Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. გეთანხმები. ერთხელ მაინც მივცეთ ამათ სამართლიანი დაჭერის უფლება
  2. ხო, რომ აღშფოთთებით და აქ გულს იჯერებთ, მერე გადახედეთ ამ ამბეს: "გთავაზობთ ალტერნატიულ გზას, შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკაში ცივილური სტილი და დასავლეთის დემოკრატიული ღირებულებეის მაგალითზე აგებული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები. ორი გზა გვაქვს, ან ავღშფოთდეთ, ან კიდევ რამე გავაკეთოთ. დარეგისტრირდით საიტზე, რითაც დაადასტურებთ პარტიის მომხრეს სტატუს." მერე ეს ლინკი ნახეთ: "ალტერნატიული საინფორმაციო ცენტრი" http://soclberal.georgian-style.net/?p=124 ხო და გეუბნებით საცაა ერთი წელი უკვე, რომ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება და ეს მცირე ფინანსებით.
  3. მაქვს ერთი იდეა და ეს ამ იდეიდან ამღებული ტექსტია: "საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ეს დრო იხარჯება ოპოზიციური პარტიების არაკოორდინირებულ ქმედებში, როდესაც სახელისუფლებო პარტიებისთვის (პარტიისათვის) ასეთი პატური მდგომარეობა ხელასაყრელია. დღვანდელი მდგომარეობა ქმნის საშისროებას იმისა, რომ საარჩევნო გარემოს მაქსიმალურ სამართლიანობის მიღწევის შემთხვევაშიც ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო უმცირსობასი დარჩებიან. გავიმეორე სიტყვებს "საქართველოს მოსახლეობში საპროტესტო მუხტი ავტოამტიურად არ ნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერას." ნუ ამას თუ დავუმატებთ რვიანის განცხადებას, სადაც რეგიონებში (სოფლად) გასვლას აპირებენ (ეს უკვე გავიარეთ არა?), გამოდის რომ ან მაგარი დაბნეულები არიან, ან კიდევ ვიღაცის თამაშს თამაშობენ. ნეტავ ვის თამაშს? ხო და სოფლად გლეხს რომ აუხსნიან რას ნისნავს საარჩევნო გარემო, გლეხს ეტყობა გულზე მოეშვება. პარტია, თუ პარტიები მანახეთ ერთი მაინც ვინც დღეს არჩევნებისათვის ემზადება? ხო, შაშიაშვილმა "არცერთი ნაბიჯი უკანო", ნეტავი წინ როდის წასულა რო. რა უნდათ ამათ ნეტავი ტვითონ ტუ იციან?????
  4. ისე და თქვენ როლები გეშლებათ. ხალხი კი არ უმტკიცებს ხელისუფლებას უდანაშაულობას, არამედ ხელისუფლებამ უნდ დაამტკიცოს დანაშაული. ამ შემთხვევებში კი ხელისუფლება იმისია, რომ ყოვლე ასეთ შემთხვევა გამოიძიოს. და როდესაც ამას არ აკეთებს ე.ი. სადღაც ამართლებს და თან ეჭვის საფუძველს სტოვებს. კარგი კითხვებია, მაგრამა რასწორი მისამართით.
  5. ნუ აქ რამდენჯერ არ ითქმევა ამაზე, ეს სერიოზული ბრალდებაა. უჩივლაც არ არის აქ საჭირო, არამედ მედიაში ასეთი რეპორტაჟი გამოძიების საფუველია დემოკრაიულ ქვეყნებში. ხომ არი საქართველო დემოკრატიული ქვეყზანა, თუ გვატზუებთ აქ?
  6. რა უნდა ათქმევინო, როდესაც უთქვამს უკვე. ხო და ამ ნახევარი სიმართლით ან ენა გააჩერონ და შეირგონ, ან კიდევ ბავშვს თუ ასე ხელი დაარტყა, ან თუ გნებავთ ჰკრა და ესენი გაჩუმებას აპირებენ უარესი ეკუთვნით.
