-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
აქ უფრო სრულადაა: Wikileaks: война России и Грузии расколола ЕС Последнее обновление: вторник, 8 марта 2011 г., 13:17 GMT 16:17 MCK Facebook Twitter Отправить по почте Отправить по почте . Война на Кавказе разделила Европу Во время кавказского кризиса летом 2008 года Франция и Германия лоббировали в ЕС интересы Москвы, свидетельствуют дипломатические документы, обнародованные на сайте Wikileaks. В ноябре 2008 года из посольства США в Стокгольме в Вашингтон была направлена запись беседы американского поверенного в делах Роберта Силвермэна с высокопоставленным шведским дипломатом Йоханом Фриселем. Тот, якобы, рассказал, что Франция убеждала Швецию и Польшу смягчить их позиции в вопросе о санкциях ЕС против России. "По словам Фриселя, Франция грозила заморозить программу "Восточное партнерство" [с шестью восточноевропейскими странами, не входящими в ЕС] , если шведы и другие станут тормозить возобновление переговоров между Россией и ЕС, и настаивали на том, чтобы вести дела с Москвой, как будто ничего не случилось", - доносил руководству Силвермэн. "После того как было принято решение вновь приступить к работе над проектом договора о партнерстве и сотрудничестве [между ЕС и Россией], Польша и Швеция, инициировавшие программу "Восточное партнерство", получили от французов зеленый свет", - сообщал он. Соглашение о перемирии, положившее конец вооруженному конфликту между Россией и Грузией, было выработано при посредничестве Франции. Один из его пунктов предполагал вывод из Грузии российских войск. Москва считает, что выполнила договоренности, убрав войска с так называемой неоспариваемой территории Грузии. Запад официально настаивает на том, что Абхазия и Южная Осетия являются ее неотъемлемой частью, следовательно, российская армия должна уйти и оттуда. Как явствует из опубликованных конфиденциальных депеш американских дипломатов, Франция, Германия и Италия фактически отошли от этой позиции еще осенью 2008 года. "Регентство" на Украине Wikileaks в понедельник опубликовал еще два письма, содержащих высказывания исполнительного директора проекта "Северный поток" Матиаса Варнига и министра иностранных дел Украины Константина Грищенко. "В российском правительстве все принадлежат к "братству спецслужб" или демонстрируют ему лояльность" высказывание Константина Грищенко, приведенное Wikileaks "Посол [США] спросил, пользуется ли проект "Северный поток" безусловной поддержкой германского правительства. Варниг ответил утвердительно, сообщив, что имеет прямой контакт с офисом канцлера Ангелы Меркель, а председатель правления "Северного потока" Герхард Шредер встречается с Меркель на регулярной основе", - говорится в депеше американского посольства в Москве, датированной ноябрем 2009 года. Варниг добавил, что, по его личному мнению, второй российский трубопроводный проект, "Южный поток", имеет мало шансов на реализацию в обозримом будущем. Константин Грищенко в январе 2009 года якобы заявил американскому послу в Киеве, что Москва хотела бы видеть во главе Украины абсолютно послушного ей человека, употребив при этом слово "регентство". По его мнению, Владимир Путин не питает большого личного уважения к президенту Украины Виктору Януковичу. Грищенко, до назначения министром работавший украинским послом в России, также дал нелицеприятную оценку нравам московских верхов. "В российском правительстве все принадлежат к "братству спецслужб" или демонстрируют ему лояльность, - передал американский посол слова Грищенко. – Люди боятся шутить. Обстановка напоминает советские времена". В начале декабря на Wikileaks были опубликованы 120 депеш американских дипломатов в Европе, датировавшихся периодом между 7 и 19 августа 2008 года и касавшихся российско-грузинского конфликта. Из них следует, что между партнерами по ЕС и НАТО наличествовали глубокие расхождения. Точки зрения варьировались между позициями Германии, "повторявшей, как попугай", российские аргументы, и Латвии, предлагавшей немедленно начать поставки оружия Грузии. К промосковскому лагерю относились также Франция, Италия, Греция, Испания, Нидерланды, Бельгия, Венгрия, Словакия, Словения и Люксембург, к числу его оппонентов – Британия, Болгария, Чехия, Польша, Дания, Эстония и Литва.
-
Jonathan livingston უფრო რუანდა იქნება.მაგრამ რუსეთის სახელმწიფოს უცბად რომ დაარტყას და მართლა გავიდეს,არა მგონია იქ ვინმემ ასეთი რამეების გაკეთების საშუალება მოგვცეს.თუნდაც იმ ჩრდილოეთკავკასიელებმა,დღეს ძმობას რომ ვეფიცებით.
-
lasha1997 იცი რაშია საქმე დიტო,რუსეთი რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემაა ამ საკითხის მოგვარებაში,მაგრამ ჩემი აზრით მთავარი მაინც აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვაა,რაც ძალიან გვიჭირს.თუმცა ეს ორმხრივია.
