-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
თქვენი ჩატარებული ალღუმის .......................
ძუკუ replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
verusi ერთი რამე ვერ გავიგე,იმ საწყალმა გარდაცვლილმა როგორ მოახერხა რომ მიმავალი კოლონის მეხუთე თუ მეექვსე მანქანას ჩაუვარდა.პირველს,ჰა ჰა მეორეს შეიძლება ვერ გაექცე,მაგრამ მეხუთეს? -
თქვენი ჩატარებული ალღუმის .......................
ძუკუ replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo მე თითქმის 100%-ით ვიცი რომ სუხიშვილებმა თქვეს უარი,უფრო ზუსტად ბიჭებმა.შემდეგ ეს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გააფორმეს,გასაგებია რატომ. სხვათა შორის რაც ძალიან გამიხარდა რეზო გაბრიაძე არ მივიდა ორდენის მისაღებად. -
თქვენი ჩატარებული ალღუმის .......................
ძუკუ replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Anima Libera ეგ არ ვიცი.პირველ არხზე ვუყურებდი ტრანსლაციას და სამხედრო ნაწილი რომ დამთავრდა დიქტორმა თქვა რომ ეხლა სუხიშვილები იცეკვებენო,ერთი წუთის შემდეგ პროსპექტს მომზადება სჭირდებაო.მერე აღლუმის კადრები თავიდან დაატრიალეს და მერე გვითხრეს სუხიშვილები აღარ გამოვლენო.წადი და გაიგე. -
თქვენი ჩატარებული ალღუმის .......................
ძუკუ replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სუხიშვილებმა არ იცეკვეს! -
მე დილით ძალიან ადრე ვდგები და ამიტომ წავედი ლოგინისკენ.ღმერთმა მშვიდობიანი ღამე მოგვიტანოს.
-
Siknadmo ღმერთმა გისმინოს. ალბათ ასე იქნება.
-
verusi თუ ამით დამთავრდება,კიდე ხო.მაგრამ რაღაც ცუდის მოლოდინი მაქვს.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
-
verusi ძალიან არ მიყვარს თემების გახსნა,მაგრამ კონკრეტულად დღევანდელ ღამეზე ვერ ვნახე,თუ მიმითითებთ კარგი იქნება და მოდერებმა გაერთიანონ .
-
ესენი ხვალინდელ აღლუმის ჩატარებას არ დათმობენ,თანაც იურიდიული გამართლება ექნებათ,რადგან ხელისუფლება ამბობს რომ თანხმობა 26 მაისამდე მისცეს,ხოლო ბურჯანაძის მხარე საწინააღმდეგოს ვერ ასაბუთებს.თუ ქაღალდი აქვთ უნდა ეჩვენებინათ და არა ზოგადი ფრაზები კონსტიტუციურ უფლებებზე.
-
რატომღაც ამაზე არავინ არ ვლაპარაკობთ.მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ღამით აქციას დაშლიან.ძალიან არ მინდა ამას რამე სერიოზული შედეგი მოყვეს,ანუ იმედია მსუბუქი ცემა-ტყეპით დამთავრდება.ღმერთმა ნუ ქნას რაიმე მძიმე შედეგი დადგეს.
-
verusi ეხლა დეტალებში არ ვიცი,მაგრამ არა მგონია ალასანია მანდ ლიდერი იყოს და საერთოდ მე მგონი არავინაა ლიდერი რვიანის ფორმატში, რადგან თავისთავად ეს ფორმატი არ ითვალისწინებს ლიდერის არსებობას.ეს ხომ არა საარჩევნო გაერთიანება.
-
Grig ეგ აქტივობას ეხება მალხაზ ბატონო,თორემ ისე რა მოგახსენოთ.
