Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. http://www.coolest-cell-phones.com/images/nokia_n95_2.jpg ეს და ეს http://www.mobiletracker.net/archives/images/nokia-6300-2.jpg
  2. ketato პროცენტების გამოთვლა მეზარება და რაოდენობრივად 40-ია (+ ის 3 რომელიც თავდაცვაში მუშაობდნენ).
  3. პეტრიაშვილი თამაზი იოსების ძე 06/1992 – 03/1994 – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უფროსი ოფიცერი. 03/1994 – 02/1996 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. 06/2002 – 09/2006 – ქალაქ ახალციხის გამგებელი. სამადაშვილი მერაბი ბორისის ძე 02/1995 – 11/1999 – "ცეკავშირის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. 11/1999 – 02/2002 - საქართველოს პარლამენტის წევრი. 05/2002 – 11/2003 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. სამყურაშვილი რატი რევაზის ძე 03/1998-04/1999 - საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური სათათბიროს ვიცე-სპიკერი. 04/1999-09/2000 - ს.მ.აკ.-ის საკადრო რესურსების სამსახურის უფროსი. 09/2000-05/2001 - ს.მ.აკ.ის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი. 05/2001-08/2001 - საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აპარატის უფროსის თანაშემწე, რეფორმების საორგანიზაციო სამდივნოს უფროსი. სანებლიძე მამუკა თამაზის ძე 02/1996-04/1998 - ქ. წყალტუბოს საგადასახადო ინსპექცია, უფროსის მოადგილე 04/1998-04/2004 - სოც. უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს საქალაქო განყოფილების გამგე. სულეიმანოვი აზერი მირზას ძე 10/1997 – 09/1999 - მარნეულის რაიონის გამგეობა,ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი. 11/1999 – 04/2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი. სუხიშვილი კახაბერი ნოდარის ძე 1994 – 2000 – საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, მართლწესრიგისა და სამხედრო აღმშენებლობის განყოფილების უფროსი, საორგანიზაციო მდივანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, თავმჯდომარის თანაშემწე. 2000 – 2001 – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში იურიდიულ განყოფილებაში სპეციალისტი. 2001 – 2002 – საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მრჩეველი. სხირტლაძე თენგიზი სერგოს ძე 06/79 – 04/2008 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შიდა ქართლის და სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს N2 სამმართველო, მორიგე ინსპექტორი. ტატიშვილი გიორგი თამაზის ძე 09/1996 – 05/2007 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. ქიტიაშვილი სერგო ავთანდილის ძე 06/2000 – 10/2001 ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე. ხაშური, საქართველო ცქიტიშვილი მიხეილი ბენოს ძე 02/1996 – 02/2004 – წალკის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, ინსპექტორი, საწარმოთა და ორგანიზაციათა დაბეგვრის განყოფილების უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, მოსახლეობის დაბეგვრის განყოფილების უფროსი, გადამხდელთა მომსახურების, დეკლარაციების დამუშვებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, ინსპექციის უფროსი. წერეთელი გიორგი ნუგზარის ძე 1995 წელს დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგლედ. ამავე წელს დაინიშნა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 1996-1998 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვისა და სპორტის საკითხებს. 1998 წელს არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად და ფრაქცია "თბილისის” თავმჯდომარედ. 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ. 2000 წლის თებერვალში პარლამენტმა აირჩია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. იყო პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე. წურწუმია თეიმურაზი შოთას ძე 1984/08 – 1984/11 – კომკავშირის ფოთის საქალაქო კომიტეტი, ინსტრუქტორი. 1984/11 – 1986/04 – ფოთის გემთშემკეთებელ–გემთმშენებელი ქარხანა, კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1986/04 – 1987/01 – კომკავშირის ფოთის საქალაქო კომიტეტი, მეორე მდივანი. 1987/01 – 1990/10 – საქართველოს კპ ფოთის საქალაქო კომიტეტი, ინსტრუქტორი. 