Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი, ვალსების მეფე იოჰან შტრაუსი-უმცროსი (1825-1899 წწ.), ვისი ერთ-ერთი ვალსის სახელწოდებაც (Geschichten aus dem Wienerwald - "ვენის ტყის ზღაპრები") ამ ფოტორეპორტაჟის სათაურად გამოვიყენეთ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ქვეყნის დედაქალაქში, მშობლიურ ვენაში, ამდენი ქართველი (თანაც მაღალჩინოსანი) მოიყრიდა თავს. მაგრამ დღეს მაღალი ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუკუნეში ზღაპრის რეალობად ქცევაც შესაძლებელი ყოფილა... როდესაც რედაქციიდან დამირეკეს და მითხრეს, თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლემ, ლელა კილაძემ ვენაში იმშობიარაო, მივხვდი, ის სამედიცინო დაწესებულება უნდა მომეძებნა და დამედგინა, რა დაუჯდა თბილისის თავკაცს ვაჟის დაბადება. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, ბატონმა გიგიმ მეუღლე ვენაში რომ ჩამოიყვანა. ქართულ სატელევიზიო არხებს რომ ვუყურებ, სულ გაიძახიან, რომ წინ მივდივართ, რომ საქართველოში მედიცინის დონე უმაღლეს დონეზეა და... რა ვიცი, ავსტრიაში მეუღლის მოსამშობიარებლად ჩამოყვანა ხარჯი არ არის?.. დავიწყე სამშობიაროს ძებნა და იმასაც მივხვდი, რომ გიგი უგულავა რომელიმე სასტუმროში იქნებოდა დაბინავებული. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძვირად ღირებული სასტუმროები გადავამოწმე. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, თბილისის მერი სასტუმრო შაცჰერ-ში ვიპოვე... პირველ რიგში, თვალში მეცა ის, რომ სასტუმროს შესასვლელის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა. ვიფიქრე, მარტო გიგი უგულავას ხათრით დროშა როგორ გამოკიდეს-მეთქი და მოპირდაპირე მხარეს კაფეში დავჯექი ფოტოაპარატმომარჯვებული. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ სასტუმროსთან ძვირად ღირებული ავტომობილების კოლონა გაჩერდა და მანქანებიდან ცნობილი ქართველები გადმოვიდნენ. ისინი ხმაურობდნენ და ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც საქართ ველოში. http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/baramidze0.jpg სასტუმრო შაცჰერ-ის წინ მდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ქართველთაგან ბევრი ვიცანი. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელიც ჯერ შევარდნაძის გუნდში იყო, მერე - ჟვანიასთან, სააკაშვილთან და აგერ, ახლა ვენაში გიგისთან არის; აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია; სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კრიმინალური პოლიციის შეფი ერეკლე კოდუა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ამას რაღა უნდა, ნეტავ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვან გვანცა დარასელიას?! http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/daraselia1.jpg ერეკლე კოდუას ჟესტებზე და დგომაზეც ეტყობოდა, ვინ იყო იქ უფროსი... გიგი წერეთელი ყველას უღიმოდა. აი ის, თავდაპირველად მძღოლი რომ მეგონა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი აღმოჩნდა - უგულავას და ერეკლე კოდუას ავტომობილის კარს უღებდა და თვალებში შესციცინებდა... გია ბარამიძე დონ კორლეონესავით გამოიყურებოდა - ქოლგითა და სათვალით ისე მოძრაობდა, მარლონ ბრანდოსაც