-
Siknadmo აგერ ჩვენ ვფილოსოფოსობთ და ხალხი რა აზრი აქვს. IRI-ის კვლევებით, "ოპოზოციურ რვიანზე" გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ს სმენია 14:44 25-05-2011 ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ(IRI) ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციურ "რვიანზე" გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ს სმენია. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ საქართველოში პროცესები სწორი მიმართულებით, 31% კი ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. აუდიტორიის 40% აქვს დაბალი პოლიტიკური ინტერესი, 31%-ს _ საშუალო, 24%-ს კი მაღალი. გამოკითხულთა 85%-სთვის პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია. კითხვაზე, თუ რომელმა პოლიტიკურმა პარტიებმა იაქტიურეს თქვენს რეგიონში ბოლო პერიოდში, "ნაციონალურმა მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი 32%-მა დაასახელა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და გიორგი თარგამაძე _ 11%-მა, "ლეიბორისტები" და შალვა ნათელაშვილი _ 3%-მა, "რესპუბლიკელები" და დავით უსუფაშვილი _ 2%-მა, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე _ 0.7%-მა, ირაკლი ალასანია _ 0.4%-მა, დავით გამყრელიძე _ 0.5%-მა, ნინო ბურჯანაძე _ 0.5%-მა. სულ გამოკითხვაში 1500 მოქალაქე მონაწილეობდა, კვლევა 26 აპრილიდან 4 მაისამდე ჩატარდა. 7% მაგარია.სულ ფეხებზე კიდია ამ ხალხს არჩევნებიც და საერთოდ ყველაფერი.
-
mtidan არის თქვენს ნათქვამში ლოგიკა,თუმცა მე პირადად არ მგონია უახლოეს რამდენიმე წელში საქართველოში მაშტაბური სოციალური გამოსვლები მოხდეს.კიდევაც რომ მოხდეს ესენი ფეხებზე დაიკიდებან. Siknadmo როგორც უმრავლეს შემთხვევაში გეთანხმებით.ეს ნახეთ თუ შეიძლება. http://republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=2718
-
მოდით თემას დავუბრუნდეთ და ეს სტატია განვიხილოთ.ამ მოვლენების შეფასებაა დათო ბერძენიშვილის მიერ. სიახლე: "სწრაფი ცვლილებების მოლოდინი დამთავრდა - არჩევნები იქნება აუცილებლად" თარიღი: May 25, 2011 - 01:58 AM ამბობს დავით ბერძენიშვილი და კომენტარს აკეთებს მიმდინარე აქციების თაობაზე: "ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის დღეს არაპოპულარულია რევოლუცია (სხვადასხვა მოტივებით). ამასთანავე, "მიშა წავიდეს - ნინო (ირაკლი, ეროსი.. ანუ, არასათანადო პირები) მოვიდეს" მიუღებელია თვით ულტრარადიკალური განწყობების მქონე (სხვა ტერმინით - სწრაფი ცვლილებები) ადამიანებისთვის. "რევოლუცია" ჩაფლავდა. სამხედრო შემადგენლის (ქართული თუ რუსული, სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) გარეშე სააკაშვილის ამ დღეებში გაგდების შანსი არ არსებობს. სამხედრო შემადგენელი კი არ არის - კიდევ კარგი, რომ არ არის. ბურჯანაძის მხრიდან რუსული თუ ქართული სამხედრო კომპონენტის ჩართვის შესაძლებლობის მიმართ მკვეთრად ნეგატიური პოზიციის გამოხატვა დღეს და ლამის ხელის გაშვერა ოქრუაშვილისკენ, პერსონალური საფრთხის განცდად აღვიქვი. ბურჯანაძის და, მით უმეტეს, ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის კიდევ უფრო დასუსტება ქართული პოლიტიკის პერიფერიაზე