Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ფანდერასტ, მა რა? http://www.colchonero.com/media/galeria/4/1/0/0/6/o_atletico_de_madrid_humor-706001.jpg http://www.hatter.hu/archivum/files/images/Maradona-Tevez4.jpg http://www.psicofxp.com/forums/images/contenidos/2008-03-21beso4.jpg
  2. არ არის ეგ ფალიანი. თურქი თუ არაბია ვიღაც. დარეგისტრირებული ვინც ხართ იუთუბზე ამ ლინკიდან ნახეთ და აქ სახეც ჩანს მაგისი:
  3. Lo Janko 4 თვე მქონდა დანებებული თავი. ბავშვი როცა შემეძინება დავანებებ ალბათ. არ მიქმნის დისკომფორტს და ბევრსაც არ ვეწევი. ადრე ვეწეოდი 2-3 კოლოფს. ეხლა თუ არ ვქეიფობ 2-3 დღე მყოფნის კოლოფი. რას ამბობ, რომ შემოიხედავ ამ ფორუმზე და გაიგებ მიშას მორიგ "მიღწევებს", სიგარეტს არ მოწევ და არ დალევ კაცი? :D
  4. ვაახ ვახ ვახ...12 წელია ვეწევი და რავი ჯერ სექსში პრობლემები არ მაქვს. კი, გარეთ ვეწევი და ვყრი ბიჩოკებს, იმიტო რო კორპუსის უკან ნაგავსაყრელი მაქვს, სადაც ყოველ დილას მათხოვრები მოდიან და იქექებიან, ქვეწარმავლები ქორწილებს იხდიან და ა.შ. ვარკეთილში თითქმის ყველა ეზოში ასეა, ყოველ შემთხვევაში ჩემს ახლო-მახლო რასაც ვხედავ...ერთი 375024717 ცალი მარტო ინსულინის შპრიცი გდია მანდ. რამდენიც შპრიცი გდია იმდენივე წერილია მერიაში გაგზავნილი რო მოვიდნენ და დაასუფთავონ, მარა არ მოდიან უკვე ფარნავაზის მერე. ერთხელ ჩემი ფულით დავიქირავე 1 ზილი და 5 მენაგვე, მოწმინდეს, მარა 2 თვეში უფრო მეტი გაიჩითა ნაგავი...ხოდა ამათი დედაც მოვდღან...კიდე კაი მეშვიდე სართულზე ვარ და ნაგვის სუნი არ აღწევს აქ...გადავალ რამდენიმე თვეში და დავისვენებ.
  5. Siknadmo მეზარება Saturn რავი მე კი დამტანჯეს და...ისე არა მფონია, ერთიდაიგივე ზმანია, თან საკმაოდ იაფფასიანი.
  6. ყოველ დღე (ღამეც!!!) სარეცხის რეცხვა ვის გაუგია ბლიად??? :uh: :uh: :uh: ქვედა სართულზე მეზობლები მყავს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ახალი გადმოსულები არიან და სულ სარეცხი აქვთ, თან ტონობით (!) გაფენილი. არადა მაგათ მეტი არავინ ცხოვრობს. ეს ცოლი ყოველ დილას რო გადმოფენს ერთი 40 ნაჭერ სარეცხს, დღისით აიღებს და იმდენივეს ფენს მეორე დილამდე. ან ღამე როგორ აშრობს ან დღეში 15 საროჩკას და 5 შარვალს ვინ იცვლის გამაგებინეეეეეთ... :viking: არადა სამზარეულოში მაგიდა მაქვს მიდგმული ფანჯარასთან და ის მახრიგინებინე ეხლა, ერთ ოთახში ხატები მაქვს და იქ ვერ მოვწევ და მეორეში კიდე მშობლების სპალნაა და იქ რო მოვწიო სახლიდან გამაგდებენ; მაინცდამაინც ჩემი ოთახის ქვემოთ ფენენ სარეცხს ეს ვირიშვილები! :uh: P.S. სიგარეტს თავი დაანებე და ეგეთი ზოგადსაკაცობრიო რჩევები არ მიიღება!