  7. ვისაც სისხლის სამართლის დანასაული აქვს ჩადენილი ციხე არ უნდა აცდეს, თუ აცდება და ისრაელის ვარიანტით უნდა მოვათრიოთ ყურებით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს პოლიტემგრაციის არსებობა. ასე რომ ღმერთმა ნუ ქნას ისევ ვინმე პოლიტემიგრანტობდეს. თუ ეს დარჩება, მაშინ გამოვა "ორი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი უკან."
  8. ბევრი ორთქლის გამომშვები არის პოტენციალური ამომრჩეველი მეორე და მთავარი. მაქვს ერტი გეგმა როგორ და ამ გეგმიდან გამომდინარე, არ არის აუცლებელი ის რომ ჩამოვაყალიბებ თუ არა, არამედ გარკვეული ქმედების დამისამართებას შეიძლება შევძლებ. რა თქმა უნდა თუ იქნება ამ პარტიების სურვილი. ეს სურვილი კი შეიძლება არა მარტო იდეამ, არამედ პარტიის ფანკლუბის რაოდენობამ წარმოშოს.
  9. ახალი? ახალი არის ის, რომ საინტერესოა ერთი რამ. აქ ფორუმზე და განასაკუტრებით F-წიგნში ერთი ამბეა ატეხელი. ამ ხელისუფლებას დეიდას ვუტირებთ იძახიან ერთნი, ზურაბიშვილმა დღესო ოპოზიცია მხოლოდ რვიანი არისო და ა.შ. მოკლედ ერთი და იგივე გვესმის უკვე მერამდენედ. ეს არის იმ ძველის ახალი, რომ მეთქი კაცო შეიძლება ეს ყველაფერი მთლად ამ ოპოს ბრალი არაა და სადღაც იმ საზოგადოების ბრალიცაა, რომელსაც არ მოსწონს ამათი ქმედება და ამავე დროს არ ითხოვს ამათგან სხვა ქმედებას. პარადოქს............ ხო და თქვე დალოცვილებო მეთქი აგერ............ აგერ ახალი და შეადარეთ. რას ლაპარაკობენ ესენი და რა აქვთ საერთოდ? არაფერია არ აქვთ ხომ აზრზე ხარ და პირდებიან. ეს როგორ? ხო და F-წიგნის მეშვეობით ასეთი ფანკლუბი თუ ჩამოყალიბდა, მერე შესაძებელია სერიოზულ ნაბიჯებზე ფიქრი. აი ესაა ახალი მინიმუმ თუ სოციალ-ლიბერალებიარ მოსწონთ, იმას მაინც ისწავლიან ამ ძველ დინოზავრებს მოსთხოვონ ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ.
  10. ფაქტიურად დასაკიდებელია ეს ამბე დიტო მიყიდულები არიან თუ არა. ამის გარჩევა არაფერს არ მოგვცემს. უბრალოდ ამ ხელისუფლების ნაღდი ალტერანტივა სანამ არ გამოჩნდება, ასე იქნება ეს უცვლელეი.
  11. ხომ არ ვკინკალობთ, უბრალოდ სიმართლეს ვადასტურებთ
  12. ეხლა პალანეტამ არ დაიბრალოთ ნაბეტანი პირველი პრესკონფერენცია ჩემს ფორუმზე იყო გეორგიან სტილზე. ამის დამამტკიცებელ მასალას გავაძრობ თუ გინდათ
  13. ნუ მაშინ გქაკეთებული აქვთ და იმ განატამიოტის ამბე რომ დავწერე მაგი უნდა ზუსტად.