1990/10 – 1991/06 – ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარის თანაშემწე. 1992/03 – 1993/02 – ქ. ფოთის გამგეობა, თავმჯდომარის მოადგილე. 1993/02 – 1993/03 – ქ. ფოთის მერია, მერის მოადგილე. ჭავჭანიძე დავითი ალკაზარის ძე 12/1996 – 04/1997 – დასავლეთ საქართველოს დასაქმების რეგიონალური სახელმწიფო ფონდი, უფროსი სპეციალისტი. 04/1998 – 01/2002 – საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ხონის რაიონული განყოფილების უფროსი. 01/2002 – 09/2002 – საქართველოს დასაქმების სახელმწიფო სამსახური, ხონის რაიონული განყოფილების უფროსი. 09/2002 – 12/2006 – ხონის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოადგილე, გამგებლის პირველი მოადგილე. დილარ ხაბულიანი - პარლამენტის საიტზე, ხაბულიანის CV-ში 1990წლის მერე არაფერი წერია : : : უფროსი თაობის ფორუმელებო მოახსენეთ მომავალ თაობას ვინ იყო დილარ ხაბულიანი : ხახნელიძე გიორგი თენგიზის ძე 05/1997 – 12/2000 თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა, საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამგორის რაიონის განყოფილების მთავარი წარმომადგენელი. 01/2001 – 02/2004 ქ. თბილისის მერია, ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონის განყოფილების უფროსი ხინიკაძე ოთარი მამუდის ძე 05/1984 – 07/1985 – ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომი, საგეგმო კომისიის ეკონომისტი. 07/1985 – 02/1986 – საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი. 02/1986 – 01/1988 – ხუცუბნის კოლმეურნეობა, პარტიული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი. 01/1988 – 10/1990 – საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომი, საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი. 03/1998 – 05/2001 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ეკონომიკისა და საფინანსო–საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ხურციძე ბეჟანი ვლადიმერის ძე 09/1979 – 10/1983 – სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების სამინისტრო, ქ. თბილისის პურპროდუქტების კომბინატი, ელევატორის უფროსის მოადგილე. 09/1983 – 07/1986 – ლილოს ხილბოსტნეულის კომბინატი, დირექტორის მოადგილე. 08/1986 – 05/1988 – ნავთლუღის დამფასოებელი და სავაჭრო ბაზა, დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში. 05/1988 – 10/1992 – თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსი. 06/1991 – 10/1992 – თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, დირექტორი. 11/1992 – 11/1995 – საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე. 11/1999 - 04/2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი. ხუხუნაიშვილი ვანო რევაზის ძე 10/1992 – 11/1995 – საქართველოს პარლამენტის წევრი. 11/1995 – 11/1999 – საქართველოს პარლამენტის წევრი. ჰოვჰანესიანი ჰარუთიუნი ანატოლის ძე 01/2000– 05/2005 – საქართველოს გენერალური პროკურატურა, ახალქალაქის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი. * სიაში შეგნებულად არ შევიყვანე სამი სხვა პარლამენტარი, რომლებიც მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ შევარდნაძის დროს, რადგან მიმაჩნია, რომ არმიაში ნებისმიერი ხელისუფლების დროს მსახურობა მინუსი არაა, პირიქით. სააკაშვილი და მისი მიმდევრები ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებში მუდმივად და ხაზგასმით აპელირებენ, რომ ოპოზიციის ლიდერები შევარდნაძის და კომუნისტური რეჟიმების ნაწილია. ამოსაკვეთი სიმსივნე. მეგობრებო, მე დავდე ამჟამად საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით (ან მაჟორიტარი "ნაციონალური მოძრაობიდან") მყოფი იმ ადამიანების ნუსხა, რომლებიც შევარდნაძის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. წითელი შრიფტით აღნიშნულია მათი მოღვაწეობა კომუნისტური პარტიის რიგებში. დაუმატეთ ეხლა ამათ მიხეილ სააკაშვილი, კოტე გაბაშვილი, დავით ტყეშელაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ლაშა ჟვანია (მუშაობდა შევარდნაძისდროინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროში), ზურაბ არსოშვილი (შსს-ში), სოსო თოფურიძე, მერაბ ბაღათურია, გაყავით ეს ციფრი მაქსიმუმ ორზე და დამისახელეთ ამდენი მსგავსი წარსულის მქონე პერსონა მთელი ოპოზიციური სპექტრიდან.