შეშურდებოდა... აი, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილიც, როგორ გამხდარა?! http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/ugulava-baramidze.jpg როგორც შევიტყვეთ, ბატონი გიგის მეუღლემ კერძო კლინიკაში იმშობიარა, სადაც 5-დღიანი მკურნალობა 2.890 ევრო ღირს, ამას ემატება ექიმის ჰონორარი - 1.500 ევრო და თუ მშობიარეს პალატაში მარტო ყოფნა სურს, დღეში დამატებით 150 ევრო უნდა გადაიხადოს. ანუ, თბილისის მერს მემკვიდრის დაბადება, სულ მცირე, 5.140 ევრო დაუჯდებოდა (ეს მგზავრობის, კვებისა და წვრილმანი ხარჯების ჩაუთვლელად). რაც შეეხება სასტუმროს, ქართველებს Sacher-ში 310-ე, 315-ე, 715-ე და 717-ე ნომრები ჰქონდათ დაქირავებული. ყველაზე ძვირი, ლუქს-ნომერი (#717) გიგი უგულავას ეკავა და ეს სიამოვნება დღეში 1.180 ევრო უჯდებოდა. სხვა ნომრებში ყოფნა კი 750 ევრო ღირდა. სხვათა შორის, როგორც სასტუმროში გვითხრეს, ზემოაღნიშნული ნომრები ბატონი გიგი უგულავას სახელით იყო დაქირავებული... დასასრულ, სასტუმროს "მერსედესის", "ფოლკსვაგენისა" და "ჯიპის" ესკორტების მომსახურება 5 დღეში, შესაბამისად, 603, 603 და 892 ევრო ჯდება. ქართული დელეგაციის განკარგულებაში სამივე ტიპის ესკორტი იყო. ლევან ხვედელიძე ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” (გამოდის ხუთშაბათობით) წყარო/Source: http://www.ambebi.ge//sazogadoeba/24019-qvenis-tyis-zghaprebiq.html#ixzz0vJLYUMoG
  2. უცხო_პლანეტელი ყველაფერი მაქამდე მიდის. ქუჩაში რომ ნაგავი არ უნდა დაყარო ისიც. იმიტომ, რომ ამით სხვის კეთილდღეობას ვნებ (საკუთარსაც). პრინციპში პროფკავშირების იდეაც რომ ავიღოთ, რაც ყველა განვითარებული ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის და პასუხისმგებლობის გვირგვინია, მათი მთავარი არსი სწორედ სხვებზე ზრუნვა, სხვისი დახმარება და კეთილდღეობაა. მეხანძრეს რომ გაუჭირდება და მის უფლებებს შელახავენ მის გვერდში დასადგომად პროფკავშირების მხრიდან ექიმიც გამოდის, მასწავლებელიც, მძღოლიც და ბუღალტერიც. სწორედ ეს სოლიდარობა, ერთმანეთზე ზრუნვა, ცუდთან ბრძოლა აიძულებს ხელისუფლებას, რაოდენ გარყვნილიც არ უნდა იყოს ან ძლიერი, უკან დაიხიოს და იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. აი ვთქვათ აშშ-ში ის მეხანძრე რომ გაიფიცება, ხელფასი რატომ დამაკლეთო რა რჯის მაგალითად ექიმს, რომელსაც არ დააკლეს, შეიძლება მოუმატეს კიდეც, მარა ქუჩაში გამოდის და ეჩხუბება ხელისუფალს, მიეცი რაც ეკუთვნისო? ის, რომ ხვალ, რომ მას დააკლონ ხელფასი ის მეხანძრეც დაიკიდებს. ის, რომ ხვალ, რომ მის სახლს ხანძარი გაუჩნდეს მეხანძრე აღარ მივა, ის, რომ თუ მეხანძრესთან გაუვიდა ხელისუფალს, მას რატო არ გაუკეთებს იგივეს, წითელი კოჭია? მხოლოდ სოლიდარობა და სხვებზე (ყველაზე) ზრუნვაა საკუთარი კეთილდღეობის გარანტი, სხვა ყველაფერი დროებითია, მყიფე და მსხვრევადი. სწორედ სხვისი ერთმანეთის გვერდში დგომით განვითარდება ქვეყანა, როცა ხელისუფალს სხვა გზა და არჩევანი არა აქვს გარდა იმისა, რომ ხალხის კეთილდრეობაზე იზრუნოს - სამუშაო, ხელფასი, საჭმელი, სამოსი, გათბობა მისცეს, ყურადღებით და პატივისცემით მოეპყრას, ხიდები და გზები აუშენოს, განათლების, გართობის დადასვენების საშუალება მისცეს. ცოტა ღრმად უნდა ჩახედვა ყველაფერს და არა შიშით ქვეშ ჩაფსმა და "აუტკივარი თავი რატომ ავიტკიო?" აზროვნება, მითუმეტეს მედროვეობა.