  7. ორი ხელის აწევით ვეთანხმები ამ პოსტს! ერთი შეხედვით ყველაზე ჯანსაღი და გარკვეულწილად რომანტიულია რაღაცაა, მაგრამ სინამდვილეში ავადმყოფობაა. ძალიან საშიში რამეა და ის მხოლოდ იმ ფორმით და დოზით უნდა მივიღოთ, როგორიც საჭიროა თუ გვინდა რომ მისგან სარგებელი მივიღოთ. არა და მომაკვდინებელია. სოკოსავითაა რა, ყველა სოკო არ იჭმევა და ყველაზე ლამაზი სოკოები როგორც წესი შხამიანებია. შეჭამ და მოგკლავს. თუ ჭამა გინდა ამორჩევა უნდა იცოდე და უნდა ჭამო შეუხედავი სოკო. დანარჩენს შეგიძლია მხოლოდ უყურო, დახატო, ბოლობოლო მტერი მოწამლო იმით. აედან დედუქცია: ნაციონალიზმის ის მომენტები, რაც ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ჩანს შეგვიძლია ესთეტიკის კუთხით გამოვიყენოთ, გარედან ტურისტების თუ ინვესტორების მოსაზიდად და შიგნით ეთნიკურად არაქართველო მოსახლეობისთვის, ჩვენ არ უნდა "ვჭამოთ". მაგალითად: საქართველო ოდესღაც ყოფილა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, დედას დედაზე უდღნავდა მარცხნივ-მარჯვნივ ყველას, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, თუ მოვინდომებთ რუსებს გავჟიმავთ, ერთიანი კავკასია და ა.შ. (ლამაზი, მაგრამ შხამიანი სოკო) გადავიღოთ ამ თემაზე ჰოლივუდური ფილმები, სარეკლამო რგოლები, ვასწავლოთ სკოლებში, ოღონდ არ ვცადოთ ამ იდიოტიზმების დაჯერება და მითუმეტეს განხორციელება; საქართველო ქვეყანა, რომლმაც შეუძლებელი შესძლო, მუსულმანურ რკალში როგორღაც მოახერხა და სარწმუნოება, ენა და მეტ-ნაკლებად ტერიტორიები შეინარჩუნა, არ გადაშენდა რაც გაცილებით დიდმა ქვეყნებმაც ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი იმით მოხდა, რომ ამდენი გველეშაპიდან ერთს ტრაკს მივცემდით (მეფის ასულს და 12 მის საქართველოს გავატანდით ჰარემში), მეორეს მინეტს გავუკეთებდით (კარზე ვეახლებოდით დიდი ძღვენით, საკუთარ ძმადნაფიცს გავწირავდით მის საამებლად) ამ დორს მესამესთან ვიბოზებდით ჩუმად (მიშველე იმ ორთან დამეხმარე და რასაც იმათ ვაძლევ შენ მოგცემო). ესეც შეუხედავი, მაგრამ საჭმელი სოკო. ჭამა ხომ სიცოცხლისთვისაა საჭირო? ხოდა "ჭამდნენ" ჩვენი წინაპრებიც, რათა ერს, ქვეყანას ეცოცხლა. ჩვენც უნდა ვჭამოთ ეს შეუხედავი სოკოები. მთავარია ვიცოცხლოთ. თუ მოვკვდით და გავწყდით, როგორღა დავიცავთ იმას, რის დასაცავადაც ვკვდებით თითქოს?...აი სანამ ცოცხალი ხარ, ხელსაყრელ მომენტს შეგიძლია ელოდო... უჰ, რა გავიქაფე?! არაფრის ახსნა აღარ მომთხოვოთ, ამ პოსტის მერე კლავიატურას დასანახად ვეღარ ვიტან
  8. არსებობს 7 მომაკვდინებელი ცოდვა და 7 სათნოება: 1. ამპარტავნება - სიმდაბლე 2. ანგარება - მოწყალება 3. სიძვა - უმანკოება 4. მრისხანება - სიმშვიდე 5. ნაყროვანება - მარხვა 6. შური - სიყვარული 7. მიმოწვლილველობა - სასოება ბოლო მეშვიდე ანუ მიმოწვლილველობა არის უსასოობა, უიმედობა, შესაბამისად სასოება იმედს ნიშნავს. თუ ვინმემ ნაყროვანებაც არ იცის რა არის, ეს არის ჭამის სიყვარული. ითვლება რომ ამ 7 მომაკვდინებელ ცოდვას შესაბამისი 7 სათნოებით უნდა ებრძოლოს ადამიანი.