  4. "საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება შევარდნაძის დროში" მ. სააკაშვილი ისინი აღარასოდეს დაბრუნდებიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: არსენიშვილი გიორგი ლონგინოზის ძე 1995 – 2000 მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000 – 2001 დანიშნულ იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. 2001 – 2004 წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა, სლოვაკიაში, ჩეხეთში. ბეჟუაშვილი დავითი რობერტის ძე 06/1998 - 11/1999 სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ს/ს "საქტრანსგაზმრეწვი”, ქ. თბილისი 07/1998 - 11.1999 დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი - ს/ს "საქგაზი". 11/1999 - 04/2004 საქართველოს პარლამენტის წევრი. ბობოხიძე აკაკი ივანეს ძე 04/1992 - 12/1992 – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი. 10/1992 - 11/1995 – საქართველოს პარლამენტის წევრი. 12/2001 - 04/2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი. ბჟალავა რომანოზი აკაკის ძე 08/1993 – 08/2000 – საქართველოს კონტროლის პალატა, მთავარი ინსპექტორი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი. 08/2000 – 12/2001 – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ბუკია გოდერძი კლიმენტის ძე 07/1975-07/1978 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომკავშირის კომიტეტის მდვანი. ქ. თბილისი 07/1978-07/1983 თბილისის საქალაქო კომიტეტი, ოქტომბრის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი. ქ. თბილისი 07/1983-03/1990 საბურთალოს რაიკომი - პარტიის ცენტრალური კომიტეტის სექტორის გამგე. ქ. თბილისი 03/1995-10/1995 საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთში. ქ. მოსკოვი 10/1995-10/1999 საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხობის რაიონიდან 02/1995-11/2003 საგანგებო დავალებათა ელჩი ბუცხრიკიძე ბეჟანი შალვას ძე 03/1984 - 05/1986 თერჯოლის რაიაღმასკომის საგეგმო კომისიის ეკონომისტი. 05/1986 - 09/1986 რაიაღმასკომის ინსტრუქტორი 09/1986 - 01/1987 რაიაღმასკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე 12/1986 - 05/1990 თერჯოლის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი 05/1990 - 11/1995 სახელმწიფო სტატისტიკის თერჯოლის განყოფილების გამგე 11/1995 - 11/1999 საქართველოს პარლამენტის წევრი 11/1999 - 04/2002 საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე 02/2002 - 09/2003 თერჯოლის რაიონის გამგებელი გოგატიშვილი მამუკა ოთარის ძე 11/1995 – 05/1999 – ჭიათურის მერია, მერის მრჩეველი, მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი. 05/1999 – 12/2000 – ჭიათურის რაიონის გამგეობა, გამგებლის პირველი მოადგილე. 04/2000 – 09/2004 – ჭიათურის საგადასახადო ინსპექცია, ინსპექციის უფროსი. გოგორიშვილი ხათუნა შოველის ასული 03/1993-12/1995 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის წამყვანი სპეციალისტი. 12/1995-09/2003 საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. გოდაბრელიძე გიორგი ივანეს ძე 02/1997 – 11/2000 – მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, მთავარი რწმუნებული. 