-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
ერთი კაცი მეორე კაცს როცა უშვებს, ეს არის ბოზობა.
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ხო, რას იზამ, ეტყობა არ მაქვს გადმოცემის უნარი. -
ერთი კაცი მეორე კაცს როცა უშვებს, ეს არის ბოზობა.
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აუ კარგით რა მართლა, რას ართულებთ და ახუჭუჭებთ კაცო? საქმე მარტივადაა: ეგეთი ტიპის თემებში მომხმარებლები შედიან და მოდერაციას მიუთითებენ ამან და ამან შეურაცხყოფა მომაყენა (ან სხვას მიაყენა) და დასაჯეთო. აშკარად ეს იგულისხმა დიტომ და მეც შემთხვევით არ მითქვამს ის, რაც ამ პოსტის პირველ აბზაცში წერია: http://planeta.ge/index.php?showtopic=31400&view=findpost&p=295766 მაგრად ტეხავს როცა კაცს დედას გაგინებენ და სხვას ეღრიჭინები დასაჯეო. მე პირადად ჩემი შეურაცხმყოფელის თუ დამამცირებლის მხოლოდ ჩემი ხელით დასჯა მომცემს კომპენსაციას. სხვისი ხელით თუ დაისაჯა, თუნდაც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, კიდევ უფრო დამცირებულად ვიგრძნობ თავს. ამაზე მიუთითა დიტომ და ეგ ვთქვი მეც. რა ქურდული მენტალიტეტი, რის ქურდული... აგერ გათხოვილი ქალები ხართ და მითხარით ან ქმარი ან შვილი თუ გინდათ ეგეთი თქვენს თავს რომ შეაგინებენ და სხვას სთხოვს პასუხის გაცემას? და თუ არ გინდათ ე.ი. ქურდული მენტალიტეტის მატარებლები ხართ? -
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს თვისებები ერისთვის დამახასიათებელია, თუმცა ცალკე ის ფაქტია აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ დამშეული და გარატაკებული ადამიანი უარს არ იტყვის 2-3 სიტყვის თქმაში უცებ მისთვის საკმაოდ მიმზიდველი თანხა გამოიმუშაოს და მეორეც ჩვენთვის დამახასიათებელი თვისება მუქთახორობა ნამდვილად არის IMHO, "მუქთა იყოს - კუბო იყოსო" გაგიგიათ ალბათ, პლუს ტყუილის თქმა მაინცდამაინც დიდ დისკომფორტს არ უქმნის ქართველებს.
-
newstudio სიტუაციის გაკონტროლება რა შუაშია, ფრიდამჰაუსი დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხს იკვლევს ანუ მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ძალიან შორს დგას იმისგან, რასაც დემოკრატიული ხელისუფლება ქვია + საკუტარ სტრუქტურებს მართავენ არა ხალხისთვის, არამედ გარკვეული კლანებისთვის სასარგებლოდ.
-
lasha1997 არა, რას ვშაყირობ კაცო. ეხლა პირადად ეგ არ აცხობდა ალბათ, მაგრამ როცა მაგათ წარმატებულ ბიზნესზე საუბრობს მიხო მხედველობაში "ევროპული პურის საცხობი" აქვს, რომლის პატრონიც ამ ვერას ძმა ოთარია. კანადაში სსრკ-დან ემიგრირებული ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ხოდა რუსულ, უკრაინულ და ქართულ პურებს აცხობენ. newstudio მამას არა, ძმას აქვს.
-
ისე რა მაგარია, ამ სკალის მიხედვით ერთადერთი რაც დემოკრატიის საშუალო სტანდარტებთან მეტ-ნაკლებად ახლოს დგას სწორედ ის ბრძენი ქართველი ხალხია, რომელზეც ამდენს კაიფობენ ზოგიერთები.
-
ერთი კაცი მეორე კაცს როცა უშვებს, ეს არის ბოზობა.