არ იყო ხელისუფლების მთავარი ამოცანა; ეს, მაღალი ალბათობით, მოსალოდნელი იყო. ხელისუფლება კვლავ "რვიანთან" დარჩა პირისპირ, თან ოპოზიციური პერიფერიისგან ამჟამად გათავისუფლებულ "რვიანთან". ოპოზიციური მსუბუქი ნიჰილიზმი ახლავს ამ შედეგს, მაგრამ ეს არაა ძალიან საშიში და ვერ გადაიქცევა მასშტაბურ მოვლენად. ეს არაა 2007-2008 თუ 2009 წლების ანალოგიური ვითარება, რადგან მაშინ მთელი ოპოზიცია იყო მხარე, დღეს - მისი ერთი ნაწილი მხოლოდ. ბურჯანაძეზეა დამოკიდებული, პოლიტიკური აუტსაიდერის მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს თუ ვერა. სწრაფი ცვლილებების მოლოდინი დამთავრდა; ქვეყნისთვის ჯობდა, არც შექმნილიყო ამ მოლოდინის იმიტაცია. არჩევნები იქნება აუცილებლად. "მიშა, წადი" - რეალისტურობის ალბათობა კი, უსასრულოდ მცირეა. ასატან არჩევნებს უნდა მოპოვება. "რვიანს" და მთელს ქართულ დემოკრატიულ რესურსს აქვთ შანსი - ან არჩევნებით გაუშვას სააკაშვილის ხელისუფლება, ან არჩევნების მოპარვა არ შეარჩინოს დასავლეთის თვალშიც გაკოტრებულ პოლიტიკურ მოძალადეებს. "რვიანის" ცალკეული პარტიებისაგან უკვე ისმის მოლაპარაკებებისკენ მოწოდება. გუშინ დათო უსუფაშვილი ზოგ საკითხზე მინიშნებით შემოიფარგლა. ბუნებრივია, ინტენსიურად მუშაობდა ამ დღეებში "რვიანი" ხედვების და პოზიციების შესაჯერებლად. გეტყვით, რომ არ ყოფილა რაიმე საფრთხე რომელიმე პარტიის აქეთ თუ იქეთ გაწევისა. მოკლედ, მესამე, ყველაზე "მიმზიდველი კურდღელი" ხელისუფლებამ ვერ მიიტყუა დასაჭერ მანძილზე ("კუდღლის" სხვა ინტერპრეტაციები არ გვინდა). გეთანხმებით, რომ "რვიანს" დაბევებული არ ჰყავს ოპოზიციური ამომრჩეველი. ამ ამომრჩევლისთვის ჩვენი გზა რეალისტურად, წარმატების დიდი შანსის მქონედ უნდა წარმოვაჩინოთ, არჩევნებზე მაღალი აქტიურობის წინაპირობა უნდა შევქმნათ. ხელისუფლებამ ვერ მოიგო. საარჩევნო-პოლიტიკური სივრცე ერთადერთი სივრცეა და მასში ჩართვის კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც პოლიტიკა უნდა. ვისაც ესმის, რომ "ბელადების" ცვლა არაა არც კვალიფიციური და არც შედეგიანი. ნიშნის მოგებით საუბარს არ ვაპირებ, ნურც წარუმატებელი პროექტის დამარცხებული ავტორები დაიწყებენ მტრის ხატის შექმნას. არ გამიკვირდება, ოქრუაშვილს თბილისში ჩამოსვლა არ შეეძლო, ციხისთვის არ იმეტებს იგი თავს. თეორიულად, მისი შემოსვლა შეიძლებოდა მხოლოდ სამხედრო ძალის თანხლებით. ასეთ ქართულ თუ რუსულ შემადგენელს ვერ ვხედავთ. ამიტომაც, არც ვვარაუდობდი, რომ იგი ოკუპაციის იარაღი ან ვანოს პარტნიორი იქნებოდა მიშას წინააღმდეგ. არანაირი ნიშნები პუტინის თუ ვანოს ასეთი ზრახვებისა არ შეიმჩნევა. "200 000 ქართველი შუაში ჩაიყენებს ოქრუაშვილს და არავის დააჭერინებს" - არასერიოზული დაშვებაა გაკოტრებული აქციების ფონზე. ასე არაადექვატურია ოქრუაშვილი ამჟამად? თუ იცრუა წარუმატებელი საკუთარი პოლიტიკური პროექტისაგან - "ქართული პარტიისაგან" - გათავისუფლების მიზნით? რესპუბლიკელებს (ზოგიც "ფორუმს" ან "რვიანს მთლიანად") თუ დაგვაბრალებენ აქციების წარუმატებლობას - არ გამიკვირდება; მიჩვეული ვართ. ვიღაცას ეს გულს მოფხანს, ვითარებას კი ვერ შეცვლის - საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესს უკვე ფსევდოკონკურენტიც აღარ ჰყავს "მიშა წადის" ფსევდოპოლიტიკის სახით". http://republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=2718
