის შენებლობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ოღონდ ისევ როგორც ზემოთ, პროექტირება და ინჟინერინგი უნდა გადმოვიტანოთ 100% -ით საქართველოში. ამის რესურსი გვქონდა და ეხლაც გვაქვს. ბირჟის გააქტიურება, აქციების მეორადი ბაზრის შექმნა ( უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით) უნდა იყოს პრიორიტეტი. ბირჟაზე უნდა დაიშვნენ უცხოელი ბროკერები, რეზიდენტ პირის შექმნის გარეშე. შესაცვლელია დაბეგვრის წესი, საშემოსავლო გადასახადი აქციებიდან მიღებული დივიდენდზე (+ ფასნამატი ) უნდა განოლდეს, საბანკო დეპოზიტზე დარჩეს 5 %. ამით მოსახლეობის დანაზოგი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავა ბირჟაზე. დასაქმების პოლიტიკა ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეიქმნას დასაქმების სამსახური, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას, არსებული შრომითი რესურსების შესახებ, მიაწვდის მას (მცირედ ანაზღაურებით) დამსაქმებლებს, მოახდენს პროფესიული მომზადების და გადამზადების კოორდინაციას, ხელს შეუწყობს შიდა მიგრაციას. ამასთანავე უნდა შეიზღუდოს შრომითი იმიგრაცია, საქართველო ვერანაირად ვერ გაუწევს კონკურენციას ჩინეთის და ინდოეთის შრომით ბაზრებს ,განსაკუთრებით დაბალკვალიფიკაციის სეგმენტში, საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებელი (ინვესტორი) მიმართავს დასაქმების სამსახურს შესაბამისი რესურსის შემოყვანის თხოვნით. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, უცხო შრომითი რესურსის კონკრეტულ პროექტზე დასაქმების შესახებ, ინვესტორი იხდის ერთჯერად მოსაკრებელს თვითეულ უცხოელზე, საკონსულო სამსახური გასცემს შესაბამისი ტიპის ვიზას. Lლიმიტის გარეშე დაიშვება უცხოელი ტოპ-მენეჯმენტის დასაქმება. შეზღუდვა არ ვრცელდება OECD ქვეყნებზე. ტრანსპორტი და ტურიზმი. უნდა აღვადგინოთ , გაყიდული და განიავებული სავაჭრო ფლოტი, შესაძენია რამოდენიმე კონტეინერმზიდები უახლოეს პორტებში ბურგასი და ნეაპოლის მიმართულებით, ძალიან სარფიანი საქმეა, რამოდენიმე მშრალმზიდი. გარკვეულ კომერციულ რეზულტატებზე გასვლის შემდეგ აქციების 75% ისევ გასაყიდია. ავტობუსების პარკი გასაახლებელია, ამისათვის საერთო უნდა შეწყდეს “მარშრუტკებით” რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მგზავრთა გადაყვანა. რაიცენტრიდან სოფლებში კიბატონო,მაგრამ არა თბილისში. სხვანაირად მაგისტრალური ავტობუსების ფლოტი ვერ შეიქმნება და არსებული ვერ განახლდება. სხვა ჩარევა აქ საჭირო არ არის. ადგილობრივი ტურიზმის განვითრებისათვის და პილოტთა რეზერვის მომზადებისათვის საჭიროა, ახალი “მიმინოები”-ის გაზრდა,ამისათვის უნდა შეიქმნას სახ-ფო დოტაციური ვერტმფრენების ავიაკომპანია. 2-3 თანამედროვე ვერტმფრენით. ამ სახის ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს უცხოელი და შიდა ტურისტისათვის, ასევე მათი გამოყენება მოხდება კატასტროფების ლიკვიდაციისას და სანიტარულ ავიაციათ. ამისათვის ავტობანის გასწვრივ უნდა მოეწყოს რამოდენიმე მოედანი ვერტმფრენებისათვის. საომარ პირობებში ისინი დაჭრილებს გადაიყვანენ. რაც მთავარია ვერტმფრენით მგზავრობა აღარ იქნება მარტო პრეზიდენტის პრეროგატივა, ეს ფსიქოლოგიური ამბავია. საქართველოს რკინიგზა უნდა დაელოდოს შესაბამის მომენტს და აქციების 75% გაიყიდოს