  3. უცხო_პლანეტელი როგორც დამნიშნავდნენ ისე მომხსნიდნენ მეორე დღესვე და ამარტყავდნენ იარლიყს, რომ ვითომდა რაღაც გავაფუჭე და თვითონ გამიშვეს ან ვითომ რაღაც ვიღორე. ეხლა რა, ასე არ აკეთებენ? ეგ როგორი პონტია იცი? სამსახურში რომ გიღებენ რაღაც მოვალეობები ხომ გეკისრება? და მაგ მოვალეობების შესრულებაში გიხდიან ფულს. კარგად თუ შეასრულებ დაგაწინაურებენ და მეტ ფულს გადაგიხდიან, ცუდად შეასრულებ და დაგაქვეითებენ, ხელფასს დაგაკლებენ, არ შეასრულებ - გაგაგდებენ. ამიტომ როცა კაცი მუშაობას იწყებ წინასწარ იცი ხო ის საქმე გიღირს თუ არა. მე არ მიღირდა. ახალგაზრდულში არა და დიდებში (ნაცმოძრაობაში) მაგ "შავ" საქმეს უგულავა და ცისკარიშვილი ასრულებდნენ, ამათი ბოსები იყვნენ კეზერაშვილი და არველაძე. საერთოდ ეს ბოლო ორი ბევრად გავლენიანი და ხელშეუხებელი ხალხია ნაცმოძრაობაში ვიდრე ნებისმიერი მინისტრი. დღემდე არ ვარ დარწმუნებული საქმე საქმეზე რომ მიდგეს მერაბიშვილი ან ადეიშვილი თუ "მოერევა" ამათ.
  4. დავიჯერო ეხლა ეს თემა და ეს http://planeta.ge/index.php?showtopic=35495, სხვადასხვა ფილმიდანაა?
  5. არადა იმავე პოსტში დავტოვე პასუხი "როგორ?" და ზოგისთვის როგორ ნიშნავს არ ვიცი. მე ვიცი, რომ თითოეულ სიტყვას თავისი შესაბამისი კონკრეტული განსაზღვრება აქვს ლექსიკონში. თორემ ეგრე მაგალითად სიტყვა ქალი ზოგში დედის ასოციაციას აღძრავს, ზოგში პატივისცემის, ზოგშიც დღნაურის და ნძრევის. ხოდა ასოციაციებზე რატომ აკეთებ აქცენტს? რასაც ნიშნავს ისე მიიღე ეს ოხერი სიტყვა, თორემ გასკდა ჩემი ფილოლოგი გული.
  6. asds analgin იქაც. პოლიტიკაში აღარ ვპოსტავ იქით. მარტო ქართულ სპორტში, ფეხბურთში და კალათბურთში, ისიც იშვიათად.
  7. DonCaredo მე კიდე ჯობნაზე გამახსენდა, ერთი მთიული მეზობელი მყავდა, "ჩვენი ჯობდეს"-ო ამას ამბობდა მოკლედ და გადაკრავდა ხოლმე სასმელს. ეს ორი სიტყვა და ვსიო. დრემდე ვერ გავიგე ეგ სადღეგრძელო რას ნიშნავს.
  8. +1 asds არა. რა დადება უნდა კაცო ფორუმელების ლამის 95% პროცენტი აქეთაც და იქეთაც პირადად მიცნობს. ორივეგან ოხრად ყრია ჩემი ფოტოები, მისამართი და ტელეფონის ნომრები. არაფერს გეტყვის შენ ჩემი გვარ-სახელი ან სხვაში აგერევი : ირაკლი ჯაფარიძე.
  9. DonCaredo ეეჰ, გააზრება გიჭირს ეტყობა რა...მანდ ის ხომ არა წერია თვითკმაყოფილებას მიეცი მერეო? ან იმაზე ფიქრი ვის რა არგე რატომ გამორიცხავს იმაზე ფიქრს რომ ვიღაცას ავნე? მაგის დედააზრი ისაა, რომ კეთილი საქმეები აკეთო და კეთილი საქმეების გაკეთებაზე იფიქრო და არა საკუთარ თავზე.
  10. უცხო_პლანეტელი ახალგაზრდულისთვის, მაგრამ ამ თანხების განაწილების ავტონომიური უფლებით, რაკიღა ხელმძღვანელები ჩვენ ვიქნებოდით. უარესი შავი მუშები იყვნენ უგულავა და პეტრე ცისკარიშვილი მაგალითად. კირკიტაძე-ბექაურებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. "შავი მუშების" უფროსად ვუნდოდი ეგრე გამოდის... ერთერთ დღევანდელ ოდიოზურ ფიგურას ხელიც გავარტყი ამ შემოთავაზების გამო და კეზერაშვილი გვაშველებდა. ვიგინე, ვაფურთხე, ვიჩხუბე და იმ დღის მერე ჩემი ფეხი აღარ ყოფილა მათთან.
