-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
Lo Janko სხვათა შორის ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ე.ი. გერმანელებმა რომ ჩეხოსლოვაკიას სუდეტები წაართვეს, მაშინ პოლონეთსაც შეხვდა რაღაც ტერიტორიები? როგორც პუტინმა თქვა პოლონელებმაც შეიყვანეს ჯარი 1934 წლის პოლონეთ-გერმანიის ხელშეკრულების საფუძველზეო. ძალიან საინტერესოა, ვინმემ რამე იცით ამაზე?
-
საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის აგარაკის რეალიზაციის
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ბურჯანაძე 300 000-ს იხდიდა(რა გაანგარიშებით არ ვიცი).პრინციპში ამ თანხაზედაც შეეძლოთ იგივეს თქმა. -
საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის აგარაკის რეალიზაციის
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ეგ კარგი გამახსენეთ, ნეტავი რამდენი გადაიხადეს მაშინ მოსამართლეებმა ამ აგარაკებში იმავე კანონით? -
საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის აგარაკის რეალიზაციის
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 სწორი ბრძანებაა, ნუ დავიწყებთ მკითხაობას, დაველოდოთ. მანდ ერთი მომენტია, კანონის თანახმად მიუხედავათ იმისა, რომ ეს აგარაკი ერთ ლარად იყო შეფასებული ჩუქებისას ბურჯანაძეს უნდა გადაეხადა მისი საბაზრო ღირებულების 18%. მხოლოდ რამდენია ეს საბაზრო ღირებულება, ესაა სადავო. -
Jonathan Livingston მე ამას ვემხრობი.
-
საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის აგარაკის რეალიზაციის
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer lasha1997 ტალიავინის დასკვნას თუ გულისხმობ ბატონო lasha1997, მაშინ იქ არაფერი ახალი არ იქნება. რუსებს ბევრი მოხვდებათ, მაგრამ არც ჩვენ დაგვაკლებენ. რამაზ ბატონო, ომი მიშას არ დაუწყია, მაგრამ ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები ნამდვილად მან დაიწყო და ამით რუსებს "კაზუს ბელი" მისცა. -
ფოთის აეროპორტი, ყველაზე დიდი კავკასიაში
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ziraqa ამ მთავრობას და მიშას ჯერ სისულელე არ უთქვიათ? გუშინვე განაცხადა მიშიკომ, რომ მალე ანაკლია და განმუხური მონაკოს და იბიცას აჯობებსო, რა ესეც უნდა დავიჯეროთ, თუ თემა უნდა შევისწავლოთ. -
ფოთის აეროპორტი, ყველაზე დიდი კავკასიაში
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ziraqa უკაცრავად ბატონო ჩემო რა იდეა მოგწონთ, ნიუ-ვასიუკის? რამ უნდა იმუშავოს,ერთად აღებულ თბილისის, ერევნის და ბაქოს აეროპორტებზე მეტად? ფოთის? ამხელა აეროპორტს აშენებას რამდენი დასჭირდება თუ წარმოგიდგენიათ? მერე თუ არ იმუშავებს, გაიღებთ მოწყალებას და არ მოგეწონებათ? თქვენ რა დაგვცინით? -
Nukriko რა თქმა უნდა ეხლა ქონების მიხედვით განსხვავება გაცილებით მეტია. რაც შეეხება თანასწორობას, მაშინ უარესი იყო სხვადასხვა მოხმარების საგნებისადმი მიწვდომის მიხედვით.ლიმონათი რომ ლიმონათი იყო, ისიც მთავრობისთვის სხვანაირს ასხამდნენ და უბრალო მოკვდავთათვის სხვას.იყო სხვადასხვა დონის დახურული მაღაზიები, როგორც საპროდუქტო, ასევე ტანსაცმლის და ა.შ. ჩეხური ლუდი და საზღვარგარეთ წასვლა ასევე რჩეულთათვის. მანქანა თავის ფასში ასევე ერთეულებისთვის. ინფორმაციის მიღება ძალიან ძნელი... ჩემთვის პირადად ს.ს.რ.კ. აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამიტომ, ამას კი ასევე ეროვნული მოტივები ემატებოდა. ეს 80-იანებაზე ადრე იყო.
