Jump to content
Planeta.Ge

prologic

პლანეტელი
  • პოსტები

    694
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი prologic

  1. healthcare ციტატა(prologic @ May 23 2010, 07:43 PM) healthcare სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას. ამ მიდგომას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რა საჭიროა ზედმეტი რგოლი, სადაზღვევო კომპანიის სახით, ეს მხოლოდ ხარჯებს ზრდის, მაგ კომპანიამ მოგება ხომ უნდა ნახოს?? ვის ხარჯზე?? ან პაციენტის ან ბიუჯეტის, რაატოოომმმ?? ეს იგივეა რაც ეხლა არსებული მახინჯი სქემაა,როცა თბილისი ავერსმა (ალფამ) მოიგო და თუ უმწეო ხარ ,სხვაგან ვერ წახვალ, მათ უნდა მიაკითხოთ. სხვა რეგიონები სხებმა. რით განსხვავდება თქვენი სქემა დღევანდელიაგან?? სწორედ რომ განსხვავდება თანაც ძირეულად. დღეს რომ მხოლოდ ერთი კომპანიაა თბილისში და ისიც ფარმაცევტული კომპანიის ნაშიერი ეს თავად მეტყველებს სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. სადაც უგულეელყოფილია პაციენტის არჩევითი უფლება. ეს გზა უკვე გაიარა ევროპის პროგრესულმა სადაზღვევო სისტემებმა, მხედველობაში მაქვს გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია... ჩვენი პროგრამა გულისხმობს კონკურენტულ სადაზღვევო სქემას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა სადაზღვევო კომპანია, ცხადია მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით. ის რომ თავად არ მოგწონთ როცა ერთი კომპანიაა თბილისში და მეორე მხრივ მოგწონთ ერთი სახელმწიფო კომპანიის არსებობა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ერთიდაიგივეა. ამიტომაც ვართ წინააღმდეგი ყოველგვარი მონოპოლიის ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო სექტორის მხრიდან ერთი კომპანიის სახით. ჩვენთვის მთავარია პაციენტის არჩევანის თავისუფლება რისი არჩევანის თავისუფლება? პროდუქტის ხომ,პროდუქტი ამშEმთხვევაში არის სამედიცინო მომსახურება, ვინ ქმნის ამ პროუქტს, სამედიცინო დაწესებულება, აბა სადაზღვევო კომპანია რა შუაშია, არჩევანის თავისუფლება აუცილებელი პირობაა, მაგრამ რისი არჩევანის, თუ რომელ ოფისს უნდა მიაკითხოს დაზღვეულმა პაციენტმა?? თურომელ კლინიკას,ექიმს ანდოს თავისი მკურნალობა, და რა საჭიროა აქ შუამავალი მაინ ცერ გავიგე,რომელიც არავითარ ღირებულებას არ ქმნის გარდა იმისა,რომ ჩემი სეანატანებიდან (და მილიონობით ჩემნაირის) დაგროვილ თანხას გაატარებს ბიუჯეტიდან პროვაიდერ კლინიკაში?? კონკურენცია უნდა იყოს კლინიკებს შორის,მათ უნდა დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, უნდა აღზარდონ ახალი ექიმები (ამას მილიონები სჭირდება ვინ დააფინანსებს??) გაარემონტონ დაწესებულებები, ამას ვინ იზავს?? იცით ეხლა სადზღვეოები რას ეუბნებიან კლინიკებს?? მაღალი ტექნოლოგიები არ გაგვაგონოთ, მამაპაპურად გაჭერით და გაკერეთო, კლინიკა,რომ ეუბნება ნაკლებინვაზიურ ენდოსკოპიურ მეთოდს გამოვიყენებთო, არაო ოღონდ არ გააძვიროთ და ფეხებზე გვკიდია პაციენტი სამ დღეში დადგება ფეხზე თუ ორ კვირში, მთავარია ანგარიშI არ გაიზარდოსო, ასეთია რეალობა დღEს. რაც შეეხება ჰესპას, არის ასეთი დიალიზის პროგრამა,რომელშიც 8-9 დიალიზის სადგური მონაწილეობს ქვეყნოის მასშტაბით, სადგურს ირჩევს პაციენტი, ფულს რიცხავს ჰესპა, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. თუმცა ბიუჯეტის სიმწირის გამო პაციენტთა რაოდენობა ყოველთვის მეტია ადგილებზე.ეხლაც 50 პაციენტი ელოდება ბიუჯეტის გაზრდას
  2. healthcare სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას. ამ მიდგომას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რა საჭიროა ზედმეტი რგოლი, სადაზღვევო კომპანიის სახით, ეს მხოლოდ ხარჯებს ზრდის, მაგ კომპანიამ მოგება ხომ უნდა ნახოს?? ვის ხარჯზე?? ან პაციენტის ან ბიუჯეტის, რაატოოომმმ?? ეს იგივეა რაც ეხლა არსებული მახინჯი სქემაა,როცა თბილისი ავერსმა (ალფამ) მოიგო და თუ უმწეო ხარ ,სხვაგან ვერ წახვალ, მათ უნდა მიაკითხოთ. სხვა რეგიონები სხებმა. რით განსხვავდება თქვენი სქემა დღევანდელიაგან??
