Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. პრეზიდენტი “პირველი კავკასიურის” გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს 02 / 02, 2010 13:19 საქართველოს პრეზიდენტი “პირველი კავკასიური არხის” გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, “პირველი კავკასიურის” ირგვლივ შექმნილი პრობლემები უკვე ქვეყნის ფარგლებს გასცდა. საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალიან საშიში პრეცედენტი. “ეს იგივეა, რომ საქართველოს “ბი-ბი-სი”, “სი-ენ-ენი” ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით”,-აღნიშნა პრესსპიკერმა. პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსული არხები მაუწყებლობენ სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით. “ჯერ რუსეთში მოხდა თავისუფალი აზრის დაბლოკვა, შემდეგ “გაზპრომმა” მოახერხა დასავლეთში ბევრ მედიასაშუალებაზე კონტროლის მოპოვება, სცადა პარალელური რეალობის შექმნა. ახლა კი, რუსეთის ფარგლებს გარეთაც ხდება ალტერნატიული აზრის დაბლოკვა, რათა “გაზპრომის” პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ”, - მიიჩნევს პრეზიდენტი. ამასთანავე, პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის ჟურნალისტებს და აძლევს მათ დამოუკიდებლობის, პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას. “გაზპრომთან” კაპიტულაციის ასეთი პრეცედენტის დაშვება პირველ რიგში საშიშია თავად ევროპული დემოკრატიისთვის”,- მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც ცნობილია, საფრანგეთის სატელიტურმა სადგურმა “პირველი კავკასიურის” ევროპაზე მაუწყებლობა გათიშა, რასაც ქართული მხარე რუსეთის ზეწოლად მიიჩნევს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  2. 09:45 / 02-02-2010 იულია ლატინინა:”მსოფლიოში გაეროს სახით არსებობს გლობალური ბიუროკრატია” იულია ლატინინა:”მსოფლიოში გაეროს სახით არსებობს გლობალური ბიუროკრატია” ამერიკის და ევროპის როლი მსოფლიო დემოკრატიის მშენებლობაში, ვინ და რა მიზნით ეხმარება განვითარებად ქვეყნებს, სად ხარჯავს გაერო ფულს და რატომ რჩება გადაუჭრელი ყველა პრობლემა, რომელსაც ეს ორგანიზაცია კიდებს ხელს - ამ თემებზე საუბრობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა საავტორო გადაცემაში Код доступа. - შესანიშნავი ისტორია გრძელდება ჰაიტიზე, რომლის პრობლემა არ არის მიწისძვრა, რადგან ანალოგიურ მიწისძვრას შედარებით ნორმალურად მართულ რეგიონში გაცილებით ნაკლები მსხვერპლი მოყვებოდა. ამის ნათელი მაგალითია 1985 წლის 8,2 ბალიანი მიწისძვრა მექსიკაში, რომლის დროსაც მხოლოდ 7 500 ადამიანი დაიღუპა (აღსანიშნავია, რომ ერთი ერთეულით მაგნიტუდის გაზრდა მიწისძვრის დამანგრეველ ძალას 32 ერთეულით ზრდის). მეორე, უფრო საშინელი მაგალითი - ჰაიტიზე უკვე 4 წელია მოქმედებს გაეროს მისია სახელად MINUSTAH. მას შემდეგ, რაც კუნძულზე ჩამოწვა მეწყერი, ამოვარდა ქარიშხალი და დაიღუპა 3 500 ადამიანი. ზემოხსენბული მისია დახმარების დარიგების დროს შესაძლო სისხლისღვრის თავიდან აცილებაზე ზრუნავს. გაეროს მისიაში 9 ათასზე მეტი ფორმიანი ადამიანია - პოლიციელები და სამხედროები, ასევე ათას ორასამდე ადგილობრივი მუშაკი, რომლებიც სამხედროებისგან განსხვავებით, არა ყაზარმებში, არამედ მიწურებში ცხოვრობდნენ. ამიტომ ადგილობრივებიდან 308 ადამიანი, ანუ 25% დაიღუპა, ფორმიანებიდან კი 44 – 0,5 %. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დახმარებისთვის მადლიერების სიტყვებს ვერსად მოისმენ. საუკეთესო შემთხვევაში ამბობენ, რომ ”საერთაშორისო დახმარების დარიგებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის მიზანი ხელოვნური ქაოსის შექმნაა, რაც საზოგადოებრივი აზრისთვის უფრო მისაღებს გახდის სამომავლოდ კუნძულზე შეჭრას. ცუდი ის არის, რომ ეს პრობლემის ერთი ნაწილია. ეს არის მსოფლმხედველობა ხალხისა, რომლის 99 % ღატაკია, 1% კი სახელმწიფო მმართველობით და ნარკოვაჭრობით არის დაკავებული. მათ აქვთ ვილები საფრანგეთში და ცხოვრობენ კაპიტალურად აშენებულ სახლებში, რომლებსაც მიწისძვრამ ვერაფერი დააკლო. სწორედ ამ 1%-ს აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა რეცეპტი. მაგრამ ყველაზე საშინელებაა, როდესაც ამ თამაშში ჰაიტისთან ერთად "წყეული დასავლეთის" გარდა მონაწილეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უფრო სწორად, ორი ათასი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც მიწისძვრამდე უკვე იყვნენ ჰაიტიზე, არიგებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ეხლა ძალიან უხარიათ, რომ ამ დახმარებას მთელს მსოფლიოს მოსთხოვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საშინელი მომენტია, რადგან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში გაეროს სახით არსებობს გლობალური ბიუროკრატია, რომელიც ხან გლობალურ დათბობას ებრძვის, ხან ადამიანის უფლებებს იცავს, ხან ღარიბებს კვებავს და ხანაც პალესტინას თანაუგრძნობს. პროცესი მარტივია. ყველგან, სადაც კი გლობალური ბიუროკრატია ჩაერთო, ნებისმიერი კონფლიქტი, რომლის გადაჭრასაც იგი ცდილობს, სამუდამოდ გადაუჭრელი რჩება. თუ გლობალური ბიუროკრატია იწყებს აფრიკაში ღარიბების გამოკვებას, ეს ქვეყანა მთელი ცხოვრება ”ნემსზე” ჯდება. თუ მან გადაწყვიტა პალესტინის დახმარება... ლტოლვილთა რაოდენობა ხუთჯერ იზრდება. იხსნება გაეროს შესანიშნავი სკოლები, სადაც სარდაფებში რაკეტებს აწყობენ, ზემოთ კი მოსწავლეები არიან, სპეციალურად იმისთვის, რომ დაიცვან ეს რაკეტები ისრაელის ავიადარტყმებისგან. თუ გაამართლა და ისრაელმა სკოლას დაარტყა, რადგან იქ რაკეტებია, ეს ხომ საერთოდ შესანიშნავია, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება მსოფლიოს უჩვენო გვამები და შესაბამისი ორგანიზაცია UNRWA აუცილებლად დაადასტურებს, რომ წყეულმა ისრაელმა მშვიდობიანი სკოლა დაბომბა. რატომღაც არავინ კითხულობს, სად ხარჯავს გაერო ამ ფულს და რატომ არის ყველა პრობლემა გადაუჭრელი, რომელსაც ეს ორგანიზაცია კიდებს ხელს. ამას მე მოგიყვებით ჰაიტის მარტივ მაგალითზე. არსებული სტატისტიკით, ბრინჯი ნაკლებად განვითარებულ, მაგრამ ამ საქმის პიონერ ქვეყნებში - მალაიზიაში, ბანგლადეშსა და ტაილანდში მოჰყავთ. ეს არის ღარიბებისთვის განკუთვნილი, მძიმე, ხელით საკეთებელი საქმე. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჰაიტი ბრინჯის იმპორტიორთა სიაში მსოფლიოში რიგით მეოთხეა. არადა ერთ დროს, ის კონკურენციასაც კი უწევდა ბრინჯის სხვა მწარმოებლებს... როგორ მოხდა, რომ ბრინჯის იმპორტიორ ჰაიტიზე ბრინჯის მინდვრები ცარიელია ? პასუხი მარტივია - თავიდან რთული იყო ნორმალურ ეკონომიკასთან კონკურენცია, რადგან ჰაიტის ეკონომიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვუდუისტები კანიბალებს ჭამენ და პირიქით. ორივე კი ნარკოტიკებით ვაჭრობს. ამერიკაში ნარკოტრაფიკის 14 % ჰაიტის გავლით შედის. თავიდან რთული იყო ნორმალურ ეკონომიკასთან ბრძოლა. ეხლა კი, ის ხალხი, რომლებსაც ადრე ბრინჯი მოჰყავდათ, დგანან ქალაქებში გაეროს მისიასთან და ბრინჯის ულუფებს ელოდებიან. გაეროს მისია კი ამბობს, რომ ”ჰაიტელებს სიკვდილით შიმშილისგან” შველის. ეს საშინელი თამაშია სახელწოდებით ”ჩვენთან, ღარიბებთან და უბედურებთან ყველა ვალშია” და მას ორი მოთამაშე ჰყავს - ქვეყანა, რომელიც სულ უფრო ღრმად ეფლობა ქაოსში და მსოფლიო ბიუროკრატია (და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას მსოფლიო დემოკრატია) რომელიც ამ მეთოდით აგვარებს საკუთარ, გლობალური რეგულირების პრობლემებს. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გაერო და ევროკავშირი თავს დაესხა ჰაიტის დამხმარე ერთადერთ რეალურ ძალას - ამერიკულ არმიას. გაეროს მისიისგან განსხვავებით, ამერიკული არმიის ამოცანა არ არის შიმშილისგან ჰაიტის მუდმივი გადარჩენა. იგი გადაარჩენს ვისაც შეძლებს და წავა... რატომ ვლაპარაკობ ასე ჰაიტიზე? გულახდილად რომ ვთქვა, მე დასავლური სამყაროს ბედი უფრო მაღელვებს, ვიდრე ჰაიტი. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლური სამყარო ლამაზი კონცეფციებით, როგორებიცაა მაგალითად ადამიანის უფლებები და უბედურ ერებზე ზრუნვა, საერთაშორისო ბოუროკრატიის დახმარებით საკუთარ თავს ანადგურებს. აქედან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: 1. ან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დასავლეთი დაივიწყებს ამ კონცეფციებს და დაიწყებს ფრენსის დრეიკის დროინდელ მოქმედებებს, ან საერთაშორისო ბიუროკრატია ახალი ბარბაროსების დახმარებით ცივილიზაციას გაანადგურებს. რა უნდა ქნას იმ ერმა, რომელსაც დაუგვიანდა მოდერნიზაცია, ეხლა კი ადამიანები გაეროდან ეუბნებიან, რომ მთავარი დემოკრატია და ადამიანის უფლებებია, აი, თქვენ გექნებათ დემოკრატია, ღია საზოგადოება და ერთბაშად გაიზრდებით. ეს ძალიან კარგი და ლამაზი სიტყვებია, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტყუილია. ჩინეთი იზრდება, მაგრამ იქ არ არის დემოკრატია. სინგაპური თავისი გენიალური პრემიერით ლი კუან იუთი იზრდებოდა, მაგრამ მას ძნელად თუ დაარქმევდი დემოკრატიულს. დემოკრატიულ ქვეყნებში, იგივე ჰაიტიზე, იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ეს ქვეყანა რატომღაც არ იზრდება. შესანიშნავი ქვეყანაა ვენესუელა, სადაც პრეზიდენტად ამხანაგი ჩავესი აირჩიეს და რომელიც დელტა ორინოკოს ყველა ინდიელს ნავის თითო ძრავს დაპირდა და დაარიგა კიდეც, რატომღაც ეკონომიკურად ვერ იზრდება. შესანიშნავი ქვეყანა - ბოლივია, სადაც ყველა მესერს პრეზიდენტ მორალესის სახელი - ევო აწერია - რატომღაც არ იზრდება. მაგრამ დემოკრატიამ ხომ ევო მორალესი აირჩია, რომელსაც უპრობლემოდ მისცეს ხმა. უფრო მეტიც, უყურებ დასავლეთს, რომელიც დემოკრატიულია. ევროკავშირს - უდაოდ დემოკრატიულია, მაგრამ დღეს ის არ იზრდება. იქ ცხოვრების დონე მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკურ ზრდაზე. საერთოდ მსოფლიოში არის ერთი