  11. უცხო_პლანეტელი ვერაზე ლაპარაკიც სამოქალაქო კულტურის გამოვლინებაა. აი ვერას დაკიდება პიორიქით, უკულტურობის. ...არადა მშვენიერი ენა გვაქ ქართველებს და კეთილდღეობა საკამაოდ კარგად გამოხატავს ყველაფერს. კეთილდღეობა კარგ, უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს. ე.ი. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ სხვამ კარგად იცხოვროს, პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ. ფორუმზეც ამის გაკეთებაა შესაძლებელი ზუსტად რომ გავიგებთ ვიღაცის გასაჭირის შესახებ და გვერდში დავუდგეთ მას და დავეხმაროთ გასაჭირიდან გამოსვლაში. DonCaredo მაგას უკვე ეჭვიანობა ქვია. "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" ეს მაცხოვარმა გვითხრა და რაკი ზოგიერთი ურწმუნო ხართ, ილიამაც გვითხრა: კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,- აბა, დღეს მე ვის რა ვარგე? იგივეა რასაც მე გეუბნებით. ზუსტად ამით ზრუნავ პირველ რიგში საკუთარ თავზე და ესაა მთელი ფილოსოფია.
  12. უცხო_პლანეტელი ამაზე დიდხანს და გრძლადაც შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ სამოქალაქო კულტურა არის სხვის კეთილდღეობაზე ზრუნვა და სხვისი კეთილდღეობის დამრღვევის დასჯის საქმეში გამოჩენილი ერთსულოვნება და დაზარალებულისადმი სრული სოლიდარობა; როცა ყველა ერთმანეთზე ზრუნავს და არა საკუთარ თავზე. სხვაგვარად ყველაფერი საზოგადოების კეთილდღეობის დამრღვევისადმი სოლიდარობას ნიშნავს.
  13. უცხო_პლანეტელი რა ვიცი, შენ თუ წახვიდოდი რომ ეთქვათ შენთვის და შენი 2 მეგობრისთვის ნაციონალურ მოძრაობას ვაფუძნებთ და ახალგაზრდულ ფრთას თქვენ უხელმძღვანელეთ 30 000 დოლარს მოგცემთ, ერთი 500 კაცი გააწევრიანეთ ისეთი რო შავ სამუშაოზე მიდიოდნენო და ამ შავი სამუშაოს განმარტებას რომ მოსთხოვ და რომ გაგიიასნებენ რომ უდანაშაულო ხალხი უნდა გააფუჭო, ღამე დახვდე და სცემო, უფრო ხშირად კი მიხვიდე და ვიღაცას შეაგინო, გამოიწვიო, თავი აცემინო და მერე ესენი მოვარდნენ კამერებით და დააფიქსირონ როგორ გდევნიან? და ჩათვლი რომ შენი პოლიტიკის გატარების შანსი გექნება ასე? ეეეჰ...
