Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. licemer რაც არ ვიცი, არ ვიცი. დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ... შევარდნაძის ეპოქაში ვბრუნდებით: 1. 2 შემთხვევა უშუალოდ ჩემს გარემოცვაში მოხდა ბოლო 3 თვის განმავლობაში, როცა ერთხელ მკვლელი ( მთვრალი მართავდა ავტომობილს და კაცი გაიტანა) ინციდენტის ღამესვე გაუშვეს და საქმე ჩაფარცხეს და მეორედ იარაღის უკანონო შენახვა-ტარება + მკვლელობის მცდელობა (7 ტყვია ესროლა მანქანას, რომელშიც მასთან დაპირისპირებული ტიპი იჯდა) 2 თვე ჩასვეს და 1500(!) ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. იმიტომ, რომ ერთს შსს-ში აღმოაჩნდა მაღალჩინოსანი "კრიშა", მეორეს ნაციონალურ მოძრაობაში და პროკურატურაში. 2. არაერთხელ ვმჯდარვარ ავტომანქანაში, რომელსაც გალეწილი მთვრალი შსს-ს თანამშრომელი ან აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მართავდნენ და პატრული გაჩერების შემდეგ ერთს "ჩესტით" უშვებს და მეორეს ბოდიშით 3. საბაჟო, საგადასახადო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (განსაკუთრებით მშენებლობების მაკონტროლებლები) ისეთ რაღაცეებზე თვალს ხუჭავენ, მაქინაციებს აკეთებენ, რომ თანხის მასშტაბებს შევარდნაძის დროს ვერც შევადრი. სასაცილოა და იმიტომ. იმ დროსთან შედარებით შეფარდება მინიმუმ 25/1-ზეა (მოპარული თანხის რაოდენობის) ეხლა. ეს აწუხებს ყველა ნორმალურ ადამიანს. ანუ უსამართლობა, თორე ვინ ნორმალური იტყვის შევარდნაძის ჩინოვნიკები არაფერს აშავებდნენ და ამ გაფუჭებულებმა დაიწყესო?!
  2. ქანდაკებას ყველა იმ მხრიდან უყურებს საიდანაც ხედავს. ვდგავართ. მოძრაობა არ გვიყვარს.
  3. თუ ვინმე განუდგება, პირველი ვანო მერაბიშვილი იქნება...შემოდგომაზე შემოდგომა კარს მოგვადგა და წიწილები დავთვალოთ :boli: მიშა ყველას მიმართ არაადეკვატურია და მხოლოდ წიკლაური-ოჩიაური-ხერხეულიძე-ჩიორასნაირებს "აწყობს" მისი დარჩენა. ჩემდა სამწუხაროდ ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მზადაა აპატიოს და გაურიგდეს თუნდაც მერაბიშვილს, უგულავას და ა.შ. ...ნუ შალიკოს გარდა ::
  4. მე მყავს ალალად ეგეთი ძმაკაცი, ვაჟიშვილი ჩაბარდა ცოლს : ხო...21 წლის იყო ცოლი რო მოიყვანა. დაჟე არც ანძრევდა. არც პორნოებს უყურებდა. ზატო ზოგიერთ გაკვეთილზე (სადაც ახალგაზრდა, მინიკაბიანი მასწავლებლები გვყავდა) სულ შნუროკებს იკრავდა და იჯდა მერე ყვერებ და თვალებ დასიებული. : ნუ ი ჩტო? კაცია და ყვერები! ვინც გაუძლებს, გაუძლოს რა გინდათ?! : :
  5. Saturn ოე, მსუქან, ნუ დააბრეხვებ ხოლმე ეგეთ დასკვნებს. იყო აქ თემა გახსნილი და არავინ დამიდგა თქვენი მხრიდან დებატებში, თორე სადაც გინდა და ვისთანაც გინდა მიშას საშინაო პოლიტიკაზე, თითოეული სფეროს მიხედვით ვიმსჯელოთ და შენ ადგილზე მინიმუმ მოვერიდებოდი მაგ დასკვნის გაკეთებას. გერმანიაში წყალდიდობის დროს ძირგამომპალ, გადაგდებულ, ვაზისუბნელი სომეხის ნაყიდ და თურქეთში 200 დოლარად გაკრასკულ-ჟეშტგასწორებულ ოპელ ვექტრას რო დაამსგავსა ქვეყანა ეგაა წინსვლა? არ ჯობდა მაგას შევარდნაძისდროინდელი შეკრული სემი, ზავადსკოი მატორით და პიონერის დინამიკებით? ესეთ არჩევანში ერთის დედაც ################## და მეორისაც, მარა ამზე ვიძახი კაკ მინიმუმ მოვერიდებოდი ეგეთი შეფასების გაკეთებასო...ერთს ვიტყვი ედიკას დროს ქვეყანას ეკლდა, ეხლა ხალხს აკლია. ესე 2007-მდე კიდე იტყოდა კაცი ერთი ხუიაო, მარა მაგის მერე და განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, როცა ხალხთან ერთად ქვეყანასაც ისევ დააკლდა და თან ამას კორუფციის თვალშისაცემად გამოღვიძება მოყვა, თან ყველა დონეზე, განსაკუთრებით შსს-ში, პროკურატურაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მე სხვა დასკვნისკენ გადავიხრებოდი. აი, მეც კაი ღრმადა მაქვს შენ რომ გიხსნი ყოველ წუთას რა, შსს-ს თქვენ რო ცერცვი გშველოდეთ მიშას კი არ იყვირებდით...
