-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
არ ხართ მართალი. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ქალმა პირადად მთხოვა თავი შემეკავებინა მისი წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რადგან მას არ სურდა ვიღაცეებს ამისთვის ისეთი ინტერპრეტაცია მიეცათ, როგორიც თქვენ მიეცით და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ვიღაცეებს შორის პირველი თქვენ აღმოჩნდით. თითქმის სიტყვა-სიტყვით მახსოვს მისი ნათქვამი : "მე საქართველოსთვის არ გამიჯახუნებია კარი. საქართველო ჩემი ქვეყანაა, მე მართლა მიყვარს ის და აუცილებლად დავბრუნდები, უბრალოდ სანამ მიშაა მე მანდ ფეხის დამდგმელი არ ვარ, იმიტომ, რომ გაუსაძლისია უკვეო". გავკადნიერდები და გადავაკეთებ თქვენს წინადადებას: "ქვეყანას, რომელიც მოიძულა " კი არა " ქვეყანა, რომელმაც მოიძულა" ! ზუსტადაც ტალახის სროლა არ უნდოდა მას და იმიტომაც არ გაახმაურა არაფერი. ეს თქვენ ესვრით ეხლა ტალახს..."ნატვრის ხის" ერთერთი ბოლო ეპიზოდი ამომიტივტივდა თვალწინ http://www.youtube.com/watch?v=K6L3_qEzf0E ისე, ნეტა რა შუაშია და არ ვთვლი, რომ მარტო ილია ჭავჭავაძეს აქვს უფლება თქვას "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო"-ო. ასეთი საქართველო ტალახის გუნდის სროლის ღირსიცაა, ფურთხისაც და უარესისაც. ქვეყანას რომელსაც სამი კურდღელი მართავს (მიშა-ვანო-ზურა) და ქვეყანას რომელშიც ამ კურდღლების მეტრაკე-მიმდევრებად და კურდღლებისგან შეშინებულად იყოფიამ მეც შევაფურთხებ და ტალახს ვესვრი. სადაც არ უნდა ვიყო და ვისთანაც არ უნდა ვიყო! საქართველოს სიყვარული და კარგი მოქალაქეობა ლეღვის ფოთლობაში, სიბრმავეში, სიყრუეში არ გამოიხატება ჩემთვის! ეს იცით რას გავს? ოჯახში ქმარი რომ ცოლს ყოველდღე სცემს, აგინებს, ალურჯებს და მარტო ოჯახის წევრებმა რომ იციან ეს, ცოლი რომ ვალდებულია მაინც უყვარდეს ქმარი + ოჯახის არცერთმა წევრმა ოჯახის არავისთან უნდა თქვას რა ხდება ოჯახში, ვითომ იდილიაა.
-
ლ ი ც ი კარგი რა რამაზ რა...დავიღალე, ყველანაირად ვერიდები ყველასთან ვორნების და ბანების გაცემას, ისედაც 2 კაცი პოსტავს ამ ფორუმზე და არც გინებას ჰქონია ადგილი არც უცენზურო სიტყვების გამოყენებას, რაც ეკუთვნოდა ის მიიღო. მესმის რომ შეურაცხმყოფელია, მაგრამ გაცილებით შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს როცა ვინმე თუნდაც ირიბი აგრესიიტ ან ირონიით შეეხება მართლმადიდებლობას, პატრიარქს და ა.შ. და რა ვქნა, ნახევარი ფორუმი დავბანო ამის გამო? სუბიექტური ვერ ვიქნები და ვერც არაადეკვატური.