ბირჟაზე. ტურიზმის განვითარებაში აქცენტები უნდა გაკეთდეს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ალპინისტური ბაზები უნდა შეიქმნას სვანეთში. მსუბუქი და კვების მრეწველობა, აგროსექტორი. აღსადგენია ხალიჩების წარმოება, ამ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ტყავის დამუშავება და ექსპორტი. ეხლა ტყავი გადამუშავების გარეშე გადის. ტანსაცმლის კერვა უცხოელთა დაკვეთით. შესაძლოა კიდევ ერთი ტრადიციული დარგის ნატულარული აბრეშუმის წარმოების აღდგენა. ამ დარგებში ქალების დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია. საკონსერვო და სამაცივრე საწარმოების აღდეგენის გარეშე , ვერ განვითარდება მსხვილი ფერმერული მეურნეობები. უცხოელი ექსპერტების მეშვეობით, უნდა დაისახოს პრიორიტეტული დარგები ,რეგიონების მიხედვით, მიზანი სასურსათო უსაფრთხოების გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პრდუქციით. საქართველოში შესაძლებელია განვითრდეს მეცხვარეობა, სულადობა ავიდეს დღევანდელი 600 000 დან 2 000 000-მდე , გაყინული ცხვის ხორცი გავიტანოთ მუსულმანური აზიის უძირო ბაზარზე. იგივე შეასძლოა გაკეთდეს მეფრინველეობაში და მეღორეობაში თუ საკვები ბაზა გაიზრდება,ხოლო იმპორტი მონოპოლიზირებული აღარ იქნება,როგორც დღეს. რძის და რძის პროდუქტების წარმოების გაორმაგება. განსაკუთრებით ყველის, რომლის შენახვა და გადატანა შეიძლება დიდ მანძილზე. დიდ ქალაქებთან ახლოს უნდა შეიქმნას სათბურები, რომლებიც გათბება გეოთერმული წყაროებით ან იგივე ტყიბულის ნახშირით. კახეთში ახალი აქცენტი უნდა გაკეთდეს , სუფრის ჯიშის ყურძენზე, რომლის ექსპორტიც განხ-ბა EU-ში. ნერგების 50% -ის დარიგება გრანტის ფორმით. გასანახლებელია შიდა ქართლის ბაღები, ორიენტაცია მაღალ ხარისხზე და ექსპორტზე ევროპაში. იგივე აჭარა-გურიაში, მეურნეობების და ბაღების გამსხვილებაში. პოლონეთის მაგალითზე, ხვნა-თესვის პერიოდში გლეხობა უნდა მომარაგდეს დოტაციური საწვავით,რომელიც საერთო ქსელში მოხვედრისაგან დაცული იქნება სპეციალური ფერით და მისი დისტრიბუცია სპეციალურ ფირმას დაევალება. ამით ადგილობრივ პირველად პროდუქციას გავაიაფებთ. ფერმერებს და მეწარმეებს ზემოთ ხსენებული ბანკი დაეხმარება. მეცნიერება და განათლება, კულტურა. სახელმწიფო გრანტებით დაფინანსების პროგრამა უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით მაღალმთიანი და ღარიბი რეგიონების მკვიდრი ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდობისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს და აგრო უნივერსიტეტს. სწავლების სტანდარტი ასამაღლებელია. ე.წ. კერძო უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა გადაკეთდეს კოლეჯად, რომელიც მხოლოდ ბაკალავრებს გამოუშვებს. სამაგისტრო პროგრამების ლიცენზია , მხოლოდ 3-4 უნივერსიტეტს. უნდა შევეცადოთ მაღალი დონის პროფესურა მოვიწვიოთ უცხოეთიდან, განსაკუთრებული აქცენტი ჩვენს თანამემამულეებზე, მათ უნდა მივცეთ ადეკვატური ანაზღაურება. უნდა შეიქმნას სამეცნიერო კვლევების ერთიანი ცენტრი, მათ შორის დახურული სამხედრო სადმე თბილისის შემოგარენში, იქვე აშენდება კომფორტული თაუნჰაუსი,მეცნიერებისათვის დროებით თუ მუდმივად მცხოვრებლებისათვის. Aაქაც ჩვენი თან-ის დაბრუნება უნდა იყოს პრიორიტეტი. გრანტები სამეცნიერო