  6. ოღონდ მიშა არა და ... კაცებს რომ გვაქვს და ქალებს არა, ის იყოს თუ გინდა... პოლში შესწორებას შევიტანდი: არცერთს არ უნდა ეწეროს, უნდა ეწეროს სხვას. ასეთი ვარიანტი რომ ყოფილიყო დავკლიკავდი სხვას, მარა ასეთ ვარიანტში ულაპარაკოდ გრეჩიხა, იმიტომ რომ ვიღაცას ილუზიები არ შეექმნას რადგან მიშას ვთქვათ და 10.5% აქვს და გრეჩიხას ამაზე ცოტა მეტი, ნაკლები ან იგივე, დანარჩენი 80%-ის უმრავლესობა მხოლოდ ამ ორის დაჯახების შემთხვევაში მაინც მიშას აირჩევსო. გრეჩიხასთვის ხმის მიმცემი უბედური მგონია, მარა მიშასთვის ხმის მიმცემი უგუნური. სჯობს უბედური იყო
  7. poknika ''Woodstock'' გააქვთ ეს ფილმი? დოკუმენტურია 3 Days Of Peace And Music http://mono.ge/lives/448-woodstock-festifa...rts-4-days.html აგერაა. ... ... ... poknika flea რამხელები ხართ, კაცო, სირცხვილია, ვუდსტოკი როგორ არ იცით, ეგ 20-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა იყო ვუდსტოკი არის დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ინგლისში და 1969 წელს მანდ ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი სადაც მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ როკერები, ჰიპები და ეგეთი ჯურის სუნიანები : : : ვხუმრობ, ულეგენდარულესი ხალხი მონაწილეობდა, დაჟე მანდ გაიცნო ფართო საზოგადოებამ პირველად: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯო კოკერი, კარლოს სანტანა და კიდე ბევრი... თავიდან 3 დღიანი იყო ნავარაუდევი, მარა იმდენად, რეკორდულად ბევრი ხალხი დაესწრო, რომ 4 დღეზე გაიწელა...4,5 მილიონი მაყურებელი (მსმენელი) დაესწრო ამ საოცრებას. ვისაც არ გინახავთ უყურეთ. ბევრ რამეს შეიძენთ ამის ნახვით
  8. PAY IT FORWARD (Заплати другому) აი ეს მინდა, ოღონდ ქართულად! http://movingimages.files.wordpress.com/2009/04/pay-it-forward-dvdcover.jpg
  9. პროექტების მეტი რა მაქვს გაკეთებული... :ravic: ათეულობით შევეცდები დეტალურად აგიხსნა: 1. A4 ფორმატის (ჩვეულებრივი ქსეროქსის ფურცლები რომ არის, რაც პრინტერში იდება) თითო გვერდზე უნდა დაბეჭდო; ანუ არავითარ შემთხვევაში ფურცლის ორივე გვერდზე არ აკრიფო ტექსტი! 2. პირველ გვერდზე ფურცლის ცენტრალურ ნაწილში დაბეჭდე პროექტის სათაური, რასაც დაარქმევ, სიტყვაზე: "RADIOHOUSE" დაბოლდე (გაამუქე) და ზომა მიეცი დაახლოებით 36 ან 48, რომელიც მოგეწონება. მერე ენთერით გამოტოვე ერთი ან ორი ხაზი და ფრჩხილებში ჩაწერე სიტყვა პროექტი, აი ასე: (პროქტი), ოღონდ ეს არ დაბოლდო და ზომაც 24-28 მიეცი, მეტი არა. 3. მეორე გვერდზე სათაურის პონტში დაბოლდილი 20-ნი შრიფტით დაწერე სიტყვა შინაარსი და მიუწერე გვერდზე ორი წერტილი: შინაარსი: გამოტოვე ესე 6-7 ხაზი და ჩვეულებრივი (ანუ არაგამუქებული) 16 ზომა შრიფტით ჩამოწერე სარჩევის პონტში ის ქვეპუნქტები, რომლებსაც ფორუმი მოიცავს, თითოეული სიტყვის წინ შენი სურვილით შეგიძლია დასვა ერთნაირი ფიგურები (რომბი, მსხვილი წერტილი, "პტიჩკა" და ა.