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო ნუ რას იზამ ქურდული მენტალიტეტის მატარებლები ვართ ჩვენ...კაცს მაშინ გქვია კაცი დედას რომ შეგაგინებენ და პოლიციას ეტყვი შემაგინა იმან და დასაჯეო... მე როგორც ვიცი საკუთარი სურვილით არ პოსტავს უბრალოდ. მაგრად გამიტყდა ერთი მადლობა რომ არ უთქვამს ამდენმა ხალხმა დაბადების დღე რომ მივულოცეთ. -
დღეს დიდი დღეა აშშ–ი,მაგრამ ...............
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვახ, არადა იტალიაში მაგალითად პირიქით აპრავებენ ხალხს, 100% ვიცი. ახლობლები მყავს ბევრი იქ და გახარებულები არიან. არალეგალები ვინც არინ (ოღონდ უკვე იქ ვინც ცხოვრობს ბოლო თუ არ ვცდები წელიწადნახევარი), წელიწადში 5000 ევროს თუ გადაიხდიან ლეგალურად დარჩენის და მუშაობის უფლება ეძლევათ. მანდაც მახსოვს მაგ დაპირებით მოვიდა ობამა აშკარად რომ არალეგალები უნდა გაეპრავებინა ვინც დიდი ხანია მანდ ცხოვრობს, ენა იცის და ა.შ. და ეხლა რა შეიცვალა??? ეგეც მიშაა და გადააგდო ხალხი დავიჯერო ტო? თუ მანდ ცალკეულ შტატებს იმხელა უფლებები აქვთ რო კიდიათ და ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა-დამტკიცების გარეშე იღებენ ეგეთ კანონებს? -
28 წლის არის. არაფერი არ უკეთებია არასდროს კაცო. მის ძმას აქვს რაღაც საცხობი ეგ არის და ეგ. მე რამდენადაც ვიცი მიშა იყო კანადაში ჩასული, იქ დახვდნენ ვიღაც პადხალიმები, მათ შორის ესეც, რომელმაც თავისი ძმის საცხობში გამომცხვარი პური მიართვა და ამან (მიშამ) ეგრევე მიაპიარა არიქა ლამაზი ნაშა, ლტოლვილი, ვითომ ბიზნესი აქვსო და ოპაა. დღეს ვიქექე ინტერნეტში, გადავატრიალე და არაფერი, თავისუფალ მსმენელად არის ნამყოფი სხვადასხვა ლექციაზე, რომელზე დასწრებაც მე და თქვენც შეგვიძლია მატერიალური საშუალება რომ გვქონდეს, არც არაფერს გთხოვთ არავინ და არც რაიმე სერტიფიკატს გადმოგცემენ. ალ გორის ლექციაზეა ნამყოფი სადაც ალ გორს ულაპარაკია ორგანული პროდუქციის უპირატესობაზე არაორგანულზე. ეგრე აკაკი ბაქრაძის ლექციაზე რამდენადაც ვიცი 50-ს გადაცილებული თბილისელების მინიმუმ 50%-ია ნამყოფი, მაგრამ უნივერსიტეტის დიპლომი კი არ მიუციათ ამაში ყველასთვის.
-
სამწუხაროა რომ ამდენი ჟურნალისტიდან თუ პოლიტიკოსიდან ყველა ზარმაცი აღმოჩნდა და სახეზე არ ააფარა ამ გათახსირებულებს ამხელა ტყუილი. არათუ განათლება, არამედ არავითარი წარმატებული ბიზნესმენი ეგ ნაშა არაა, რა თანამდებობები, რის თანამდებობები?! არის კანადაში ასეთი ფირმა (არც მაინცდამაინც გიგანტი)Anita's Organic, რომელიც ძირითადად მარცვლეულით და მარცვლეულისგან დამზადებული სხვადასხვა ორგანული პროდუქტებით ვაჭრობს. მოკლედ პურ-ფუნთუშეული, ფქვილი, გრეჩიხა, ბრინჯი, გამხმარი ხილი (ჩირი) და ეგეთი რაღაცეები აქვთ და ამას რამდენიმე პატარა ქალაქში ასაღებენ ბრიტანეთის კოლუმბიის შტატში (კანადა). ხოდა ამ პატარა ფირმის (პატარა იქაური მასშტაბით) ერთი პატარა მიმართულების (პურების) ერთი პაწაწინა სეგმენტი ქართული პურებიც იყო, რომლის ცხობაზეც ამ მინისტრის ოჯახს აძლევდა შეკვეთას ეს ფირმა, კერძოდ მის ძმას ოთარ ქობალიას აქვს საცხობი, სადაც ქართული, რუსული და უკრაინული პურები ცხვება აქედან ჩასული ემიგრანტებისთვის. ეს თუ დიდ ფირმებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობს ნიშნავს მაშინ უმუშავია და ეგაა.
-
ერიჰააა. ამათ ჩამოკრეს აი ხო იცი...რა კენია, რის კენია...ფულის გათეთრების სუნი სცემს ამ ამბავს, რაღაც ინვესტიციების ან ჰუმანიტარული დახმარებების პონტში, ოღონდ აქედან იქეთ + უეჭველი რაღაც დიდი ხარჯები გაიწერება საელჩოს კეთილმოწყობაზე და მათი თანამშრომლების ხელფასებზე. კენიაში რა უნდათ ტო, მაქსიმუმ ზოოპარკს აჩუქონ რამდენიმე ეგზოტიკური ბინადარი.
-
newstudio ჩათვალე ეს ცხრილი არის დღიური, სადაც დემოკრატიის სხვადასხვა მიმართულებებში ნიშნებს გვიწერს მსოფლიოში ულაპარაკოდ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია ფრიდამჰაუსი. ფრიდამჰაუსი ყოველწლიურად ყველა ქვეყანაში აწარმოებს დაკვირვებებს და წლის ბოლოს დასკვნებს დებს თუ როგორია დემოკრატიისა და თავისუფლების დონე და ხარისხი. ამ დღიურში შეფასების 7 ბალიანი სისტემით იწერება ნიშნები. საუკეთესო ნიშანი არის 1, შემდეგ 2, 3 და ა.შ. ანუ რაც უფრო დაბალია ნიშანი, მით უფრო მაღალია დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხი და პირიქით. კარგად დააკვირდით დინამიკას წლების მიხედვით და ნიშნებს. მოდი სულ დაბლიდან დავიწყოთ, სადაც Democracy Score წერია. ეგ არის ჯამური შეფასება ქვეყანაში არსებული დემოკრატიის. 1999 წლიდან დღემდე საერთო დინამიკა უარყოფითია და თითქმის ერთი პუნქტით გაუარესდა. ყველაზე კატასტროფული სიტუაცია არის ცენტრალური ხელისუფლების შეფასებაში, რომელსაც პრაქტიკულად უმდაბლესი შეფასება, 6.00 ბალი აქვს. 7.00 მხოლოდ იმ შემთხვევებში იწერება როცა ის საერთოდ ფიზიკურად არ არსებობს. დინამიკასაც დააკვირდით საარჩევნო წლებში განსაკუთრებით გაუარესდა მათი ნიშნები. მთლად ასეთი უმდაბლესი ნიშნები არ უწერიათ, მაგრამ უფრო უარესი დინამიკა აქვთ საარჩევნო პროცესის შეფასებისას. საუკეთესო ნიშანი 2007-ში უწერიათ, მაშინ როცა არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა აქ. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი არის 2003 და 2009 წლების შეფასება. რის გამოც ვარდების რევოლუცია მოაწყვეს იგივე გააკეთეს თავად ნაცებმა. სამოქალაქო საზოგადოებას უფრო გაზრდილად მიიჩნევენ ვიდრე იგივე ვარდების რევოლუციის დროს. ასე რომ თავად განსაჯეთ რამდენად აქვს საფუძველი ზოგიერთს რომ საზოგადოებას ცინიკურად "ბრძენი ქართველი ხალხი" უწოდოს, სწორედ ბრჭყალებში ჩასმულის ინტერპრეტაციით და არა პირდაპირი მნიშვნელობით. ადგილობრივ ხელისუფლებას დადებითი დინამიკა აქვს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან 2006 წლამდე მოგეხსენებათ იურიდიულად პირდაპირ პრეზიდენტი ნიშნავდა დიდი ქალაქების მერებს, ეხლა მართალია ფორმალურად, მაგრამ მაინც საკრებულო ნიშნავს. სასამართლო ხელისუფლება სამწუხაროდ მხოლოდ ქვევით მიექანება და ბოლო წლებია მიცვალებულის კარდიოგრამასავით სწორი ხაზი აქვთ გავლებული ფსკერზე. რაც შეეხება კორუფციას, დააკვირდით ამ მხრივ ყველაზე უარესი მაჩვენებლები გვაქვს 2003-2004-2005 წლებში, ანუ ნაცების მმართველობის პირველ წლებში როცა გაკულაკებები მიდიოდა და საფუძველი დაედო საქართველოში ახალი კლანების შექმნას. საერთო შეფასებით აგრერიგად გაპიარებული დამარცხებული კორუფცია სულაც არ გახლავთ დამარცხებული. ამ სკალის მიხედვით აშკარად არ გამოიყურება იმაზე ბევრად უკეთ ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. უცნაურია რომ ამ დასკვნაზე აქამდე თემა არ გქონდათ გახსნილი. P.S. არცერთი ნაცი ამ თემას არ გამოეხმაურება ვიცი და თუ გამოეხმაურება აუცილებლად რამე "აბა, გრეჩიხა ჯობდა?!" პასუხს მოთხრის. ეჰ...სანამ დროა აიღეთ ხელში მართლა თოხები და ფიწლები და დაკეპეთ აი კალოშიანი ყვარყვარეები თორე მაგათ თავისით კი არ მობეზრდებათ ან ნამუსი კი არ შეაწუხებთ...
-
ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შესახებ ფრიდამ ჰაუსის დასკვნებს საქართველოში არსებული დამოკრატიის ხარისხზე და მის დინამიკას. სკალაში უმაღლესი დადებითი შეფასება არის 1, უმდაბლესი 7. ინგლისურის არმცოდნეთატვის ტერმინებსაც გადავთარგმნი: Electoral Process - საარჩევნო პროცესი Civil Society - სამოქალაქო საზოგადოება Independent Media - დამოუკიდებელი მედია Governance* - ხელისუფლება National Democratic Governance - ცენტრალური ხელისუფლება Local Democratic Governance - ადგილობრივი ხელისუფლება Judicial Framework and Independence - სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი Corruption - კორუფცია http://www.freedomhouse.hu/images/nit2009/georgia-final.pdf * 2005 წლიდან ფრიდამ ჰაუსი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს ცალც-ცალკე აფასებს.