კვლევებისათვის ორიენტირებული უნდა იყოს ერთის მხრივ ფუნდამენტალურ მეცნირებებში გარღვევებისაკენ და მეორეს მხრივ, შედეგების დანერგვაზე ეკონომიკაში. საბოლოო მიზანი ახალი თაობის ვეკუებისა და ბერიტაშვილების აღზრდა. გრანტებს შედეგზე ორიენტირებული კვლევებიასათვის მიიღებენ, ძლიერი სამედიცინო ცენტრები. საშუალო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების პროპაგანდის მიზნით უნდა დაინერგოს ნორჩი გამომგონებლის(კონსტრუქტორის) ყოველწლიური კონკურსი ჯერ რეგიონალურ დონეზე და ფინალი ქვეყნის მასშტაბით. გამარჯვებულს და მის სკოლას პრეპიერ-მინისტრი დააჯილდოებს სიგელით და ფულადი პრემიით- მაქს 10 000 დოლ. (50/50-ზე მოსწავლეს და მასწავლებელს).სკოლას გადაეცემა თანამედროვე აღჭურვილობა ქიმიის,ფიზიკისა და ბიოლოგიის კლასებისათვის. იგივე კონკურსი იქნება სტუდენტებისათვის. კულტურის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში უნდა შეიქმნას თეატრალური სტუდიები და მუსიკალური ჯგუფები. აქ დასაქმდებიან მსახიობები და რეჟისორები , მომღერლები. გაიმართება ყოველწლიური კონკურსები და ჩვენებები. აღჭურვილობა და ფინანსები უნდა უზრუნველყოს ორივე სამინისტრომ. სახ-მ უნდა გამოყოს გარკვეული გრანტები კინოინდუსტრიის დასაფინანსებლად. ასევე უნდა გაიზარდოს უცხოეთში სწავლის მსურველთა დაფინანსება, გრანტის და შეღავათიანი სესხის სახით. (ბანკი უკვე გვაქვს ზემოთ). სოციალური ასპექტები. სახელმწიფომ უნდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებელ ადამიანებს,ვინც აღიარებს ქართულ იურისდიქციას ერთ ოჯახზე უნდა გადაუხადოს 200 დოლ თვეში და 100 დოლ პენსიონერებს. მისცეს მათ უფასო სამედიცინო დაზღვევა. სახელმწიფომ ასევე უნდა დააფინანსოს ბავშვთა 0დან-5 წლამდე სამედიცინო მომსახურება,ასევე მოხუცებულთა (70 და ზევით კაცები და 65 წ ზევით ქალები ) უფასო სამედიცინო მომსახურება. შეასძლოა მათთვის შეიქმნას სპეციალური სამედ. დაწესებულებები. მართლმადიდებელ ეკლესიამ მეტი მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს სოციალურად დაუცველი ადამიანებზე, ბავშვებზე, ინვალიდებზე და მიუსაფარ მოხუცებულებზე. შობადობის სტიმულაციის მიზნით უნდა გამარტივდეს ბავშვთა შვილების პროცედურები, ინ-ვიტრო ჩასახვის და სპერმის ბანკის მუშაობა ნაწილობრივ სახე-მ უნდა დააფინანსოს. იმ პერებზე ვინც შემწეობებს იღებს, მშობიარობა და პირველ ბავშვზე დახმარება 2 წლამდე (შემდგომში 5 წლამდე) უნდა იყოს 200 ლარი მე 2 ბავშვზე დამატებით 150-200 ლარი თვეში. 2-3 წელიწადში უნდა დაიხუროს სახელმწიფო ბავშვთა სახლები, ბავშვები აღზრდისათვის მიმღებ ოჯახებში უნდა გადანაწილდეს , რომლებიც სახელმწიფოსაგან სუბსიდიებს მიიღებენ. მომავალი თაობების ფონდში- ყოველწლიურად უნდა შევინახოთ მინ.500 მილიონი დოლ. ეს თანხა მოხმარდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეაბილიტაცია აღდგენას, მომავალში. პოლიტიკური ცვლილებები. ის,რომ სასამართლო მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა გახდეს ეს არც განიხილება, სხვანაირად ყველა რეფორმა ჩავარდება. ახალი მთავრობა უნდა გახდეს უფრო “იაფი”, 3 წლით გამოცხადდება მორატორიუმი, ახალი ავტომობილების შესყიდვაზე, გარდა სპეც. დანიშნულების და კომუნალურ ტექნიკაზე. სახელმწიფო მოხელეთა 80% უნდა დარჩეს უცვლელად, თავიანთ სამუშაო ადგილებზე. სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალეობის მისაღწევად, ყველა მხარჯავ სტრუქტურას უნდა დაევალოს საიტზე დადოს კვარტალური ანგარიშები ,რა სად და რამდენად შეიძინეს, ქსეროქსის ქაღალდის ჩათვლით. 