11/2000 – 01/2003 – ქ. თბილისის მერია, ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო, უფროსი. დამენია ლაშა ინვერის ძე 03/1997 - 06/2001 საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; სამეგრელოს ინსპექტორი; ზუგდიდის ახალგაზრდულის თავმჯდომარე; სამეგრელოს სმაკის თავმჯდომარე, ზუგდიდის სმკ-ს თავმჯდომარე თოდრაძე დავითი მამიას ძე 06/1983 - 12/1989 ინსტრუქტორი, ინჟინერი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტი 07/1996 - 11/1999 საქართველოს პარლამენტი. სპეციალისტი 11/1999 - 11/2000 დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 11/2000 - 06/2002 საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. აქციზური მარკების სამსახურის უფროსი. კემულარია როლანდი შალვას ძე 09/1978-08/1980 - საქართველოს ალკკ ხობის რაიკომის ინსტრუქტორი, ხობის რაიონი 04/1980-10/1982 - საქართველოს ალკკ ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. ხობის რაიონი 10/1992-02/1984 - ხიბულის ჩაის საბჭოთა მეურნების პარტიული კომიტეტის მდივანი. ხობის რაიონი 09/1986-04/1989 - საქართველოს კპ ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი. ხობის რაიონი კვიციანი კანდიდ აკაკის ძე 1991 – 1992 - საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. 03/1992 – 10/1992 – მესტიის რაიონის გამგებელი. 12/1992 – 07/1997 – სახელმწიფო კონცერნი "საქავტოგზა", გზების ექსპლოატაციის სამმართველოს უფროსი, საგადასახადო სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე. 06/1997 – 06/2004 – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე. კუკულავა კორნელი სოკრატის ძე 08/1986 – 10/2005 – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩოხატაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი. ლეკაშვილი ავთანდილი ვანოს ძე 06/1981 – 05/1985 – საქართველოს ალკკ წითელწყაროს რაიკომის კომკავშირული ორგანიზაციების განყოფილების გამგე. 05/1985 – 05/1988 – წითელწყაროს ორჯონიკიძის სახ. კოლმეურნეობის კ/პარტორგანიზაციის მდივანი. 03/1988 – 04/1990 – საქართველოს კპ წითელწყაროს რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი. 04/1990 – – წითელწყაროს ორჯონიკიძის სახ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე. : 01/1999 – 11/2003 – საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი. მარტოლეკი ვახტანგი თამაზის ძე 9/1993 – 06/2006 – მცხეთის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო ინსპექტორი, უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, მთავარი საგადასახადო ინსპექტორი მაჭავარიანი მიხეილი ვარდენის ძე 1995–1999 - საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999–2001 - საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. 2001-2002 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი. მელაძე გიორგი სერგოს ძე 1997/04 – 2001/07 – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, სარეკლამო საქმიანობისა და ლიცენზირების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი. 2001/07 – 2002/08 – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, სარეკლამო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი. 2002/08 – 2004/05 – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე. მელიქიშვილი ზურაბი დავითის ძე 05/1996 – 09/1996 – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, წამყვანი სპეციალისტი. 09/1996 – 12/1999 – პ/გ მოქალაქეთა კავშირი, ვაკის რაიონის აღმასრულებელი მდივანი. 07/1999 – 09/1999 – თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა, წამყვანი სპეციალისტი. 09/1999 – 01/2000 – ვაკის სოციალური კოორდინაციის ცენტრი, უფროსი. 