Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. lasha_alo ლაშა ილუზიებში შენ ცხოვრობ ჩემდა გასაკვირად. დიდი ხანია უკვე სიზმარში ხარ და ვერ გაგაღვიძეს. ერთი ჩაინიკი ცივი წყალი გიშველის შენ კისერში. ზუსტადაც რომ ტრაკის თამაშად მიმაჩნია ამ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა და "კონსტრუქციულობის" იმიჯი, რადგან ეგრე 100-დან 100-ვე შემთხვევაში შედეგი უარყოფითი დადგება, თანაც ყოველ მომდევნოზე გაცილებით მძიმე. სულ რაღაც 2 წლით უკან მაინც გაიხედე, მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები წაგებულად გამოგვიცხადეს იმ დონეზე გააყალბეს და იმის ნაცვლად გადაგვეყოლებინა ეს ვირიშვილები, წამოგვიკიდეს და საპარლამენტო არჩევნებზე დაგვითანხმეს, თან ისე დაგვითანხმეს და ისე გამოიყვანეს ვითომდა ისინი დაგვთანხმდნენ და დაგვითმეს. აქაც ისეთი გააყალბეს ნაცებმა მიმიქარავს მოქკავშირი. ესეც შევარჩინეთ და გავაპრავეთ. ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს ამ ჩემისებმა და მესამედაც გავიდნენ. ამ დუნდულების ტყლაშა-ტყლუშს რა აზრი აქვს გამაგებინეთ, შეიძლება შენი საფეხბურთო გუნდით, მოწინააღმდეგეს ისეთ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზე დათანხმდე, სადაც ის 11 კაცითაა, შენ 5-ით, იმათ ხელითაც აქვთ თამაშის უფლება, სულ რომ ფეხები გადაგიმტვრიონ კოჭებში ჯარიმა არ დაინიშნება და მსაჯიც იმათი ფანკლუბის აქტიური წევრია??? ზუსტად ეს გააკეთა ალიანსმა როცა ამ საარჩევნო გარემოში გავიდა ამ შემდაგენლობით და გულშემატკივრებს მოუწოდებდა თქვენ თუ მხარს დაგვიჭერთ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ 10 თავით ვჯობივართ ამათ და მაინც მოვუგებთო. ჰოდა: http://i50.tinypic.com/zwn58n.jpg
  2. ისა და ... ზუსტად ეგრე არ მოხდა ყველაფერი რო? გარდა მეორე აბზაცისა, კერძოდ "ნოღაიდელის ჯგუფის მიერ ჩატარებული მიტინგი კვლავინდებურად დაირბა, მაგრამ პოლიცია აკონტროლებს სიმშვიდეს". ასე რომ ეს http://i50.tinypic.com/zwn58n.jpg არ არის საჭირო როდესაც აქ უცხოელი დამკვირვებლები თუ შუამავლები ჩამოდიან ან ადგილობრივი ელჩები ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს ვის ელაპარაკებიან ხოლმე? ჩამოვთვალოთ, OK? ალასანიას, რესპებს, ახლებს, ბურჯანაძეს, სალომეს, კონსერვებს, ლეიბებს, გრეჩიხას, ფორუმს, მრეწველებს, ქმდ-ს. გამომრჩა ვინმე? მგონი არა. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება რომელიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა სადაც მაგალითად თორთლაძე, მე თვითონ, ედპ და მსგავსი ხარახურები მიეწვიოთ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ეხლა ხელახლა გადავავლოთ თვალი ჩემს მიერ ჩამოთვლილ სიას: ფორუმმა, გრეჩიხა, ლეიბებმა და ბურჯანაძემ არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ალასანია,რესპები,ახლები და სალომე ბლოკში იყვნენ და პირველებმა განაცხადეს რომ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ალასანიას ასახელებდნენ იმდენად უალტერნატივო კანდიდატად რომ მისი ჩანაცვლება არანაირად და არაფრის ფასად არ განიხილებოდა. შესაბამისად თავისთავად ცხადი გახდა, რომ ქდმ და მრეწველებიც დააყენებდნენ საკუთარ კანდიდატებს. ანუ 11 ოპოზიციური სუბიექტიდან 6 იღებდა უკვე მონაწილეობას და გაპრავება ზედ იყო უკვე. ანუ ალიანსს რომ თავიდანვე უარი ეთქვა რჩებოდა 2 სუბიექტი: მრეწველები და ქდმ. ვინც რა არ უნდა მიმტკიცოს, 3000%-ით ვიცი (არ მგონია და არც ვასკვნი, ვიცი), რომ ოპოზიციური ერთობის შემთხვევაში მრეწველები მზად იყვნენ ამ ერთობას დათანხმებოდნენ იქნებოდა ეს ერთიანი კანდიდატი თუ ბოიკოტი. ასე რომ დარჩებოდა ერთი ქდმ. მოკლედ ეს ერთი ქდმ ერთი მერცხლის ჭიკჭიკისა არ იყოს ვერ გაუპრავებდა არჩევნებს და გარდა ამისა მათთან ხელისკვრის ნაცვლად აქტიური მუშაობის შემთხვევაში არ იყო გამორიცხული, მათაც ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის, თუნდაც 50%-ნი ბარიერის არმიღების გამო. ყველაზე მთავარი გარემოებები კი ის არის, რომ ძალიან ბევრი დრო, ფინანსები, ნდობა, განწყობა და იმედი დაიკარგა ამ დემოკრატიულობანას თამაშით, მაშინ როცა ეს დრო, ფინანსები, ნდობა, განწყობა და იმედი სწორი მიმართულებით რომ მიემართათ ან ძაღლი მოკვდებოდა ან ძაღლის პატრონი ანუ ხელისუფლებას თუ ვერ მოაშორებდნენ მნიშვნელოვნად დაასუსტებდნენ მაინც და ესე კი ქალაქის გასაღები თავისი ხელით მიართვეს ყაენს.