-
lasha1997 შანსი არაა უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში.
-
lasha1997 როგორც მე ვიცი დიტო,ჩვენი ხელისუფლება ჯერ იძახის რომ მაგრად ვდგავართო,ანუ ისევ ძველი მოთხოვნებია რუსეთის საზღვარზე აფხაზებთან და ოსებთან საკონტროლო პუნქტების დაწესება ჩვენთვის. ამაზე რუსეთი როცა ჯერ ისინი არ ყავდა ნაცნობი,მაშინ არ მიდიოდა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ჩიხია.
-
laci რბილი სადღაც 13 ლარი,სუპერებში 15-ც.
-
Morfius Morfius მეც ზუსტად მაგას ვამბობ. ვიცი,ისევე როგორც გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ,უბრალოდ სადისტურად დასჯა. საქმეც მაგაშია,რომ თვითონ ეს შემთხვევები კი არ არის განსაკუთრებული,არამედ ის რაც ამას მერე მოყვა.
-
Saturn სატურნ ბატონო,თქვენ კარგად ამოარჩიეთ ეს ორი შემთხვევა,თუმცა სხვებიც იყო.მაგრამ ამ ორში ყველაზე საშინელი არა თვითონ მკვლელობა,რაც რა თქმა უნდა ტრაგედიაა,არამედ ის რაც ამის შემდეგ მოხდა. გირგვლიანის შემთხვევაში მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა ამის ჩასაფარცხად,პრეზიდენტი,მინისტრები,პარლამენტი მთელი უმრავლესობით.შემსრულებლები როგორ დაისაჯენ კარგად გახსოვთ.რაღაც სამვარსკლავიანი სასტუმროს მსგავს კამერაში იჯდნენ,გარეთაც გამოდიოდნე,ერთმა შვილის გაკეთებაც კი მოახერხა.მერე სასჯელი გაუნახევრეს და რამდენიმე თვეში საერთოდ გაანთავისუფლეს. რობაქიძეს რაც შეეხება,იქ რაც მოხდა ასევე ტრაგედია იყო,თუმცა ასეთი რამეები სხვა ქვეყნებშიც ხდება.მაგრამ არა ის რაც შემდეგ.როცა შ.ს.ს-ს უმაღლესი ჩინები ჩაერთვენ ამის ჩაფარცხვაში დონაძის ხელმძღვანელობით.მოიტანეს იარაღი,ჩაალაგეს მანქანაში,ტელევიზიებმა გადაიღეს და ბუთას მეგობრებს ციხეში უშვებდნენ. ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან გამოიძიებენ და ბევრს მუწევს საბრალდებულო სკამზე დაჯდომა.ხოლო რაც შეეხება ამის გამმართლებლებს,ეს უკვე ზნეობის საკითხია. წინა შეკითხვას გიმეორებთ,სხვა რამეებში ეთანხმებით ბატონ სოლომონს?
-
Grig მესმის მალხაზ,მე კი ის გამიკვირდა ბატიამ ეს გამონათქვამი რომ იცოდა და ზუსტად ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებდა ამერიკელებს.თორემ არა მგონია მიშას, ალბათ ქართულად სწორი თარგმანი იქნებოდა-მამაძაღლთან შედარება უნდოდა მას.
-
Siknadmo ვისაც კანონიერი ქონება უკანონოდ წაართვეს,აუცილებლად ან უნდა დაუბრუნდეთ,ან კომპენსაცია უნდა მიეცეთ. ზოგადად განკულაკებას რაც შეეხება,ამაზე ბევრი მიფიქრია.კი რა თქმა უნდა აბსოლუტურად სამართლიანი იქნება მათი ქონების ნაციონალიზაცია,თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია და აქ გადაცდომები დაუშვებელია,რადგან ადგილებზე ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს და პიროვნული ანგარიშსწორებები დაიწყება. რაღაც დონეზე ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაც შეიძლება,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესები არასოდეს არ დამთავრდება.მოვა მორიგი ხელისუფლება და ის დაიწყებს წინამორბედის მიმართ იგივეს კეთებას.
-
engelsi1 ამაზე ბაბუ ბატონო აგერაა კითხვაც და პასუხიც. Maia Shanidze ყველაფერში გეთანხმებით სოლომონ,გარდა ერთისა:რას ქვია ბარგი ჩააალაგონ და გააფრინდნენ?ესენი უნდა გასამართლდნენ,უნდა ზღონ თითოეული წვეთი სისხლი და ცრემლი.წინააღმდეგ შემთხვევაში,მივიღებთ უარესს,დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულ,მორიგ დიქტატორს.ძალაუფლებაადვილად აფუჭებს ადამიანს და ესენი უნდა გახდნენ მაგალითი იმისა,თუ რა ელის საკუთარი ხალხის მოღალატე და მაოხრებელ ხელისუფლებას!!! 18 ч. назад · Мне нравитсяБольше не нравится · 9 пользователямЗагрузка....Solomoon Ternali მე პირადად, ქალბატონო მაია, ჩალაგებული და გაფრენილი მიშა მირჩევნია კადაფივით საბოლოოდ გაგიტლერებულს... მაგრამ თქვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანია!18 ч. назад · Мне нравитсяБольше не нравится · 1 пользовательნუგზარ ნაჭყებია это понравилось.