-
ლ ი ც ი რამაზ, ჩემი აზრით ყველაზე ნიშანდობლივი აი ეს განცხადებაა: ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიხეზი არის ის, რომ მათზე ზეწოლას ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც ... როცა ამბობ საქართველოს და ქართველების დადანაშაულება არ შეიძლებაო, ჯერ ერთი ისინი საქართველოში და ქართველებში ხელისუფლებას გულისხმობენ, რომელიც გაუსაძლის პირობებში აგდებს ამგვარი დამოკიდებულებით, მხოლოდ უშიშროების "ნასედკებად" ან სხვისთვის საჩვენებელ უუფლებო თოჯინებად სჭირდებათ (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რო ყავთ ურუზმაგა, მაგის მსგავსად). ძალიან დამამცირებელია და ყველაზე უტვინო პოლიტიკის მაჩვენებელი, როცა ეთნიკური ოსების იმ ნაწილსაც კი, რომელსაც თავად აქვს ინიციატივა შენთან თანაცხოვრების, ამგვარად ექცევი. ძაღლად არ აგდებ და მუქარითა და შანტაჟებით აიძულებ ბინძური საქმეები აკეთებინო, იმის ნაცვლად რომ საკუტარ თანამოძმეებთან შერიგებაზე, ჩახუტებაზე, ნორმალური ურთიერთობის აღდგენაზე იმუშაონ (საკუტარი სურვილით და ინიციატივით) აიძულო, რომ დამალული კამერებით და მიკროფონებით იაროს, თავისი დების და ძმების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დაგეხმაროს, იმათ პირში უცინოს და შენთან ძირი გამოუთხაროს. მე მესმის მათი. ძალიან ძნელია ცალკე ხელისუფლება გექცეოდეს ასე და ცალკე რიგითი მოქალაქეები შენს ჯიშს, სისხლს და ა.შ. აგინებდნენ (ბევრი არაა ასეთი, მაგრამ არც ცოტაა, დამეთანხმეთ) ანდა გრძნობდე, რომ ვიღაც ზრდილობის გამო არ აგინებდეს შენს წარმოშობას შენი თანდასწრებით, მაგრამ თავის წრეში მიწაში ჩაგდებს და საქმე საქმეზე თუ მიდგა ქვეყნიდან შენნაირების გაძევება სიამოვნებასაც მოჰგვრის. 1% ვერ გავამტყუნებ მათ და მიმაჩნია, რომ საკუთარ სინდისთან აბსოლუტურად მართლები არიან.
-
ეგ დადასტურებული ინფოა?????? :( :( მაგან რომ სადმე პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს და დევნაზე ილაპარაკოს უდიდესი სირცხვილი იქნება ჩვენი ქვეყნის...გავგიჟდები რა, დღე არ გავა რომ ამ ხელისუფლების გამოისობით 2-3 ისეთი რაღაც არ გავიგო, რომელზეც ალბათ ყველა სხვა ქვეყანაში წლობით ილაპარაკებდნენ და რომლის გამოც ნორმალური საზოგადოება დაუყოვნებლივ პასუხს აგებინებდა ხელისუფლებას, მარა ფული უნდათ მიშისტებს ბაბა, ბევრი ფული ბაბა, თან ეშინიათ და როგორ გინდა ეს საქმე ქნა?...
-
Grig 3 თვე არაა, გაცილებით ცოტაა ან 1 თვე ან 20 სამუშაო დღე, ზუსტად არ მახსოვს. მარა რომ არის 100% მახსოვს. თუ სერიოზულად გინდა ან გჭირდება დაგიზუსტებ (ოღონდ დღეს არა, ხვალ გადავურეკავ იურისტებს) რომელ კანონში წერია.
-
რამაზ კლიმიაშვილი: “ეს არის სააკაშვილის გასტუმრება”
analgin replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko როგორ არ იცი კაცო, შიგ ბულვარში ფანტანების თავზე ორი ცალი ზუსტად ერთნაირი ბანძი კაფე როა აქეთ-იქეთ...ტყუპი ძმები არიან მაგის პატრონები, დაახლოებით თქვენი ასაკის, ბათუმელები. ამაზე უკეთესი სურათი ვერ მოვძებნე ინტერნეტში და სადაც 1 და 2 წერია ზუსტად მაგის ქვემოთ რეებიცაა, მაგაზეა ლაპარაკი. -
კი მარა რაღა დარჩა?... ყველაფერზე ამცირებენ? P.S. ერთადერთი რაზეც დახვრეტის მომხრე ვარ არის ნარკოტიკების რეალიზაცია, ოღონდ არა ამ ხელისუფლების ხელში. ესენი პოლიტიკური მოტივით დაიწყებენ მერე დაბრალებას და დახვრეტას.
-
Grig მე პირადად ეხლა პას. გადარბენებზე ვარ. რამდენიმე დღის უკან ჩამოვედი სომხებიდან და შეიძლება დღე-დღეზე უზბეკეთშიც მომიწიოს ჩასვლა. აზრზე არ ვარ როდის მეცლება. აგვისტოს პირველ რიცხვებში უფრო მოვიცლი ალბათ და სიამოვნებით მოვილხენდი თქვენთან ერთად.