  9. Precursor უბედური შემთხვევა იყო. ტრაგედია. ორგანიზატორების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა. დუისბურგში ტარდებოდა სიყვარულის ფესტივალი თუ რაღაც, ტექნო მუსიკის მოყვარულებისთვის. ერთი შესასვლელი იყო მარტო და ისი რაღაც გვირაბზე გადიოდა, ათიათასობით კაცი გადიოდა ამ გვირაბში რა დროსაც სპეცნაზსა და წინა რიგებში მყოფ ხალხს შორის მოხდა შეტაკება, ხოდა ეს ხალხი უკან გამოიქცნენ რამაც უკან მყოფ ხალხში, ვინც არ იცოდა წინ რა ხდებოდა გამოიწვია პანიკა და ყველა გამოიქცა უკან, რა დროსაც ერთმანეთი გადათელა ხალხმა. 19 დაიღუპა და სამასი დაშავდა. დედა უნდა მოუდღნა პირველ რიგში ორგანიზატორებს და მეორე რიგში სპეცნაზს. ერთს უნდა გაეთვალა, რომ მეტი შესასვლელი გაეკეთებინა და მეორეს ის, რომ ადგილის და ხალხმრავლობის გამო სიფრთხილე გამოეჩინა.
  10. არც ისე. ჩემი ბიძაშვილია TBC-ის ვიცე პრეზიდენტი, რესპუბლიკაში ჩემი ძმაკაცი ერთერთი ფილიალის დირექტორი, საქართველოს ბანკში ძმაკაცის ცოლი მუშაობს კრედიტ-ოფიცრად სათაო ოფისში. ნუ პირბელზე ბაზარი არაა, ევროპული საზომიტაც კი უზარმაზარი ხელფასი და ბონუსები აქვს, მეორეს ხელზე 1200 და თუ პრემიებიც მოარტყა 1500-1600-მდე ადის, მესამეს ხელზე 800 ლარი და ბონუსები მაქსიმუმ 200-300 ლარი, ასე რომ საშუალო ხელფასზე მეტი კი არის, მაგრამ არც იმდენი რომ 1700 ლარი არ არის ბევრიო რო თქვა + მაგ 1700 ლარს საკრეებულოს წევრებისთვის უფასო მანქანა და ბენზინი, უფასო მობილური, მთელი ოჯახის გოლდ პაკეტით სამედიცინო დაზღვევა და ყველაზე მინიმუმ 1000 ლარი პრემიები ემატება ყოველთვიურად, რასაც ბანკის თანამშრომელი მოკლებულია და ამ ყველაფერს საკუთარი ჯიბიდან იხდის. ნუ კრედიტ ოფიცერი რო ცოტა მაღალი დონეა ბანკში, ვიდრე ოპერატორი ეგ შენც იცი და ისიც გეცოდინება რამდენჯერ მეტი ოპერატორი მუშაობს ბანკში, ვიდრე კრედიტ-ოფიცერი. პრინციპში მე ზოგადად არ მაქვს საწინააღმდეგო, რომ საკრებულოს წევრს ჰქონდეს "მაგხელა" ხელფასი. ოღონდ მაგათ საქმე აკეთონ, მართლა ხალხს ემსახურონ და ლეღვის ფოთლებად და ტუალეტის ქაღალდებად არ იმუშაონ, მარტო ხელფასზე იმუშაონ, კორუფციის გარეშე და მეტი ქონდეთ კაცო, ალალია. იმის მიუხედავად, რომ მთელს მსოფლიოში კერძო სექტორში გაცილებით მაღალი ხელფასებია, განუზმოლად მეტი, ვიდრე სახელმწიფოში. სიტყვა მაგხელა იმიტომ მიწერია ბრჭყალებში, რომ ეგ 1700 ლარიც კი არაა დიდი მსყიდველობითი უნარის საქართველოში და მხოლოდ იმისთვის გეყოფა, რომ თავი დამცირებულად და არაადამიანად არ იგრძნო ანუ გადასახადები იხადო, ჭამო და საშუალოზე დაბალი დონის მაღაზიებში ჩაიცვა. მანქანის შესანახადაც კი არ გეყოფა თუ კისერზე ოჯახი გაწევს. ყოველგვარ ფუფუნებაზე ან უარი უნდა თქვა ან განვადებით ერთი ცალი რამის ყიდვა მოგიწევს მარტო (ვთქვათ ნორმალურ მაცივარს, ტელევიზორს და სარეცხის მანქანას ერთდროულად ვერ იყიდი ერთი წლის განმავლობაში), კარგ ავეჯს ვერ იყიდი, სახლს ვერ გაარემონტებ, იაფფასიან სასტუმროში მოგიწევს დასვენება. უბრალო ბინის და ნორმალური მანქანის ყიდვაზე ვერც იოცნებებ...და წარმოიდგინე ეხლა ამაზე ოთხჯერ ნაკლები შემოსავალი რომ აქვს მთელ ოჯახს ის რა დღეშია საერთოდ. იმას რომ ასეთი ოჯახები (ოთხჯერ ნაკლების მქონენი) გაცილებით მეტია ვიდრე ზემოთაღწერილი წარმოდგენაც არ უნდა, ფაქტია და არავისთან არ ვაპირებ ამაზე კამათს.
