Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. არადა უუუმარტივესი მიზეზი აქვს ესპანელთა წარმატებას: დღეს მაგალითად 7 ფეხბურთელი ბარსელონადან და 3 რეალიდან თამაშობდა დამწყებ 11 კაცში ანუ წლებია ისინი ერთად თამაშობენ. სულ მწვრთნელი არ ყოლოდათ და მითუმეტეს გენიალური და უუუგამოცდილესი დელ ბოსკე ყავთ დამრიგებლად, მაინც მაგრად ითამაშებდნენ + ხავი, ინიესტა, პუიოლი, ბუსკეტსი, პიკე და პედრო კანტერადოები არიან (კანტერა - ბარსას ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა). გასისხლხორცებული აქვთ ერთი სათამაშო სტილი, თვალდახუჭულები ბურთაობენ ისე ესმით ერთმანეთის. წარმატების საიდუმლო პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკაში კი არა სწორ მენეჯმენტშია. ადრე აიაქსის ინკუბატორი ჩეკდა სუპერვარსკვლავებს და ეხლა ბარსელონას საფეხბურთო სკოლა. ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს მხოლოდ მოქმედი მოთამაშეებიდან მესის, ვიქტორ ვალდესს, ბოიან კრკიჩს და დოს სანტოსს თუ დავუმატებთ ყველაფერი ცხადი გახდება...მე ის მიხარია, რომ ჩვენებური გიორგი ჭანტურიაა დღესდღეობით მათი ლიდერი და ვარსკვლავი. პატრიოტიზმს არ ვაკნინებ. ყოველთვის და ყველგან ერთერთი უდიდესი როლი ენიჭება, მაგრამ ცარიელი პატრიოტიზმით რომ საქმე კეთდებოდეს ამერიკელებზე და ჩეჩნებზე მაგარი გუნდი არავის უნდა ჰყავდეს. თან სწორად შენიშნა აკაიმ ინგლისელებთან დაკავშირებით. ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ ცოტა ძნელია ესპანელების პატრიოტიზმზე საუბარი. მაგალიტად ბასკები და კატალონიელები როგორი პატრიოტებიც არიან ესპანეთის აგერ ასესინოს ვკითხოთ და გვეტყვის. იქ კიდევ ანდალუზიელებიც (თუ სწორად მახსოვს) მთალდ 100%-ით არ ესპანელობენ და ა.შ.
  2. lasha1997 არა. არც ერთი არ იყო ჩემი ახლობელი. პახოდუ კაცი არა, ესე გდეტა 18 წლის ბიჭები იყვნენ მაშინ თუ არ ვცდები. მე მაგაზე არც მითქვამს. არ მაინტერესებს თქო იმ პონტში ვთქვი რო მე უკვე დიდი ხანია ვიცი ვის იჭერენ ესენი და რისი გულისთვის. ვისაც ფული აქვს ან ამათი წინააღმდეგია არ გაახარებენ და ვსიო. ხოდა რაც უეჭველი ვიცი ის რაღატო უნდა მაინტერესებდეს?
  3. lasha1997 აი ეგ კიდე მე არ მაინტერესებს. როდის იყო ესენი დანაშაულზე იჭერდნენ ფულიან ხალხს? ფული აქვს? მომცემს. არ მომცემს? დავიჭერ და წავართმევ. ესაა მთელი ფილოსოფია.
  4. shamili ეეჰ შამილ. აბა შენ იცი. აზრი არა აქვს ჩემის მხრიდან იმის თქმას და უფლებაც არ მაქვს, რომ ძალიან არასწორ გზას ადგახარ ცხოვრებაში და არასწორი იდეალები აგირჩევია თქო. მე არც მამა ვარ შენი და არც ბიძა. ღმერთმა მოგხედოს და გიჩვენოს სწორი გზა.