-
ვერა ქობალია ბიზნემენებით უკმაყოფილოა
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კაი ტოო, ახურებ? და 23 წლის არის როგორც ვიცი... მარა ალალად ვამბობ 23 წლის გოგო კი არა ძაღლი (პირდაპირი მნიშვნელობით, ოთხფეხა) რომ დანიშნოს ეგეც აღარ გამიკვირდება უკვე მაგისგან. დაჟე შეიძლება რეაქციაც აღარ მქონდეს. -
Grig ვგონივართ რაღა...არა, თუ? ყოველ შემთხვევაში ქე ვართ და ვიქნებით იმის ღირსები როცა უნდათ და რაც უნდათ ის გვაკადრონ, სანამ ნავთს არ დავისხამთ თავზე ამ ტილების დაბაღლინჯოების დასახოცად.
-
ვერა ქობალია ბიზნემენებით უკმაყოფილოა
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა ექსპორტი, რა შეიყო თითები ამ ქალმა? ვინ ნორმალური დაიჯერებს ეხლა მაგას? წადით და საბაჟოს უფროსს, ლევან გოთუას ჰკითხეთ რომელ ფირმებს როგორ ექცევიან ექსპორტის სურვილის შემთხვევაში. ამათი თუ არ ხარ იმხელა ვალებში გადაგაგდებენ, თავი გაგიხდება მოსაკლავი. -
კი, ეგრეა. ბენდუქიძის და ადეიშვილის "შავი ხელები" ამჟამად ვატო ლეჟავა და ჯაბა ებანოიძე არიან. პირველი გილაურის უფროსი მრჩეველი თუ მრჩეველთა უფროსია და მეორე ადეიშვილის მოადგილე. სხვათაშორის სწორედ ლეჟავას დანიშვნა სურდათ ვერონიკას ადგილზე, მაგრამ მერე გადაიფიქრეს ბენდუს ასეთი აშკარა გამოჩენა, რაკი ლეჟავა აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ბენდუს მარჯვენა ხელი და ყოველმხრივ მისი კაცია და დატოვეს ისევ "რუხ კარდინლად"...ვერონიკა კი არა გილაური ვერ დგამს ლეჟავას, შესაბამისად ბენდუქიძის და შესაბამისად ადეიშვილის დაუკითხავად ვერცერთ სერიოზულ საკითხზე. ვერცერთ სამინისტროში საშუალო დონის თანამდებობაზეც კი ვერ დაინიშნება ვერავინ ამ ორის (ლეჟავა-ებანოიძე) გარეშე. წარდგინებას ესენი აკეთებენ და მერე ბენდუქიძე-ადეიშვილისგან თანხმობის მიღების შემდეგ ნიშნავენ ხალხს. ერთადერთი გამონაკლისი ვანოა, რომელსაც თავადაც მიესვლება მიშასთან და დაასმევინებს თავის კაცს სადაც უნდა, მარა ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ადეიშვილი...
-
აბა რომელ ქვეყანაში გააკეთებდნენ ამას?
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა არი ეს ნუ გამაგიჟეთ ამის დედა ვატირე დაჟე ფიფთი სენთი თამაFობს ტო??? ვახ ჩემიი... -
აბა რომელ ქვეყანაში გააკეთებდნენ ამას?
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 :D ვააახ...მაიცა მართალია??? ეხლა ვნახე ლინკი -
აბა რომელ ქვეყანაში გააკეთებდნენ ამას?
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 კაიფობ??? რაღა დროს მაგის დამთავრებაა 2 თუ 3 წლის წინანდელი ფილმია. პრიზიც აიღო საფრანგეთში შარშანწინ თუ იმის წინ. ნანახი მაქვს. -
asesino_141 talk (თოქ) არი ლაპარაკის შესატყვისი ყველა პონტში, ბაასიც ეგაა და მუსაიფიც საუბარი conversation არი. ნუ კიდე chat არი ძაან შინაურული ბაზარი რა.
-
აბა რომელ ქვეყანაში გააკეთებდნენ ამას?