-
Nukriko არა ჩემო კარგო, ნამდვილად მასე არ იყო. მე სწორედ მაგ თაობის ვარ, კეთილდრეობისგან ნამდვილად შორს ვიყავი. როგორც მეცნიერ-თანამშრომელს 200 მანეთი მქონდა ხელფასი და ოჯახის პატრონს საკმაოდ მიჭირდა. მაშინ უმრავლესობას უნდა მოგეპარა და მაშინ ნორმალურად იქნებოდი.თუმცა იყო რაღაც გარკვეული პროფესიები, რომლებსაც შედარებით ნორმალური ანაზღაურება ქონდათ, მაგალითად აკადენიკოსები, სახალხო არტისტები, სახელისუფლებო მხატვრები და ა.შ. რაც შეეხება თავისუფლებას და თუნდაც ინფორმაციის მოპოვებას, ამაზე საუბარიც არ ღირს.
-
ფოთის აეროპორტი, ყველაზე დიდი კავკასიაში
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ნამდვილად ლაშა ბატონო ეს აეროპორტიო უფრო მეტ ტვირთს მიიღებს ვიდრე თბილისი, ბაქო და ერევანი ერთად აღებულიო ??? ეს 24 საათში დაბეჭდეს, მაგრამ ამის ეტყობა შერცხვათ: განმუხურში და მის გაყოლებაზე ისეთი რამეები აშენდებაო, მიმიქარავს მონტე-კარლო და იბიცაო... -
newstudio მე თავიდანვე არ მჯეროდა მიტინგებით მიშას გაშვება, ამას მეზობელ ფორუმზე ვწერდი( მაშინ იქ ვიყავი). მოდით გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ რომ ამის რეალური გეგმა არც არავის არ ქონდა და არც ეხლა აქვს. ნაცები პრინციპით: ”პოსლე ნას ხოწ პოტოპ მოქმედებენ” და შესაბამისად ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელი არიან. ერთადერთი დასავლეთი (ამერიკა) თუ მიიღებს პრინციპულ გადაწყვეტილებას მიშას მოშორებისთვის, მაშინ შიგა ძალების სრული მობილიზებით შესაძლებელია, ისიც 100%-იანი გარანტია წარმატებისა არ არსებობს.
-
Saturn ამაში კი გეთანხმებით ბატონო Saturn
-
Nukriko თუ გახსოვთ პატრიარქის რუსეთში ვიზიტის შემდეგ რუსებმა "დიდსულოვნება" გამოიჩინეს და პერევიდან ჯარი გაიყვანეს. რით დამთავრდა ეს ყველას გვახსოვს. დანარჩენი უკვე შეფასების მომენტია.ვინ როგორ დაინახავს ამ მომენტს. რა თქმა უნდა არა. ამის კარგი მაგალითი იყო "დიდი ათეულის" შემთხვევა.
-
Nukriko სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტიურად პატრიარქის პოსტის გაუქმებისკენ, ან დაკნინებისკენ იყო მიმართული. მაგრამ ეს ილიას დროს არ მოხდებოდა. ალბათ, საპატრიარქოს შიგა საქმეებში ჩარევის უფლება ჩვენ არ გვაქვს.
-
Nukriko მე პოპულისტურ განცხადებებს ეკლესიებს გვინგრევენ არ ვგულისხმობ.ამას რა თქმა უნდა ღიად არ აკეთებენ. მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტში ლევან რამიშვილი სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდა საპატრიარქოს დასუსტებაზე. ნაციონალური ტელევიზიები კი შემთხვევას არ უშვებენ, რათა ამა თუ იმ ეკლესიასთან დაკავშირებული პირების საქციელის გამო, მთელ ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ეს ასევე არ გამორიცხავს ეკლესიში ბნელი ძალების არსებობას.