ქვეყანა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დემოკრატიისა და ღია საზოგადოების უპირატესობებს. ეს ამერიკაა - დემოკრატიისა და საკუთრების დამცველი, დემოკრატიისა და გამარტივებული ბიუროკრატიის მქონე. ამიტომაც ვერ იტანს მას ვერავინ. ავიღოთ ევროპა. იგი მე-17-18 საუკუნეებში იზრდებოდა. როგორ მოქმედებდა მაშინ? ზედმიწევნით იცავდა ფრენსის დრეიკი ადამიანის უფლებებს? თუ მას ამჟამინდელი ჰააგა მეკობრეობისთვის დააპატიმრებდა? როგორ იცავდნენ კონკისტადორები ადამიანის უფლებებს და რას უზამდნენ მათ თანამედროვე ჰააგაში? ინგლისელ გენერალ გორდონს, რომელიც ჩინეთს ოპიუმით ვაჭრობის აუცილებლობას ახვევდა თავს, ალბათ ეხლა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ჩასვამდნენ. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ევროპა იზრდებოდა, იგი არ იცავდა ადამიანის უფლებებს. უფრო მეტიც, ამ დროს იგი არ იყო დემოკრატიული, იგი მნიშვნელოვანწილად ავტორიტარული საზოგადოება იყო. მაგალითად, ინგლისი იზრდებოდა, მაგრამ არ იცავდა ადამიანის უფლებებს, თუმცა, პატივს სცემდა საკუთრებას. თუ შევადარებთ ერთის მხრივ ჩინეთს და სინგაპურს, მეორეს მხრივ კი ბოლივიას და ჰაიტის, განსხვავება უპირველეს ყოვლისა, საკუთრებასთან მიმართებაშია. ეკონომიკა იზრდება მაშინ, როდესაც პატივს სცემ საკუთრებას. მაგრამ ეს გამორიცხულია როდესაც საკუთრებას არ სცემ პატივს, სხვადასხვა მიზეზების გამო - მაგალითად იმიტომ, რომ პოპულისტი ხარ და ხალხს ყველაფერს პირდები, ან იმიტომ, რომ დიქტატორი ხარ და ყველაფერი შენთვის გინდა (ხშირად ეს ორივე მიზეზი თავსებადია). დიქტატორთა უმეტესობა, რომლებიც მართლაც მომხვეჭელები და ამასთანავე პოპულისტებიც არიან, ხალხს დაპირებებით ავსებენ... სწორედ ამიტომ, დიქტატურა არ არის საკმარისი პირობა განვითარებადი საზოგადოების ასაყვავებლად. საშინელება სწორედ ის არის, დიქტატურა არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა განვითარებადი საზოგადოების ზრდისთვის. არსებობენ კარგი და ცუდი დიქტატორები, მაგრამ თუ ქვეყანაში საყოველთაო დემოკრატიაა, სამწუხაროდ, ხშირად ჰაიტის და ვენესუელას ვიღებთ. http://www.ambebi.ge/politika/16099-iulia-latinina.html
  3. lasha_alo ჩვენგან შორს მაგარი მარაზმი სააგენტოა
  4. ლამაზი ქალი ჭრელი ნამუსით
  5. kisa ეროსის მიშაზე ნაკლები ცოდვა ნამდვილად არ აქვს, ჩემო ნანა
  6. სანაია და ხოფერია - "მაესტროზე"? მას შემდეგ, რაც ვახო სანაიამ "იმედი" მიატოვა, კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა ხმები, მისი "მაესტროში" გადასტყორცნის შესახებ. ვერ გეტყვით, გაძლიერდება თუ არა, სანაიას "მაესტროში" მისვლით ეროსი კიწმარიშვილის რაზმი, მაგრამ "მაესტროელები" ინტერესით საუბრობენ იმაზე, რომ კიწმარიშვილმა ძველი "რუსთავიორელების" შეკრება დაიწყო. მეტიც, ერთ-ერთი ვერსიით, ბატონი ერასტის გუნდში გაწევრიანებაზე ფიქრობს ეკა ხოფერიაც, თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. რაც შეეხება სანაიას, როგორც "დრონი.ჯი"-მ დაადგინა, მისი "მაესტროზე" მისვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილი ყოფილა. http://droni.ge/?article_id=276&lang=geo ლიცემერი: სახიერო მამაო, ძე მხოლოდშობილო და სულო წმიდაო, ... სულო ჩემო ცოდვილო : -ეროსი ნაბოზარს ისევ მიშა მირჩევნია ... თქვენ?