  3. choxa ფარუმჯის წევრის მოწმობა საჯაროდ დავწვი გუშინ მომილოცეთ ვაა, რა მოხდა?? გამომრჩა ეტყობა რაღაც, ლინკი პლიიზ როგორაა, ვაზვრაშენიე ბლუდნოგო სინა
  4. healthcare ჩვენს პროგრამაში გარკვევით და ხაზგასმით წერია თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა საყოველთაო დაზღვევის სახით - ანუ უნივერსალური მოცვა, უნივერსალური მინიმალური სადაზღვევო პაკეტი და არა ფრაგმენტიზირებული დაზღვევა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს დაზღვევა ხოლო დანარჩენს ელემენტარული პირველადი ჯანდაცის სისტემის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნია. ამას ქვია რესურსების არაადექვატური განაწილება, რაც საქართველოში არაპროფესიონალების მიერ შემუშავებული სქემაა. მარტო ამისათვის უნდა რცხვენოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს... კარგით, სურვილი კარგი გაქვთ, მეც მანდა ვარ,მაგრამ ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, ჯანდაბას ქალაქის მასშტაბითაც შეიძლება რაღაც სქემის ამუშავება,მაგრამ კონკრეტიკა თუ შეიძლება, ქალაქის ბიუჯეტიდან რა გზას გაივლის ფული,სანამ პროვაიდერი კლინიკის ანგარიშზე მოხვდება, პაციენტების მკურნალობის ასანაზღაურებლად? სქემა მაინტერესებს? რას უწუნებთ ჰესპას პროგრამებს? პაციენტები თვითონ ირჩევენ სად იმკურნალონ, ჰესპას ყველა კლინიკასთან აქვს კონტრაქტი და პირდაპირ ანაზღაურებს გაწეული მკურნალობის ხარჯებს, ადმინ ხარჯი აქვს ბიუჯეტის 0,01%. ახლა შეადარეთ კერძო სადაზღვეობს. გერმანიაში დღესაც არსებობს "ავადმყოფთა კასა", 190 მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ გროვდება დაზღვეულთა შენატანები, ყველას აქვს უფლება შეიცვალოს თავისი "კასა" ტერიტორიების მიუხედავად. დღემდე მოსახლეობის 85% . მდიდრები, რათქმაუნდა კერძო დაზღვევით და კერძო საპენსიო სისტემით სარგებლობენ,მაგრამ ესეთები 15%-ია.
  5. Saturn ციტატა(prologic @ 23rd May 2010 - 04:02 PM) რატომ არ აქუოთებს ჩემთან??? google chrome -თ ხარ? აჰა, გასაგებია, ქრომით არ აქუოთებს? აი ,დისკრიმინირებული ბრაუზერი
  6. healthcare ამონარიდი, თქვენს მიერ ხსენებული, ჯან.დაცვის საერთაშორისო ექსპერტის ლედი ფიჩემის ნაშრომიდან "HOW CAN PRIVATE HEALTH INSURANCE SERVE THE PUBLIC INTEREST?1 ციტატა" Unlike social insurance which is commonly viewed as promoting equity, functioning in the general interest of society and leading to universal health coverage, private insurance often conjures up visions of unequal access to care for the poor, large segments of the population left uninsured and market forces creating elitist health care for the rich. Experience indicates that unregulated or poorly designed private insurance systems can indeed exacerbate inequalities, provide coverage only for the young and healthy, and lead to cost escalation." http://www.searo.who.int/LinkFiles/Social_...surance_an8.pdf ზუსტად ის რაც მოხდა საქართველოში, კიდევ ერთი არგუმენტი "სეყოველთაო დაზღვევის" სასარგებლოთ.