01/2000 – 10/2000 – საქართველოს პარლამენტის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი. 10/2000 – 10/2000 – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კადრების და იურიდიული განათლების დეპარტამენტის მრჩეველი. 10/2000 – 12/2000 – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის კაბინეტის უფროსის მ.შ. მინდელი ლაშა მამუკას ძე 10/1995 – 11/1995 - პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში. 11/1995 – 09/1999 - საქართველოს პარლამენტის წევრი , ადამიანთა უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 09/1999 – 06/2001 - ქ. რუსთავის მერი. მისაბიშვილი გურამი გივის ძე 10/1973 – 06/1975 - ცხაკაიას მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის ადმინისტრაციული კომისიის მდივანი. 06/1975 – 05/1976 - ცხაკაიას რაისაბჭოს აღმასკომის ადმინისტრაციული და არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. 05/1976 – 08/1976 - ცხაკაიას რაისაბჭოს აღმასკომი, ინსტრუქტორი. 08/1976 – 12/1978 - საქართველოს ალკკ ცხაკაიას რაიკომის მეორე მდივანი. 12/1978 – 04/1985 - საქართველოს ალკკ ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი. 04/1985 – 12/1987 - საქართველოს კპ ცხაკაიას რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. 12/1987 – 05/1991 - ცხაკაიას სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე. 02/1992 – 09/1992 - სენაკის ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მკოიანი ენზელ კარაპეტის ძე 05/1984 - 09/1990 – ალკკ ახალქალაქის რაიონული კომიტეტი, ახალქალაქის რაიონული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი. ძალიან დავიღალე. მოგვიანებით განვაგრძობ სიას, ანბანის მიხედვით ეს მხოლოდ პარლამენტია, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატებს, გამგებლებს და გუბერნატორებსაც განვიხილავთ. ...საინტერესოა ვინ ვისკენ იშვერს თითს..."ღორმა ღორს უთხრა შე დინგიანოო"...
  5. licemer ჯერ ერთი მოდერატორებთანაც უნდა ჩანდეს აუცილებლად და ეს სასწრაფოდ და აუცილებლად გამოსასწორებელია, მეორეც, მე ადმინისტრაციას, ადმინისტრატორებს მივმართე: newstudio-ს და lasha_alo-ს. შარს კი მადლობა. ყოჩაღ ნიკა. სვანები გადაარჩენთ საქართველოს! :
  6. კაი თამადა ყოფილხარ ენით ბულბულსა იგეხარო ნეტავი ჩემი ### იყო ამდენ ხანს ფეხზე იდგეხარო (კახური) http://www.clicksmilies.com/s1106/grinser/grinning-smiley-004.gif
  7. რა არის, დავიჯერო არ არსებობს მექნიზმი, რომლის საშუალებითაც ერთი IP-დან პოლში მხოლოდ ერთი ხმა შეიძლება მოხვდეს? ან რა კაიფს იჭერთ ამის დედა ვატირე 2 კაცი ათჯერ რო აძლევთ ხმას და 18 კაცს გაუსწრებთ, ეს გიხარიათ??? http://www.clicksmilies.com/s1106/sauer/angry-smiley-019.gif
  8. licemer სტაბილური და პრაგმატულად მოაზროვნე ვისთვის? საკუთარი თავისთვის? :ravic: ერთ რამეს არ აქცევთ ეტყობა ყურადღებას. ეს კაცი ყოველთვის იმ ნავში ზის, სადაც მეტ ფულს უხდიან: ასლანა, ბადრი, ეხლა მიშა... რა ვქნა, ხატზე დაგიფიცოთ რომ მიშა აფინანსებს მაგის პარტიას? dire ყველაფერი შედარებითია. ადამიანები არჩევანს ყოველთვის იქიდან ვაკეთებთ რაც გვაქვს. ამ გამოკითხვაში მყოფ სხვა დანარჩენ ადამიანებს თუ გადავხედავთ, მათთან შედარებით ნამდვილად საყვარელი და ავტორიტეტული ადამიანები არიან. შეიძლება 80%-ნი რეიტინგი არცერთს არა აქვს (და ეს კარგია!), მაგრამ ცალკე აღებული მათი რეიტინგი ცალკე აღებული სხვა კანდიდატებისას აღემატება. შეიძლება ალასანიას ჰქონდეს მაგდენი რეიტინგი, მაგრამ ის მერის ტიპაჟი არაა და როგორც მგონია არც თავად ისურვებს ამას.