  14. უცხო_პლანეტელი საქმეც იმაშია, რომ 2003-ში მე ერთი დღეც არ ვმდგარვარ იქ. იმიტომ, რომ 2001-ში ვნახე რა ბინძურებიც იყვნენ...არ ვიყავი ედიკას გადაყენების წინააღმდეგი, მარა მაგათ გვერდზე ვეღარ დავდგებოდი...ბევრი აქაური მოაზროვნისგან განსხვავებით დღეში რამდენიმე შეხვედრა მქონდა ლევან რამიშვილთან და გივი თარგამაძესთან, ამათზე მეტი კიდევ გიორგი არველაძესთან და დათო კეზერაშვილთან, მიშას 3-ჯერ შევხვდი, ჟვანიას 2-ჯერ, ნუ დანარცენებს აღარ ჩამოვთვლი, უბრალოდ ერთს ვიტყვი რო როცა იქ მიშა და ზურა არ იყვნენ მათი წარმომადგენლები მიშასი კობა დავითაშვილი იყო და ზურასი გია ბარამიძე. მაგას კუხნიაც არ ქვია სადაც მე ვიყავი და რაც მე ვიცი...მაშინ ისეთი შემოთავაზება მქონდა ბევრი ფორუმელი ტრაკმომთბარის, ტრაკმომთბარობის მოსურნის თუ ტრაკის მოყინვის მოშიშისგან განსხვავებით, რომ ეგება დღეს სატურნის ერთერთი უპირველესი კუმირი მეც ვყოფილიყავი. ერთი ეგაა, რომ მე ჩემი ღირებულებები და სინდისი მაქვს და არ წავედი მაგაზე. არასოდეს მინანია და არც ვაპირებ. Saturn გადასარევად იცი ისე მათ გინებაში რაც ვიგულისხმე, მარა აზრი? შენს კამათელს ყველა მხრიდან შაში აწერია. გინებაში კრიტიკა იგულისხმება და აღშფოთება მათი საქციელის გამო. ესენი შენ მხოლოდ ოპოზიციის მიმართ გაქვს მუდმივად, ხელისუფლებაზე ან კარგი ან არაფერი (მკვდრების არ იყოს), ნებისმიერ სიტყვას და სიტუაციას უძებნი გამართლებას და ეს გამართლება ყოველთვის ერთიდაიგივეა (შაში). პირჯვრისწერით დაგიმოწმებ, რომ შენს ნათქვამზე დაახლოებით ერთი წელია მხოლოდ მეცინება და სპეციალურად გელაპარაკები ხოლმე რომ ვიცინო. ძალიან საყვარელი ხარ იხტიბარს რო არ იტეხ. :D P.S. უსუსურობა ჯობია ისე შუსუსურობას
  15. Saturn ახლობელი რო იყო ვაი შენს პატრონს უბედურს თქო გეტყოდი. ერთი რომ რა იცი მაშინ რა ხმა ამომიღია, სად მიცნობდი და მეორე მე შევაკვდი შევარდნაძის ძალოვნებს და მათ შეცვლასაც მივაღწიე. 2001 წელს შენ სად იყავი მაგალითად მე რომ თარგამაძეს და ქუთათელაძეს ვებრძოდი (და ვიმეორებ ამას მოყვა კიდეც მათი თანამდებობიდან გადადგომა). რაღაც არ მახსენდება მე იქ ვინმე დავით მიქაძე... 10 კაციან მიტინგებზეც არაერთხელ ვმდგარვარ მამალაძის და ალავიძის საწინააღმდეგოდ მოწყობილზე, ისევე როგორც სხვათაშორის ოქრუაშვილს და ქარელს ვუწყობდი მიტინგებს მაშინ, როცა ისინი თქვენი ეროვნული გმირები იყვნენ, ისევე როგორც ბურჯანაძეს, ნოღაიდელს და ბიწაძეს ვებრძოდი. სხვათა შორის მე ეს ადრეც მაქვს შენთვის ნათქვამი და ამ პროგრამისტ კაცს რისი გახსნებაც არ გინდა ის გავიწყდება ხოლმე მაინცდამაინც ;) ძალიან მოძველებული და სასაცილო არგუმენტია ეგ "მაშინ სად იყავით, ეტყობა წილში იჯექით" და ა.შ. მე ვთქვი სადაც ვიყავი და რასაც ვაკეთებდი..."წილში ვინც ზის" მე და შენს შორის ქე ჩანს სატურნ. სანამ ხელისუფლებაში იყვნენ ერთი აუგი არ დაგცდენია ოქრუაშვილ-ქარელ-ტლაშაძე-ნოღაიდელ-ბურჯანაძე-ბიწაძეზე, ეს ეხლაა რო აგინებ. ლოგიკურად არ გამოვრიცხავ, რომ შევარდნაძის დროსაც ეგრე იყავი. კაცი ცხოვრებაში ვანოზე, ზურაზე, თუნდაც ვერაზე რომ გადაბრუნებულ სიტყვას არ იტყვის პრინციპულად, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, ჩემი წარსულის მქონე ადამიანს წესით მაგას ვერ უნდა ეუბნებოდეს, მარა...ეჰ, ჩემზე მაზოხისტის დედა ვატირე მე შენ რომ საერთოდ გიხსნი რამეს ან გეკამათები.
  16. სამუდამო პატიმრობით (3 ხმები [60.00%]) ნებისმიერ ნორმალურ და ობიექტურ სასამართლოში ეს არ აცდება იმდენი მძიმე მუხლი უდგება, თან ისე რო დიდი განხილვაც არ უნდა. ხელის გულზე დევს ფაქტები.