  5. lasha1997 ედიკას დროს საქართველოში რაც სიგარეტი შემოდიოდა 70% მაგისი იყო. მაფიოზა ტიპია. მაგის ბიჭი ჩემი უბნელი იყო კარგად ვიცნობ და ჩემივე უბნელი დაბრიდა ბეზპრიდელურად. ისე ურჩევნია არც გამოვიდეს... ალბათ გაწეწვა უნდათ ამ ოჯახის ისევ. დიდი ფულის პატრონები არიან ძალიან. შევარდნაძის დროს ერთერთი უმდიდრესი ადამიანი იყო და არა მარტო საქართველოში. ფულს ჯვ..დნენ რასაც ქვია.
  6. shamili აი აფრასიძეზე კი ვეჭვობ რომ შენ იცოდე ჩემზე მეტი. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აფრასიძე ორჯერ ჰყავს დაკავებული, მამაჩემის ბიძაშვილი იყო. ალყას რო დაარტყავდნენ ტიპს ითხოვდა ის შემოუშვითო (მამაჩემის ბიძაშვილი), მარტო მაგას დაველაპარაკებიო. ესეც შედიოდა უიარაღოდ და ისე კერავდა რო ყველანი ყრიდნენ იარაღს და ამ ერთ კაცს მოყვებოდნენ. გაკვირვებას ვარ, ყოველი მხრიდან ასეთ ლამაზ ლეგენდებს როგორ გიყვებიან უმსგავსო ადამიანებზე (პოლიტიკოსებისა არ იყოს). აფრასიძე იყო კეთილშობილი??? ადამიანების გამტაცებელი და გამომძალველი ადამიანი არის ყველაზე ცუდი ადამიანი როგორიც კი შეიძლება არსებობდეს. ხელისუფლების ვერსიის დედაც. ის ტრუხაზე შეტენეს, ვითომ კალაძის ამბავი, მაგრამ გიმეორებ მამაჩემის ბიძაშვილს ჰყავს ორჯერ დაკავებული და დანამდვილებით ვიცი, რომ დაუნდობელი მკვლელები და გამომძალველები იყვნენ მთელი ოჯახი.
  7. shamili ნუ ეხლა მიქენი ბარეღამ თავზე... ცოტას გაცდი (დღეს) და მერე გადავიტან სხვა განყოფილებაში, არ დავხურავ. არც ის წინა თემა არ ეკუთვნის პოლიტიკის განყოფილებას, მაგრამ ეს ხომ საერთოდ...
  8. asesino_141 ფარენჰეიტით 105 ცელსიუსით 40.5 გრადუსია. liliko ზოგჯერ ზედა მარჯვენა კუთხეშიც რომ ახედოთ მონიტორს შეიძლება შენიშნოთ რომ პერსონალური შეტყობინება გაქვთ მიღებული. :D
  9. liliko ა, ბატონო, აგერაა: http://www.europarl.europa.eu/meetdocs/2009_2014/documents/afet/pr/799/799032/799032en.pdf
  10. lasha1997 კანადაშიო კაცო ხომ უწერია პირველივე სტრიქონში. liliko აქ არის ტალიავინის დასკვნის სრული და ორიგინალი ვერსია: http://www.ceiig.ch/pdf/IIFFMCG_Volume_I.pdf http://www.ceiig.ch/pdf/IIFFMCG_Volume_II.pdf http://www.ceiig.ch/pdf/IIFFMCG_Volume_III.pdf
  11. liliko თუ მასწავლი როგორ აღმოვჩნდე შენს მდგომარეობაში, ჩემი თავი შემოგევლოს, დაგეხმარები კი არა გადაგყვები თან. სანანებელი რა გაქვს, მიშა მაინც აღარ გყავს პრეზიდენტად.