-
PEPE. გაზპრომი. ისე რას აპროტესტებენ?
-
Saturn რა არავინ არ დაუხოციათ,თუ ვინმე სერიოზულად დაისაჯა? სხვა რამეებზე ეთანხმებით?
-
"Our son of a bitch"Though the Somozas were generally regarded as ruthless dictators, the United States continued to support them as a non-communist stronghold in Nicaragua. President Franklin D. Roosevelt (FDR) supposedly remarked in 1939 that "Somoza may be a son of a bitch, but he's our son of a bitch."[3][4][5] According to historian David Schmitz, however, researchers and archivists who have searched the archives of the Franklin D. Roosevelt Presidential Library have found no evidence that Roosevelt ever made this statement. The statement first appeared in the November 15, 1948 issue of Time magazine and was later mentioned in a March 17, 1960 broadcast of CBS Reports called "Trujillo: Portrait of a Dictator". In this broadcast, however, it was asserted that FDR made the statement in reference to Rafael Trujillo of the Dominican Republic. It should be further noted that this statement has been attributed to a variety of United States presidential administrations in regard to foreign dictators. Thus the statement remains apocryphal at this point, though Roosevelt and future presidents certainly supported the Somoza family and their rule over Nicaragua.[6] Andrew Crawley claims that the Roosevelt statement is a myth created by Somoza himself.[7] http://en.wikipedia.org/wiki/Anastasio_Somoza_Garc%C3%ADa ბევრმა ეს მიშას ძაღლიშვილად მოხსენიებად გაიგო,ამ დროს ორმაგი სტანდარტებზეა საუბარი ამერიკის მიდგომებში,ამ შემთხვევაში ბატიას და მიშას მიმართ.
-
mtidan ასეთი უამრავი აქვს დაწერილი.დღეში რამდენიმე თემას აცხობს.უბედური ენა აქვს.თან ძალიან განათლებულია ხო რაც მთავარია სწორი პოზიცია.
-
lasha1997 http://www.facebook.com/home.php?#!/notes/solomoon-ternali/თავს-არ-მოიკლავს-ქართველი-არა/10150102753707599 Lo Janko აი ეგ ნამდვილად არ ვიცი.ძალიან მაგარი ვინმეა.მაგის პოსტებზე მიშისტებს სულ ელეთ-მელეთი მოსდით.
-
kisa ზუსტად ესეა ქალბანო ნანა,მიშა სამოსასავით მაგათი "Son of Bitch" არის.
-
ცნობილმა ფეისბუქელმა სოლომონ თერნალმა ყველა თავის "ფრენდს" თხოვა ამის გავრცელება,რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. თავს არ მოიკლავს ქართველი, არა... .автор Solomoon Ternali, написано 6 Март 2011 г. в 21:30. ჩვენი საზოგადოება არის თვითმკვლელობის და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის (შესაძლო რევოლუციის) მძიმე არჩევნის ზღვარზე. საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთის იმპერია! მაგრამ ქართველი ხალხის ყველაზე ახლო და პირველი მტერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. რომელმაც ისე დაასუსტა და გახლიჩა ქართული საზოგადოება, რომ გარდა უკვე დაკარგული ტერიტორიებისა, ყოველდღე იზრდება რისკი, რომ ქვეყნის სრულ დანაწევრება და ტერიტორიების მითვისება მოხდება არა მარტო რუსეთის, არამედ - სხვა მეზობლების მიერაც. ნაცურ რეჟიმს, განსხვავებით პუტინისგან, არ დასჭირდა მაინცდამაინც წელში შევარდნა და ნიღბის იძულებითი ახდა. თავისით ჩამოიხსნა ნიღაბი და თავისი უტიფარი, მოძალადე და ერის მოძულე სახე მთელი ”ეშხით” დაგვანახა. ჯერ გააჩუმა და დაანგრია თავისუფალი