  3. 1. მე ვარ მიშა ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. შეჰქმენ თავისა მიხეილისა კერპი, აგრეთვე ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს მთავრობასა შინა ზე, და რაოდენი არს ნაცმოსა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ჰავლაბრის შადრევნისა: თაყვანი-ეც მათ და მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ვანოისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი ცემისა საკუთარისა ხალხისა და წმიდა-ჰყავ იგი: ყოველსა დღესა იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი დარბევისა არს მიშისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც ვანოსა შენსა და გიგისა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა ნაც-ჰკლა, არამედ კაც. 7. არ იმრუშო...ვაიმე, რომელი საუკუნეაა? ბნელებეე... 8. არ იპარო, წაართვი. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა, ეგ არ ეყოფა, დაიჭირე ან მოკალი! 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა, შეასრულე წინა მცნებანი და ყოველივე მოგეცეს შენცა.
  4. გავარტყი ნაცებს წინიდან, უკნიდან, ქვემოდან და ზემოდან. რაც არ უნდა მოხდეს, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ და რითიც არ უნდა დამემუქრონ მაგათ გვერდზე რა დამაყენებს? ისეთივე გულისამრევ ორგანიზმად იქცა, როგორადაც კომპარტია.
  5. ვერ გავიგე რა ხდება რა :ravic: თავიდან რო დაიწყო ყირგიზებმა არ თხოვეს რუსებს შემოდითო? ეხლა უზბეკებმა...
  6. ვაშაააააააააა!!! :049: :049: :049: იიშ! იიშ! იიშ!
  7. lasha1997 კაცო მსოფლიო ჩემპიონატია, რა მეპოლიტიკება? Saturn მადლობა, მაგრამ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი ციხეები.
  8. აუ ესენი რა კაი პირობებში არიან, მშურს...ფანჯარა აქვთ, მშრალი კედლები და ადიალები...ციხეშიც რო ბედი არ გექნება კაცს რა
  9. babuagiorgi გიორგი მაგის მექანიზმი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კი არა და ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება პირდაპირ (ჩვენთანაც მათ შორის). ასე რომ მაგის მოგვარების "მექანიზმი" ისევ ვანოს, რომელმაც მომსყიდველი უნდა გამოავლინოს, ადეიშვილის, რომელმაც საქმე უნდა აღძრას და კუბლაშვილის, რომელმაც ისინი (მომსყიდველები) უნდა დასაჯოს, მოშორებაა თავისი ამალებიანად. ეს კოდექსი ისედაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სუფთა სიებით და იმის გარანტიით რომ თითო ადამიანი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას და ვინც არ მივა ვერცერთხელ, ამ დოზით ვერავინ გააყალბებს არჩევნებს. ჩათვალე რომ ამ გზით თბილისში მინიმუმ საერთო რაოდენობის 20%-ს მომენტალურად კარგავენ ნაცები და რაიონებში მინიმუმ 50%-ს. დარჩებათ მარტო მოსყიდულები, დაშინებულები და ვაზელინები.