-
მე ყოველთვის ვამბობ: ნაციონალები ყველაფერს აკონტროლებენ, ნარდის ფედერაციიდან დაწყებული, პრეზიდენტობამდე დამთავრებული. ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ ეკლესიაა და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას. თორემ ისე მაგათ არც მართმადიდებლობა აინტერესებთ და არც არავითარი კონფესია. ყველაფერი ცალ ფეხზე კიდიათ, მთავარია კონკურენტები არ ყავდეთ გავლენაში.
-
ყველას გილოცავთ, გაიხარეთ! ღვთისმშობელი თუ იხსნის ამ ქვეყანას, თორემ ისე არაფერი არ ეშველება.
-
ისე ჩვენში დარჩეს და კეზერაშვილი უკეთესი იყო? Saturn პრინციპში სიხარულიძე საკმაოდ ნორმალური ტიპი იყო და სწორედ ამიტომ მოიშორეს.
-
შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Grig იყო იქ ისეთი მომენტები, რომელებიც ხელისუფლებას არ აქვს დაფიქსირებული. რაც შეეხება ბუღალტრულ გაფორმებას, მეც სწორედ ამას ვამბობ, რომ როცა შალვა თხოვდა ბექაურს ფულის გადმორიცხვას, ეს ნიშნავს ცალსახად რომ ეს გაფორმდებოდა ბუღალტრულად და ეს თანხა ვერ დაიმალებოდა. სწორედ ამაზე წამოკიდება უნდოდა შალვას ბექაურის. ანუ მას მიქარული ბევრი აქვს და ფული ამიტომ გადაიხადა. მაგრამ რუსული ანდაზაა: ნე როი იამუ დრუგომუ, სამ პოპადიოშ. -
თუ მიშა , 8-დან 23 აგვისტომდე თანამდებობიდან გადადგებოდა,
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn რუსებს გრამი ჭკუა რომ ქონოდათ და მართლა ღორები რომ არ იყვნენ, ელემენტარული რამე უნდა გაეკეთებინათ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებს არ უნდა გამოსცდენოდნენ და არც ისინი არ უნდა ეღიარებიათ, არამედ შეეძლოთ პრობლემების გარეშე გაძლიერებული სამხედრო კონტინგენტის ჩაყენება( რის გამართლებაც ექნებოდათ) და კაციშვილი მსოფლიოში ხმის ამომღები არ იქნებოდა. ჩვენ კი ძალიან მაგრა დაგვერხეოდა, თუმცა არც ეხლა გვაკლია. -
თუ მიშა , 8-დან 23 აგვისტომდე თანამდებობიდან გადადგებოდა,
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer მაგი როდის იყო ნორმალური, ერთხელ თქვა რომ თურმე ოსვენციმში ბარაკებში დენიც ყოველთვის ქონდათ და ვინც ავადმყოფი იყო სპეციალურ დიეტურ საჭმელებს უმზადებდნენ. ეს თელასს ერჩოდა და მაშინ. -
Saturn მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ეხლა ირკვევა რომ ეს დღის საათებში არ მოქმედებს. მე კი მერიასთან მაქვს პრეტენზიები. ანუ მაგათ მომყვანთან, თორემ სითიპარკი თავის ინტერესებს ატარებს.
-
analgin Saturn კიდევ ერთხელ როგორც უფროსი(ასაკით) ადამიანი უმორჩილესად გთხოვთ შეწყვიტოთ ეს კამათი. საერთოდ ბატონი სატურნი ამ ფორუმზე როგორც ხელისუფლების მომხრე უმცირესობაშია და გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. დაიცავით უმცირესობის უფლებები, ანუ ის რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.
-
Saturn ყველას არ აქვს ეზო, ანუ უკანა მხარე. ჩემი მშობლიური სახლი ჭავჭავაძის და ბაზალეთის კუთხეშია(მართალია ეხლა იქ არ ვცხოვრობ), მაგრამ რომ მეცხოვრა სად უნდა გამეჩერებინა მანქანა?