  9. შემიძლია ვთქვა ვის არ მივცემდი ხმას: პირველ რიგში ბურჯანაძეს, მერე თარგამაძეს და მერე უგულავას... დანარჩენი სამიდან ალასნია რაღაც ვერ წარმომიდგენია ქალაქის მერად, სხვა გაქანების პოლიტიკოსია, დიპლომატი. ქალაქს მეურნე, პატიოსანი და ქალაქელებისთვის საყვარელი და ავტორიტეტული პირი უნდა ჰყავდეს მერად. მოკლედ, ან შალვა ან გრეჩიხა. შალვას პლუსი ისაა, რომ სისხლს გაუშრობს ყველას ვისაც კი აქამდე თითო კაპიკი ქონდა მოპარული და დარწმუნებული ვარ უამრავ სოციალურ შეღავათს დაუწესებს თბილისელებს. კომუნალური პრობლემების მოსაწესრიგებლადაც მაგრად იჩალიჩებს. ეს პლუსები გრეჩიხას არ ან ნაკლებად აქვს ჩემი აზრით. ცოტას წაუზარმაცებს, ცოტას მეგობრებს წაუხათრებს...+სოციალურ პრობლემებზე იმდენად ორიენტირებული არ იქნება. ქალაქს (ნებისმიერს) ჩემი აზრით მემარცხენე იდეოლოგიის, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული მმართველი სჭირდება ყველგან და ყოველთვის. შალვასგან განსხვავებით ლევანი ასეთი არაა. მარა ერთი დიდი მინუსი აქვს ნათელაშვილს: კადრები არ უვარგა და ვერც არჩევს. სულ რომ არაფერი თავის დროზე ზაზა ბეგაშვილი და ნუგზარ ერგემლიძე იყვნენ მისი წევრები. ეხლაც რეები ყავს? გუგავა, ძაგანია, ჯიბლაძე...უჰჰჰ...ტეხავს. აი გრჩიხა მეურნე კაცია, ძალიან კარგი კონტაქტებით და ნამდვილად პროფესიონალი კადრებით შეუძლია დააკომპლექტოს ქალაქის მთავრობა. ერთი ეგაა ნამეტანი მემარჯვენეები არიან და სოციალურ პრობლემებს ნაკლებად მიხედავენ ალბათ. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ლევანს უნდა ვუჭერდე მხარს : თუმცა ქალაქისთვის უმჯობესი შალვა იქნება და ამიტომ ალბათ შალვას მივცემდი ხმას. ბატონი რამაზისგან კი იმდენად გამიკვირდა თარგამაძის მხარდაჭერა, ყბა ჩამომივარდა. :ravic:
  10. ყვერები მეფხანება...მეძინება...
  11. Goddess მოგიკვდეს თავი. ჭკუა მეკეტება ისე მევასება ეგ მანქანა ვიდზე მე რაც შემეხება ფოლკსვაგენ ჯეტა ვიყიდე შარშან. ერთხელ ვიჯექი და მივეცი დედაჩემს იშვიათად ვჯდები. პრავა არ მაქვს მაინც და ერთი უცნაურობა მჭირს, კაცების 99%-სგან განსხვავებით საჭესთან ჯდომა არ მიყვარს
  12. lasha1997 ეგ რო ეთქვა რა უჭირს? ისეთი ავადმყოფია ვერარც მალავს თავის განზრახვებს, მიზნებს და მოტივაციას: "ომი წაგებული მაშინაა, როცა უცხო ქვეყნის დროშა ფრიალებს, როცა ჩვენი დროშა აღარ იფრიალებს, როცა ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა აღარ იფრიალებს..." ნეტა რა ფრიალებს კოდორის და ახალგორის ადმინისტრაციული შენობების თავზე? დამანახეთ... ანუ აღიარებს, რომ ის ომობს ხელისუფლების შესანარჩუნებლად და არა ხალხის ან ტერიტორიის. ერთ ადგილა შეილაგოს მთელი მთავრობის სახლი, ეჭვი მაქვს საკაიფოდ შეეტევა და დროშების ადგილიც დარჩება.