  10. ეძიებდე და ჰპოვებდე... ეროვნულ ფორუმს დიდი ხანია აქვს დეტალური და სერიოზული გეგმა, კანონ-პროექტი საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი სკრუპულოზურადაა დამუშავებული და ყველა ოპოზიციურ პარტიას გააცნეს (ტელევიზიებითაც გადაიცა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა სადაც ამ დოკუმენტის პრეზენტაცია მოახდინა ფორუმმა), სთავაზობდნენ ამისთვის ებრძოლათ ერთად, მაგრამ სულ საოხრის წვერზე დაიკიდეს და მაინც გაუპრავეს ნაცებს ყველაფერი, არადა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააცნეს ეს დოკუმენტი რამდენადაც მახსოვს. ვისაც მართლა გაინტერესებთ დიდი კია, მაგრამ წაიკითხეთ და კონკრეტული, არგუმენტირებული შენიშვნები გამოთქვით. ვისაც არა და ჰაერზე მაინც ნუღა იტყვით "ამირან გულში მღეროდაო, თუ აქვთ გვითხრან და გვაჩვენონო"...სხვათა შორის მე ისიც კარგად მახსოვს ეროვნული ფორუმი ყველაზე პირველი და დიდ ხანს ამბობდა მხოლოდ საარჩევნო გარემოს შეცვლის შემთხვევაში აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობასო, მარა...ეჰ. მოკლედ აქაა ეს დოკუმენტი, რომელსაც ბოლოში ზოგი თქვენგანისთვის აგრერიგად საყვარელი შესაბამისი ბმული ანუ ლინკი ერთვის. ---------------------------------------------------- საარჩევნო კოდექსის თაობაზე საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარეობს დებატები ხელისუფლების, საზოგადოებრივი სექტორისა და ოპოზიციის მონაწილეობით. ამ პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ხშირ შემთხვევაში, კოდექსზე მსჯელობისას წინა პლანზე გამოდიოდა არა საარჩევნო პროცედურების დახვეწის და არჩევნების შედეგების გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმები, არამედ საკითხები, რომლებიც უფრო მეტად საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის პოლიტიკური დებატების საგანს წარმოადგენდა (საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ქვოტები, საარჩევნო ბარიერები და აშ.). ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულ პრობლემის გადაჭრის რაიმე საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო კრიტერიუმი, პროცესში მონაწილე სუბიექტები ბუნებრივად ცდილობენ, გაიტანონ მათი ინტერესებისათვის უფრო მისაღები ვარიანტი. ასეთ ვითარებაში შეთანხმება ან ვერ ხერხდებოდა, ან, უმეტეს შემთხვევაში, მიიღწეოდა ისეთი ტიპის პოლიტიკური კომპრომისები, რომლებიც უფრო მეტად ემსახურებოდა პროცესში მონაწილე სუბიექტების ინტერესებს და უფრო ნაკლებად - თავად საარჩევნო პროცესის უკეთ წარმართვას. როგორც წესი, ასეთი მოლაპარაკებების დროს უკანა პლანზე იწევდა ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშეც რთული წარმოსადგენია თავად საარჩევნო პროცესის გამართულად წარმართვა. საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილებების პროექტი ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოში ადრე ჩატარებული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ისე დავხვეწოთ საარჩევნო პროცედურები, რომ ხელისუფლების მიერ აქამდე გამოყენებული გაყალბების მეთოდების პირობებში, მინიმუმამდე დავიყვანოთ კენჭისყრის შედეგების მასობრივი ფალსიფიკაციის შესაძლებლობა. ამ საკითხებზე აქცენტირება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კიდევე ერთი ფაქტორის გამო: საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს საარჩევნო პროცედურების ისე დახვეწას, რომელიც თავიდან აგვაცილებს გაყალბების შესაძლებლობას. ამ უკანასკნელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კომისიებში კვოტების, საარჩევნო ბარიერის და სხვა მსგავს მოთხოვნებისაგან განსხვავებით, ამ წინადადებების არგაზიარების გაცილებით ნაკლები პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტი რჩება. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი პრობლემა: 1. საარჩევნო სიების გაყალბება - არჩევნების გასაყალბებლად აუცილებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაზრდა ”მკვდარი სულებით”, რათა ამ გვარების გამოყენებით (ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებით, ე. წ. ”კარუსელის” და სხვა მეთოდებით) ხელისუფლებამ უზრუნველყოს ერთი პიროვნების მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემა ერთ ან რამოდენიმე საარჩევნო უბანზე; 2. გაყალბებები კენჭისყრის პროცესში - საუბნო კომისიის ბეჭდის (ყალბი ან ნამდვილი, სულერთია) წინასწარი გამოყენებით საკუთარი მომხრეებისათვის უკვე შევსებული საარჩევნო ბიულეტენების დარიგება. 3. კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება - არჩევნების დასრულებიდან მეორე-მესამე დღეს შემაჯამებელი ოქმების კორექტირება. 4. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების გაყალბება – ოქმების არასწორად შეყვანა, არასწორი დაჯამება და ა. შ. 1. საარჩევნო სიების გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებები ამომრჩეველთა სიების შედგენა ბიომეტრიული მონაცემებით 1995 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე დგას საარჩევნო სიებში ე. წ. ”მკვდარი სულების” პრობლემა. რამდენჯერმე არჩევნები გაყალბდა მეთოდით, როცა ერთი და იგივე პიროვნება, შსს-ს მიერ დამზადებული სხვადასხვა პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას, ან ერთი და იგივე პიროვნებას არეგისტრირებდნენ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში და ასე მოიპოვებდნენ დამატებით ხმებს. ოპოზიციას არ აქვს საშუალება აკონტროლოს პირადობის მოწმობების ბეჭდვა, გარდაცვლი ან საქართველოდან გარეთ გასული მოქალაქეების მაგივრად ხმის მიცემის პროცესი. ყველაზე რეალურ და ქმედით მექანიზმად გვეჩვენება შემდეგი გამოსავალი: ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა, რომელსაც ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიები. ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე: - პირადი ნომერი; - რეგისტრაციის მისამართი - ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათი. რა უპირატესობა გააჩნია აღნიშნულ მოდელს? • ბიომეტრიული ფოტოთი ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ”მკვდარი სულებისაგან” დაცვის მექანიზმები. ცსკო აცხადებს ვადებს, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ საშუალება მივიდნენ საარჩევნო უბანზე და გაიარონ რეგისტრაცია. ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლის დროს საარჩევნო უბანზევე გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს, რომელსაც სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად (პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) შეიყვანენ კომპიუტერში. თუ ერთი და იგივე პირი ორჯერ ეცდება რეგისტრაციის გავლას, (სხვადასვა გვარით, სხვადასხვა მისამართზე, ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე) ბიომეტრიული ფოტოს წყალობით კომპიუტერი გაორებას ავტომატურად ამოაგდებს. ამით მაქსიმალურად იზღუდება საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამომრჩეველთა სიაში მოსახვედრად ან უნდა მივიდნენ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, ან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ გაიარონ რეგისტრაცია. ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ ექნებათ საშუალება ქვეყნიდან გასული ან გარდაცვლილი ამომრჩევლები შეიყვანონ ამომრჩეველთა სიებში (მათი ბიომეტრიულ ფოტოების არარსებობის გამო). • ხმის მიცემის პროცესში ბიომეტრიული ფოტოს მეშვეობით გაყალბებისაგან დაცვის მექანიზმი ერთიანი საარჩევნო სიაში ბიომეტრიული ფოტოსურათის დართვა საშუალებას იძლევა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის პირადობის მოწმობა გატარდეს კომპიუტერში. თუ ამ ფოტოსურათზე აღბეჭდილ პიროვნებას ნებისმიერი გვარით, ნებისმიერ უბანზე იმ დღეს უკვე მონაწილეობა ექნება მიღებული არჩევნებში კომპიუტერი მას ავტომატურად აღარ მისცემს მეორედ ხმის მიცემის საშუალებას. 2. ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისაგან (საუბნო კომისიის ბეჭდის გამოყენებით ბიულეტენების წინასწარი შევსება) თავის დაზღვევის მექანიზმები ამ ცვლილების მიზანია ფაქტიურად შეუძლებელი გახადოს არჩევნების გაყალბების ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკა, როცა წინასწარ ან ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ხდებოდა ბიულეტენების შევსება და საარჩევნო ყუთებში ჩაყრა. ამ მიზნით: არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის შევსებამდე უბანზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის წინ, კენჭისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა, კომისიის სხვა წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით საუბნო კომისიის ბეჭედზე უნდა გააკეთოს საკონტროლო ნაკვეთური, ხოლო ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, მეორე, საბოლოო ნაკვეთური, რომლის შემდეგაც ბეჭდის გამოყენება აკრძალულია. ამ შემთხვევაში აზრი დაეკარგება უნაკვეთურო ბეჭდის გამოყენებას არჩევნების დაწყებამდე და ორნაკვეთურიანი ბეჭდის გამოყენება არჩევნების დასრულების შემდეგ. ნაკვეთურიანი ბეჭდის იდენტური ყალბი ანალოგის დამზადება პრაქტიკულად გამორიცხულია. სიყალბე მარტივად დადგინდება ექსპერტიზის დროს. ცვლილების პროექტი მუხლი 52 საარჩევნო უბნის გახსნა დღეს არსებულ 1 პუნქტში (წილისყრები) დაემატოს შემდეგი შინაარსის ე) ქვეპუნქტი: ე) ”კომისიის წევრს, რომელიც საუბნო კომისიის სპეციალურ ბეჭედზე და ამომრჩევლის რეგისტრატორთა სპეციალურ ბეჭდებზე გააკეთებს საკონტროლო ნაკვეთურებს”; 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”წილისყრის ჩატარებამდე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და რეგისტრატორთა ბეჭდები, ხსნის მას. ამ კანონის 52-ე მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, და კომისიის სხვა წევრთა თანდასწრებით, ჩართული ვიდეოთვალის წინ, საუბნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს და ამომრჩევლის რეგისტრატორთა თითოეულ ბეჭედს გაუკეთებს საკონტროლო ნაკვეთურს. . . ” - შემდეგ ტექსტის მიხედვით. პუნქტი 6. დაემატოს მესამე წინადადება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 6. ”ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ილუქება და მათში საკონტროლო ფურცლები იყრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება სამ ცალად, მას ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სამივე საკონტროლო ფურცელს ესმევა საუბნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და ამომრჩევლის რეგისტრატორთა თითოეული სპეციალური ბეჭედი.” . . . შემდეგ ტექსტის მიხედვით. მუხლი 57. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები პუნქტი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ამ კანონის 52-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული კომისიის წევრი, კომისიის წევრთა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამომრჩევლის რეგისტრატორთა თითოეულ ბეჭედს (გარდა საუბნო კომისიის სპეციალური ბეჭდისა) ჩართული ვიდეოთვალის წინ, გაუკეთებს მეორე საკონტროლო ნაკვეთურს, რომლის შემდეგაც ეს ბეჭედი აღარ გამოიყენება. ამის შემდეგ, ამომრჩევლის რეგისტრატორთა ბეჭდები იდება სპეციალურ პაკეტში და ილუქება. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი.” 9. ”კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლების შედგენის და საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალის დახურვის შემდეგ, ამ კანონის 52-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული კომისიის წევრი, კომისიის წევრთა და დამკვირვებელთა თანდასწრებით, საუბნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს ჩართული ვიდეოთვალის წინ გაუკეთებს მეორე საკონტროლო ნაკვეთურს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ ბეჭედს დებს პაკეტში და ლუქავს მას. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი”. . . . შემდეგ ტექსტის მიხედვით. 3. საარჩევნო დოკუმენტაციიის გაყალბებისაგან თავის დაზღვევის მექანიზმები მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის წესი. უბანზე, საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა დაითვალოს კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა, შედგეს შესაბამისი ოქმი, გადაეცეს მისი ასლი პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ხოლო შედეგები ეცნობოს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. საარჩევნო ყუთი მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება და დაითვლება საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები. ეს პროცედურა მაქსიმალურად გაართულებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაყალბებას. არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა დოკუმენტურად იქნება დაფიქსირებული საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ანუ ხმის მიცემის შედეგების გარკვევამდე, როგორც კონკრეტულ უბანზე ასევე მთელ საქართველოში. არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობის დამადასტურებელი ოქმი ხელთ ექნებად დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. ანუ ხმების დათვლის შემდეგ, როცა უკვე დაფიქსირებული იქნება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა, ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი თავისთვის არასასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს ხელოვნურად გაზარდოს ან შეამციროს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვი, რაც ყოველთვის იყო არჩევნების შედეგების გაყალბების ერთ^-ერთი მთავარი მექანიზმი. (პროპორციულ არჩევნებში ამ მეთოდის გამოყენებით ხშირად ხდება საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა და არჩევით ორგანოებში მოხვედრილი პარტიების გარეთ დატოვება ) გარდა ამისა, შემოთავაზებულ ცვლილებების პროექტში ზუსტად არის გაწერილი: ა) როდის და რა პროცედურით უნდა გადაიგზავნოს ხმის დათვლის წინასწარი (კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა) და საბოლოო შედეგები საოლქო და საარჩევნო კომისიებში. ბ) საოლქო კომისიამ როდის უნდა გამოაქვეყნოს წინასწარი მონაცემები და როდის უნდა აცნობოს ინფორმაცია ცსკ-ოს; ჩვენი აზრით საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგების საბოლოო მონაცემების გადაგზავნის შესაძლო გონივრული ვადა გახლავთ ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან 4-5 საათი. ეს ჩვენი მოსაზრება ეყრდნობა საუბნო კომისიების მუშაობის გამოცდილებას. ღამის 12 საათისათვის, როგორც წესი, უბანზე ხმის დათვლა დამთავრებულია და მერე იწყება ამ შედეგების კორექტირება (შეიძლება განხილული იქნეს მონაცემთა გაგზავნის ვადების სხვა არგუმენტირებული ვარიანტებიც). ცვლილების პროექტი დღეს არსებული 57 მუხლის 1 პუნქტით ხდება მთვლელების გამოვლენა. მთვლელების გამოვლენის შემდეგ; პუნქტი 2 - მთვლელები: ”ა) ითვლიან დარჩენილი ბიულეტენების ნაწილობრივ გამოყენებული ბლოკნოტების რაოდენობას, საარჩევნო ბიულეტენის მოსახევი პირის მხრიდან კინძავენ მათ და ანაკინძის შესაკრავ კვანძზე ადებენ ქაღალდის ლუქს; ბ) ითვლიან გაუხსნელი ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობას; გ) ითვლიან მთლიანად გამოყენებული ბიულეტენების ბლოკნოტების (ყუების ) რაოდენობას. ეს მონაცემები შეაქვთ # 1 შემაჯამებელ ოქმში, ხოლო ბიულეტენების ბლოკნოტები ლაგდება ერთ პაკეტში და ილუქება. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი.” . . . შემდეგ მეორე პუნქტი ტექსტის მიხედვით. პუნქტი 2.