შ.), ტირე ან სულაც ნუმერაცია გაუკეთო. პუნქტებს შორის, ჩამოთვლის დროს თითო ხაზი გამოტოვე: - პროექტის ხანგრძლივობა -პროექტის წინაპირობა -პროექტის მიზანი -პროექტის არსი (ანუ შინაარსი) -პროექტის ხარჯთაღრიცხვა -პროექტის სავარაუდო შედეგები (დასკვნა) ზუსტად ამ თანმიმდევრობით უნდა გააკეთო ყველაფერი. მესამე გვერდიდან უკვე დაიწყებ და სათაურად ქვეპუნქტის სათაურს დააწერ, როგორც "შინაარსზე" გააკეთე ისე, ანუ დაბოლდავ "პროექტის ხანგრძლივობას", მისცემ შრიფტის ზომას 20-ს და ისე აკრიფავ (ბრჭყალების გარეშე უნდა დაწერო აუცილებლად! ), გამოტოვებ 6-7 ხაზს და მიუთითებ პროექტის ხანგრძლივობას. მაგალითად 1 წელი ან 6 თვე. ოღონდ ამას უკვე 12-ნი, დაუბოლდავი შრიფტით დაწერ. მერე გადახვალ მომდევნო, მეოთხე გვერდზე, ისევ ბოლდით და 20-ნი შრიფთით "პროექტის წინაპირობა", ისევ გამოტოვებ 6-7 ხაზს და 12-ნი დაუბოლდავი შრიფტით დაწერ (და ასე ყველა სხვა პუნქტზე). პროექტის წინაპირობაში იმაზე უნდა დაწერო რამ გიბიძგა ასეთი პროექტის შექმნისკენ, მაგალითად ასეთი ტიპის გადაცემები ქართულ რადიოსივრცეში არ არის, არადა მოთხოვნა დიდია მსენელებში, რამე განსაკუტრებული ცოდნა და უნარები გაქვს მაგ სფეროში ან კონტაქტები და შეძლებ ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდო მსმენელს და ა.შ. ნუ აი რასაც ფიქრობ რა, რატომაც გაგიჩნდა ეგ იდეა და რატომაც თვლი რო ღირს მაგის გაკეთება, ყველაფერი დაალაგე წესიერი სიტყვებით და გამართულად გადაეცი შენი აზრი (ოღონდ მარტივად და გასაგები ენით) "პროექტის მიზანში" დაწერე რას ისახავს შენი პროექტი (გადაცემა და ა.შ.) მიზნად, რა ტიპის, რა ხარისხის პროდუქციის შექმნას და მსმენელთან მიტანას აპირებ, რატომ არის ამის გაკეთება საჭირო ან უბრალოდ კარგი. მოკლედ რის გაკეთებას აპირებ და რატომ. ოღონდ მოკლედ ისაუბრე ამ ყველაფერზე "პროექტის არსი" ყველაზე სერიოზული და ძირითადი პუნქტია, აქ დეტალურად, ყველა ნიუანსის ჩართვით აღწერე შენი პროექტი, დაწყებული ქუდით და ტიხრებით დამთავრებული როდის ვის თუ რას ჩართავ და რამდენ დროს დაუთმობ. ამ ყველაფერს კარგად და დეტალურად რომ აღწერ მერე ცალკე ქვეპუნქტად გააკეთე ქრონომეტრაჟი: ქუდი - 5 წამი მისალმება -15 წამი ტიხარი-2წამი წამყვანი-30 წამი ტიხარი -2წამი მუსიკა - 4 წუთი ტიხარი 2 წამი რეკლამა -30 წამი და ა.შ. ნუ რაც გაქვს და როგორც გაქვს და ბოლოს საერთო, სრული ქრონომეტრაჟი დათვალე რაც გამოვა და მიაწერე ბოლოში. "ხარჯთაღრიცხვა"-ში დეტალურად დაითვალე სად რამდენი დაგეხარჯება, ოღონდ იცოდე, შესთავაზე ისეთი თანხა რომელიც სხვის სავარაუდო შეთავაზებაზე დაბალი იქნება შენი და საერთოდ ყველა მონაწილე პირის ხელფასი თუ ჰონორარი არ მიუთითო ციფრებში, მიაწერე "შეთანხმებით" და თუ იმ პირს, ვისაც ეს უნდა წარუდგინო, პროექტი მოეწონება, როგორმე პირადად მორიგდებით მერე ანაზღაურებაზე და ბოლოს, "სავარაუდო შედეგები" (დასკვნა): აი აქ მოგიწევს მტელი შენი რესურსის ჩართვა, ამ პუნქტით უნდა დაარწმუნო სხვები, რა შედეგს მოიტანს ეს პროექტი, ვთქვათ მოიზიდავს უფრო მეტ მსმენელს, შესაბამისად რეკლამით დაინტერესების შანსიც გაიზრდება, რეკლამა ფულს მოიტანს და ა.