მედია... მერე ტანზე ხალათივით მოირგო კონსტიტუცია... პარლამენტი აქცია პირისფარეშად და საკუთარი უკანონო გადაწყვეტილების დამამტკიცებელ სანოტარო კანტორად, რომელსაც არასდროს უჩნდება სურვილი ხალხის ინტერესები დაიცვას... მერე შეცვალა: მოსამართლეები - ლაქიებით, პროკურორები - მგელძაღლებით, ადვოკატები - მაჭანკლებით, სასამართლო - საყასბოთი... სადაც წაასწრო, დაუნდობლად დახოცა ახალგაზრდები და თავმომწონედ მჯიღი ირტყა მკერდში - ნახეთ, რა მაგარი ვარო!.. ”ქვეყანა, რომელიც შედგა”, იდიოტი პოლიტიკანის მიერ საზოგადოების უსამართლო ცემის და დამცირების, დამოუკიდებელი არხის დარბევის ეს გამართლება იქცა საბოლოო წყალგამყოფად მანამდე დეკლარირებულ დემოკრატიულ სამოთხესა და მის შემდეგ სულ უფრო ნათლად გამოკვეთილ ავტოკრატიული რეჟიმის ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურების ესტაფეტას შორის. სააკაშვილის რეჟიმმა დაანგრია უნივერსიტეტები, ხელები ააწევინა პროფესორებს და გამოყარა, მოსპო მეცნიერება, განათლება ხელში ჩაუგდო ჯერ გამოლოტოტრონებულ, გადირექტორებულ ტურებს, ხოლო შემდეგ, - სახელდახელოდ გამოწურთნილ მანდა-ტურებს, რომლებმაც შარიკოვობაში და მანქურთობაში აჯობეს ასე-თუ ისე დიპლომირებულ დირექტორებს და ახლა ნელ-ნელა ანაცვლებენ კიდეც... ყველას წაართვეს ბიზნესები, ჯერ - დიდი, მერე - საშუალო, მერე ბუტკებიც (და თავისი ბუტკები ჩადგეს -მილიონერების ბუტკები!)... მალე, ქალაქში ”ლატოკებით” სიგარეტის, ხაჭაპურის და მზესუმზირის გაყიდვასაც, ალბათ, უგულავას მიერ დანიშნული სუბიექტები დაიწყებენ... რომ არავის, გარდა მათი მონებისა, ჰქოდეს არსებობის და გადარჩენის უფლება ხალხი გამოყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან - ჯერ, ლტოლვილები ”ივერიიდან”, მერე - ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა სახლი, მერე - ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა თავშესაფარი, მერე - ლტოლვილები საერთოდ თბილისიდან და ქალაქებიდან, რომ ”მიშსამოთხეში” ჩამოსულ ტურისტს ქვეყნის რეალური სახე არ დაენახა ... მალე, ალბათ, მოვა იმათი გატყავების დროც, ვისაც უბრალოდ ჭერი აქვს... სადმე... რანაირიმე... მთავრობის წევრებმა იყიდეს მარშრუტკები და ბორდელები, მთავრობის წევრების და ძალოვნების ცოლებმა იყიდეს ტელევიზიები, მოდა და ჟურნალები. პრეზიდენტის დედა არის სპრუტ-უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ცოლი - მისის ჯანდაცვა. პრეზიდენტის ფავორიტკები არიან მინისტრები და მინისტრობის გზა პირდაპირ გადიდის გოგოს კალთამადლიანობაზე და ბიჭის პირმოთნეობაზე, რასაც პლუტოკრატებმა ”მერიტოკრატია” შეარქვეს ... ამ ყველაფერს იცავს პოლიტიკური პოლიცია - ეს-ესი (სოდი) და გესტაპო (კუდი), რომელსაც ”კონსტიტუციური უსაფრთხოების” კი არა, დაფრთხობის და დაჩმორების დეპარტამენტი (”დდდდ” ანუ ”4დ”) უნდა ერქვას... ეს მოძალადე ძალოვნების ბერიასეული მეთოდებით შექმნილი ურჩხული ყველგან გვისმენს და გვიდარაჯებს, ურტყამს ქალებს და ვეტერანებს, ნაცისტური მეთოდებით ყრის საცხოვრებლიდან და დახურული ვაგონებით ახდენს ლტოლვილების გადასახლებას... ქვეყანა დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს. და აცუნდრუკებით და სიბეცით ხაფანგშიშემხტარებმა ომი წააგეს... წააგეს მასთან და ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს სწორედ მას, ვისგანაც, ვითომდა, გვიცავენ და გვპირდებიან, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაგვიცავენ (ჩვენს სისხლის წვეთებზე და ლიტრებზეა ლაპარაკი, თორემ საკუთარს ძაანაც უფრთხილდებიან!)