  14. აბა მაშინ მე იმ პოლიციის ხელკეტი გავარტყი შსს თუ არ უჩივლა ამ ჟურნალისტს
  15. თქვენი "საყვარელი" ბაბუაგიორგის ინტერვიუ "ჩქიმი პაკაზუხა" ვინ წააგო და ვინ რა მოიგო მომხდარით? “ალია” დაინტერესდა რას ფიქრობენ საქართველოდან საზღვარგარეთ პოლიტიკური სტატუსით დევნილი ქართველები. “ალიას” ესაუბრება ჩეხეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი გიორგი ალანია: _ საზღვარგარეთ მყოფ იმ ქართველებისთვის, ვისაც პოლიტიკასთან გვაქვს შეხება, საქართველოში მიმდინარე პროცესებმა დაგვარწმუნა რომ საზოგადოება ორადაა გახლეჩილი ერთ მხარეს დგას პოლიტიკოსები, მეორე მხარეს ხალხი. ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იყო ხალხის დარბევა და არა ის რაც ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ გააკეთა ხელისუფლებამ. საქართველოში ხალხის პროტესტი არის და ვინ როგორ იყენებს ამ პროტესტს ეს უკვე სხვა საკითხია. აქ მთავარი მომენტია ის, რომ ოპოზიციას არაკოორდინირებული მომენტები აქვს. ცალ-ცალკე დგანან, ეს რვიანიო, ეს სახალხო კრებაო, ეს ისაო… არიან ისეთი პარტიებიც რომლებიც არც ქუჩაში არიან და არც მოლაპარაკებებზე მიდიან ფაქტიურად მათი ცალ-ცალკე აღებული არც ერთი ქმედება არ ვარგა. არც რვიანისგან ველოდებით შედეგს. საარჩევნო გარემოზე საუბარი არის საჭირო მაგრამ შედეგის მოლოდინი არაა. არა იმიტომ რომ ხელისუფლება არ დათმობს ამას, უფრო იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელია როცა ოპოზიცია არაკოორდინირებულია. პარტია რომელიც არ მონაწილეობს რვიანის მოლაპარაკებებში, თავის გამოსვლებში უნდა დეკლარილებდეს რომ ამ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს. იგივეს უნდა აკეთებდეს რვიანის პარტიები იმ პარტიების მიმართ რომლებიც დემონსტრაციებს და აქციების მომხრეები არიან. უნდა იყოს ერთობლივი ქმედება. _ ეს გახლეჩვა სააკაშვილის წისქვილზე ასხამს სამწუხაროდ წყალს. _ დღევანდელ რეჟიმს არ სჭირდება დიდი ქმედებები. ოპოზიცია იმდენად არაკოორდინირებულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს სააკაშვილს მათ საწინააღმდეგოდ თითის განძრევაც არ ჭირდება. დღეს საქართველოში ოპოზიცია თვითგანადგურებთაა დაკავებული. ხელისუფლება უმნიშვნელოდ ერევა ამ საქმეში. _ ოპოზიცია საერთოდ არსებობს საქართველოში? _ ეს მეორე მხარეა. ერთის მხრივ საქართველოში ხალხის პროტესტი რომ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალხის პროტესტი ოპოზიციის სასარგებლოდაა. ყველაზე დიდი შეცდომა ოპოზიციისა იცით რა არის? ისინი ფიქრობენ, რომ ხალხს რაკი სააკაშვილის რეჟიმი არ მოწონს და არის დიდი პროტესტი, ეს ავტომატურად ოპოზიციის პლუსია. ხალხის პროტესტი ოპოზიციისთვის იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსი, თუ ოპოზიცია ხალხს ალტერნატივას შესთავაზებს. ხალხს პროტესტი აქვს და ამავე დროს ვერ ხედავს ოპოზიციურ პარტიებში ისეთ ძალას რომელსაც შეუძლია ხალხს სააკაშვილის რეჟიმის ალტერნატივა შესთავაზოს. ოპოზიციური პარტიის არარსებობის გამო ხალხი იჩაგრება. საინტერესოა ერთი ფაქტიც, ამ რვიანს რომ კითხოთ რა გაერთიანებთ, გეტყვიან პროგრამული შეხება ვიპოვეთ და ამიტომ ვართ ერთადო. არადა საქართველოში არც ერთ პარტიას არა აქვს საარჩევნო პროგრამა, არც ერთს! არც იმათ აქვთ რომელსაც გონია რომ აქვს, მათი “პროგრამა” ხელისუფელბის ლანძღვაა და მეტი არაფერი. კოალიციებს ქმნიან პირადული შეხედულებებით და ამიტომაა ოპოზიცია ასე დაქსაქსული. _ როგორი გამოხმაურება მოყვა ევროპაში 26 მაისის აქციის დარბევას. _ ოპოზიციურ პარტიებს პრობლემა აქვს ინფორმაციის გავრცელებასთან. ყველას გონია რომ რაკი ამერიკის ელჩი არის საქართველოში, ელჩი ყველა მოვლენას აუცილებლად აქცევს ყურადღებას. რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი თუ ჩამოვა, ოპოზიციას გონია რომ ერთი სიუჟეტი გავა და მთელი მსოფლიო გაიგებს რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. ეს ასე არაა. საინფორმაციო სააგენტოების ან მედიის წარმომადგენლები რომლებიც იმ დროს იყვნენ საქართველოში და ინფორმაცია გადასცეს, მათ თქვეს რომ ოდნავი გადამეტება მოხდა. აქ ჟურნალისტები მანამ არ აშუქებენ სრულად მომხდარს ვიდრე არ გაიგებენ როგოც ოპოზიციის ისე ხელისუფლების პოზიციას. სააკაშვილის ხელისუფლება ამ მხრივაც მობილიზებულია. დარბევის შემდეგ ქართულმა ოპოზიციამ ემოციური განცხადებები – ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ, გაუმარჯოს საქართველოს დონეზე გააკეთეს. ასეთი მიმართვა გაუგებარია ევროპელებისთვის. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ კარგად იცის როგორ უნდა გადასცეს ინფორმაცია ევროპას, სპონტანურად ისინი არაფერს აკეთებენ და არაჩვეულებრივად აქვთ დამუშავებული უცხოურ მედიასთან როგორი კომენტარი გააკეთონ. ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან შედარებით ნაკლები საშუალებები აქვთ, მაგრამ ინფორმაცია კონკრეტულად მიაწოდონ და არა ემოციებით და ლოზუნგებით. _ ამერიკის საელჩომ პირდაპირ დაუჭირა მხარი დარბევას. _ ამ განცხადებამდე ოპოზიციურ პატრიებს სათანადოდ უნდა ემუშავა. აქციის ჩატარება ხალხის გამოყვანა კი არ არის, აქციას თავისი პროპაგანდა ჭირდება, ყოველგვარი ლოზუნგების გარეშე. დასავლეთში არავისთვის სიახლე არ არის ის რომ სააკაშვილის რეჟიმი არადემოკრატიულია, მაგრამ ამავე დროს დასავლეთი ოპოზიციურ პარტიებში ვერ ხედავს სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის პირობებში ვინ იქნება უკეთესი. დასავლეთი რომ იყოს დარწმუნებული იმაში რომ რომელიმე კოალიციას შეუძლია რეჟიმის შეცვლა მაშინ ისინი სააკაშვილს მხარს არ დაუჭერენ და არც ბასის განცხადება ამ სტილის. ამათ ქაოსი არ უნდათ. 26 მაისს რაც მოხდა აქ მარტო ბურჯანაძემ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორ გეკადრება პასუხისმგებლომა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა აიღოს. ყველას ბრალია რაც მოხდა. _ რატომ? _ ის ოპოზიციური პარტიები რომლებიც არ ღებულობდნენ ამ აქციაში მონაწილეობას, 25 მაისს აქციაზე უნდა მისულიყვნენ. თუ მე ჩეხეთში ვიცოდი აქციას ხელისუფლება რომ დაარბევდა მაგათ არ იცოდნენ ეს? ისინი ბურჯანაძესთან კი არ უნდა მისულიყვნენ, ხალხთან უნდა მისულიყვნენ. პოლიტიკური პარტია თავისი მხარდამჭერებით თუ არ მივიდოდა აქციაზე, ლიდერები