-
T_A_T მაგ ყველაფრის ბიზნესი გადაყოფილი აქვთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. ნაცარქექიები რა შუაშია? ადგილზე წარმოების გახსნას არავინ გარისკავს ვანოს გარდა, იმიტო რო ჯერ ერთი მეტ-ნაკლებად სუფთად მოუწევთ გადასახადების გადახდა, მეორეც ხარჯი გაცილებით მეტია, თუნდაც საწყისი კაპიტალი. მე რომ გავაკეთო ან შენ, ციხეს თუ ავცდით საშვილიშვილოდ გადავვარდებით ვალებში, რადგან არავინ გაგვახარებს, გამორიცხულია. იმიტომ რომ გაცილებით დაბალი ფასი უნდა დავადოთ და ლოგიკურად უმალვე ჩაიძირება იმპორტირებული საქონელი. ხოდა როგორ ფიქრობ ეხლა მე და შენ გაგვაკეთებინებენ ფულს და თვითონ დაკარგავენ? ჰაერზე არ ვლაპარაკობ, გვქონდა მე და ჩემს მეგობრებს ადრე მცდელობა. თვითონ სოფლის მეურნეობის პროდუქციას რაც შეეხება, ბენზინი, დიზელი, სასუქი და ა.შ. ხელისუფლებას შემოაქვს და ცეცხლის ფასი აქვს, ამით უკვე თვითღირებულებაც იზრდება + გლეხიც ამატებს ცოტას, იმიტომ, რომ ლარის მაგივრად 50 თეთრად რომ გაყიდოს რაღაც, მაგალითად პომიდორი, იმ ფულით მერე თვითონ ფქვილს ვეღარ იყიდის და შვილს ვეღარ გადაუხდის სწავლის ფულს. დედააფეთქებული, კლანურ-მაფიოზური ჯაჭვი შეკრა ამ ხელისუფლებამ, რომლის გამოც გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი ოფლით ნაშოვნი თითოეული თეთრი მათ ყულაბაში ვარდება.
-
akkai ხო. ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი. ტექნიკას ბევრი შესაძლებლობა აქვს. შეიძლება ისეთი რაკურსით გადაიღო მართლა რო რა ვიცი. აგერ მედვედევი ლამის შვარცენეგერის სიმაღლე გამოაჩინეს ხო ხედავ?
-
newstudio აჩი, ხომ ნამდვილად ჩვენი საკუთარი ყურით მოვისმინეთ როცა მიულოცა არა? საერთოდ მე ალასანიას მიმართ რა სიმპატიებიც მქონდა, ამის ერთერთი წინაპირობა ის იყო, რომ მისი ყოველი სიტყვა აშკარად წინასწარ ნაფიქრი და გააზრებული იყო, პასუხს აგებდა თითოეულ თავის სიტყვაზე. გარდა ამისა შემთხვევით არაფერს ამბობდა. ყველა სიტყვა რარაც მესიჯი იყო ვიღაცის მიმართ. ამიტომაც მე მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ის მილოცვა, არც წამოცდენა იყო, მითუმეტეს არც დაბნეულობის გამოხატულება. ის იყო კონკრეტული მესიჯი კონკრეტულად დასავლეთის მიმართ. ის არის პირველი ადამიანი საქართველოში, რომელმაც არჩევნების შემდეგ გააკეტა ისეთი განცხადება, როგორსაც დასავლელი პოლიტიკოსები აკეთებენ ხოლმე. ამ მესიჯმა მიაღწია კიდეც სადაც ჯერ არს. ამიტომაც დაკარგა ჩემი სიმპატიები, საკუთარ იმიჯს და კარიერულ მიზანსწრაფვებს შესწირა ხალხი. არარ მაინტერესებს გაზეთის ფურცლებიდან რას იტყვის, ვინც დაბოლდება, დაბოლდეს. ფაქტია როცა პირდაპირი მნიშვნელობით საქმე საქმეზე მიდგა, ყველაფერი გააფუჭა და ყველაფერი მოხდა ზუსტად ისე, რაც ყველაზე მეტად წაადგებოდა მიშას. ჩამოვიდა, პირველმა დააყენა არჩევნებზე თავისი კანდიდატურა, უარი თქვა ერთიან კანდიდატზე, მიულოცა არჩევნები და წავიდა ისევ უკან, აშშ-ში. ფაქტები და ლოგიკა სხვას მეტყველებს. ეხლა იქიდან გაზეთით რას მეტყვის არ მაინტერესებს რა. ეს იგივეა კაცს ცოლმა შუა დღნაურში შეუსწროს საყვარელთან და "ეს ის არ არის რაც შენ გგონიაო" ყვიროდეს.