შ. ხარისხიან პროდუქციას შესტავაზებ მსმენელს ანუ კმაყოფილს დატოვებ, რა ვიცი, კარგად დაფიქრდი და რაც გგონია რო იქნება და გამოვა ხელშეწყობის შემთხვევაში, ის დაწერე. ტყუილი არ დაწერო ოღონდ და ძალიან არ იბაქიბუქო ... ... ... ეხლა შენს კითხვაზე: სპონსორამდე მისვლა საკმაოდ რთულია, სპონსორის "შებმა" კი ბევრად უფრო რთული, განსაკუთრებით ეხლა. თანაც თუ რადიოში გინდა რამე, მე გირჩევდი, რომ ცვეულებრივად ადგე, მიხვიდე რადიოში, იქ იკითხო დირექტორი, რედაქტორი ან ვინმე პასუხისმგებელი პირი და უთხრა, რომ პროექტი გაქვს და გინდა რომ აჩვენო, მიღებით ყველა მიგიღებს და მოსმენითაც მოგისმენენ. მთავარია ეგ ხალხი დაარწმუნო და ეთერი მიიღო როგორმე და მერე იგივენაირად უკვე მიხვალ რომელიმე ძლიერ ფინანსურ კომპანიაში, იქაც ვინმე მენეჯერს იკითხავ, დაუტოვებ ამ პროექტის ასლს და სთხოვ დასპონსორებას. შანსი ძალიან მცირეა. როგორც წესი სპონსორები ახლობლები არიან ხოლმე, მაგრამ თუ ეთერი მიიღე და შენი გადაცემა პოპულარული გახდა, დამიჯერე ეს შანსი ძალიან გაიზრდება. მოკლედ, გაეშვი სპონსორებს და ჯერ რადიოში მიიტანე ეგ პროექტი მადლობა საჭირო არ არის :ravic:
  10. 1. იაფი მუშახელი პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის უმძიმეს ეკონომიურ მდგომარეობას. შემიძლია ჩამოგითვალო ის ქვეყნები სადაც ყველაზე იაფია მუშახელი: ბანგლადეში, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, კუბა, რუანდა, ჰაიტი...გავაგრძელო? საქართველო... მაპატიე, მაგრამ იდოტობაა ამ კონტექსტში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი... გარდა ამისა, 15 წლის ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ორჯერ უფრო ძლიერი იყოს, ორჯერ უფრო სწრაფად დარბოდეს, ორჯერ მაღლა ან შორს ხტებოდეს, ორჯერ მეტი სიმძიმის აწევა შეეძლოს, ვიდრე ამას 14 წლის ასაკში აკეთებდა, მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდა ან უახლოეს მომავალში მიუახლოვდება ზემოთჩამოთვლილ შესაძლებლობათაგან არათუ საუკეთესო, არამედ საშუალო მაჩვენებლის მქონეებს. ა.შ.შ.-ს ბიუჯეტი, რომელიც თუ არ ვცდები 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, შეუძლებელია, რომ ერთ წელიწადში 100 და მეტი პროცენტით გაიზარდოს, ჩვენი 800 მილიონ ლარიანი ბიუჯეტის 5 წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით გაორმაგება თავისუფლად შესაძლებელია. გარდა ამისა გავითვალისწინოთ: 1. რის ხარჯზე ხდება გნებავთ ბიუჯეტის და გნებავთ ეკონომიკის ზრდა (ფურცელზე, ციფრებით) 2. ეს გაზრდილი ციფრები როგორ, რამდენად პროპორციულად აისახება იმ ადამიანებზე, ვისთვისაც დგება (წესით) პასუხები: 1. 