  11. ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფულად ბევრია, მაგრამ საქართველოში ეს თანხა დაახლოებით 4-ჯერ (ცოტა უფრო მეტჯერ) აღემატება დასაქამებული ადამიანების საშუალო შემოსავალს, დაუსაქმებლების ანუ უმუშევრების რაოდენობამ რომ მოიმატა თუნდაც წინა ხელისუფლებასთან შედარებით ესეც ცხადია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სამსახურში (სამინისტროებში, გამგეობებში, საავადმყოფოებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სახელმწიფო მედია საშუალებებში და ა.შ.) დიდი შემცირებები განხორციელდა, ზოგიერთი მათგანი მთლიანად ლიკვიდირებულ იქნა. ბიზნეს სექტორი რომ ვერ გაფართოვდებოდა ცხადია, ქვეყანას საექსპორტო ბაზარი არ აქვს და ადგილობრივ ბაზარზე კიდევ დაუსაქმებელი, ღარიბი ხალხია, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტს რომ ტავი დავანებოთ. რატომ გიკვირთ და იჩეჩავთ მხრებს, რომ ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის 1700 ლარი ხელფასი, თუნდაც ეს არ იყოს ხელზე და 20% საშემოსავლო იქვითებოდეს ანუ 1700-340=1360 ლარს შეადგენდეს პრაქტიკულად საოცნებო ხელფასს წარმოადგენდეს? სახელმწიფო სამსახურში საშუალო ხელფასი 400-500 ლარს შეადგენს (გარდა საგარეო საქმეთა, შსს და იუსტიციის სამინისტროებისა, თუმცა ამ ორ უკანასკნელშიც არაა ბევრად მეტი, დაახლოებით 800 -900ლარია საშუალოდ), აქედან რაღა თქმა უნდა 20% იქვითება ანუ ხელზე სადღაც 320-400 ლარს იღებს სახელმწიფო სამსახურში მომუშავე. კერძო სექტორს რაც შეეხება აქ ჯამში კიდევ უფრო დაბალი შემოსავლებია. ვიცი ეხლა ბევრი დამიწყებთ მტკიცებას, რომ აი ჯეოსელში, მაგთიში, ბანკებში და ა.შ. კაი ხელფასებია, მაგრამ გეტყვით, რომ კარგი ხელფასები მხოლოდ მენეჯმენტსა და სტაფშია, ისიც დაახლოებით 1000-1500 ლარის ფარგლებში ხელზე, ამაზე მეტი უკვე ძალიან ცოტას აქვს, განსაკუთრებული თანამდებობის მქონეებს. ექიმები არ ითვლება, მაგათ ყოველთვის ქონდათ და ექნებათ, ასეა მოწყობილი სამყარო...დანარჩენი ხალხი ძირითადად დისტრიბუტორებად, მძღოლებად, დარაჯებად (დაცვის კომპანიების თანამშრომლებს ვგულისხმობ), ოფიციანტებად და ა.შ. მუშაობენ და მათი შემოსავალი 250-400 ჰა, ჰა 500 ლარს შეადგენს თვეში. თუ ვინმე თვლით, რომ სიას ვინმე დავაკელი, ან რიცხვებს სწორად არ ვასახელებ, მზად ვარ შენიშვნები მოვისმინო და სადაც გნებავთ და როგორც გნებავთ გადავამოწმოთ.