  7. dire რა აზრი აქვს ალასანიას პროგრამის გაცნობას? პროგრამის განხილვას,ყოველთვის აქვს აზრი,კამათში იბადება ჭეშმარიტება აი, სადღეგრძელოებზე მსჯელობა, კი მართალაც უაზრობაა, ან ეთანხმები და სვავ განსხვავებულით ან არა
  8. asesino_141 იგივეა ესპანეთშიც. მომსახურების პაკეტი აბსოლუტურად იდენტურია დასაქმებულთათვის (ანუ ვინც ფულს იხდის დაზღვევაში) და უმწეოთათვისაც (ფულს იხდის სახელმწიფო). ეს მომსახურების პაკეტი მოიცავს ნებისმიერ გამოკვლევას და მკურნალობას გარდა ესთეტიური მედიცინისა, მათ შორის ფასდაკლება (ჩემი ვარაუდით სადღაც 90%-მდე იმიტომ რომ არც ერთ წამალში 3-4 ევროზე მეტი არ გადამიხდია ჯერ) ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებზე. ერთადერთი ნაკლი ესპანური ჯანდაცვისა ისაა, რომ ექიმები ჰყავთ ცოტა. სასწრაფოდ თუ არ გჭირდება ექიმი, ვიზიტი შეიძლება 3 თვის დაგვიანებითაც კი დაგინიშნონ. ევროპაში, მცირე სხვაობების გარდსა,პრაქტიკულად ერთნაირი მოდელია, ყველა დასაქმებული დაზღვეულია, ხელფასის ნაწილი მიდის ფონდში, დანარჩენებს (უმწეოებს,უმუშევრებს და ა,შ)აფინანსებს სახ-ფო, სოლიდარობის პრინციპით სერვისის სტანდარტი ყველასთვის ერთნაირია, ვისაც ზე-სტანდარტი უნდა ,კერძო სადაზღვეოშ ეზღვევა ,აქვს 5 ვარსკვლავიანი პალკატა,პირადი ექთნით და საუკეთესო პროფესორის ყურადღება,დანარჩენებს აქვთ კარგი და რაც მთავარია ხელმისაწვდომი სერვისი. სტანდარტულ პალატაში, პროფესორი სეიზლება თავალით ვერ ნახოთ,მაგრამ თქვენის ისტორია კონფერენციაზე მაინც გაირჩევა და მკურნალობა მაონც მაღალი დონისაა. ვაა, რატომ არ აქუოთებს ჩემთან???
  9. healthcare ევროპაში ბოლო 10 წელია დაიწყო კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში - ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია... გერმანიის მოსახლეობა ,ჯერ კიდევ ოტტო ფონ ბისმარკის კანცლერობის დროიდან არის მოცული, სავალდებულო უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამით, (http://en.wikipedia.org/wiki/Health_in_Germany) , კერძო სადაზღ. პაკეტები არის მდიდრებისათვის ,ნებაყოფლობითი და მხოლოდ ავსებს, სავალდებულო დაზღვევას. მგონი საკამათო არ არის,რომ გერმანიის ჯანდაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სახელმწიფო დაზღვევის კომპანია საჭიროებს დიდ ინვესტიციებს სახელმწიფოს მხრიდან (ინფრასტრუქტურის შენახვა ...) ბოლო სამ წელიწადში,საქართველოს მთავრობამ, კერძო სადაზღვეობს "აჩუქა" 140 000 000 ლარამდე თანხა ბიუჯეტიდან, რომელიც უბრალოდ დაილექა ამ "კერძო" სადზღვეობი დამფუძნებელთა ჯიბეებში, არავითარი ეფექტი, მედიცინის განვითარება ამას არ მოყოლია, სამაგიეროდ გალამაზდა სადაზღვეო კომპანიებბის ოფისები. მე გეტყვით, ადმინისტრაციის და პერსონალის ხელაფსი + სხვა ხარჯი სახელმწიფო ჯანდაცვი კომპანიაში იქნება არა უმეტეს 3 000 000 ლარისა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ის პროგრამა,რომელსაც ანხორციელებს HESPA (hespa.gov.ge) პირდაპირ და უშუალოდ პროვაიდერ კლინიკებთან ხელ-ის საფუძველზე (60-ზე ზევით ურგენტული, ონკო.