  13. newstudio აუ რამე მოიფიქრეთ და ან ამ ფორუმს გაუკეთეთ რამე ან მე მირჩიეთ სად ავტვირთო რო უფრო დიდი ზომით დავდო აქ. ამაზე მეტ ზომას ვერ ვდებ. ძალიან ლამაზი რაღაცაა და უამრავი საინტერესო დეტალი ჩანს ახლოდან. ესე არაფერი ჩანს
  14. არ ვიცი, მაგრამ ჩემზე არ დაუტოვებია თავდაჯერებული და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილება. რაღაცაზე ღელავს, აშკარად ერთი უცნაურობა შევამჩნიე: "საპარლამენტო ოპოზიცია" "არასაპარლამენტო სუბიექტები" რამდენჯერმე გაიმეორა ეს დეფინიციები აქედან ჩანს რამხელა ზიზღი აქვს ოპოზიციის მიმართ. თარგამაძეს კიდე მოვუ....ნ დამფინანსებელი პატარა მუქარაც შევამჩნიე მიშიკოს: "ჩვენ უკვე ამდენია თვეა ვუსმენთ...მოვუსმინეთ საზგოდაოების ძალზე მცირე ნაწილს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები, მაგრამ ესაა მაქსიმუმ 5%-ი, ეხლა დროა გავიდეთ და დანარჩენ 95%-საც დაველაპარაკოთ, რომელებმაც ჩვენ...რომლებსაც არ უნდათ ქუჩაში დგომა" დამეთანხმეთ და სულიერად ძალიან აფორიაქებული არსების სიტყვებს გავს... მე, შეუგნებელს ამ სიტყვების აზრი ასე მესმის, ჩემი გადადგომა მხოლოდ მაქსიმუმ 5%-ს უნდა, დანარჩენს არაო. საკუთარ თავს აჯერებს??? ნუთუ უცხოელ დიპლომატებსაც ასეთ იდიოტობებს ეუბნება? თუ მხოლოდ საკუთარ ხალხს თვლის იდიოტებად?
  15. http://i057.radikal.ru/0907/da/7aadbd6628d1.jpg მომაწოდა ერთმა მოხუცმა გერმანელმა კერძო კოლექციონერმა. მხატვარზე ბევრი ვერაფერი შევიტყე, მაგრამ სურათი უნიკალურია, იმდენად, რამდენადაც იმ პერიოდის თბილისზე ასეთი, ფაქტობრივად ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახული ნახატი საერთოდ არ არსებობს. ძალიან ლამაზი ქალაქი გვქონია. დაკვირვებული თვალი ბევრ შენობას იცნობს, ბევრსაც ისეთს შეამჩნევს დღეს რომ აღარაა P.S. ერთი კი შემიძლია ვთქვა: ეს ნამდვილად აზიაა :
  16. ძალიან მომეწონა! ბრავო!
  17. მასეა. მოვა არჩევნები და ისევ გაიყიდებიან 20 ლარად. დაჟე რიგში დადგებიან. ხელსაც მოაწერენ და ფულს რო მიცემენ მადლობასაც გადაიხდიან.
  18. ჩვენ არ გვაბოლებენ ლიცემერ (ისე, თქვენი სახელი რომ ვიცოდე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ჩვენ კაი ხანია ვკიდივართ უკვე. დასავლურ კომისიებს აბოლებენ. როცა ტელევიზიებზე ზეწოლის გამო და ამ ტელევიზიების არაობიექტურობაზე საყვედურობენ მათ ეუბნებიან, აი, ხელმძღვანელი მოვხსენითო, ბორდში ოპოზიციონერი წევრები გვყავს ნახევარიო... ერთ დიდ კოლმეურნეობას დაემსგავსა ეს ქვეყანა... მუშები წელში რომ წყდებიან და მაინც მშივრები არიან, კოლმეურნეობის თავმჯდომარე იპარავს და მდიდრდება... შიგადაშიგ რაიკომის მდივანი ეწვევათ და დაფაცურდებიან ხოლმე ერთმაც იცის რო ატყუებენ და მეორემაც, მაგრამ კმაყოფილები არიან...მუშებს კი სხვა რა გზა აქვთ. ჩუმად უნდა იდგნენ და უსმინონ. მერე სახლებში წავიდნენ, მაგრად დათვრნენ და ერთსაც და მეორესაც აგინონ.