1000 დასაქმებულიდან, რომლებიც საშუალოდ 500 ლარ შემოსავალს იღებდნენ, თუნდაც საგდასახადო მაქინაციებით, 500 დარჩა ნულზე, 300-ს შემოსავალი გაუნახევრდა, 200-ს გაეზარდა 50%-დან 100%-მდე. 1000 დაუსაქმებლიდან 800 დარჩა დაუსაქმებელი, 100-მა მიიღო მაქსიმუმ 300 ლარიანი შემოსავალი (მეეზოვეები, "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორ-მეპლაკატეები, პატრიოტთა ბანაკის ლიდერები და ა.შ.) და 100-მა მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოსავალი (სახელმწიფო მოხელეები). გამოდის: 2000 კაციდან დასაქმებული იყო 1000 ადამიანი, რომელთა საერთო შემოსავალი (საშუალო არითმეტიკულით) შეადგენდა მინიმუმ 500 000 ლარს, ეხლა კი 2000-დან დასაქმებულია 700 ადამიანი და მათი შემოსავლის მინიმუმი (აგრეთვე საშუალო არითმეტიკულით) შეადგენს 255 000 ლარს. ამას გარდა ფასები გაიზარდა )ყველაფერზე) მინიმუმ 25%-იტ, ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე კი 50-100%-ით, მაგალითად პური, რომლის წონაც შეადგენდა 400-500 გრამს, ღირდა 35-40 თეთრი, ეხლა კი პურის წონა 300-400 გრამია და ღირს 50-60 თეთრი, საქონლის ხორცი ღირდა 3-4 ლარი, ეხლა ღირს 6-7 ლარი, ღორის ხორცი ღირდა 5-6 ლარი ეხლა ღირს 10-12 ლარი. ბენზინი სუპერი ღირდა 1.2-=1.30 ლარი ეხლა რეგულარი ღირს 1.35-1.40 ლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ უძრავი ქონების და ე.წ. ფუფუნების საგნების ფასებზე... რაც შეეხება ინვესტორებს, ინვესტორების მოზღვავება განაპირობა იმან, რომ თავის დროზე ვენახები ერთი მაჯის საათის, სასტუმროები მანქანის, დიდი ქარხენები და პორტები კი პატარა რესტორნის ფასად გაყიდა სახელმწიფომ. დაბალი გადასახადები ფარსია. თუ ადრე ოფიციალურად გადასახდელი 100 ლარის მაგივრად მეწარმე იხდიდა 20 ლარს (10 ბიუჯეტში, 10 ჯიბეში) , ეხლა გადასახდელი 20 ლარის მაგივრად იხდის 100 ლარს (არაოფიციალური "შემოწირულებების" სახით), ასე, რომ რამდენად მომგებიან მდგომარეობაშია ბიზნესი და ამ ბიზნესის საშუალოებით დასაქმებული ხალხი, თავად განსაზღვრეთ. ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ის სიკეთეები, რაც ამ ხელისუფლებამ მოიტანა: დროულად გაცემული პენსიები, ყოველგვარი დავალიანების გარეშე, 24 საათიანი ელექტრომომარაგება, დასუფთავაებულ-გაკრიალებული თბილისი და ბათუმი, ასობით აშენებული და შეღებილი შენობა, ჩანჩურა, აძინადცატიანი გაიშნიკებიდან პასატაბზე გადამჯდარი გაზმანული პატრული და კიდევ ბევრი (ნამდვილად) მაგრამ იმას რა ვუყოთ უმუშევრების რიცხვი ნამდვილად სუბიექტური მიზეზებით კატასტროფულად რომ იზრდება, ბიზნესი რომ სულს ღაფავს სახელმწიფო რეკეტის გამო, პოლიტიკური ნიშნით დევნილ-დაჩაგრულების რიცხვი 10ჯერ რომ გაიზარდა, კლანური მმართველობის და ბიზნეს ინტერესებისა არა კვდომა (როგორც გვპირდებოდნენ), არამედ რამდენჯერმე გაძლიერება რომ მოხდა? გავარტყი ციფრებს. სირობაა. ფეხბურთის ისტორიაში ბომბარდირებს რომ გადახედოთ, პირველ ხუთეულში უცნობ ეგვიპტელ, საუდის არაბელ და მექსიკელ ფეხბურთელებს აღმოაჩენთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლა მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენ(დნ)ენ?