... ხალხი იმ ზომამდე გაამწარეს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევაზე ფიქრობს და არა - თვითმკვლელობაზე, ეს უკვე უკეთესი ვარიანტია... იმდენჯერ მოგვატყუეს და იმდენჯერ მოისყიდეს დაბეჩავებული ადამიანები არჩევნებზე 10 და 20-ლარად, რომ არჩევნების უკვე არავის სჯერა. ”არჩევნები”, ”დემოკრატია” და ”თავისუფლება” აბსოლუტურად ცარიელ და დამცინავ სიტყვებად აქცია მიშამ. ”არჩევნები”, როცა მიხეილ მაჭავარიანის და პალიკო კუბლაშვილის მიერ ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი და რამდენიმე (ადეიშვილის, ვაშაძის, ხარატიშვილის და ბილოს - მერაბიშვილის) დონეზე - სუპერგაყალბებული... არჩევნები, რომლის გაყალბებაში მობილიზებულია სახლმმართველობების მდედრიონი და მძევლებად ქცეული პატიმრების და ნარკომანების დატერორებული ოჯახები... ”დემოკრატია”, სადაც არც სასამართლო, არც პოლიცია, არც მედია - არ იცავს ადამიანს... პირიქით, აშინებს, ატყავებს, დღედაღამ უსმენს, ატყუებს და მუდამ შოკში და სიბნელეში ამყოფებს... ”თავისუფლება”? სულით მონების, ფლიდების და გაიძვერების ”თავისუფლება”, რომ თავი მოიწონონ თავისი მონობით, ფლიდობით და გაიძვერობით მიღწეული ჯიპებით და ზიზლ-პიპილოებით... სისხლიანი რევოლუციის ჩრდილში ეგვიპტური ვოიაჟებით და ”სამოთხის ვაშლობით” თუ ქლიავობით... გზები, რომელიც დააგეს (მალე, მაგრამ უხარისხოდ და გაცილებით ძვირად, ვიდრე რეალურად დაჯდებოდა)... სახლები, რომლებიც ლტოლვილებს აუშენეს (გარედან რომ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან - ბალახამოსული და ნესტიანი - ბინადარს)... შადრევენები, რომლებიც ზამთარშიც მთელი დატვირთვით მუშაობენ ჩვენი ჯიბეებიდან გადახდილი ფულით... შენობები, რომელთაც გარედან მინის საფარველი ააკრეს, რომ ისევ გარედან მნახველი მონუსხოს, ხოლო შიგნით არსებული სიდუხჭირე, ნაგავი და დანგრეული ინფრასტრუქტურა დაფაროს... პოტიომკინის თარგზე აშენებული ქვეყანა, რომელიც ყასიდად თითქოს იმავე პოტიომკინის დატოვებულ მსგავს ქვეყანას უპირისპირდება, სინამდვილეში კი ყველაფერს სწორედ ამ იმპერიის მიბაძვით აკეთებს... გამოსავალი თითქოს არ არის... ყველამ იცის, რომ მიშა არის მონსტრი - ნაცმოძრაობის წურბელა ისე დაგვსევია, რომ შანსს არ გვიტოვებს... ყველაფერი მათია... ერთი ჩემი ნაცნობს დედის წამლისთვის ფული სჭირდება. წამლები მიშასია! პირდაპირ - არა, მაგრამ დღეს რომ წამლები საქართველოში 100-300%ით უფრო ძვირია, ვიდრე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაახლოებით 20-50%-ით უფრო ძვირი, ვიდრე ამსტერდამში და ჩიკაგოში, ეს ვისი დამსახურებაა? მიშასი და ნაცმოძრაობის! რადგან მათ ჯერ შექმნეს ეს სამთავიანი გველეშაპი-კარტელი და მერე თან ათეულ მილიონობით საარჩევნო ხარკი დაუწესეს, რომელსაც ეს კომპანიები რითი ამოიღებენ? - სწორედ მაღალი ფასით... გარდა ამისა, საავადმყოფოებიც ამ მონსტრებს აჩუქეს, რომ მათ არა მარტო მაღალი ფასებით გვწოვონ სისხლი, არამედ თავიანთი დამპალი და უვარგისი წამლები ძალისძალადაც შემოგვასაღონ! ხელისუფლება ტაშს უკრავს - თავად ხომ არ მკურნალობენ აქ! ქალაქის მერი ვენაში ამშობიარებს ცოლს და საბერძნეთში იკეთებს მენისკის ოპერაციას! სულ ფეხებზე არ ჰკიდია, აქაურ ჯანდაცვაში რა ხდება?.. რა უნდა ქნას ჩემმა ნაცნობმა? ან დედა უნდა გაიმეტოს, ან სახლი გაყიდოს, ან ამ დამპალი რეჟიმის სამსახურში ჩადგეს