ეხლა ისევ არ დამიწყოს ვინმემ რომ "რა გადაეკიდე ალასანიას". არა და სულ არ მაინტერესებს როგორც პიროვნება არ ალასანია, არც ძიძიგური და არც უგულავა. დააკვირდით წინა საარჩევნო პროპაგანდას და ნახავთ იმას, რომ არსად არა არის საუბარი პარტიაზე როგორც ერთიან გუნდზე, არამედ ლიდერი, ლიდერი და ისევ ლოდერი. გვინდა შევცვალოთ მიშა და ისევ ჩვენივე ნებით ახალ მიშას ვქმნით. კრიტიკას ვერ ვიტანთ, მოსინჯეთ გინდ Facebook-ზე გინდ აქ, გინდ ფორუმჯე და გინდ სადაც "გინდ". ეგრევე აგრესია. ეგრევე ხარ ან მოღალატე, ან ფარული ნაცი, ან ფსევდო. არცერთ შემთხვევაში არ დაფიქრდება ვინმე იმაზე, რომ უბრალოდ არ გინდა მხოლოდ ფერების შეცვლა, არამედ სისტემის.