პაციენტები ურგენტული, პედიატრიული ურგენტული) მუშაობს მწყობრად ,ყველა კმაყოფილია. ხოლო უმწეოთა პროგრამა, სადაც კერძო სადაზღვეოა შუამავალი, სახელმწიფოსა და პაციენტს შორის ,არ მუშაობს, პაციენტს უშვებენ ყველაზე იაფფასიან ექიმთან და ყველაზე იაფფასიან კლინიკაში,არავითარი არჩევანი მათ არ აქვთ,ძალიან ბევრმა არც კი იციან,რომ სახელმწიფო მათ ჯანდაცვაში თვეში 15 ლარს უხდის კერძო სადზღვეოებს და ასეთი 900 000 ადამიანია საქართველოში. პოლონეთმა შექმან გემანული მოდელი 1998-ში,რომელიც ცოტა შეცვალეს 2004-ში და დღეს ძალიან კარგი შედეგები აქვთ. ესტონეთზე უკვე მოგახსენეთ. იგივე გააკEტმა ჩეხეთმა და ბულგარეთმა. "იზრდება სისტემის გამჭვირვალობა, მეტი არჩევანის შესაძლებლობა" სისტემის გამჭვირვალეობა დამოკიდებულია რეგულაციებზე, აბა თქვენ მითხარით, თქვენ იცით რამდენი დახარჯა "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" დაზღვეულთა მკურნალობაზრე და რამდენი ავტომობილების შეძენაზე (სახ. პოგრამებიდან, პოლიციის დაზღვევიდან) იცით? არ იცით და არც არავინ გეტყვით, კომერციული საიდუმლოებააო გეტყვიან, სახელმწიფო სააგენტო კი ვალდებულია ყოველწლიური ანგარიში პე-დეფ ფაილში დადოს საიტზე. "ხაზინაში გადასახადებით შემოსული შემოსავლები მცირე მოცულობისაა" ამაში გეთანხმებით, მაგრამ მაშინ სანამ არ გავმდიდრდებით არ ვიზრუნოთ ჯანდაცვაზე. მე,მაინც ვფიქრობ,რომ თქვენ განათლება აშშ-ში მიიღეთ და მოხიბლული ხართ იქაური სისტემით,გარდა ამისა ყველა მრჩეველი ამერიკელია, რომელიც იგივეს აწვება და ამ დროს 15 მილიონი ამერიკელი საერთოდ დაუზღვეველია და ყოველწლიურად 100 000 ადამიანი კვდება მხოლოდ იმიტომ,რომ ფული არ აქვს მკურნალობისათვის. საქართველოს სინამდვილეში, ევროპული, სოციალურ სოლიდარობაზე დამყარებული, სტანდარტიზებული ჯანდაცვა ჯობია,Compulsory social health insurance (SHI), ამერიკულ ნებაყოფლობით სქემებს. თუ გაქვთ საწინააღმდეგო არგუმენტები გისმენთ. asds ისე რადგან ამ თემაშI ვპოსტამ ბრიტანეთის NHS-ზე რას იტყვით? არ გამოვა მასეთი ან სადღაც დაახლოებით მასეთი პონტი საქართველოში? ანუ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა ყველა მოქალაქეზე სადღაც დაახოებით ხელფასის 12-18%-ის მიდამოებში რომ გაკეთდეს და სამაგიეროდ სამედიცინო მომსახურეობა იყოს პირობითად უფასო? მეც,სწორედ ეგეთ კონცეფციზე ვაგიტირებ აქ, მაგრამ თემის ავტორმა დაიჯინა,ამერიკა,კერძო სადზღვევო და თავისუფალი ბაზარიო, კი ბატონო , ესთეტიკურ მედიცინაში იყოს,მაგრამ არა ფუნდამენტალურ საკითხებში.