  12. newstudio გავგიჟდები ეხლა. სამტრესტი კიდე არსებობს??? თფუიი...ვერ არიან ესენი. ლინკზე გოვ ჯი რო არ ეწეროს ვიფიქრებდი ალბათ რაღაც შპს-ს რომელიც სამტრესტის ყოფილმა თანამშრომლებმა გააკეთეს-თქო. რაღა დროს სამტრესტია კაცო, რომელი ნორმალური კომპანია დაიჭერს მაგათთან საქმეს?
  13. lasha_alo რავი. დიტომ რა ლინკიც დადო მაგ ლინკზე შენ იყავი მეგობრებში. ისე, ვიცი ნამდვილი მიშა, რომელიც იქნება, რადგან რამდენიმე ადამიანი ჩემს მეგობრებს ყავთ სიაში ისეთი, ვინც "ტრუხა" მიშას არ დაამატებდა და სურვილი რომ მქონდეს არაა პრობლემა გარკვევის. GeoStream რეგისტრაციაც აუცილებელია და ხშირ შემთხვევაში ისიც, რომ ესა თუ ის ადამიანი მეგობრებში გყავდეს დამატებული ან შენს მეგობარს ყავდეს, გააჩნია...ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერი ინფორმაციის დადების დროს აქვს შესაძლებლობა მიუთითოს ეს ინფორმაცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მხოლოდ მეგობრებისთვის თუ მეგობრების მეგობრებისთვისაც. ფულს რაც შეეხება, აბსოლუტურად უფასოა რეგისტრაცია.
  14. გიჟები ხართ ვიღაცა ხართ, რა ჩემს ნაცმოძრაობად მინდა მიშასთან ბრატობა ან ესე ან ისე?... წავედი მე ვიძინებ და თუ სვამთ ვინმე კაი საქეიფო სიმღერას დაგიტოვებთ http://www.youtube.com/watch?v=ELUzWNxDtcY
  15. ამ ფორუმელებიდან ლაშა ალოა მაგის ბრატი.
  16. კოკოითი ვინ არის? მე ყაყაითი ვიცი. ისე, ნეტარ არიან მორწმუნენი. ვითომ ჩემზე ან სხვაზე მეტად რომ უყვარს საქართველო ზოგს, მითუმეტეს კოკითის და მსგავსების რაობა რომ ესმით უკეთ...ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან მზად ვარ გნებავთ აქვე საჯაროდ და გნებავთ პირადად განვიხილოთ ვის მეტი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული კარგი, ვის მეტად უყვარს საქართველო და ვინ უკეთ იცის სეპარატისტების სიცუდე, მითუმეტეს რუსებისა. ადამიანები ტვინით უნდა აზროვნებდნენ და არა მჯიღში მოქცეული გულით თუ უნდათ, რომ სიყვარულის ობიექტისთვის სასიკეთო საქმეები აკეთონ. რა არი იცი? აი რომელიმე თქვენგანის (მამაკაცებს მივმართავ) ცოლს ან დედას რომ თქვენს თვალწინ 10-მა მთვრალმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენოს, როგორ ფიქრობთ თქვენს ცოლს (დედას) რა ურჩევნია, იმ წუთში მივარდეთ იმ 10 კაცს დედის გინებით და იქვე მოგკლან, თუ ცოლი გამოარიდოთ იქაურობას უხმოდ, მერე 20 კაცით მიბრუნდეთ იქ და ისე გადაუხადოთ სამაგიერო? პირადად ჩემი ფილოსოფია ამაში მდგომარეობს ვისაც რუსების ან სეპარატისტებისადმი ლოიალური ვგონივარ და დანარჩენი გეყოფათ ეხლა...არ შემჭამეს ამ ლომებმა კაცო?