  17. mtidan ნუ აბრალებ შენ ეხლა ამათ. ბოღმა ნუ ხარ და დაუნახავი, პახოდუ მართლმადიდებელი, ბნელი და ჩამორჩენილი. გძინავს და გაიღვიძე! :vischemivis: ...შევარდანძის დროში გერევა ეტყობა ;) ასლანა მოგენატრა და ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ხარ. არა ბიჯო გრეჩიხაა ანგელოზი და ის არ იზამდა მაგას!!!
  18. ვაპირებდი დამეწერა უნდა მოიდღნას-თქო, მარა ხო ვიცი ეგ გაუსწორდება მაგ ჩემისას...ყველაზე ძალიან რა არ გაუსწორდება? შალიკოს შოფრად ვამუშაოთ და ჩუსტების ჩაცმა დავაძალოთ. ქვეყნიდან გასვლა ავუკრძალოთ და მანქანით მოძრაობა. სახლი არ მივცეთ და ქუჩაში ვინც გაივლის ყველამ დაცინოს და აფურთხოს. ყოველგვარი ფუფუნება, კარგად ჭამა, სექსი და ბევრი ლაპარაკი უნდა აეკრძალოს.
  19. Siknadmo აი ეგა ხართ ოპოები რა, ვერას ტრუსიკის მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვთ...ეგ მსხვილი ვეშჩებია მანდ ჩამოთვლილი, რაც ვერ დაიმალებოდა, თორე ასეულობით ადამიანი არსებობს (მთავრობის მაღალჩინოსნები, პარლამენტარები, გუბერნატორები და ამათი ყველას უახლოესი ნათესავები, განსაკუთრებით შსს-ში და მიშას დაცვაშია ეგეთები მრავლად), რომლებიც ახეულ ან "ნაჩუქარ" სახლებში ცხოვრობენ, უმამესი დაჩები აქვთ და ყოველ წელს მათე მოტორსს ან ვინმე ბიზნესმენს ბოლო ვიპუსკ მანქანებს ახევენ. თითოს ერთი მინიმუმ 2-3 კომპანია აქვს ახეული სხვისთვის და მიწებს თუ კერძოა ძალით ახევენ და თუ სახელმწიფოა კაპიკებში თრეულობენ. აჭარის პლიაჟზე რო 7%-ად მიწას გაგიფორმებენ, ჩათვალე მაგალითად კახეთში 10-12 ცენტად "იყიდიან" კვადრატულს. არა ბიჯო ეხლა კოდუებს, ახალაიებს, ჯანაშვილებს, მესხელებს,არსოშვილებს, ტაბუცაძეებს და ა.შ. პაპამაგათმა ლორდმა დაუტოვა ყველაფერი. ვანოზე და ადეიშვილზე საუბარიც არ შეიძლება, ცოდოა ფორბსი, რომ მხოლოდ ოფიციალურ, გათეტრებულ მონაცემებს აქვეყნებს, თვარა ექნებოდა მერე მიშას საამაყო, "ყველაზე-ყველაზე" და "გამდიდრებული საქართველო".
  20. არა გრცხვენია სატურნ? ჩუქებები არ ფორმდება რო? თუ მართლა ფიქრობ, რომ აჭარაში სანაპირო ზოლზე მიწა კვადრატული 7$ ღირს მაგალითად? საბაზრო ფასი რაც ღირდა 2006, 2007 წლამდე მაქსიმუმ იყიდებოდა, ისიც ნაწილი. მაგის მერე მიდის მარტო ახევა-"ჩუქება" და 7$ კომპენსაციები. ამან რო ყველგან და ყველაფერში არ დაიცვას ესენი არ შეუძლია რა. იმის არ იყოს, სამარცხვინო ეკონომიკის მინისტრი რო გვყავს და იმის ნაცვლად ერთი "თფუ" მაინც ამოღერღოს იქეთ სხვებს დასცინის თავის ჭკუაში, მაგის ტრუსიკის მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვთო... p.S. ლინკები არ მაქვს. თვალები და ყურები მაქვს. P.P.S. ეჰ...