  10. healthcare კიდევ ერთხელ გადავიკითხე პროგრამა, ბევრი რამ ძალიან სწორად არის დაწერილი, განსაკუთრებით პრობლემების ნაწილში,მაგრამ გადაწყვეტილებების ნაწილში, ბევრ რამეს ვერ დავეთანხმები, მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნა არასწორი მიმართულებაა, ამის მაგივრად უნდა შეიქმნას სსიპ "ჯანმრთელი თბილის" (ქოპირაითი ჩემია ), რომელიც წინსწარ შჱთანხმებულ ფასებში თანადააფინანსებს წამლებს, სქემა არის მარტივი, ეს უწყება ბეჭდავს სპეც. რეცეპტებს (მკაცრი აღრიცხვის) ექიმები უწერენ წამლებს შერჩეულ კონტონგეტს, პაციენტი მიდის აფთიაქში (ვისთანაც ფასები შეთნხმებულია) იხდის რაღაც ნაწილს, აფთიაქი რეცეპტებს აგროვებს , წარუდგენს "ჯანმრთელ თბილის"-ს ასანაზღაურებლად. მორჩა. ექიმი,რომელიც "ლევ" რეცეპტს გამოწერს,სამუდამოდ კარგავს კონტრაქტს. იგივეა პროვაიდერებთან ურთიერთობაც, კერძო სადაზღვეოები სრულიად ზედმეტი რგოლია, მასე გააკეთა ბენდუქამ და შედეგად, 130 მილიონი ლარი წავიდა ე.წ. "ადმინსტრაციულ და აკვიზიციის ხარჯებში"
  11. healthcare მ დროს პირიქით, ჯანდაცვის ეკონომისტების რჩევაა, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში უფრო ეფექტურია კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ვინ ეკონომისტების?, სტატია,წიგნი თუ შეიძლება (ავტორი წელი), როცა პრაქტიკული საქმიანობიდან დრო მრჩება, ვსწვლობ ევროპის და ამერიკის გამოცდილებას, კერძო დაზღვევის ძალიან დიდმა ქსელმა ამერიკაში შექმნა ის,რომ უძვირესი გახდა მკურნალობა ამერიკაში , მაგრამ აარაეფექტური, ძალიან ჩამორჩნენ ევროპას ,სადაც უმეტესწილად სახ. დაზღვევა მუშაობს, ბოლო საუკეთესო მაგალითი ესტონეთი. ნახეთ რა ჯდება, ბრმა ნაწლავის ამოჭრა ამერიკაში http://www.surgerycosts.net/price.php?medical=appendectomy რას წერენ ამერიკულ ჯანდაცვაზე http://en.wikipedia.org/wiki/Health_care_i...e_United_States წაიკითხეთ ალბათ ბოლო HiT -ი ესტონეთის, პროგრესი სახეზეა. მე რაც წავიკითხე,მათ შორის ჯოზეფ კუტცინის სტატიები, აღმ.ევროპაში ყველგან წინსვლაა, ყველგან განხორციელდა ერთნაირი რეფორმა. კერძო ჯანდაცვა არის დანამატი, ანუ ვისაც აქს ფული იხდის ლუქს პალატაში და პროფესორში.
  12. უცხო_პლანეტელი გაჩენა არ გაჩენის, საკითხის ასე ღრმად გამოკვლევა გიღირს? ანაც რომ აღმოჩნდეს ჩანასდახი "გეი", მერე რა მაგით? დღეს თუ ჩანსახ ბავშვს გადახრები აქვს და წინასწარ ცნობილია,რომ ან ატავიზმით დაიბადება ან სხვა პრობლემით, მსობლებს აფრთხილებენ, მერე ისინი წყვიტავენ შეწყიტონ ორსულობა თუ გააგრძელონ იგივე უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც, მშობლებს უნდა ქონდეთ უფლება რაც შეიძლება მეტი იცოდნენ თავიანთ მომავალ შვილებზე.
  13. ნება მიბოძეთ, ამ "მეცნიერულ" თეორიაში ეჭვი შევიტანო და ოპონირება გავუწიო. საყოველთაოდ ცნობილია,რომ ებრაელები მხოლოდ თავისი მოდგმის შვილებზე ქორწინდებიან, ძალიან ხშრად ნათესავებზე, რამაც გამოიწვია ის,რომ მათი უმეტესობა მახინჯია, ადამიანის სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით. თუ თემის ავტორის თეორია მართალია,მაშინ იუდეველთა მოდგმაში ,პროცენტულად უფრო ეტი ჰომოსექსუალი უნდა იყოს,რაც სტატისტიკით არ დასტურდება, ყველა პოპულაციაში გეების პროცენტი თითქმის ერთნაირია, თუ არ მეშლება 3-4%-ს არ სცილდება. მე სხვა გზით წავიდოდი, შევისწავლიდი ყველა გეის, ყველა პოპულაციიდან,გამოვააშკარავებდი "იაღლიშს" გენურ კოდში და შემდგომ რუტინულად გავხდიდი ემბრიონის ტესტს ამ გენის სემველობაზე, მერე არჩევანი მშობლებზე ქნებოდა გააჩენდნენ ამ ბავშვს თუ არა. ვფიქრობ 10-15 წელიწადში ეს მისაღწევია. ამით გეი-პოპულაცია 1% შემცირდება.