-
akkai ძალიან საკაიფოა. მართალია ბევრი რამე ტრუხაა და მნახველი ტაიტის მაგვარ რაღაცას წარმოიდგენს, მარა ალბათ მაცდუნებელია. იმ კუნძულმა მეც ძალიან დამაბნია. ეგეთი სუფთა წყალი რომელ ტბაშია ჩვენთან ტო? :D:D:D თავიდან რომ ჩანს, წყალში რო ხტება ტიპი ციხისძირია მე მგონი, მარა მერე ის კუნძული როა სხვაგანაა. ისე მე კუნძული (ნუ პატარა კუნძულუშკა) მხოლოდ ტყიბულის წყალსაცავზე მაქვს ნანახი, ზომით და ფორმით გავს, ალბათ ეგაა...ოღონდ არაფერი საინტერესო არაა იმ კუნძულზე, რარაც დაჭაობებული მიწის ნაგლეჯია, ბანძი ხეებით და ძირითადად ჭაობის მცენარეებით მოფენილი.
-
მთავარია დასავლეთის თვალში ზომიერი და გაწონასწორებული, პროიმათიანის იმიჯი. ამისთვის თუნდაც გიგის ამომრჩევლებს მიულოცავ გამარჯვებას.
-
ფული შევაგროვოთ და ერთი ბილეთი ავუღოთ რა მაგას. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f2/DildoNewfoundland.jpg
-
უცხო_პლანეტელი რა მიზეზით და ძაღლი დამიძახეო მეტყოდა.
-
newstudio ეხლა გააჩნია რა საკითხზეო...ეს ხალხი მე ინფარქტს დამმართებენ ცინიზმით...მე როცა მაგას ვამბობდი ან რომელიმე პოლიტიკოსი სიტყვასიტყვით იგივეს ამბობდა მოღალატეს ეძახდნენ და აგინებდნენ. ნუ სულ ის ანეგდოტი როგორ უნდა მახსენდებოდეს: -ბიჯო ბეგემოტი მართლა დაფრინავს? -რა დაფრინავს, შენ შ.. ხო არა გაქვს? - აბა, მიშამ თქვა დაფრინავსო? -ა, ბეგემოტი მითხარი? ბეგემოტი კი დაფრინავს კაცო, როგორ არა, ნუ ეხლა მთლად კამარას არ კრავს, მარა ცოტას კი დაფრინავს...
-
უცხო_პლანეტელი მადლობა თქვი რომ მოდერი სატურნი კი არა სწორედ მე ვარ, თორე ამ ფრაზის (ანდაზის) გულისთვის კაი მსუქან ბანს ჩაგახუტებდა დიდი ხნით. ეჰ...
-
ჯერ ერთი მე მოდერობა კი არა რეჟიმ ჩეინჯი მინდოდა სად შემიძლია ამდენი ბრძენის ატანა. ფორუმ ჯიდანაც იმიტომ წამოვედი, რომ ამდენი ბრძენი, ვაჟკაცი და პატრიოტი ერთად ვერ ავიტანე მე, ბნელმა, კურდღელმა და მოღალატემ. არადა მარტივია, რომ ხშირად მიზეზი უფრო ყოფითი ხასიათისაა ხოლმე. დიმიტრის და ადმინისტრაციას კი შეუძლიათ PM ნახონ.