  12. ხანდახან რაღაცას წესიერად დაიწყებთ ხოლმე და მერე აურ-დაურევთ რაღაცეებს. ზოგადად ქურდული მენტალიტეტი რომ არ ვარგა და მიუღებელია ამაში რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ ჯერ ერთი საიდან მოიტანე რომ "ქურდისგან ხელისმოხვედრა არ ტეხავს" ? რაც შეეხება "ქურდთან ყველა არიფია"-ს მაგაში დამამცირებელი არაფერია. ქურდულ სამყაროში არიფი არაქურდს ნიშნავს მხოლოდ. ე.წ. "კაი ბიჭიც", რომელიც ავტომატურად ე.წ. "მომავლად" ითვლება "არიფია". მერე მეორეც, როგორ შეიძლება "ბეზპრედელი" კეთილშობილური იყოს კაცო? "ბეზპრედელი" არის ის, რაც ყველგან და ყველა სამყაროსთვის ერთნაირად მიუღებელია და უპატიებელი დანაშაული. არსენა ოძელაშვილები ბოლო მინიმუმ 200 წელია აღარ არსებობენ და ბოლო თაობის ცნობილი ყაჩაღი ვატო ყიფიანია, რომელიც თუ შენთვის მისაბაძი და კეთილშობილია სჯობს აქვე დავამთავროთ დისკუსია.
  13. მე 6 წლის შევედი სკოლაში. დიდი დავიდარაბის გადატანა მოუწია ოჯახს ჩემს გამო. პირდაპირ მეოთხე კლასში უნდოდათ მასწავლებლებს და დირექტორს ჩემი დასმა, მინიმუმ მესამეში მაინცო და დედაჩემმა გაიგიჟა თავი, ან პირველ კლასში დასვამთ თავის ტოლებთან ან არა და გავიყვან საერთოდ თქვენი სკოლიდანო. დღეს ამისთვის ფრიად მადლიერი ვარ. რამდენიმე საგანში საერთოდ არ მიძახებდნენ მასწავლებლები გაკვეთილის ჩასაბარებლად. გეოგრაფიაში 6-ე კლასის შემდეგ, ისტორიაში 9-ე კლასის მერე, ინგლისურში მეათე კლასიდან...იქით ვუსწორებდი შეცდომებს მასწავლებლებს და იმიტომ. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ საგნის ცოდნა იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად ხუთი და შვიდი წლის ბავშვის ფიზიოლოგია ერთნაირია, რომ მათ საერთო მოთხოვნილებები და ინტერესთა სფეროები ექნებათ. გარდა ამისა რაც არ უნდა გენიოსი იყოს ბავშვი, ძაღლი ხო არაა რაც შეიძლება პატარას კრა წიხლი და დამოუკიდებლობისკენ უბიძგო? თუნდაც ხუთიდან ექვს წლამდე გატარებული ის ზედმეტი საათები, რომელსაც სკოლის მაგიერ მშობლებთან გაატარებს, მას ყველანაირად გაცილებით მეტს მისცემს, ვიდრე სკოლა. ნაცებო თქვენ კიდე მოგიტყანთ მონური ფსიქიკა! რამ გაგზარდათ ეგეთი ჩმორები ბიჯო??? შეიძლება რამდენი ეს ყვარყვარე სირობას წამოაბჟუტურებს კანონი იყოს თქვენთვის? ჯერ ხო მინისტრად ვინც არ უნდა შემოგთავაზოთ, სანტეხნიკი, ბავშვი, #### თუ მაიმუნი, ყველას ერთხმად, 1 წინააღმდეგის გარეშე ამტკიცებთ, მერე კიდე რამდენი კოკაინის კაიფში გამოეღვიძება და იტყვის მაგალითად იღლიებში თმის გაპარსვა უნდა აიკრძალოს, დენის და ნაგვის ეკონომიას გავაკეთებთ ამითიო, მეორე დღესვე კანონპროექტი შეგაქვთ და ამასაც ერთხმად ამტკიცებთ. არ შეიძლება ერთხელ მეხი ჩამოვარდეს და დაგეცეთ მაგ პარლამენტში და ჰავლაბრის რეზიდენციაში? იმ შუშის აკვარიუმსაც თუ დაეცა ხო მთლად ავშენდებით.
  14. არა რა, არა რა! მოკალით ვინმემ ეს დედამოტყნული ვირიშვილი კაცი რა! ყოველდღიურად ჯინაზე გვეკაიფება. ძაღლად არ აგდებს არცერთ ნორმას, სტანდარტს, თუ ვინმეს აზრს საერთოდ. ამის ნერონი დედას ################## მე, ცოტა ხანში ცხენს არა და რამე კოკერ-სპანიელს დაგვინიშნავს თავდაცვის მინისტრად მაგალითად და ხმის ამომღებ-ხელისშემშლელი კაცი არ იქნება ისევ...ხოლო ფორუმ ჯიელი ბრძენ-პატრიოტ-ვაჟკაცები ბოღმებს დაგვიძახებენ მერე და აბა გრეჩიხა ჯობიაო, გააგრძელებენ. კოკერ-სპანიელი თავდაცვის მინისტრად! მიდი მიხო, მიდი! მიდი, შენი დედას ##################... თფუ.
  15. lasha1997 ეუფ აქ ბილაინს მაგარი ვეშჩები აქ მესიჯებზე, კაპიკები ღირს, 7 ლარს გადაიხდი და ულიმიტოდ გაქვს მთელი თვე, ან 10 ლარი 1000 მესიჯი. შიგა აქვთ ამ ხალხს, ჯერ ტელეფონზე ბაზარს ვერ ვიტან რულზე და მერე მესიჯობა ხო ვაბშე. აქ ქალები არიან ეგრე - ერთ ხელში მობილური, მეორეში სიგარეტი, მანქანას რითი ატარებენ ხ.ზ. ალბათ ძუძუებით.
  16. უცხო_პლანეტელი ის განსხვავებაა, რომ ხელისუფალი ვალდებულია პასუხი აგოს საკუთარი ხალხის წინაშე და ვინც არ უნდა მოვიდეს მიშას მერე მანაც უნდა აგოს. მანამდე ფიზიკურად ვერც აგებს და ჯერ არც ვალდებულია. პოლიცია რომ უსამართლოდ დაჩაგრავს ვინმეს, ბიუჯეტის ფულს რომ მინისტრების ცოლებს შეაჭმევენ და მოსამართლე რომ უდანაშაულო კაცს დასჯის, დამნაშავეს არა, ამაზე პასუხი ოპოზიციამ როგორ უნდა აგოს? ომზე, არჩევნებზე, რეკეტზე და სამუშაოების შემცირებებზე და ა.შ აღარ განვავრცობ. განსხვავება აშკარაა. ალხანა რომ სახლის ყარაულად დავიყენო და გამქურდოს ჩალხანას უნდა ვაგინო და მოვთხოვო პასუხი, იმიტო რო მორფინისტია? და თანაც ისევ ალხანა დავტოვო? დავტოვე ბატონო, მარა არც თხოვნამ გაჭრა, არც ჩხუბმა და არც დარიგებამ, მქურდავს და მქურდავს, დედა მიტირა უკვე...თქვენ კიდევ ჩალხანას მორფინისტი დედაც, გადააშენე მაგისიო. კაი, ჩალხანას დედაც. ეხლა გვყავდეს ისევ ალხანა? :D
  17. ეგ იქითაც ვნახე, მარა არ მივეცი ხმა. რა ნამუსით მივცე ტო, ტევესის, მუნტარის და იმ ვირაც ნორვეგიელის გოლები ბევრად ჯობია.
  18. lasha1997 შენ ხო გესმის ცოტა ინგლისური? აი წაიკითხე რას ამბობს ზუსტად ნაგ ქორფა დაზე თვითონ ვერა “My sister is a driver, and she always texts and talks on her phone. As a passenger in her car I always feel in kind of a hazardous situation.” http://www.metronews.ca/vancouver/local/article/439208--hands-off-phones-hands-on-wheel-as-cops-get-serious
  19. Vera Kobalia, who is in her late twenties, has lived in Canada until recently, where her family, displaced from Abkhazia as a result of armed conflict in early 90s, emigrated over a decade ago. Until late last year Kobalia worked for Vancouver-based European Breads Bakery, established by her father in 2001. აი ეს ვიპოვე. ფაინენშელ ტაიმსში. მამამისის გახსნილ საცხობში მუშაობდა გასულ წლამდეო. http://www.finchannel.com/index.php?option=com_content&task=view&id=66012&Itemid=99999999 და ნუ რაც ყველაზე მთავარია, აი ეს. მაგ საცხობის ვებ-გვერდი. http://www.europeanbreads.com/index.html