და პატიოსნებაზე და ადამიანობაზე უარი თქვას... იქცეს სწორედ ისეთ მანქურთად, ვისაც ებრძვის მუხლჩაუხრელად... მეორე ჩემს ნაცნობს 4000 ლარის ვალის გამო მალე სახლს გაუყიდიან... მაღაზია ჰქონდა მის ცოლს, ერთ დღეს საგადასახადო მიადგა და აბსოლუტურად უმიზეზოდ მაღაზია დაულუქა. მხოლოდ მაშინ ახსნეს ლუქი, როცა ამ ქალმა ”ბრალეულობა” აღიარა და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ამის შემდეგ წელში ვეღარ გაიმართნენ და სახლი დააგირავეს. ბიზნესი მაინც ვერ გადაარჩინეს. ახლა მალე შეიძლება უბინაოდაც დარჩნენ. მესამე ნაცნობი კაცი ოჯახიანად დღე-დღე დეპორტს ელოდება საბერძნეთიდან. არადა, ამ რეადმისიის ხელშეკრულების დადებამდე იქ გაჰქონდა თავი და მშობლებსაც უგზავნიდა ყოველთვიურად 200-300 ევროს. რომ ჩამოვლენ, მშობლებს უნდა შეეხიზნონ პატარა ბინაში, რადგან წასვლისას თავისი ბინა გაყიდეს, რომ ვიზა მიეღოთ და სალონიკში ბინა ექირავებინათ. თუ სადმე რამეს იყიდი, მიშას და ნაცმოძრაობას აძლიერებ! ბენზინს რომ ისხამ - მიშასია... ვითომ მარტო ”ვისოლი”? ”სოკარშიც” აქვს მიშას ძმას სერიოზული წილი და თან ყველა კომპანიას რომ ფანტასტიურად მაღალი ფასი აქვს დაწესებული ბენზინზე (ბექა კემულარიას მიერ ჩატარებული ანგარიშით - საშუალოდ 40 თეთრით მეტი, ვიდრე უნდა ღირდეს 1 ლ ბენზინი). ეს განსხვავება სწორედ ნაცმოძრაობის ურჩხულის გამოსაკვებადაა... ადრე წყალთან ჯდებოდა ურჩხული, ახლა - ბენზინის შლანგთან... რაც მეტს ჩავასხამთ ბენზინს, მით მეტად გავაძლიერებთ დრაკონს და მით უფრო მეტ ზონდერს, პოლიციელს, გესტაპოელს და მანდატურს დაიქირავებს რეჟიმი, მეტ რეზინის ტყვიას და ცრემლსადენ გაზს იყიდის ჩვენს დასამორჩილებლად. დენიც მიშასი და ნაცმოძრაობისაა. თუ საზღვარგარეთ ჩვენი ელექტროენერგია 2 ცენტად (დაახლოებით 3.5 თეთრად) იყიდება, ხოლო ჩვენთვის - 17, 5 თეთრად, როგორ ფიქრობთ, ვის აპეტიტს ხმარდება ეს კოლოსალური (500%-იანი) განსხვავება? განადგურებულმა და მომსპარმა სოფლის მეურნეობამ ქვეყანა ნებისმიერი იმ საკვები პროდუქტის იმპორტიორად აქცია, რომელსაც სულ რაღაც 5-8 წლის წინ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმარისს აწარმოებდა. თან ეს პროდუქტი ხშირად მოწამლული და გენმოდიფიცირებულია (იხ. სტუდია ”მონიტორის” ფილმები და თქვენი მონა-მორჩილის სტატია ”გენოციდი ბედნიერების სახელით”). გარემო რომ დაბინძურებულია და მოწამლული, ამაზე სდუმან და გვიმალავენ. საკვები პროდუქტიც მიშასია და ნაცმოძრაობის. ნანა ლეჟავას ფილმმა მშვენივრად დაგვანახა, ვინ დგას სახელდახელოდ მთელ ქალაქში მისივე განკარგულების საწინააღმდეგოდ ჩაბუტკებული ”ნუგეშის” უკან... პიარშჩიკი - მერი უგულავა, მფლობელი - დეპუტატი გეგენავა და მისი ამფსონები... ეს ახლადმოვლენილი ”ნუგეშმაისტერები” დღეს ყველა მაღაზიას უძვირებენ მონოპოლიზირებული კვების პროდუქტების შესაყიდ ფასებს, რათა ჩვენ სხვაგან კი არა, სწორედ ”ნუგეშში” ვიყიდოთ ყველაფერი, 2-5 თეთრით იაფად. სამაგიეროდ, როცა ყველა მცირე ზომის სასურსათო მაღაზიას და ბაზრობებსაც დაძირავენ, და კიდევ მრავალ ათას ოჯახურ ბიზნესს დაანგრევენ, ”ნუგეშის” მილიონერი მეპატრონეები უკვე უკონკურენტო ბაზრის სრულ ბატონ-პატრონებად იქცევიან და მილიარდერები გახდებიან, ხოლო ამ თანხების დიდ ნაწილს ნაცმოძრაობის აფთრებს ჩაახეთქებენ მათი ამოუყორავი მუცლების ამოსაყორად... ნაცმოძრაობის და პირადად გიგი უგულავასია ”სითი-პარკი”. საკმარისია, სადმე 10 წუთით გააჩეროთ მანქანა და მისი მოტაცება ისე ოპერატიულად ხდება, რომ ვფიქრობ, ”სითი-პარკი” რომ მოსკოვში გადაესროლათ, მათი მოტაცებული პუტინ-მედვედევი უკვე ორთაჭალაში იჯდებოდნენ! 