-
lasha_alo მაკვირვებთ შენ და დეპრესა ლაშა.აქამდე ალასანიას უჭერდით მხარს და შესაბამისად არარევოლუციონერულ კურს.რა შეიცვალა?ასლანიჩა რვიანის ფორმატში წესიერად იქცევა და საერთო კურსიდან ჯერჯერობით არ გადაუხვევია.მითუმეტეს რვიანი არანაირად არაა საარჩევნო გაერთიანება და არავის არ აქვს ამაზე პრეტენზია. რა ვქნა ვერანაირად ვერ დავუჭერ მხარს ნაცმოძრაობის განაყოფებს ბურჯანაძეს,ოქროს,ეროსას და მისთანებს.მითუმეტეს მათ მშვენივრად იციან რომ თუ არა რბილად რომ ვთქვათ არეული სიტუაცია,რამე სერიოზული ხმების მიღების იღების შანსი არ აქვთ და ამ დროს ხელისუფლება ძალიან უნდათ.ეს კითხვა რომ არ დაგებადოს წინასწარ ვიტვი რომ არც რესპებს არ აქვთ ასევე შანსები,ჩვენი "პატალოკი" 5%-ია,ისიც თუ გაგვიმართლა.მაგრამ ჩვენი მიზნების მისაღწევად ჩვენ ქვეყნის მომავალს საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ.მაგას ჯობია ისევ გარეთ დავრჩეთ.
-
newstudio ხოდა შამანიდის სტატიაში ჩემს მიერ მწვანედ გამოყოფილი ნახე,ნუ დაგეზარება.
-
newstudio ვერ გავიგე არჩილ ამას სერიოზულად ამბობ თუ ხუმრობ.თუ სერიოზულად გირჩევ გურამ შამანიდის წერილი წაიკითხო რომელიც ადრე დავდე. http://planeta.ge/index.php?showtopic=53980&st=0
-
verusi არიან.ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
-
Siknadmo რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატის რადიკალურმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა ხალხში საარჩევნო ნიჰილიზმის დასათესად.თუმცა გამოკითხვა რომ ჩაატარო ხალხის უმრავლესობა არჩევნებს დაუჭერს მხარს,მაგრამ ისი ნაწილი საკმაოდ პასიურია.
-
Saturn სამწუხაროდ ცხინვალში ეგრე არ ხდებოდა.ვისაც არ ეზარებოდა ყველა ბრძანებას იძლეოდა,კეზერა,უგულავა და გოკაც კი. გენშტაბის უფროსი კი რომ ყოფილი სპეცნაზელი გვყავდა ამაზე არაფერს არ ვამბობ.
-
Saturn დაბლოკვა ანუ რეგისტრაციაში არ გატარება,ზუსტადაც რომ შეუძლია.ამის გასაჩივრება სასამართლოში შესაძლებელია. Siknadmo გეთანხმებით და წინ დიდი ბრძოლა გველის.ერთდერთი იმედი დასავლეთის მხარდაჭერაა,რაც არსებობს და მისი ინტესიფიკაციაა საჭირო.
-
Saturn ამის უფლება ყოველთვის ქონდა ცესკოს,მაგრამბოლო დროს თავისთვის შარი მოიშორეს და ამისთვის მათ სასამართლოს უნდა მიმართონ.შესაბამისად ისევ დამოუკიდებელ სასამართლოზე დავდივართ.
-
აგერ ნახეთ რა განაცხადა ოქრომ: ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: "ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით, რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ, მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ქვია, ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!",-ნათქვმია ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვაში.
-
Anima Libera ანუ რა პარტიებია? თუ გნებავთ ჩამოგითვლით: 1.ქრისტიან-დემოკრატები 2.თავისუფალი დემოკრატები ანუ ალასანია 3.რესპები 4.ახლები 5.ფორუმი 6.კონსერვატორები ანუ ძიძიგური 7.ხალხის პარტია ანუ კობა 8.საქართველიოს გზა ანუ სალომეს პარტია.