  20. T_A_T კაცო, მაგას და აბა გრეჩიხა ჯობიას ეგ ისე ხმარაობს როგორც მორწმუნე ლოცვის დროს პირჯვარს და მეტანიას.
  21. T_A_T უფ, აგერ არ ვარ კაცო..? ზეპირად ვიცი მაგის რეჩები და ვაბშეტა ტელეპატი ვარ რას იტყოდა და ბალტიელები ევროკავშირში არიან და იასნიაო, აზერებს ძმაო ნავთობი აქვთ და ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდო, რუსეთი ეხლა ამხელა ქვეყანააო და...გარდა ამისა მანდ აბა წლების მიხედვით დადეთო, ძალიან დიდი ტემპებით მივიწევდით წინ და ზრდის ტემპებით ყველას ვუსწრებდით, ამ ომმა მაგრა დაგვატორმუზაო...პი ეს რუსეთის დდშვც მე ამიტომო :mad: ეგ არაფერიო, თუ დავუჯერებთ მიხოს ნატოზე უკეთესში შევალთ (მაპზე უკეთესი რო მოგვცეს მაგ პონტშიო), აგერ დღედღეზე უვიზო რეჟიმს ავირტყამთ ევროკავშირთან, ჩვენს კართან ინვესტორები დახოცავენ ერთმანეთს - არა, მე შემიშვით პირველი, არა მე, არა მე მეტი ფული უნდა დავაბანდო არა მე მეტიო და ცოტა ხანში გავასწრებთ მაგათ ყველასო.
  22. ისე ვ მამენტ მაინც ცვლის კონსტიტუციას ეს ჩემისა და არ ჯობდა ლიმიტი მოეხსნა პრეზიდენტად არჩევაზე? :D:D:D:D ეხლა რო იპრემიერებს, მაგის მერე ხო ისევ მოუნდება პრეზიდენტობა და ისევ უნდა გადმოაკეთოს კონსტიტუცია?
  23. ნწუნწუნწუ...რა დღეშია რეკუსო? ძალიან საინტერესო სტატიაა. სამივე ილია ერთ ილიაში არსებობდა და ამაში არაფერია გასკვირი ან გასარკვევი. განა ჩვენს შორის ცოტაა ისეთი ერთდროულად წელსზევით შიშველს ყანწით დალევაც რომ უყვარს და ჯაზის მოსმენაც? ქორწილში რომ ჩოხას იცვამს და ქუჩაში დახეულ ლევისებს? რაც უფრო ჭკვიანია და ადამიანი და რაც უფრო ფართო თვალსაწიერი აქვს, მით უფრო მეტი ადამიანი სახლობს მასში და განწყობისა თუ სურვილის მიხედვით წარმოჩინდება თითოეული. ზემოთ რომ ყანწისა და ჯაზის, ჩოხისა და ჯინსების ამბავი მოვიტანე, ის სულაც არ არის გოიმობა და არაბუნებრივი, თუ ადამიანს გული და გონება სთხოვს მას იმ წუთში. გოიმობა საერთოდ თვალისმომჭრელია და ბზინავს ეგრევე, ანუ როცა ადამიანი რაღაცას სხვის დასანახად აკეთებს და არა თავისთვის, "იწვება". მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი იყო ილია და სურდა საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც საუკეთესო (ან რაც მას მიაჩნდა საუკეთესოდ) ამოეკრიფა და გამოეტანა წინა პლანზე მემარცხენე თუ მემარჯვენე, კონსერვატიული თუ ლიბერალური იდეოლოგიებიდან.
×
×
  • შექმენი...