70 ლარის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ხვდები, რომ კიდევ უფრო გაამყარე რეჟიმი... სამართალი არ არსებობს აქაც. სადაც თქვენს მანქანას წაიყვანენ,იქ ნაცმოძრაობის წევრებს ჯარიმის გარეშე ერთი ზარით დაუბრუნებენ, თავად გამიგია ერთი მოტრაბახე ”გაბრწყინებულისაგან”... მიშა და ნაცმოძრაობა ყველა გზას გვიჭრიან... წყალზე და დასუფთავებაზე ხომ გაზარდეს გადასახადი, მალე გაზზეც გაზრდიან. ბენზინი უეჭველად გაძვირდება... არაა გამორიცხული, ისევ შემოიღონ ერთხელ ნაცადი ისტორიული უბნების გადასახადი და ბოლოს - ჰაერზეც დაგვიწესებენ მოსაკრებელს... არ გეხუმრებით... რაც მეტად გაუჭირდებათ, ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ტრეფიკინგის ჩათვლით... გჯერათ, რომ მერაბიშვილი მართლაც 2700 ლარზე ცხოვრობს? მაშ ვინ აკონტროლებს ნარკობიზნესს, ტონობით ნარკოტიკის ტრანზიტს, რომელსაც საქართველოში ვერასდროს იჭერენ (137 გ ყოფილა თურმე მათი ”პროფესიონალიზმის” მწვერვალი), ხოლო უკრაინაში და თურქეთში საქართველოდან გასულს - ცენტნერობით! არ გაგიგიათ, რამდენ ასეულ ადამიანს სპეციალურად იჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საპროცესო გარიგებთ აახიონ ათასები და ასეთი ”ნოვატორული” ხერხით აავსონ ქვეყნის დაცარიელებული ხაზინა, რომელიც მერე ისევ ამ ბობოლების თვალუწვდენელ ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება!.. მინისტრები, რომელთა ხელფასი და რეგულარული პრემია თურმე ასობით პენსიონერის შემოსავალს აჭარბებს! - აი, სააკაშვილის რეჟიმის გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა... რეჟიმს მოსახლეობისათვის და ბიზნესისათვის შეწერილი და წართმეული ფულით კი (გარდა თავისი ჰედონისტური მადისა) მხოლოდ ერთი ძირითადი საპატივცემულო ორგანოს დაპურება სურს - პოლიციის! და ყველა იმ ადამიანს, პენსიონერს, გაჭირვებულს, ინვალიდს და ლტოლვილს, რომელსაც იმდენი ფული არ გააჩნია, რომ მისი გატყავებით სულ ცოტა ერთი პოლიციელის/კუდელის/სოდელის/ზონდერის გაბედნიერება იქნეს შესაძლებელი, ნაცმოძრაობა მუქთამჭამელად განიხილავს და ყველანაირად ცდილობს, რომ ამ ქვეყნიდან გაისტუმროს - ან გარეთ, ან - მიწაში... სამაგიეროდ - მიწა ფულიანი ბურებისთვის უნდათ, რომლებიც მათ ხმასაც მისცემენ და მანქურთების გამოსაკვებ ფულსაც... ქართველი ერი დღეს გაბრიელის დღეშია, ცნობილ კინოფილმ ”ლონდრეში” უილაჯობისაგან ყულფში თავის გაყოფა რომ გადაუწყვეტია და გაქსუებული წურბელები რომ აქეზებენ, - მიდი, რაღას უცდი? თუ ქურდობა, კაცის კვლა და მრუშობა არ შეგიძლია, შენი ადგილი სწორედაც რომ ზეცაშიაო!.. საყვარელი გოგო კი ეხვეწება, - არ დაუჯერო! გატყუებენ, გაბრიელ, გატყუებენო... გაბრიელს სხვა აღვიძებს სწორედ იმ მომენტში, როცა სკამს ფეხი უნდა გაჰკრას... არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად არაქრისტიანულია და მძიმე ცოდვაა თვითმკვლელობა... არ ვარ მე ისეთი ქრისტიანი, სხვას ნატაციები ვუკითხო... მეტსაც ვიტყვი, გინდათ მკრეხელობად ჩამომართვით, და გინდათ, სასოწარკვეთად (მოდერნული საზოგადოების მკვლევარი ფილოსოფოსი გიგა ზედანია არის მაგის დიდოსტატი - მთავრობის არამოტრფიალეებში სასოწარკვეთის შემჩნევისა) - დღეს მიტევების დღეა და უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე, მაგრამ აქა-იქ ვნახე ჩემი მეგობრების