2 წელიწადში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მუშაობა “ელექტრონული მთავრობის” რეჟიმში. საფუძვლები უკვე ჩაყრილია. კვირაში ერთხელ, მთავრობის ყველა წევრი უნდა შეხვდეს, თავის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. პირადად დაათვალიეროს ობიექტები. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა განხორციელდეს ეკონომიკური ექსპანსიის პროგრამა, თურქეთის ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უნდა მიეცეს ამ ტერიტორიებზე აქტიური მუშაობის საშუალება. ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით, უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო აქტების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. ე.წ. ჰარმონიზაცია. უნდა ვიბრძოლოთ უვიზო მიმოსვლისათვის ევროპასთან. უნდა აღინიშნოს ამ მოკრძალებული პოსტის მავან წამკითხავს,(მაგარი გაძლება ჰქონია ) გაუჩნდება ლოგიკური შეკითხვა, ფული ამ ყველაფერზე საიდან ავიღოთო?? მოგახსენებთ, დროებით 3-4 წლით უნდაშევწყვიტოთ ჯართის შესყიდავ,რომელსაც ზოგიერთი შეიარაღებას უწოდებს. ამით შევამცირებთ თავდაცვის ბიუჯეტს და ამ თანხებს მივმართავთ ზემოთ მოყვანილ პროგრამებზე. შეზღუდვა არ გავრცელდება, საზღვაო ფლოტის ელემენტებზე , ავიაციასა და საჰაერო თავდაცვაზე. Aამავდროულად სამხედრო საქმის სწავლებას უფრო მეტი ყურადღება, განსაკუთრებით მფრინავების და მეზღვარების მომზადებას. ფოთის სამხედრო პორტი მოდერნიზირებული უნდა იქნეს. თავდაცვაში სტრატეგიული ხედვის კარგი მაგალითია კახა კაციტაძის სტატიები( http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11355; http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11377). ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა, მსოფლიო სამხედრო სისტემაში. მხოლოდ ეკონომიურად ძლიერ ქვეყანა აღიქმება სერიოზულ სუბიექტად, ეკონომიკის დივერსიფიცირება კი დაგვიცავს მომავალი კრიზისებისაგან. ახალი მთავარობის მთავარი მესიჯები უნდა იყოს: საქართველო ყველა მისი მოქალაქის სამშობლოა. ჩვენ არ ვიწყებთ 0 დან, ჩვენ ვიღებთ კარგს და ვაუმჯობესებთ , რაც ცუდი იყო გამოაშკარავდება და დაისჯება. მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს რეფორმებში, გახდეს მოქალაქე, გაუჩნდეს სამართლიანობის შეგრძნება. ქართულ სახელმწიფოსთან სულიერი და ეკონომიკური იდენტურობის განცდა. დანარჩენს გზადაგზა დავამატებ, რაც თავში მომივა. ======================================= პ.ს. უმუშევარი აღარ ვარ, ჩემთვის ახალ სექტორს ვითვისებ
  22. ძალიან სწორი აქცენტია ლაშა,ამ ქვეყანაში სადაც , თეთრსა და შავს შორის ფერებს არ აღიარებენ,შეუძლებელია იყო მე-3 პოლიტ ძალა, აქვე მინდა ვთქვა,რომ ალასანია ნაბიჯი მიმაჩნია აბსოლიტურად ლოგიკურად,თუმცა სარისკოდ. მას უნდა ,(იმჰო) იყოს ერთიანი ლიდერი ან არ იყოს საერთოდ და ამ ეტაპზე მოიხსნას ეს პასუხისმგებლობა, გარდა ამისა ,მთელი ეს ალიაქოთი,რომელშიც ქდმ არ მონაწილეობს, მკვეთრად საზღვრავს სადაა ოპო და სად პო.
×
×
  • შექმენი...