  19. ქართველ ხალხს არ გამოასწორებს არაფერი. ყველაზე ვერცხლისმოყვარეები ვართ. ესაა ჩემი კომენტარი.
  20. lasha1997 არაფერი არ მინდა ლაშა. ღმერთი მიუზღავს ყველაფერს. იმდენს ვერ ფიქრობენ რო ადრე თუ გვიან წავლენ და ბევრად უფრო გაფარჩაგდებიან ვიდრე ედიკასდროინდელი სასტავი. ხალხი გამარჯობას აღარ ეტყვის პროსტა და პახოდუ იმდენი მტერი გაიჩინეს შიშით ღამე ვეღარ დაიძინებენ ვერასოდეს. ეხლა რაღაცას მოვყვები და არც იმის შემეშინდება, რო ვიღაც ქურდების ადვოკატად მომნათლავს: იცი ამათ რა გააკეთეს? ერთი ქურდი იყო და ამათ რო ომი გამოუძახეს მოიხია რუსეთში და აღარ ჩამოდიოდა. ამათ კიდე დედის საფლავი ამოუთხარეს. კაცი ისე გამწარდა, ესეთი სიცოცხლის დედაცო, ჩემი ხელით მოვკლავ ვინც გააკეთაო და პოლიციის უფროსს შემოუთვალა 25 000$-ს გადავიხდი და 3 დღე ჩამომიშვიო. იმან 25 ცოტაა, 50-იო. გადაიხადა და ჩამოვიდა თუ არა ტრაპზევე დაიჭირეს... ან სხვაზე რა მოვყვე, მე რო დაჭერილი ვიყავი ისეთი სატანიზმი იკისრეს... მასტებმა ვიდეო ჩამირთეს და ჯერ ერთი წუთი პორნო მაყურებინეს ვიღაც ორი ულვაშიანი, ღიპიანი, ბანჯგვლიანი ბებერი თურქი როგორ სადისტურად აუპატიურებდნენ ესე 10-12 წლის ბიჭს და მერე მანქანიდან ფარული კამერით გადაღბული ჩემი ძმა (15 წლის იყო მაშინ) როგორ თამაშობდა თავის ძმაკაცებთან ერთად სკოლის ეზოში და ხო ხვდებიო... იმ წუთში მეთქი ეხლა ამას ამ საფერფლეს ვლეწავ საფეთქელში თქო, მარა მურტალია, შიგნიდან ძნელია გარისკო...ეხლა უფრო ვხვდები რო ვის რად უნდოდა, პროსტა მაშინებდნენ...იქ ჩავყლაპე, მარა ციხეში 4-ჯერ მომივიდა გულის შეტევა მაგის გამო. რაც გამოვედი ბოღმა მახრჩობს. ჩემ ძმას მაგას 100 წელი ვერ ვეტყვი, 17 წლისაა უკვე, თავის თავმოყვარეობა აქვს. ამ ფორუმზე არ შემოდის და იმიტო ვწერ აქ...მამაჩემს მაგას ვერ ვეუბნები ერთი ოპერაცია გაკეთებული აქ გულზე, ეხლა მეორე ჭირდება და ვერ ვუკეთებ, თან შაქარი აქ... ეს რო გაიგოს ხელში ჩამაკვდება... მე რომც შევარჩინო ღმერთი შეარჩენს?...
×
×
  • შექმენი...