  14. ყველაზე სწორი იქნება "ცივი იგნორი", ცარიელი ქუჩები ,დახურული დარაბები,მაგრამ ასე მოიქცეონენ ცივილიზებული ადმიანები, რატომღაც მგონია,რომ აქ სეირის მაყურებელთა რაოდენობა 100-ჯერ გადაჭარბებს "პარადის "მონაწილეთა რიცხვს. არ ვარ ჰომოფობი,მაგრამ "გეი-პარადის" მოწყობა,მხოლოდ იმისათვის,რომ ვიღაცას გრანტები შემოაკლდება, თვითონ იდეის პროფანაციად მიმაჩნია.
  15. დასაწყისისთვის მაინც კარგია, რაღაც კულტურა მაინც ინერგება, ვინძლო ჩვეულებაში გადაგვეზარდოს. აშკარაა უგულავას სისუსტე
  16. არა [ 5 ] [50.00%] ალასანია ,არასოდეს არ ყოფილა ნაც.მოს სასტავში, კი იყო სახელმწიფო სამსახურში,მაგრამ მასე ათიათასობით ადამიანი მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და რა ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს ?,მიხოს და მისი ბანდის ქმედებებზე. კი,ძალიან ბევრს,მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება,მაგრამ მასე საქ-ოს 90% -ია ვინც 2004-ში მიშა დაიჯინა მეფედ.
  17. FRIDRIX იტატა(T_A_T @ May 4 2010, 10:55 PM) ხო ეგ საცოდავია ნუ ეს რახან გადარჩა კურიოზია-------ბესო ჯუღელი რომ იყო ოდიოზური პარლამენტარი , ქალის საფენების ბიზნესიანი გახსოვს? იტალიაში მოხია ეხლა იქ დასახლდა მაგისი ძმისშვილი გუდაურში რესტორანში იყო და შემოხტა სააკას დაცვა დავაი ყველა ეხლა აგეხვეტეტო სულ კინწისკვრიტ გაყარეს ხალხი-ამან ეხლა ნოვიგრუზინმა იუკადრისა-არსადაც არ წავალო-ხოდა გაიტანეს და გაბერეს ცემაში... მიკირტუმა ჯუღელი უფულო სააკაშვილს,რომ საფენებიდან ნაშოვნი ფულით, ოფისის ქირას უხდიდა,მაშინ არ იყო მიკირტუმა?? ისე ახია,მაგ ჯუღელზე და ბევრ კიდევ მაგისთანაზე, მახსოვს რა გაფხორილები დადიოდნენ ეგ და გუცაევი (ვოვა) ჩემთან ,რატომ არ აქვოუთებს?? პოსტ-რევოლუციურ პერიოდში, ვითომ ლატარიაში მოეგოთ ეს ქვეყანა.
  18. ციტატა(prologic @ 5th May 2010 - 11:14 PM) ვიღაცას ,ალბათ ვერ წარმოუდგენია და დადგება პოსტ-მიშა პერიოდი და ბევრი რაღაც გაირკვევა. არა სანამ ეგ დადგება მანამდეც არის ამაზე ფიქრი საჭირო და აუცილებელიც, რადგან ისევ გამოვიდეთ ამ "ეშმაკის წრედან" და როდის ვიყავით გამოსული? ჩვენ,ხომ რაღაც მომენტში, ავცდით ცივილურ,ევროპულ განვითარების გზას,გუტენბერგი წიგნს ბეჭდავდა,ჩვენ მეზობელ სოფელში მოპარულ ბიჭ-გოგონებს სტანბულის ბაზარზე ვყიდდით და გამორჩენილი ფულით , დუქანს"ვხურავდით" სამი დღით. მას შემდეგ ,ბევრი არცარაფერი შეცვლილა, "ეშმაკის წრიდან" გამოსვლა შორსაა, სამწუხაროდ. "ვაცლავ ჰაველი" გვჭირდება, ზნეობრივი ვარსკვლავები,სწორი ორიენტაციისათვის.