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”საარჩევნო ყუთის გახსნამდე მთვლელები თანმიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ვარიანტი 1 საარჩევნო ყუთის გახსნამდე მთვლელები ითვლიან კენჭისყრაში მონაწილეთა (არჩევნებზე გაცემული ბიულეტენების) საერთო რაოდენობას (უბანზე მიღებული ბიულეტენების საერთო რაოდენობას აკლებენ გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას). ”კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი შედის #1 შემაჯამებელი ოქმის შესაბამის გრაფაში. ამის შემდეგ #1 შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, კომისიის წევრები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 21. სთ და 00 წუთისა უნდა ეცნობოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 21. 30 წუთისა აწვდის ამ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეს ინფორმაციები მიღებისთანავე თავსდება საინფორმაციო დაფაზე და/ან მონიტორზე. არა უგვიანეს 21 სთ-ისა და 00 წთ-ისა #1 შემაჯამებელი ოქმის ასლი გადაეცემა უბანზე საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.” მუხლი 59 ხმის დათვლა პუნქტი 1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესით: ა) მთვლელები ითვლიან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობას. კომისიის მდივანს შეაქვს ეს მონაცემი საბოლოო შემაჯამებელ ოქმში და არა უგვიანეს 21. 30 წთ-სა კომისიის თავმჯდომარე აცნობებს მას საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია, არა უგვიანეს 22-სთ-ისა აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 20 სთ-სათვის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ზუსტ რაოდენობას ოლქის ტერიტორიაზე განთავსებული საარჩევნო უბნების მიხედვით. საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეს ინფორმაციები მიღებისთანავე ასევე თავსდება საინფორმაციო დაფაზე და/ან მონიტორზე.” მუხლი 60 - კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი; მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8. კენჭისყრის შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 სთ-ისა, გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. დაუყოვნებლივ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 სთ-ისა, კენჭისყრის შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თითო ასლი, დამოწმებული კომისიის ბეჭდით, გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და უბანზე დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს;”. . . . შემდეგ ტექსტის მიხედვით. მუხლი 60.1 - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დამატებითი ღონისძიებები პუნქტი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 საათისა, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის ფაქსის, ელ ფოსტის მეშვეობით) გაუგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს. მუხლი 77 დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი ცსკო-ს, საოლქო და საუბნი კომისიების ყველა საარჩევნო მასალა (მ.შ: ვიდეო თვალის ჩანაწერები, სამაგიდო სიები და ა. შ.) ხელმისაწვდომია დაინტერესებული სუბიექტებისთვის დაუყოვნებლივ. ზ/ა ჩანაწერებს და მასალებს აქვს მტკიცებულებითი ძალა საარჩევნო დავების განხილვის დროს; • ცსკო-ს საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმები ცსკო-ში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მხიდან უნდა გაკონტროლდეს ცსკო-ში საარჩევნო უბნებიდან და ოლქებიდან ინფორმაციის მიღების და დამუშავების პროცესი. მუხლი 64 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ცსკო-ს კომპიუტერულ ცენტრში საარჩევნო უბნებიდან საბოლოო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანა ხდება ვიდეოთვალის კონტროლის ქვეშ, ცესკოს კომისიის წევრების და ცესკოში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიღებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ასლი მიღებისთანავე ქვეყნდება ცესკო-ს მონიტორზე და ვებ გვერდზე. ცსკო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ცსკოში შემოსული ოქმების ოფიციალური ასლებით.” ამჟამად არსებული 1 პუნქტი გადავა მე-2 პუნქტად. http://forumi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24205&Itemid=231
  11. DATA TUTASXIA მაგარი Y-ბაა ეგ კამერები გეთანხმები. ჩემს ერთ ძმაკაცს მაგალითად 7 კამერა უყენია კაბინეტში, 2 მოადგილის ოთახში და სამი მოსაცდელში, სადაც მდივანი უზის. საჭმელს ვერ ჭამს წესიერად, საცოლეს ვერ ეუბნება ტელეფონით თბილ სიტყვებს, ბოლობოლო კაცია და ვერ შეუგინია ვერაფერზე. ძალიან ამორალურია როცა ფაქტიურად მარტო არასოდეს ხარ და სულ ვიღაც გიყურებს. Saturn არ ხარ მართალი სატურნ. ნუ ადარებ ამერიკა ევროპას (განსაკუთრებით ევროპას) აქაურ სიტუაციას. ჯერ ერთი რომ იქ ასე მასიურად ყველგან არ აყენია კამერები და სადაც აყენია ისინიც ფარული არ არის. საერთოდ ამერიკაშიც და ევროპაშიც სადაც რამე კამერა აყენია, ძირითადად უსაფრთხოების, დაცვის სამსახურები აყენებენ და ეს კამერა იღებს იმას, რისი უფლებაც აქვს, ანუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამა თუ იმ კერძო კომპანიის ოფისის შესასვლელში გარედან და შიგნიდან, ჰოლში და დერეფანში. ამის იქით მორჩა. ესეც ძირითადად მსხვილ კერძო კომპანიებში, სადაც დიდ ფულთან აქვთ შეხება. გავიმეორებ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით. აქ კიდევ ნათურის მაგივრად, ტელევიზორში, შტეფსელში, შეკიდულ ჭერში, ბოდიში და ხანდახან ყვერებშიც კი კამერები და მიკროფონები უყენიათ.