  21. lasha1997 თუ ძმა ხარ კომპეტენტური წაშალე ოღონდ რა...კომპეტენტურების დედაც...დაწერე ლოთი, მოქეიფე, გამტრაკებელი, ჯიგარი, რამე რავი...ცოტა გვაქ ქართველებს კაი სიტყვები? :D
  22. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და დეზა მგონია. არ მაქვს პრობლემა იმიტომ, რომ მე ასი წელი მანდ არ შევალ და ეგენი არავის შეაწუხებენ, იმიტომ, რომ ეგეთი პლიაჟები ყველგან კერძო და დაცულია ისედაც. თავად ნუდისტებს არ სურთ, რომ ნერწყვებმორეულმა და თვალებამღვრეულმა ტიპებმა შეაწუხონ. ვერ გხედავ-ვერ მხედავ პონტია რა. დეზა კი იმიტომ მგონია 100%, რომ ყველაზე იდიოტი მარკეტინგის სპეციალისტიც კი გეტყვით, რომ ამაში ინვესტიციის ჩადება ნიშნავს უბრალოდ ფულის გადახევას და გადაყრას. აჭარაში მხოლოდ ქართველები და სომხები დადიან და სომხები ჩვენზე უარესი ფუნდამენტალისტები არიან კიდე. მანდ კაციშვილი არ შევა. სეზონზე მაქსიმუმ 100-200 უცხოელი გაიჩითოს აჭარაში და ისინიც ნახევარზე მეტი აქაური დიპკორპუსების ოჯახობა, მანდ ვინ შევა? სხვა რაღაცისთვის ყიდულობენ ალბათ და ეგ ჭორია IMHO. და ნუ არიან იდიოტები რა! რა უნდა აქ ამერიკულ ტურისტულ ბიუროს ბიჯო, ხო არ ურიკინებენ ესენი??? ხალხი არ დადის მეთქი და თან მიშას პირობებში რომელი ჭკუათმყოფელი შემოდგამს აქ ფეხს?
  23. lasha1997 CV-ის რო ეგრე შეავსებს ადამიანი, როგორც მინიმუმ ხო არასერიოზულია? 2008-2010 - Partner of the business company established in Vancouver; ეს დედამოდღნული ან კომპანიას არა აქვს სახელი ან პარტნიორი რა ჩემი შუშუა? თანამდებობაა, პოზიცია Yი პროფესია? ეგრე მეც ჩავწერ, რომ ათეულობით მსხვილი კომპანიის პარტნიორი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს დავასაბუთებ კიდეც, მარა სად სივი და სად ეგ? 2007-2008 - Boston International, marketing and sales manager; ეს კიდე ქაღალდის აქსესუარებს უშვებს: სალფეტკებს, ატკრიტკებს და საჩუქრების ყუთებს. 50 ადამიანი მუშაობს სულ და მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი ქვია იმას რასაც ადრე მარტივად გამყიდველი ერქვა. შედით ნებისმიერ მაღაზიაში და კითხეთ გამყიდველს (კონსულტანტს არა, ანუ ფეხზე რო დგას და დაგყვება მაგას არა, მაგიდასთან და კომპთან ვინც ზიან მაღაზიაში) და კითხეთ რა ქვია მის პოზიციას. კაიფი ისაა, რომ 23 წელია ფირმა არსებობს და 19000 ბენეფიციარი ყოლიათ სულ, მეტი არა. ესე იგი ასეთი კომპანიის სალფეტკების გამყიდველს გულისხმობდნენ როცა ამბობდნენ წამყვან ფირმებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდაო? 2004 - Graduated from the British Columbia Institute of Technology; Business administration and Informational Technologies Work Experience: 2001-2002 - Canadian Society for International Health (CSIH) International Healthcare Systems Project, Specialist. Ottawa - Tbilisi; მაგ დროს ეს ჩემისა 19 წლის იყო და ის თავის პროფტექნიკუმიც 3 წლის მერე დაამთავრა. ასეთი ადამიანი სპეციალისტად როგორ მიიღეს? თანაც საქმე მედიცინას ეხება. 