  17. Saturn სიჩქარის ლიმიტი მე ნაღდად არ ვიცი, მარა ჰაივეი ნაღდად იგივე ავტობანია. ინგლისურად ჰაივეი ქვია. http://en.wikipedia.org/wiki/Highway
  18. Saturn ხო ალბათ ავტობანები და ქალაქგარეთა ტრასები არც იგულისხმებოდა იმ სტატიაში რა თქმა უნდა. ეხლა ავტაობანზე, ცალმხრივ მოძრაობაზე ავარია რომ მოგივიდეს დებილი უნდა ადამიანი იყო ელემინტარულად მეტიც, საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანები დამეთანხმებიან, რომ საზღვარგარეთ ზოგიერთ ავტობანზე ცალკეულ ხაზებში სიჩქარის ქვედა ზღვარიც კი არსებობს. ანუ ვთქვათ 140-ზე ნაკლებით არ გაქვს უფლება რომ იარო, რათა სხვები არ შეაფერხო და ავარიული სიტუაცია არ შექმნა. მოკლედ ერთია გაზიზინებული, ფართო ავტობანი, ცალმხრივი მოძრაობით და მეორე კიდევ მაგალითად ნუცუბიძის ქუჩა.
  19. DonCaredo მთვრალი გასაგებია მარა ჩემი დაკვირვებით ავარიების 95% გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხდება, ამიტომ ლოგიკურად პირველ რიგში გადაჭარბებულ სიჩქარეს უნდა ვებრძოლოთ. აი დააწესონ 1000 ლარი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე და მერე ნახე თუ არ ივლიან 60 და 70-ით... არადა ამის დედა ვატირე რამდენიმე წლის წინ ერთ სერიოზულ უცხოურ ჟურნალში წავიკითხე თურმე მანქანისთვის იდეალური სიჩქარე 80 კმ/სთ ყოფილა, ყველაზე ნაკლებ ბენზინსაც ამ სიჩქარეზე წვავს და ერთი ადგილიდან მეორეზეც ამ სიჩქარით ყველაზე სწრაფად მიხვალო ( ანუ ვთქვათ 200-ით თუ მიდიხარ მოსახვევში დამუხრუჭება და მკვეთრი მოძრაობები გიწევს, რაც სიჩქარეს მნიშვნელოვნად ამცირებს და მერე ისევ ახლიდან უნდა აკრიფო სისწრაფე, 80-ით კი ყველგან ყველაფერს ასწრებ საკაიფოდ და სულ ერთი სისწრაფით მოძრაობ, სიჩქარის შეუმცირებლადო). იარე რა შე დალოცვილო წყნარად, მითუმეტეს ბავშვები რო გიზის მანქანაში...აბა ეხლა იმ გადარჩენილი კაცის სიცოცხლეს აზრი აქვს? არაც ცოლი ყავს და არარც შვილები...დასამარხადაც ვეღარ პოულობენ მის შვილს. მთელი დღეა ცუდად ვარ მაგის გამო. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და ამ გადარჩენილ კაცს არ ვიცი რა ეშველება, მარა ღმერთმა გააძლიეროს და გააძლებინოს.
  20. lasha1997 კაკრაზ დღეს ველაპარაკებოდი, ერთი 2 საათის წინ ჩემ მეზობელ პატრულის თანამშრომელს მაგაზე და მაგას ვეუბნებოდი. მე დაჟე უკეთესი იდეა მაქვს. ისეთი რომელიც ალბათ მინიმუმ 10-ჯერ შეამცირებს საქართველოში ავარიებს: სიჩქარის გადაჭარბებაზე დააწესონ ჯარიმა 1000 ლარი.
  21. lasha1997 100% ეგრეა დიტო, როგორც Grig გეუბნება. კაპიკს არსად არ იხდი, ერთადერთი გამონაკლისი არი თუ 2 წელზე ნაკლები ხანია გაქ ეგ სახლი და მაშინ ყიდი. ეგეთ შემთხვევაში 20%-ს იხდი საშემოსავლოს. საიტს და ლინკს ვერ დაგიდებ, მარა მაგის მეტი რა მიკეთებია და ნაღდად ვიცი რო რასაც გეუბნები ეგრეა.
