Jump to content
Planeta.Ge

Pompiero

პლანეტელი
  • პოსტები

    686
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი Pompiero

  1. მოდერებო, ბანაობა მონატრებია კაცს რა გრჯის ამ ფორუმზე? მიშას სისულელეების დათვლაში რომ გიხდიდნენ ხელფასს, უფრო იხეირებდი და ეს რაღატომ ჩაუსწორეთ, ნამუსი მოწმინდეთ?
  2. ვეჭვობ, ამ "ნებაყოფლობით" წამსვლელებს არაოფიციალურად "კეთილისმსურველები" ფსიქოლოგიურად ამუშავებენ, რომ თითქოსდა რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. სხვანაირად არცერთი ჭკუათამყოფელი იქ არ წავიდოდა
  3. ამათი სტილი უფრო ჩვენს ბებია-ბაბუებს უნდა ახსოვდეთ, ჩვენ ასეთ მთლად ახალგაზრდა კომუნისტებს არ მოვსწრებივართ
  4. რისთვის იღუპავენ თავს, რატომ, რატომ? საცოდავი ოჯახები საცოდავი საქართველო
  5. gendolf შრომა დასაფასებელია, განსაკუთრებით ფინანსურად უნდა ფასდებოდეს ადექვატურად უბრალოდ კატეგორიულად უნდა იკრძალებოდეს ბავშვების დასაქმება მავნე სამუშაოზე.
  6. ეჰ, ჩაბარდა ეგ არხი ისტორიას. ნელ-ნელა გვაკლებენ საინტეესო არხებს და წმინდა რუსეთუმეულებს გვაპარებენ. ეგება შენ გვიშველო
  7. დედამიწის ღერძის წანაცვლება რომ მოხდა, იმის ბრალი ხომ არაა?
  8. რატომღაც მჯერა, რომ კომპეტენტურებთან გაქვს საქმე
  9. ეუფფფფ და რომელი სპეცსამსახურებიდან გაქვს შენ ეგ ინფო?
  10. ისეთ მაღაროს, რომელშიც უსფრთოხების ტექნიკის უვივობის ან დაუდევრობის გამო ყოველ წუთას მოსალოდნელია სიცოცხლესთან დამშვიდობება,მე ბირჟას ვამჯობინებდი 14 წლის ბავშვის მანდ მუშაობა ნიშნავს, რომ 30 წლის ასაკში ინვალიდი იქნება. კატეგორიულად არ შეიძლება მოზარდისთვის ასეთი დატვირთვა (არც არავისთვის) სირცხვილი არაა, მაგრამ ყველანაირ ფიზიკურ შრომას თავისი უსაფრთხოების ტექნიკის ცოდნა ჭირდება და შესაბამისი ანაზღაურება, რაღა თქმა უნდა ისე არა, რომ ამუშავებენ კაპიკებზე და მერე ხშირად ხელფასსაც აღარ აძლევენ
  11. აი, ეს კი ათიანშია მორტყმული პიარის თვალსაზრისით თან სიმართლეა, თან ლაკონურია, თან ზომიერად შეიცავს იუმორს, თან ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად გასაგები ლოგიკური დასკვნაა . . . იგივეს თქმა არ შეიძლება, მაგალითად, რომელიმე პოპულარულ ფიგურაზე, ვინაიდან ამით ამომრჩევლის დიდი მასა თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. თუ ასეთი ფიგურის რამე საწინააღმდეგო გაქვს, უნდა კარგად აწონ-დაწონო, აუცილებელია თუ არა ამის გაკეთება და თუ მაინც აუცილებლად მიგაჩნია მისი გაკრიტიკება, ამისათვის უკვა სხვა მიდგომაა საჭირო.
  12. გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა ერთი სერიოზული ნაკლი აქვთ ლევანს და საერთოდ რესპუბლიკელებს, ჩემი აზრით. ძალიან არაშემოქმედებითად უდგებიან ხალხთან ურთიერთობას. თვითონ ამბობს, რომ ერთეული ადამიანების, თუნდაც ბევრის შესახებ აზრის განზოგადება არ შეიძლება ერზე და მთელ საზოგადოებაზე, ამავე დროს მის საუბარში სულ ისმის "ქართველები ასეთები ვართ" ან "ქართველები ასეთები არიან". ვეთანხმები, რომ ამომრჩევლები არ არიან წინდახედულები და ნაციონალების მიერ შეთავაზებულ მსხვილ და ბევრ კვერცხს ჭამენ, ვინაიდან არ სჯერათ, რომ ოპოზიციის შეთავაზებული მომცრო და უმნიშვნელო რაოდენობიდან ხვალინდელი ქათმები ნამდვილად გამოიჩეკებიან. მაგრამ ოპოზიციონერმა ამაში უნდა დაარწმუნო ამომრჩეველი და თუ ვერ ახერხებ, ამის გზები უნდა ეძებო, გაიკითხო, წაიკითხო, დააკვირდე იმათ, ვისაც ეს წარმატებით გამოსდის . . . მოკლედ, მთლად კარგი მთქმელები ვერ არიან და გამგონეს ტყუილად უჩივიან. პიარის ოქროს პრინციპია: ობიექტის რეაქცია -- ესაა სუბიექტის მიერ გაცემული სტიმულის არსის გამოხატულება. უტრირებულად იგივეა: კლიენტი (ამომრჩეველი) ყოველთვის მართალია ინტელექტუალურ სუბიექტს უფრო მეტი რესეურსი აქვს, რომ ობიექტს სწორად შეურჩიოს სტიმულები და სასურველი ქცევის მოტივაცია გაუღვიძოს, ვიდრე ნაკლებ ინტელექტუალურ ობიექტს, ამიტომაც ურთიერთობის შედეგზეც ასეთ სუბიექტს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ვერ ვიტყვი, რომ ეს სრულიად არ ესმით, მაგრამ მაინც ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ
  13. როგორ მეზიზღებიან ეს ცოფიანი ბანდიტები აი, ამას რომ წაიკითხაც, როგორ არ მოგინდება წყევლა რა ზომამდე მიიყვანეს ხალხი
  14. NobodysFool ტრენერებს თვითონ ტრენინგის პროგრამის იქით არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ და იმიტომ. ყველამ იცის, რომ ფიზიკას 3 თვესა ან თუნდაც წელიწადში ვერ შეისწავლი, ფსიქოლოგიას კი რა სწავლა ჭირდება: ნორჩ ნაციონალებს იმხელა საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და მეზობლებ-ნათესავ-მეგობრების გამოცდილებასაც თუ მიუმატებ, უცხოელებთან გავლილი პედაგოგიკის ტრეინინგი სრულიად საკმარისია, რომ თავი პროფესორად აღიქვან
  15. http://7days.ge/index2.php?newsid=2475 ლევან ბერძენიშვილი: პედაგოგთა კვალიფიკაციის დონე რომ დაბალია, ეს არც ჩემი ბრალია, არც თქვენი და არც ამ პედაგოგების. ამ ტესტირების შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ თვითონ სახელმწიფოს დონეა დაბალი, რადგან არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკითა და გაუმართლებელი ექსპერიმენტებით ქართული საგანმანათლებლო სისტემა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. რომ გაუშვან ამდენი პედაგოგი, მერე ვინ ასწავლის? ალბათ, ამერიკიდან ჩამოიყვანენ მწყემსებს და გვეტყვიან, მასწავლებლები არიანო. რაც უკვე გააკეთეს. სხვათაშორის, იმ ინგლისურის მასწავლებლებში არცერთი პროფესიონალი მასწავლებელი არ არის.
  16. Marta1 ფოორუმსგარეთა პრობლემები მაქვს ოხრად
  17. პრეზიდენტი კი არა, საკუთარი ტავის მეტი არავინ არ ვიცით, ვინ რას განიცდის, განსხვავება ისაა, რომ სხვა ქვეყნების პრეზიდენტები (განსაკუთრებით რესპუბლიკელი, ცხადია )საქციელით მეტ ადექვატურობას ამჟღავნებენ
  18. ეგ "აბა, გრეჩიხა ჯობდას" რიმეიქია? ეჰ, აღარც ცრემლი დამრჩა, აღარც გული
  19. T_A_T უნდა იყოს "ნუ სწოვ პაპიროზს"
  20. ვინ გითხრა, რომ შევეჩვიეთ? პირადად მე ხმამაღალი საპროტესტო სიტყვით გამოვდივარ ხოლმე, თუ ხელში ჩავიგდე მაგის მოყვარული ვინ ძიგძიგებდა, აღარ იტყვი? არ მითხრა, კარდუო რამე დამაიმედებელი იდეა არ გაქვთ ვინმეს? გახსენით რამე პოზიტიური თემა, თორემ გასკდა გული
  21. Saturn მეზარება ახლა თავიდან იმის წაკითხვა ზოგგან ორი ვარიანტიც იყო პასუხად, მაგრამ საკამათო მომენტებს გადავაწყდი და რა ვქნა? სადღაც მესამე ვარიანტებიც დასაშვებია და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არაა დასახელებული, როგორც პასუხის ვარიანტი. ტესტის შემდგენლები ალბათ რომელიღაც კონკრეტული აღზრდის თეორიის (ან თეორიების)კუთხით განიხილავენ ამა თუ იმ პრობლემური სიტუაციის გადაჭრის გზებს. იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხების ვარიანტებს გთავაზობენ, მითითებულიც უნდა იყოს ყველა ეს თეორია. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები სხვა პასუხიც ფსიქოლოგია ჯერჯერობით არაა ზუსტი მეცნიერება.
  22. მეც ეგრე მინდოდა, მაგრამ არაო: მხოლოდ მოცემული პასუხების ვარიანტებიდან უნდა აარჩიოო
  23. ორი სხვადასხვა რამ არც მე მერევა ერთმანეთში როდესაც გეკითხებიან, ერთ ტრაქტორს უფრო მეტი ძალა აქვს თუ ორს, ციფრი მითხარიო, იძულებული ხარ, უპასუხო "ორს" . . . არადა, მშვენივრად იცი, რომ გააჩნია, რა შემთხვევაში
  24. ახლა ვეცნობი პედაგოგთა პროფესიული უნარ-ჩვევების ტეეტებს. საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ზოგი კითხვა და პასუხების შესაძლო ვარიანტები, ჩემი აზრით, საკამათოა. ერთი რამაა საეჭვო:საერთოდ თუ შეიძლება ამგვარი კვალიფიკაციის ადამიანს პედაგოგად მუშაობის სურვილი ქონდეს მხოლოდ საკმაოდ მაღალი ანაზღაურების ფასად შეიძლება. პედაგოგობა ხომ უმძიმესი სამუშაოა
×
×
  • შექმენი...