  12. Saturn 1000%-ნი სიმართლეა. სადაც გინდა გადაამოწმე და საპირისპირო დამიმტკიცე. საქმე ეხება ყველა თანამშრომელს გაითვალისწინე. ყველაში იგულისხმება ქვედა და საშუალო რგოლებში მომუშავე ხალხი, თორე მინისტრს და პარლამენტარს რომ აქვთ დიდი ხელფასი ეგ შენზე უკეთ ვიცი. არ იქნება ეთიკური ჩემის მხრიდან უცხო ადამიანების ხელფასები საჯაროდ რომ გამოვამზეურო, მაგრამ რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ნამდვილად ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა შსს. ;)
  13. 250 ლარი ძალიან ცოტას აქვს ხელფასი. სკოლაში მასწავლებლებს საშუალოდ 100-150 ლარი აქვთ ხელფასი. ბიძაჩემია ერთერთ საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილე და პარალელურად ხაზვისა და შრომის მასწავლებელი და ზუსტად ვიცი, რომ მას ამ ყველაფრიდან აქვს 250 ლარი შემოსავალი. ვისაც 250 აქვს ის პრაქტიკულად ყოველდღე და ყოველ საათს მუშაობს (ნუ რა თქმა უნდა შაბათ-კვირის გარდა) და ეგეთი მასწავლებელი სკოლაში რამდენია? ალბათ მხოლოდ დამრიგებლები + ქართულის მასწავლებლები, შეიძლება მათემატიკისაც. ისე ეგ ამბავი არახალია. ამ ქვეყანაში ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა სადაც ყველა თანამშრომელს აქვს იმხელა ხელფასი, რაც არც თავმოყვარეობას შეულახავს და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია აქვს შსს-ს. სხვა ნებისმიერ სტრუქტურაში მაგალითად 120 და 140 ლარი ძალიან ბევრს აქვს ხელფასი (ხელზე ასაღები). კარგია თუ ცუდია ასეთი მიდგომა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია რომ უსამართლოა. თანაც ყველა კრიტრიუმით უსამართლო. სუბორდინაციის მხრივაც კი უსამართლოა. წარმოიდგინეთ რომ რაღაც კომპანიაში დირექტორზე, მის მოადგილეზე, მთავარ ფინანსისტზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე და ყველა თანამშრომელზე გაცილებით მაღალი ხელფასი დარაჯს აქვს...არანორმალურობაა.
  14. დღეს მაგარი ხოხმა ინფო გავიგე: გია ჭანტურია (პირველი არხის უფროსი), ფორუმელი ძენი და კიდევ ერთი ცნობილი ფორუმელი (არ გეტყვით რომელი ) კლასელები და ბავშვობის მეგობრები ყოფილან. ზოგიერთი მიხვდება.
  15. Blaugranator მაესტროზე იყო დღეს საღამოს. გადაცემის სახელი აღარ მახსოვს (ახალი გადაცემაა), ნინო ჟიჟილაშვილს მიყავს.
  16. ო, როგორ ვეთანხმები თემის ავტორს... ეს დღეებია გამწარებული, გაცოფებული და ცხვირჩამოშვებული დავდივარ და ახალ-ახალ ცხრასართულიან გინებებს ვამუღამებ. ჩემს ახლობლებს თვალებში ვერარ ვუყურებ ვინც ბოიკოტის ან სხვა კანდიდატის ხმის მიცემისგან გადავარწმუნე. ამის დედა ვატირე, ჩემს უბანზე სადაც ხმა მივეცი ცესკოს ქსივში რო ვნახე ენა გადამეყლაპა - ზუსტად იმდენი ხმა ქონდა ალიანსს, რამდენიც მე მივეცი და იმ ხალხმა ვისაც მე ვთხოვე! შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ალიანსელების ცინიკური დამოკიდებულებით. დღეს საერთოდ ლამის თავი შემაძულა ლევან ბერძენიშვილმა და ერთადერთი რაც ვიფიქრე: რით განსხვავდება ეხლა ეს მაგალითად გიგა ბოკერიასგან თქო...