  11. არ ვიცი, არ ეწერა, მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდეა ვერა ხედავ რეები ქვია ადგილებს? : ისე, აშკარად ჯობია გამოვნახოთ დრო და იმენა მცოდნე ისტორიკოსებს ვთხოვოთ როგორც რუკების მოძიება, ასევე მოკლე ანოტაციების შედგენა. ასე უფრო ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალება გვექნება.
  12. დედააა :DD :DD როდინდელი სურათი გავჩითე... :baro: http://i034.radikal.ru/0908/f3/26fe1133ade3.jpg
  13. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3e/Map_of_Colchis,_Iberia,_Albania,_and_the_neighbouring_countries_ca_1770.jpg ეს ცოტა დიდი ზომის არის და აქ ვერ დავდებ http://www.lib.utexas.edu/maps/historical/...83_shepherd.jpg ოღონდ ესენი 10-12-ე საუკუნის არ არის უნივერსიტეტში ისტორიის კათედრაზე ექნებათ ალბათ რუკები და გადაიღებდა კაცი ფოტოს, მარა იქ ალბათ ქართულად ან რუსულად იქნება წარწერება...პრინციპში სცადეთ, იქნებ ლათინური წარწერებითაც ჰქონდეთ. ყოველ შემთხვევაში ჩემზე მილიარდჯერ უკეთ იქ დაგაკვალიანებენ და 100% ეცოდინებათ სად შეიძლება ამ რუკების მოძიება. თუკი ინტერნეტ სივრცეში წყარო არ არსებობს, წყარო ჩვენ უნდა შევქმნათ : გადავუღოთ კარგი ხარისხის ფოტო იმ რუკებს და დავაგდოთ
  14. Alania has never owned any territory in the south of Caucasus. At that time ( In the 10th-12th centuries ) the territory of Alania was quite smaller. The source on which this map is based, itself based on the only Russian source. This does not agree with wikipedia rules and abases its image and objectivity. P.S. იმედია ამ წერილს თან თქვენი წყაროც დაერთვება, მაგალითად სხვა (ნამდვილი) რუკა და სასურველია რამდენიმე, თორე ასე წერე და იყავის პონტი გამოვა. მოკლედ, დასაბუთებული წერილი უნდა გაიგზავნოს.
  15. Saturn არის ამაში რაღაც ლოგიკა. მართალია თუ ტყუილია, აზრის განვითარების ლოგიკური ჯაჭვი მაინც აქვს აგებული... რომ არ მოგატყუო, მეც გულიანად ვიცინე ეხლა ამ ვიდეოზე, თუმცა ჩემის მხრიდან უშუალოდ ამ ვიდეოზე გეტყოდი: რამდენად დასაწყისი იყო თუ მნიშვნელოვანი როლი ითამაშას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში აგვისტოს მოვლენებმა რა თქმა უნდა საკამათოა, მაგრამ ომი ევროპისა და რუსეთის მიჯნაზე, ომი ნატოს(აშშ-ს) და რუსეთის გავლენის სფეროებისთვის, ომი დასავლეთის ალტერნატიული ნავთობ-გაზ ტრასის ადგილზე შეუძლებელია არ გახდეს თუნდაც სულ მცირე გავლენის მომხდენი ან ერთი ან მეორე მხარის (დასავლეთი vs რუსეთი)ეკონომიკაზე. ისიც ფაქტია, რომ გასულ ზამთარში, საქართველოსთან ომის შემდეგ ძალიან გაუძვირა რუსეთმა ევროპას გაზი; ისიც ფაქტია, რომ სწორედ საქართველოს მიმართ გამოხატული მათი პოზიციების და მომავალში გამოსახატი უფრო მძაფრი რეაქციის გამო გაუძვირა შანტაჟის მიზნით; ისიც ფაქტია, რომ მეტ-ნაკლები სიმძიმიდ ეხლა ნამდვილად მიმდინარეობს ცივი ომი რუსეთ-აშშს შორის; ისიც ფაქტია, რომ შეუძლებელი მსოფლიოს ორ, მოწინავე, ზესახელმწიფოს შორის ცივი ომი აშკარა გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე და არა დადებითი კუთხით, რადგან სწორედ ეს ორი სახელმწიფო, თავისი გავლენიდან თუ ყველა სახის რესურსებიდან არეგულირებს ფასებს მსოფლიო ბაზარზე. ასე რომ გრეჩიხა არც ისეთი სულელია, როგორც დარწმუნებული ხართ მიშა-ვანოს მეხოტბენი, სულ ტყუილად ხართ ჩასაფრებული და "ამარგალიტებთ" მის ფრაზებს. ეგ ადამიანი საკმაოდ გამარტულად და ლოგიკურად აზროვნებს, მხოლოდ საკუტარი აზრის ზუსტად გადმოცემის პრობლემა აქვს, რაც ალბათ მისი ქართულის მასწავლებლების ბრალია. დაკვირვებული ადამიანი კი სურვილის შემთხვევაში არცთუ რთულად ამოიკითხავს მისი სიტყვების შინაარსს და სასაცილოდ ნამდვილად არ მოეჩვენება (შინაარსი).