მაინც უნდა დამდგარიყვნენ ხალხთან. _ მეორე დღეს აკეთებდნენ განცხადებებს. _ ყველა პარტიის ლიდერი რომლებმაც იცოდნენ რომ დარბევა გარდაუვალი იყო ხალხთან რომ მისულიყო შეიძლება ასეთი დარბევა არ მომხდარიყო. მათ არმისვლით ხელი შეუწყვეს დარბევას და თუ დაარბევდნენ ხალხის გვერდით იქნებოდნენ. მთელი ოპოზიციური პარტიების ცემა მიშას ნამდვილად არ აწყობდა. ახლა რა გააკეთა მიშამ? ერთი პარტია დაარბია, ამას რუსული კვალი მიაყოლა და ხალხი “შემთხვევით” შემოელახათ. _ ოქრუაშვილი რომ ჩამოსულიყო ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდაო ახლა ამას ამბობენ. _ ოქრუაშვილის ჩამოსვლის საკითხს მგონი სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა. ოქრუაშვილი ლენინი არ იყო ჩამოსულიყო და ბრონირებულ მატარებელზე დამდგარიყო, რომელიც არც ყავდა. _ მაშინ რა საჭირო იყო ეს ბლეფი? _ საპირისპირო კითხვას დაგისვამთ, რაში წირდებოდა სააკაშვილს აქციის დარბევა, ამით ხომ მან ბურჯანაძე პილიტიკურ სიკვდილს გადაარჩინა. სააკაშვილს ეს კარგად ესმის და იცის. წარმოვიდგინოთ ორი ვარიანტი, პირველი: დარბევა არ მომხდარიყო. მეორე დღეს აღლუმი ჩატარდებოდა. დიდი-დიდი აქციაზე ერთი ორი ლოზუნგი წამოეყვირა ვინმეს. მეორე, დარბევა ამ მეთოდით რომ არ მომხდარიყო და დაეტოვებინათ გასასვლელი გზა. ესენი ყველანი გაიქცეოდნენ, ასეთი დაშლა დარბევა არ იქნებოდა, ეს იქნებოდა დაშლა. საერთაშორისო მაშტაბით არც არავინ ამოიღებდა ხმას. ამის შემდეგ ბურჯანაძე პოლიტიკური სპექტრიდან გამქრალი იქნებოდა, მიშამ ამ დარბევით ბურჯანაძე გადაარჩინა. იგივე ითქმის ოქრუაშვილის მიმართაც. ოქრუაშვილმა მიშას წისქვილზე დაასხა წყალი, ისევე როგოეც მიშამ ბურჯანაძის წისქვილზე. _ არ დაგავიწყდეთ, რომ ბურჯანაძე ოქრუაშვილის ჩამოსვლას არეულობას და სახელმწიფო გადატრიალებად აფასებდა. ასეთ კომენტარებს აკეთებდა. _ ახლა ოქრუაშვილის ჩამოსვლა შეუძლებელი რომ იყო ეს არ უნდა სცოდნოდა ოქრუაშვილს? ხალხი ახლა ამბობს დაუჯერე ახლა ამას და არც არავინ დაუჯერებს. _ რა მიიღო ამით სააკაშვილმა, ბურჯანაძის გადარჩენით? _ ბურჯანაძე ითამაშებს დესტრუქციულ ძალას, სააკაშვილი კი იტყვის რომ ოპოზიცია ყავს. ბურჯანაძის გაქრობა სააკაშვილს ხელს არ აძლევს. ევროპელის თვალსაზრისით თუ შევხედავთ საქართველოში დიდი არაფერი მომხდარა, აქციაზე იყვნენ ხელკეტიანი ახალგაზრდები და ისინი საშიშროებას ქმნიდნენ. ყველაფერი იქამდე მიდის რომ ოპოზიცია ჩამოსაყალიბებელია, არაა კარგი როცა ხალხს ასე არბევენ, არის მსხვერპლი, არის დაკარგულები. ამ ინფორმაციას ზუსტი გატანა უნდა და ევროპელისთვის გასაგებად და არა ემოციურად დატვირთული. ყველა აქციის პროპაგანდა სწორადაა გასაკეთებელი. ოპოზიციური პარტიები ახლა მაინც უნდა დაფიქრდნენ… რე. დარეჯან მეფარიშვილი
  16. ამ შემთხვევაში თუ პოლიციამ არ უჩივლა კორესპონდენტს, მაშინ ეს სიმართლეა. და თუ ეს სიმართლეა უნდა ითქვას ვინ და იმ ვინს უნდა გაუყარო თრაქში გრანატამიოტი და გაისროლო. ასეა ეს............... პ.ს. თუ ეს სიცრუეა, ასეთი რამ ისე ვნებს სხვების სიმართლეს, რომ ეს გრანატამიოტი მაშინ ამ კორესპონდენტს უნდა გაუყარო, მაგრამ არ გაისროლო, თან ატაროს.