ტიპმა რეები იბაზრა ტო?! -კოკა გუნცაძე ვინ არი ვაბშე, მაგას არაფერში არ ვახედებდით და არაფერს წარმოადგენდა და საერთოდ ცხრა პარტია შეიცვალაო. ნამეტანი იაზვურად და დამცინავად ილაპარაკა მასზე. -სოზარ სუბარი პოლიტიკოსი არაა და ვერც ვერასოდეს ჩამოყალიბდებაო. -მე არ ვფიქრობ რომ მეორე ადგილზე გასვლა დამარცხება და ჩაფლავებაა, ეს მოსალოცი ამბავიაო. -ფორუმი საერთოდ ვინ არის, რა რეიტინგი მაგათ აქვთო? მაგათმა ბოიკოტისკენ მოუწოდეს ხალხს, ჩვენ კიდე ვთხოვეთ არჩევნებზე მოსვლა, ხოდა ფაქტია ხალხმა ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა მაგათი აზრი, ჩვენ დაგვიჯერეს, მოვიდნენ და ხმა მოგვცესო (ვციტირებ!). -ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ხალხმა ჩვენ აგვირჩია ერთადერთ და უალტერნატივო ლიდერებად და ჩვენ გამოგვყვება საპარლამენტო და საპრეზიდენტო ბრძოლაშიო. ეს ჩვენი გამარჯვებაა, რომ უალტერნატივო ლიდერებად გამოვიკვეთეთ ოპოზიციაშიო. ბატონო ლევან! ვნანობ, რომ ამდენი წელი თქვენი მხარდამჭერი ვიყავი! თითოეული ეს ფრაზა შეურაცხმყოფს მე, როგორც თქვენ აწ უკვე ყოფილ მხარდამჭერს და ამომრჩეველს, რადგან მე არ გამომიკვეთიხართ თქვენ უალტერნატივო ლიდერებად და არ მომიცია მომავალი მხარდაჭერის მანდატი. პირიქით ეს არჩევნები ჩემთვის თქვენდამი გაცემული ავანსი იყო, რომ რეალურად გეტვირთათ ოპოზიციის ლიდერობა, რაც თქვნი მხრიდან ერთიანობისაკენ ყველა საშუალებით სწრაფვასა და რადიკალურ მოქმედებებში უნდა გამოხატულიყო და არა "არჩევნები შედგა"-ში, მილოცვებსა და იმ ფრაზებში, რომლებზედაც ზემოთ მაქვს საუბარი...და ისედაც, არაკაცობაა, როცა საკუთარ თანაგუნდელებს ასე ახასიათებ რაკიღა თქვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო წავიდნენ ისინი. თქვენ ბოდიში გაქვთ მოსახდელი და პოლიტიკიდან ხართ წასასვლელი!
  17. Grig ფსევდოლევაკურს. ისევე როგორც ეს ფსევდო მემარჯვენე-დემოკრატიულს. ფაქტია იდეაში მემარცხენეობა და შოვინიზმი, მემარცხენეობა და ქსენოფობია, მითუმეტეს მემარცხენეობა და ფაშიზმი ერთად გამორიცხულია და ფაქტია, რომ სწორედ შოვინიზმი, ქსენოფობია და ფაშიზმია როგორც რუსეთის, ისე საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგიისა და მათი პირველი პირებისთვის. ბატისტას არარ გავს ბუშის შემდეგ, აშკარად და გამოხატულად პუტინს ემსგავსება. სამოსაზე სიმართლე გითხრა ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, ისევე როგორც ნიკარაგუაზე.
  18. dire ედიკას დრო დაგავიწყდა ეტყობა...დეჟა ვიუ. ნებისმიერი საშუალო დონის ეკონომისტი გეტყვის, რომ როცა ყიდვას და გაყიდვას შორის, სხვაობა. 0.5 პუნქტს აღემატება ე.ი. ან ფული მყარი არაა და ინფლაცია მიდის ან ხელოვნურადაა გაჩალიჩებული.
  19. lasha1997 მეც მაგას არ ვეკითხები კაცო? ეხლა ცოტა ხნის წინ გადაახურდავა მამაჩემაა და 1.86 იყო, 1-2 საათში თუ 20 პუნქტით აიწია კურსმა და სულ დაგვრხევია.
  20. ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელებს. რომელ ქვეყანას გავს საქართველო ყველაზე მეტად და მინდა არ მინდა ერთ დასკვნამდე მივდივარ: რ უ ს ე თ ს ! ერთპარტიული მმართველობა, ფიქტიური არჩევნები, მართული ტელესივრცე, შსს-ს და უშიშროების თანამშრომლების ფინანსურ ელიტად გადაქცევა. ოპოზიციური აზრის მუდმივი დევნა სახელმწიფო დონეზე. ფიქტიური საპარლამენტო არჩევნები. მილიონებიანი პომპეზური პროექტები და იმის იქეთ გაღატაკებული და მშიერი მოსახლეობა. ფაშისტური და ქსენოფობიური იდეოლოგიის სახელმწიფო დონეზე აყვანა. ნარკოტრაფიკები, იარაღით ვაჭრობა. ადამიანის უფლებების პერმანენტული დარღვევები, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები...ამავდროულად კუბასავით ან ირანივით ოფიციალურად იზოლაციაში არ ვართ მოქცეულები, ისევე როგორც რუსეთი. თუ ეს ხელისუფლება არ მოშორდა, მცირე პერიოდში მივიღებთ პრემიერ-მინისტრ სააკაშვილს და "კუკლა" პრეზიდენტს.
  21. newstudio ვერ გავიგე აჩი. საათნახევრის წინ გადაახურდავა მამაჩემმა და 1.86 იყო, სადაა 2.09 ნუ მიხეთქავ გულს კაცო? გასაყიდი ფასი ხო არაა ეგ? გასაყიდიც რო იყოს ცუდია. ცუდი კი არა კატასტროფაა.
×
×
  • შექმენი...