  16. Saturn აფსუს რატო არაა აქ თავში ტყაპუნი ფორუმული სმაილიკი :ეეჰ: ?! რამე წარმოებებია ჩვენთან, ქარხნები, ფაბრიკები და საქონელს ვერ ასაღებენ? ამის გამო ამ საწარმოებიდან ხალხი დაითხოვეს, პროდუქციაზე ფასი გაიზარდა და ა.შ. ხო? : კეეე, ბატონი სირის მზემ, კეეე.... გრეჩიხა რას ფიქრობს ამ საკითხზე ნაღდად არ ვიცი, მარა გლეხურად რო გიპასუხო, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მხოლოდ სააკაშვილია. იმდენი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, სათითაოდ რომ ჩამოგითვალო...აგერ ორი დღეა სპარინგ-პარტნიორს ეძებენ ჩემთვის სააკაშვილის საშინაო პოლიტიკის შესახებ, თუ გაქაჩავ შენ დამიდექი თუ არა და უკეთესია მომიძებნე ვინმე. ერთმნიშვნელოვნად სააკაშვილია დამნაშავე საქართველოში არსებულ ყველა კრიზისზე. ათობით და ასობით არგუმენტი მაქვს ამის
  17. : : : როგორ გეტყობა რო შსს-ში მუშაობ რა... მთელს ამხელა პოსტში მხოლოდ ის შეამჩნიე, რომ მთელს მსოფლიოში ასეა და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. მთელს მსოფლიოში სულ სხვა მიზეზითაა კრიზისი და ჩვენთან სხვა მიზეზით.
  18. newstudio რა შუაშია... სავაჭრო ფართები მტელს მსოფლიოში ძვირი ღირს. გაქირავების ბიზნესი თბილისში ნორმალურადაა. ნამდვილად რეალური ფასები ადევს ყველაფერს აბა, დღეში 3000 ლარს რომ ვაჭრობს, ისეთ ტიპებს თვეში 1200$-იც არ უნდა გადაახდევინო ქირაში? საჭმელი, ტანსაცმელი, ბენზინი, ჰიგიენური მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები ვინუჟდენი პონტია და მაინც ყველა იყიდის, ამიტომაც ნაგლობენ.იგივე პონტია ბათუმში და ქობულეთშიც. მეტი წასასვლელი არ გვაქ არც ჩვენ და არც სომხებს : აი, სავაჭრო ფართია სხვა რამეა, ფართის ქირაც თუ ვერ გადაიხადა ვაჭარმა, გაკოტრდება და დაიხურება. ანუ ვეღარ გააქირავებ. ამიტომ მანდ ყველგან ზუსტად იმდენი ფასი ადევს, რამდენიც რეალურია და უნდა ედოს
  19. Saturn newstudio ნუ, რაც მართალია მართალია: ღორები ვართ ქართველები ! იმ დღეს მე და ჩემი საცოლე მუღამში შევედით და დეტალურად დავიანგარიშეთ: ერთერთი თბილისური რესტორნის 800 ლარიანი მენიუ რა დაჯდებოდა ბაზარში და მაღაზიაში რომ იყიდო ადმიანმა და შენიტ დაამზადო და 270 ლარი გამოგვივიდა. ბათუმსა და ქობულეთში კიდევ უფრო ძვირი მენიუა, დაახლოებით 50%-ით ძვირი. ან "კოიკაში" 40 ლარს როგორ ახდევინებენ ადამიანს? ამ ფასში წესით ყოველდღე თეთრეულს უნდა უცვლიდნენ, კონდიციონერი ეყენოს, ინდივიდუალური აბაზანა-ტუალეტი, ტელევიზორი და ინტერნეტი იყოს და მინიმუმ საუზმე და სადილი იყოს უფასო. საზღვარგარეთ ბიზნესში მოგების ნორმად 3-5% ითვლება, 10-12% ძალიან კარგ მოგებად, 25% თუ ოდესმე მიაღწია ფურორია აქ კი რა ხდება? აგერ ელიავას ბაზრობაზე საქონლის თვითღირებულებას