ქრისტიანული თხოვნა - მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთო! ვინც ნაციონალური მოძრაობის ღია თუ ფარულ სამსახურში დგას და ქართველი ხალხის სისხლი წოვით აუწყვია ”ლაივში” გრიალი, არავის არაფერს არ გთხოვთ და არც ვინანიებ, თუ ვინმეს რამეს ნერვებს გიშლით! მიტევების თხოვნას კი არა, დახმარების ხელის გამოწვდენასაც არ ვიფიქრებ თქვენდამი, სანამ ისე დაბეჩავებულებს არ გნახავთ,როგორც თქვენ ხალხი დააბეჩავეთ! არ ხართ თქვენ ის სუბიექტები, ვისაც ჩვენ პატიება უნდა გთხოვოთ! ძალიანაც - პირიქით!.. და არც თავის მოკვლას ვაპირებ... არ ვაპირებ იქამდე მოცდას, რომ ჩემიანები და ჩემნაირები შიმშილით და უსახლკაროდ იღუპებოდნენ. ბრძოლას ვაპირებ - ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. იმისთვის, რომ სადაც მე მიცხოვრია, და ჩემს წინაპრებს, ის ქვეყანა, ქალაქები და სოფლები თქვენისთანა მედროვე ქვეყნისგამყიდველებმა მართლა ბურისტანად არ აქციონ... რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ ჰქონდეთ გასაქცევი თქვენებრ უსინდისო მძარცველების და მათი გამოკვებილი მანქურთების გამოისობით... ძალიან მშვიდობიანი ადამიანი ვარ და 2010 წ. მაისში ძალიან ვეხვეწე ყველას - არ გვინდა არაფერი, არჩევნების მეტი მეთქი... ბევრი დამცინოდა მერე ჩემი გულუბრყვილობის გამო... თქვენ ხომ არჩევნებზე ლაპარაკი მხოლოდ დროის მოსაგებად და ხალხის გასაბითურებლად გინდათ... ასე რომ ჩემი და ჩემისთანების ”გარადიკალება” თქვენი დამსახურებაა... აგერ მოვა 9-10 მარტიც და ვიცი, რასაც იზამთ, პალიკოების ჯილაგო... გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ საარჩევნო გარემოზე ან ნებისმიერ თემაზე თქვენთან მოლაპარაკება წყლის ნაყვაა... გაგეცინებათ ალბათ, ბრძოლას რომ ვიქადნები, ჩემი ანონიმური ავატარის პატრონი... კი ბატონო, იცინეთ... იცინეთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ... ნურც იმას დაიჯერებთ, რომ ჩემსავით ბევრი გრძნობს და არ ვიქნები მარტო... მარტო, იქნებ, თქვენ დარჩეთ მუბარაქივით... ისე, ჩალაგებული თუ არ გაქვთ ნაძარცვი, არ იქნება ცუდი აზრი... მუბარაქის შვილმა 97 ჩემოდანი კი ჩაატენა თვითმფრინავში, მაგრამ იმდენი დარჩენია კიდევ, თურმე, საცოდავს!.. ”არ მარადის ეშვათ - მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!..”
-
Saturn ბინძური საცვლები
-
mtidan მეც ეს მინდა რაც შეიძლება მალე ჩაიძიროს. asds ტაშიი!!!
-
რა იყო არჩილ ამ დილაადრიანად,ხაშია? ისე უსუფამ მართლა ჩახადა მაჭავარიანს.ასევე ვინც თინას ბოლო რამდენიმე თვის ქმედებებს უყურებს,ძალიან შემართულია.ასე გააგრძელონ.
-
lasha1997 ამ აეროპორტზე ადრე თქვა რომ თბილისის,ერევნის და ბაქოს აეროპორტებზე ერთად აღებულზე უფრო მეტ თვითმფრინავებს მიიღებსო.
-
ქართველი არქეოლოგები ქუვეითში გათხრებს დაიწყებენ
ძუკუ replied to Grig's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოში ბევრი კარგი არქეოლოგი იქნება დარჩენილი და უმუშევრებია უმრავლესობა.ქუვეითში თუ ვინმე გადაუხდის კარგია. -
Marta1 სანამ არჩევნებს არ მოიგებ ეს ხელისუფლება სასამართლოს დამთმობი არაა და ეს მრავალჯერ იყო თითქმის ყველას მიერ მოთხოვნილი და შესაბამისად ხელისუფლების მიერ უგულველყოფილი. Marta1 მე იურისტი არ ვარ,მაგრამ იურისტებთან ვმუშაობ და მითხრეს რომ სამართლებრივად პრემიის გაცემა არანაირად არ იზღუდება,თუნდაც ხელფასზე მეტის რასაც ჩვენი მინისტრები,მათი მოადგილეები და გუბენატორები ყოველთვიურად აკეთებენ.