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეჰ, თქვენ არ იცით ვაკელები რა დამპლები არიან... ჩემმა უბნელებმა, მაშინ პატარა ვიყავი ასე 4-5 წლის, ჯერ კუდით მიაჭედეს კატა ხის ტოტზე და მერე...ბენზინი მიასხეს და დაწვეს. რაც ეგენი დედ-მამამ სცემეს მერე, მიმიქარავს ის დამწვარი კატა ისეთი აკნავლეს... -
მაგარი ისაა რო ნაგლად არ უარყოფენ არავინ რო სპეციალურად მიშასთვის გადააკეთეს ეს. კუბლაშვილს ვუსმენდი დღეს და ვერავინ ვერავის დაუშლის პოლიტიკაში დარჩენას და ვერც წასვლას დააძალებსო და პირადად ჩემი აზრით და სურვილით იასნია არ ვიქნები წინააღმდეგი რო მიშა იყოს პრემიერიო.
-
lasha1997 მაგარი. ჩემ ძმაკაცს ეკაჩავა ერთ მოადგილეზე. დააბრუნე სამსახურშიო. ჩემმა ძმაკაცმა ქრთამისტია და პროკურატურაშია მაგის საქმე, რა პონტში უნდა დავაბრუნოო. ამან კიდე .....ზე მკიდია პროკურატურა, ჩვენ ვანოს ხალხი ვართ ან დააბრუნე და ჩვენთან იყავი, არადა დაგენძრევაო. ცემას ვუპირებდი, მანქანაში ვიჯექი უკვე და მსდია ამ ჩემმა ძმაკაცმა თავი დაანებე, გამაგდებენ სამსახურიდან ნუ მღუპავო... მანდ ცოტა სხვა პონტია რა, ვანოს კადრებით ბენდუქიძის ჩაჩოჩება უნდოდათ. ყველა სახელმწიფო ობიექტს ეკონომიკის სამინისტრო ყიდის და უშველებელი მაყუთები ტყდება მაგ პონტში. წელიწადში მინიმუმ 200 მილიონი ისე ილექება ვიღაცეების ჯიბეებში რო აზრზე ვერ მოხვალ, გაპრავებული საბუთებით...ბენდუ კიდე ეგ კაცი არ არის ეგრე ადვილად გადაწიონ გვერდზე, გავლენით ვანოს და ადეიშვილს არ ჩამოუვარდება. ხოდა მაგის დატრიალებული კარუსელია 100% რა. "კუკლა" დასვეს მინისტრად და დაიბრუნეს დროებით წართმეული ოქროს მუქთა საბადო ბენდუს კლანმა.
-
აუ რა დაენძრა გობეჯიშვილს. რამდენი კაცი უცდიდა ამ დღეს მის გასაძუყნად თქვენ ხო არ იცით. ერთი 3 პარტია წიხლქვეშ გაგდება ელის უახლოეს ერთ კვირაში. ისე რო იცოდეთ ვანოს კადრია ;)
-
babuagiorgi ხო, მე ეგრე დარწმუნებით ვერ ვიტყვი ვერაფერს ასაკიდან გამომდინარე. მაგ პერიოდში 7-8 წლის ვიყავი, მაგრამ რაც დამამახსოვრდა ის ვთქვი.
-
babuagiorgi ჩაგერთვებით გიორგი და ერთი ფაქტი მე დავასახელე ზემოთ. იძულება. ვისაც არ ეზარებოდა სახლში თუ ქუჩაში ყველა შეურაცხყოფდა იმ კაცს ერთადერთი მოტივით "შენი ოსი დედა", "წაეთრიე საქართველოდან" და ა.შ. შენ და შენნაირებს არ გეხებათ, მარა მაშინ მანანისტებს მიყავდათ პარადი ხო იცი? მოროდიორობის ფაქტებიც ბევრი ვიცი რაჭის ოსურ სოფლებში და განსაკუთრებით ბაკურიანისკენ. ზვიადის შეცდომა იყო ეგ ყველაფერი, ერთი ხელის დაკვრით ავტონომია რო მოხსნა და "საქართველო ქართველებს" პოლიტიკას რომ ატარებდა. თვითონ უნდა ემოქმედა აქტიურად, მუდმივი პროპაგანდა და კამპანია უნდა ეწარმოებინა რომ საქართველოში მცხოვრები ოსები, აფხაზები და ა.შ. არიან ჩვენი ძმები და იგივე ქართველები. უმკაცრესად და სამაგალიტოდ უნდა დაესაჯა ის მოროდიორები, ვინც ფიზიკურად ძალადობდნენ (სცემდნენ) ოსებს, აყაჩაღებდნენ, ემუქრებოდნენ და ა.შ. და ალბათ დღეს აქამდე არ მივიდოდით. ალბათ კი არა, არ მივიდოდით.