თქვენი აზრით რამდენს ამატებენ? ჩემი ძმაკაცი აქირავებს 2 პავილიონს მანდ. ერთში სარკეებს ყიდიან, მეორეში აბაზანა-ტუალეტის აქსესუარებს. ერთხელ რაღაც "ნაბორი" დამჭირდა სახლისთვის (პირსახოცების საკიდი, სასაპნე, თუალეტის ქაღალდის რულონის საკიდი, დეზოდორების დასადგამი), ვთხოვე მიმყევი ცოტა იაფად მაყიდინე თქო. მოკლედ, დამევასა რაღაცა და ღირდა 110 ლარი, ვფიქრობ ეხლა, ალბათ ახლობლობაში ასე 90 ლარად გამატანენ თქო. დაუკელიო ეუბნება ეს ჩემი ძმაკაცი, 70 ლარში წაიღე ძმაოო მეუბნება. მეთქი ვაა და უცებ ეს ჩემი ძმაკაცი უტრაკებს: რა 70? დავაი ეხლა 20 ლარში მიეციო. მართლა მომცა ეგრევე. ყბა ჩამომივარდა... რო გამოვედით ვეუბნები, მეთქი რა გინდოდა, ცოდო არაა, ზარალში დატოვე თქო. რა ზარალში მაგას ეგ ნაბორი 7$-ად აქვს ნაყიდი ჩინეთშიო... ...კიდევ რუსებს ვეძახით ღორებს
  20. liliko დიდ აუცილებლობას ვერ ვხედავ მაგისას მაინცდამაინც. სუდია ნა მილა და სუდია პიდარასტ რად გვინდა? : დებატების აზრი და მუღამი იმაშია, რომ მოწინააღმდეგის არგუმენტს კონტრარგუმენტი დაუპირისპირო და გააცამტვერო, თორე ასე მშრალად, კითხვებზე პასუხის გაცემით შეიძლება ორივე მხარემ 100% სიმართლე ილაპარაკოს და მსმენელებმა (აქ მკითხველებმა) საბოლოო აზრი მაინც ვერ გამოიტანოს სიმართლის შესახებ.
  21. ბურზო ე, ბიჯო, ტარაბუას, გრინ ბარის, დელფინის (ბათუმი) პატრონები წუწუნებენ და რა ვთქვა, აბა? ქობულეთში კიდე რამდენიმე ჩემს ახლობელს აქვს ბაითები და ოთახებად აქირავებენ. იმათაც ასე მითხრეს. თან ეხლა ისეთი პერიოდია, სეზონი პიკზე შედის იქ, ამ დროს დედის##### იყო ხოლმე იქ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი მანქანებში როგორ ეძინა ხალხს, ადგილს რომ ვერ შოულობდნენ და რესტორანში საღამოს არცერთი მაგიდა არ უკვეთავდა 100-150 ლარზე ნაკლებს. ეხლა კიდე გეპეის სტუდენტებივით ზიან სასტავიო. ესე მითხრეს და რავი. ღმერთს ვთხოვ შენ იყო მართალი, მე რა ცუდი მინდა კაცო? არც წუწუნი მიყვარს მაინცდამაინც
  22. newstudio ვალდებული არ არის, მაგრამ თუ მართლა დააინტერესებს გადაამოწმოს. თბილისი პატარა ქალაქია არა, მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ასეთი ინფორმაციების წყარო მხოლოდ თვალებია. ლინკი არ არსებობს
  23. newstudio მე ნუ იცით ხოლმე ეს უაზრო ცაციკვლა კაცო. ასეთი რამეების წყარო საიდან უნდა დაიდოს??? ან რა შეიძლება იყოს ამის წყარო? ლინკი? და იმედია ისეთი გულუბრყვილო არავინაა, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეოს მასალის დადება მომთხოვოს. მოკლედ, წყარო მე და საიდან და როგორ ამას არ ვიტყვი. ვისაც არ გჯერათ არ გეხვეწებით : lasha1997 ხან აქ, ხან უკრაინაში.
  24. ხარისხი, რა თქმა უნდა. ყველგან და ყველაფერში!
×
×
  • შექმენი...