2004-2006 - Global TV – Destination Funny Entertainment, producer; ეხლა ვნახე და ეს Destination Funny Entertainment ყოველწლიური კომედიის ფესტივალი ყოფილა, რომელიც კანადაში იმართება, ამ გლობალ ტივის იქაური ფილიალი მათი პარტნიორია ხოლმე ანუ აშუქებს და ამას რა პროდიუსერი სჭირდება და მითუმეტეს ისევ ეს პროფტექნიკუმდამთავრებული გოგო, ჩემამდე არ დადის. ცნობისთვის პროდიუსერი ქმნის პროდუქციას ანუ გაჩითავს სცენარს, გადამღებ ჯგუფს, სპონსორებს და ამ ყველაფერს კოორდინაციას უწევს რათა პროდუქტმა საბოლოო სახე მიიღოს. ნუ კაი, ხო ეს მის პროფესიასტან ასე თუ ისე ახლოს დგას და დავიჯერებ, მაგრამ ეს ხომ მუდმივი სამუშაო არაა? კაროჩე გამოდის რო ეკონომიკის მინისტრად პიცის გამყიდველი, სალფეტკების გამყიდველი და 2-ჯერ 10-10 დღით პროდიუსერად ნამუშევარი ქალი გვყავს. მე რომ ჩემი ფირმა მქონდეს (კი მაქვს, თანაც 2, მარა შპს-ები და მხოლოდ ანგარიშის საწარმოებლად ვიყენებ, ოფისი და დასაქმებულები არ მყავს) ეგეთი სივით (მართალიც რომ იყოს ყველაფერი) ადამიანს მაქსიმუმ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსად მივიღებდი, ისიც თუ რატომღაც უკეთესი გამოცდილების მქონე არ გამოჩნდა სხვა, რომლებიც აქ უამრავია სხვათა შორის. კაროჩე გამყიდველად ავიყვანდი რა, ნარმალნი სივი აქვს გამყიდველისთვის.
  24. :yes: მიშასი, ვანოსი და ზურასი. იქნებ გერბი და ჰიმნი შეგვეცვალა? აგერ, ა, მშვენიერი გერბია: http://bronze-art-sculpture.co.uk/See,%20Speak,%20Hare%20no%20Evil%20RC009%20%2015,19,5%20Edition%20250.jpg ესეც ჰიმნი http://www.youtube.com/watch?v=9whUvaFWZxU
  25. აზრი მინუსი შენ ამ პოსტს! იმიტომ, რომ ჯერ ერთი არ იცი ვინ ვარ და რა გამოცდილება მაქვს ამ მხრივ და ისე მაფასებ პირდაპირ. მეორეც იმიტომ, რომ თავად დემოაგოგობ, მთელი ცემი პოსტი დეტალური კონტრარგუმენტაცია იყო პოზნერის იმ ნაბჟუტურებზე, რომელიც კაცმა რომ თქვას არცერთი არგუმეტით არ არის გამყარებული, ისევე როგორც შენი ეს ფრაზა : "როდემდე უნდა იაზროვნოთ მართლმადიდებლებმა მასე? აღარ ვართ X-თე საუკუნეში, XXI-თე საუკუნეა ეს. გაიღვიძეთ! ". ცუდია რომ მოდერატორი ხარ, თორე კაი სავორნე ხარ ისე. მათ შორის ცხოვრებაშიც. მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, არც ათეისტისთვის და არც ენჯეოშნიკისთვის. შენ თუ თვლი, რომ მთელი ქართული არასამთავრებო სექტორი რელიგიურ თემებზე მუშაობს, ეს მხოლოდ გვირგვინს დაადგამს ჩემს მიერ ზემოთ განხილულ მოსაზრებას, რომ მხოლოდ ეს თემა ფინანსდება და მე კი არ ვთვლი ასე. ეს რომ ასე იყოს აგერ ჩვენი ადმინისტრატორი აშენდებოდა. აღარ ვაპირებ შენთან კამათს, სანამ აზრების დალაგებას და რაც მთავარია თითოეული მოსაზრების შესაბამისი არგუმენტით გამყარებას არ ისწავლი, თორე ჩამორცენილი, ბნელი და უტვინო მე რომ ათეისტები მგონია ეგეთი უნდა და სხვათაშორის არაერთისთვის მაქვს ეს დამტკიცებული, მარა არც მაგის მტკიცებას არ ვაპირებ. მეტი დარდი და ნერვი არ მაქვს ეხლა რა...აგერ რამაზს მივწერე ჩემი აზრი პოზნერის და ვაი ექსპერტების შესახებ, თორემ ჩემი ფეხი გინახავს ამ განყოფილებაში?
×
×
  • შექმენი...