  17. რატომაც არა. დაშინების ერთ-ერთი მექანიზმია. ქვეყანა სადა ადამიანი შეიძლება ასე გაქრეს და შემდგომ მოკლულს იპოვნონ, თან ამაზე პასუხს არავინ აგებს, დასაფიქრებელია მომავალი მომიტინგეებისთვის.
  18. ვანო უახლოვდება ტოვარიშჩ ბერიას და ჩემი აზრით ეს ვანოს მოსწონს და ვანოს გარდა ისედაც ბევრს
  19. მოდით რა მოვილაპარაკთ, რომ თითო კვირა გამოვტოვოთ ამ Y საუაბრი.
  20. რა ხდებააქ? მე ზონდერ ფაშისტებს და სისხლის სამართლის დანაშაულის შემსრულებელ დამნაშავეებს ვეძებ და სტალინი და ლენინის სურათი რა სუაშია? ამ დიდი თავების საგამომძებლო სამუშაო სხვამ შეასრულოს
  21. ამ პალიტრის მფლობელსოდნავ თუ ესმის ეს ამბე უნდა უჩივლოს. ასიანი დაბრდრვნიან ამათ შსტრასბურგიდან. ნახონ ამ ნაბიჭვრებმა რას ნისნავს ასეთი დალუქვები მერე.
  22. ერთი ამაში გამარკვიეთ, შემოწმება დალუქვას ნისნავს ავტოამტიურად? ხომ შეიძლება რამე ისე შემოწმდეს რომ არ დაილუქოს და მუშობაში ხელი არ შეესალოს? ეს დალუქვა თუ პირდაპირი მნიშვნელობით ხდება და პალიტრა არ უჩვლებს ამათ, არ ვიცი მაშინ რა. საქართველოში წააგებენ, მაგრამ შტრასბურგში მოიგებენ და დაკარგული შემოსავლის, სახელის შელახვის და მორალური დანაკარგის ანაზღაურება მოხდება აუცილებლად.
  23. "„ოპოზიციური რვიანი“ მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ „რვიანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „2010 წლის ნოემბერში ხელისუფლებას წარვუდგინეთ ჩვენი წინადადებები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ცვლილებების შესახებ და შევთავაზეთ მოლაპარაკებების გზით მიგვეღწია შეთანხმებისათვის. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებასა და არჩევნების ჩატარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებაზეც. ხელისუფლებამ დღემდე არ მოისურვა ურთიერთკომპრომისებისა და შეთანხმებების გზით სიარული. ამ ვითარებაში, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების მოპოვებისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პროცესების მთავარი მონაწილის - ხალხის - უფრო აქტიურად და უშუალოდ ჩართვას. სამართლიანი აჩევნებისათვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით. ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე საზოგადოების მხრადაჭერას დავაფიქსირებთ საერთო-სახალხო გამოკითხვის ჩატარებითაც“, - აღნიშნულია განცხადებაში. „რვიანში“ გაერთიანებული პარტიების მთავარი ამოცანაა, მოსახელობას მიეცეს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით. რვიანში მიიჩნევენ, რომ „ეს ამოცანები მიიღწევა: 1. საკუთარი უფლებების დასაცავად მობილიზებული საქართველოს მოქალაქეების აქტიურობით არა ერთ რომელიმე ადგილზე, არამედ 3 500 საარჩევნო უბანში; 2. საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერით. ამასთანავე, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ვრჩებით ერთიანი პოზიციების მქონე მხარედ და თუ იგი მზად იქნება მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებზე, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამგვარი გადაწყვეტილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში." პ.ს. სად არის გუბაზა? კიდევ გუბაზას გეგმა სჯობდა, სოფლად კარატისტებს რომ ამზადებდნენ.
  24. აქ პრობლემა არაა კონსულტაციები და დიალოგი, არამედ ოპოზიციის არაკოორდინიებული ქმედებები. მოლაპარაკებები აუცილებელი ფორმაა. ამის შეწყვეტა შედეგს არ მოიტანს, მაგრამ ამ მოლაპარაკებების ტრანსპორანტულობა არის საჭირო და ამავე დროს სხვა ქმედითუნარიანი ქმედებებიც.
×
×
  • შექმენი...