-
asds არც ვჯიუტობ ეხლა და არც თავს ვიბრმავებ, მაგრამ მართლა არ არის ეგრე. 10-დან 1, მაქსიმუმ ორი ქართველი მოიპარავს და დანარჩენების თვალში ეს სირცხვილი და დანაშაულია. არავის ეზიზღება აფხაზი, ოსი და მითუმეტეს სომეხი. ეგ არის აფხაზებთან და ოსებთან შავბნელი ძალების გამოისობით სისხლიანი კონფლიქტი გვქონდა და ამიტომ ნაწყენები, გაბრაზებულები ვართ. გადაგვივლის. მე და შენც შეიძლება დავაყაროთ ერთმანეთს (თეორიულად თორე ისე ღმერთმა დაგვიფაროს) და ამის გამო ერთმანეთი, ერთმანეთის ოჯახები, სანათესაო, სამეგობრო, საახლობლო შეგვძულდეს, მარა არა ქართველები. დრო ყველაფრის მკურნალია. რაც შეეხება სომხებს, ისინი არავის ეზიზღება. ეს კომუნისტური იდეოლოგიის ბრალია. ჩვენ სომხებზე და აზერებზე ვყვებით ანეგდოტებს, არასრულფასოვან ნაციად "მივიჩნევთ", ისინი ჩვენზე. ერთსა და იმავე დროს დაწერილ ისტორიის სახელმწიფო სახელმძღვანელოებში (კომუნისტების პერიოდს ვგულისხმობ) ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დავით აღმაშენებელი იყო მეფე ქართველთა, ა.შ., ა.შ....და სომეხთაც, რომ აზერები თურქმანული ტომები იყვნენ და სადღაც შუა აზიიდან გადმოიხვეწნენ. სომხებს ასწავლიდნენ თავისი ველიკაია არმენიის და კავკასიის ჰეგემონობის ისტორიას, აზერებს იმას, რომ ყველაზე ძირძველი კავკასიელები არიან. და ჩემის აზრით იცი რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი კაი ტიპი მთელს იმ სახლმძღვანელოებში რუსეთი იყო, იმიტომ რომ ყველას სცოდნოდა ოდესღაც დიადი ერი რომ იყო და დამპალმა მეზობლებმა წაართვეს ყველაფერი, კეთილმა რუსეთმა კი გადაარჩინა ისინი. ეს ავტონომიებიც მარტივი ბერკეტი იყო. მარტო კავკასიაში აქეთ ყარაბაღი, იქით საინგილო და ჰერეთი ქართველებით, ჩვენთან ხო საერთოდ აფხაზეთი, ოსეთი, ჯავახეთი, მარნეული, აჭარა და სამეგრელოც კი სცადეს. რომელიმეს ქვეყანას რომ ეცადა დამოუკიდებლობა ამ შეთითხნილი ისტორიებით რომ აებუნტებინათ აქა-იქ კუთხეები და ამით მიებათ ეს ქვეყნები. აი ეგ არის ლევან. ხოდა მაგას მე კი არა 10-დან 9 ქართველი ხვდება ღრმად ვარ დარწმუნებული. არავის არავინ სძულს და არც მომპარავობა არაა ჩვენს მენტალიტეტში და ღირებულებებში. ჩვენი ღირებულებები მეგობრობა, გაჭირვებულისთვის ხელის გაწვდენა, წინაპრების, უფროსების და ტრადიციების პატივისცემაა. შენ არ ხარ ესე? შენი ახლობლები? მე ვარ. ჩემი ახლობლებიც. აბა საიდან ეგ ციფრი? რატომ გგონია, რომ ხალხი ნაგავია და მხოლოდ შენი წრეა კარგი? კაროჩე მეზარება ეხლა რა. გავდივარ. ვერ ვიტან ამ ქართველ ხალხზე ღადავს და მის დაკნინებას. ძალიან მაგარი ერი ვართ და მართლა ბარე ასმა ერმა გვაკოცოს ტრაკზე. 3000 წელია მოვდივართ ბევრისგან განსხვავებით და ზუსტად იმან მოგვიყვანა რო მაგარი ერი ვართ. უარგუმენტოდ ბაზრობ ყველაფერს. რა მომპარავები, რა სომხებს ვერ ვიტანთ...