  19. ეხლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს, ფაქტების უმეტესობა ,თქვენთვისაც და ალბათ ჩემთვისაც უცნობია. ვიღაცას ,ალბათ ვერ წარმოუდგენია და დადგება პოსტ-მიშა პერიოდი და ბევრი რაღაც გაირკვევა. მერე ვიმსჯელოთ, ფაქტებზე დაყრდნობით და ისტორიული დისტანციით.
  20. 9. ირაკლი ალასანია-“ალიანსი საქართველოსთვის” ისე ნუმერაცია,სჯობს საარჩევნო ნომრებით დალაგდეს. ალასანია-2 უგულავა-5 და ა.შ. ფორუმ.გე-ზე გააქვრეს პოლი?? თუ დაიკეტა??
  21. მეც ვებრძვი, ქსენოფობიას,საკუთარ თავში, მაგრამ ,სამწუხაროდ , ხშირად ვმარცხდები
  22. ჯანდაცვის პოლიტიკის ,მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით შემიძლია ვედებატო მთავრობის პოზიციის დამცველს. ჩემის ღრმა რწმენით, ეს იქნება მორიგი, დაკარგული სამი წელი.დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ. ამერიკულ მოდელს ნრერგავენ,ომელიც ამერიკაშიც კი არ მუშაობს. ევროპული მოდელია განსახორციელებელი, საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა. უაზრობას აკეთებენ, კომუნისტებივით აზროვნებენ. 50 საავადმყოფოს კი არა ,აგეწრ ავერსს ,შუა თბილისში ვერ დაუკომპლექტებია ერთი საავადმყოფო. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...04-2010%2023:16 ვუყურებ და ვხვდები,რომ ძალიან ზედაპირული მთავრობა გვყავს და შედეგებიც სახეზეა.
  23. ეხლა მითხრეს,ავერსს პედიატრიული ლიცენზია საერთოდ არ ქონია, ისე უკეთებდა ბავშვებს ოპერაციებს, ეძახიან ქირურგებს სხვადასხვა კლინიკებიდან. ანესთეზიოლოგიც ვიღაც მოყვანილი ყოლიათ, ეს არ ყოფილა პირველი ჩე-პე, სხვა ქირურგის ინფორმაციით,რომელიც მიწვევიათ, მეც კინაღამ დამრჩა ბავშვი მაგიდაზე,ნარკოზის გამოო,მეტი მანდ ჩემი ფეხი არ იქნებაო. კლინიკას მარტო კედლები და დანადგარები არ ქმნის,კლინიკას ქმნის მედ.პერსონალი,რომელის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება.
  24. ეს არის "ახალი რეფორმების" შედეგი, კონვეიერული მეთოდი კარგია ბულკების ცხობისას, კლინიკა არის ახალი ჩამოყალიბებული, პერსონალი ყავთ "აქაც ვმუშაობ -იქაც ვმუშაობ" ტიპები, რაც იწვევს შეუთანხმებლობას საოპერაციო ბრიგადის წევრებს შორის. რგორც სიმფონიურ ორკესტრს სჭირდება რეპეტიციები,რომ ერთმანეთს შეეწყონ ,ასევეა საოპერაციო ბრიგადაც, იქ ზედმეტი მოძრაობის დრო არ არის, ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს. "ავერსის" კლინიკამ მოიგო ტენდერი და ეხლა ყველა მწეო ბავშვი თბილისში ვალდებულია მანდ გაიკეთოს გლანდების ოპერაცია, წარმოიდგინეთ რა ინტენსივობით უწევთ ექიმებს მუშაობა,გამორჩა ვიღაცას ,ალერგიაზე სინჯი არ აიღეს და "გაეპარათ" პაციენტი, ეხლა რაც არ უნდა აპროტესონ მშობლებმა, მაინც მანდ უნდა მიიყვანონ ბავშვები გლანდების ოპერაციაზე. დღეს გამოდის გილაური და ამბობს ჯანდაცვის ახალი პროგრამა დავიწყეთო, თვითონ განგება პასუხიბს ,ამ უბედურებით,რომ მცდარი გზით მიდიან, ძალიან მცდარი გზით.
  25. მე "სტრატეგიულ მოთმინებას" ვირჩევ, მიმაჩნია,რომ საქარშთველო მარადიულია, თუ ჭკუით გავირჯებით, ისეთ ქვეყანას შევქმნით,რომლისაც რუსსაც კი შეშურდება, ოღონდ გიჟ-ვრაცუები ნდა მოვაშოროთ. გზა მერე გამოჩნდება
×
×
  • შექმენი...