  22. მე ვერ დაგეთანხმები ამ შეფასებაში იმიტომ, რომ პირიქით არის. უფროსმა თაობამ გაცილებით უკეთ იცის რუსეთის ბოროტებანი, სიავეები, მინუსები და ა.შ. უფროს თაობას გაცილებით მეტი აქვს დაკარგული რუსეთის გამო, გაცილებით მეტად არიან მათგან დაჩაგრულ-დამცირებულები. მოკლედ მეტი ბოღმა აქვთ და ესეც გაცილებით... ახალი თაობა, რომელსაც პრაქტიკულად რუსეთთან საერთოდ არ ჰქონია შეხება, ობიექტურად ვერ იქნება ანტირუსულად განწყობილი, რადგან არ იცის რის გამო უნდა შეიზიზღოს...რა, 20 წლის ბიჭი, რომელიც 1990 წელს დაიბადა, რომელსაც არ აიძულებდნენ რუსულად ელაპარაკა და ესწავლა, არ ევლო ეკლესიაში, ემსახურა რუსულ არმიაში, არ უშვებდნენ საზრვარგარეთ, კარიერაში (განსაკუთრებით სპორტსმენებს) ეროვნების გამო პრობლემები არ ჰქონდათ და უსამართლოდ არ დაჩაგრულან, მისი მშობლები არ გადაუსახლებიათ ან დაუხვრეტიათ ისეთივენაირად შეიძულებს რუსს, როგორც 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ყოველივე თუ არა რამდენიმე ზემოთჩამოთვლილი მაინც შეეხო? ლოიალურად არა, მაგრამ ოთხმოციანების ბოლოს და ოთხმაცდაათიანებში დაბადებულ თაობას ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი, 80%-ს მაინც. დანარცენ 20%-ს აგვისტოს ომის შემდეგ ან ოჯახში მოსმენილი ისტორიების გამო სძულს რუსეთი. ალბათ მეც მაგ 20%-ში ვიქნებოდი 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილე რომ არ ვიყო და ცხოვრება რომ არ მქონდეს დამახინჯებული ამის გამო, რადგან ჩემს ოჯახს ყოველმხრივ და ყველაზე ცუდად შეეხო რუსეთი, დედის მხრიდან ნათესავები გაციმბირებული და შემდეგ იქ გაუსაძლისი პირობების გამო მკვდრები მყავს, მამის მხრიდან მათი დიდგვაროვანი წარმოშობის გამო ნახევარზე მეტი დახვრეტილი მყავს ბოლშევიკების შემოსვლისას, ასეთი წინაპრების ყოლის გამო საკუთარი მამა იმდენად დამიჩაგრეს, რომ მისი სახით საქართველომ ალბათ ძალიან კარგი სპორტსმენი დაკარგა. ჭაბუკებში ზედიზედ 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ისე, რომ ერთი სეტი არ წაუგია საერთოდ, შემდეგ სპარტაკიადაც მოიგო და თანატოლებში ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრში არ გაუშვეს ანტისაბჭოთა წინაპრების ყოლის გამო და ქართველობის გამოც და გაუშვეს რუსი, რომელსაც ფინალში 6:1, 6:2 მოუგო...მოკლედ ასეთებს რომ მოგიყვებიან სახლში, ბუნებრივია ვერ გახდები ნეიტრალური, თანაც მე ყოველთვის მაინტერესბდა ასეთი რამეების მოსმენა, მაგრამ ხომ ყველამ იცით, რომ საქართველოში ათიდან რვა ახალგაზრდას კიდია წარსულის ისტორიების მოსმენა და გააზრება, და საერთოდ პოლიტიკა, ყველაფერს იქიდან ზომავენ ფულს საიდან იშოვიან რომ კარგად გაერთონ და ვინც ამ ფულის შოვნაში უშლის ხელს, ის სძულთ. აი ამ მხრივ კი მათ კარგად ახსოვთ, რომ სანამ მათი მამები რუსეთში ღვინოს ყიდდნენ ან იქ მუშაობდნენ და ფულ უგზავნიდნენ არა უჭირდათ, თან ალბათ ბებია-ბაბუაც ბევრს უყვება, რომ რუსების დროს ბევრი ფული ქონდათ. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ ახალგაზრდებს აშკარად გაცილებით ნეიტრალური დამოკიდებულება ექნებათ, ხოლო უფროსი თაობის ხალხს უარყოფითი.
×
×
  • შექმენი...