  7. ყველა არჩევნების წინ ძალიან ადვილად ხერხდება სხვადასხვა ბინებში რამდენიმე ათასობით ადამიანის დროებითი რეგისტრაცია, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევთ. ჩაწერის ინსტიტუტია აღდგენის შემთხვევაში ამის გაკეთება შეუძლებელი გახდება. უსიოკ?
  8. kisa მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარდეს , ჩემო ნანა+ჩაწერის ინსტიტუტი უნდა აღსდგეს
  9. kisa პაპიროსი კი არა, ჩემო ნანა, ხალხის აბუჩად აგდებისთვის ფალოსი უნდა გათხაროს ერმა პირში ამ არამზადებს
  10. nekroo ხალხო და ჯამაათნო!... აი ლავ იუუუუ
  11. Lo Janko გამარჯობა, ჩემო ბატონო :maladec: მაშინ: რაც არ უნდა ბევრი თალო, კრუხის პალო არის პალო
  12. nuaka რა მეიუმორება , ჩემო ქალბატონო, სიყვარულის თრევით დაღლილ ბერიკაცს
  13. საქართველოში 3 მილიონ 900 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული . http://www.fact.ge/news.aspx?i=640e85a5-ea...cc-4fb0312e93c9 არადა 1989 წლის აღწერით 2 მილიონ 850 ათასი ამომრჩეველი დაფიქსირდა, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაც შედიოდა. : ესე იგი, ხელისუფლება, სულ ცოტა 500 ათასამდე ხმით მანიპულირებას აპირებს მოკლედ, ამათზეა ნათქვამი:- " კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო".
  14. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრაიმერი 18 აპრილს გაიმართება 01 / 02, 2010 14:17 რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრაიმერი, 2010 წლის 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება. პრაიმერში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარი არჩევნების შესახებ შეთანხმებას დღეს მოაწერეს ხელი. კერძოდ - “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, “ქრისტიანული საქართველოს” ლიდერმა ავთანდილ დავითაიამ, ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიციური მოძრაობა “მამულიშვილის” ლიდერმა გია ბერძენაძემ და “მომავლის პარტიის” წარმომადგენელმა ზაზა თაბაგარმა. შეთანხმების თანახმად, პრაიმერი, ადრე გამოცხადებული 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება. პრაიმერის ინიციატორებმა მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენაში. “საარჩევნო კოდექსი” პრაიმერის ჩატარების შესახებ დაეგზავნებათ შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “ალიანსი საქართველოსთვის”, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, “ეროვნული ფორუმი”, “ლეიბორისტული პარტია”, მონარქისტული მოძრაობა-“სამეფო გვირგვინი”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “მწვანეთა პარტია”, “საქართველოს გზა”, “სოციოალ-დემოკრატები”, “ქალთა პარტია” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  15. ქართული პრესის მიმოხილვა 01.02.2010 · არჩილ გეგეშიძე - “დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან” · კახა კუკავა - “არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩვენ მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს” · “დაიკითხება ედუარდ შევარდნაძეც”: მოსკოვიდან დაბრუნებული გამსახურდია კიტოვანსა და გიორგაძესთან საუბრის დეტალებს ამხელს · კობა დავითაშვილი - “ადრე იყო ირანი და ოსმალეთი, ახლა არის რუსეთი და ამერიკა. განსხვავება დღეს ისაა, რომ ძალიან გადაგვეხარა ვექტორი” არჩილ გეგეშიძე - “დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან” “რუსეთის ინტერესი არის, რომ ერთი მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხელი შეუწყოს იმ ძალების გამოკვეთას, რომელიც რუსეთთან დიალოგს ეძებს და ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს; მეორე მხრივ კი ეს არის მცდელობა, საერთაშორისო აუდიტორიის დასანახად ითქვას, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს საზოგადოების ნებისმიერ სპექტრთან სასაუბროდ - მათ შორის, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ შემოქმედებით ინტელიგენციასთან. ამით კრემლს სურს შეარბილოს დისკომფორტი, რომელსაც საქართველოსთან გაბუტვის პოზიციაში ყოფნის გამო მსოფლიოში განიცდის. მით უმეტეს, რომ რუსეთს ბრალდება ცნობილი 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს ცალკეული ტერიტორიის ოკუპაცია”, - - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი, წესით, არ უნდა გაღიზიანდეს საქართველოს ინიციატივით ნატოსთვის ალტერნატიული სამხედრო დერეფნის შექმნის პერსპექტივის გამო” / “რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი”. “აქედან გამომდინარე, რუსეთი, რა თქმა უნდა, მოძებნის და გამოიყენებს საქართველოსთან დიალოგის ყველანაირ შესაძლებლობას. მაგრამ პრინციპულობიდან გამომდინარე, ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებასთან. რაც შეეხება ქართული ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მზადყოფნას აცხადებს რუსეთთან სალაპარაკოდ, ეს თვით ოპოზიციონერთა გადასაწყვეტია, ისინი თავისი შეხედულებისამებრ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამაში რამე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. ეს თითოეული პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ვერავის ვერაფერს დაუშლი და ყველას უფლება აქვს, ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გეგეშიძე. “რამდენად სწორია ან დასაგმობი იმ შემოქმედებითი ინტელიგენციის საქციელი, ვინც ებრალიძის კონკურსში განაცხადი შეიტანა, ამაზე მსჯელობისას გონიერების ფარგლებს არ უნდა გავცდეთ. ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ კრიმინალი ამაში არ არის. თვით ებრალიძესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საზიანო და დამღუპველი დადასტურებით ჯერ არაფერი ჩაუდენია. უბრალოდ, ქართული პროპაგანდის მიერ ავტომატურად დაგმობილია ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. დღეს მხოლოდ ვარაუდები გამოითქმის, რომ ამ კაცს საქართველოსთვის “რაღაც ცუდი” აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, თუნდაც ამ პრემიაში, რომელსაც, მისივე თქმით, პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, საძრახისს ვერ ვხედავ. ისევე როგორც ვერ ვხედავ საძრახისს ვინმეს სურვილში, მონაწილეობა მიეღო ამ კონკურსში. მათი უფლებაა, ასეთი სურვილი ჰქონდეთ. ისევე როგორც დანარჩენებს აქვთ უფლება, ასეთ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღონ. ისე, იმის ფონზე, თუ რა მდგომარეობაშია ზოგადად ჩვენი ხელოვნება და მათ შორის მწერლობაც, ასეთი პრემიებით სტიმულირება ურიგო არ უნდა იყოს. ცხადია, თუ ყველაფერი დამსახურებულად და სწორად კეთდება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ამ მდგომარეობასთან შეგუებისა და არც ამ მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნია. ერთი მხრივ, კეთდება განცხადებები, რომ ჩვენ მივესალმებით ყველანაირ და მათ შორის, რუსულ ინვესტიციებსაც. და სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოსვლა არ შემწყდარა. სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა ისიც განაცხდა, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. მართალია, იქ გარკვეული პირობები დასახელდა, როგორიცაა დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში შეტანა, მაგრამ დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან. ან გავიხსენოთ ზემო ლარსის საგუშაგოს გახსნაზე თანხმობა. თუ რუსეთთან არაფერზე დიალოგი არ გვინდა, როგორ შეიძლება იმავდროულად ოკუპანტთან გახსნილი საზღვრები და თავისუფალი მიმოსვლა გვქონდეს?” - დასძენს არჩილ გეგეშიძე. “და თუ ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის, მაშინ სხვა რატომ უნდა იყოს მოკლებული დიალოგის უფლებას? იქნება ეს ხელოვნების მუშაკი, სპორტსმენი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი? ვფიქრობ, ასეთ წინააღმდეგობრივ სიტუაციებს სწორედ სტრატეგიისა და ხედვის არარსებობა იწვევს. არადა, არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფაქტორიც, რომლის გამოც ოკუპანტ ქვეყანასთანაც შეიძლება და საჭიროც არის დიალოგი. აზერბაიჯანი და სომხეთი ხომ საუბრობენ ერთმანეთთან? - ასე იყო უფროსი ალიევის დროს და ასეა უმცროსი ალიევის დროსაც. როცა საქმეს სჭირდება, დიალოგი უნდა არსებობდეს. სხვაგვარად, უკეთეს შემთხვევაში, სიტუაციის განუსაზღვრელი ვადით გაყინვა მოხდება, უარეს შემთხვევაში კი, გაუარესება, რამაც ისევ ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ალბათ უმჯობესი ისევ დიალოგია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლოა მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რამაც ურთიერთობებში პოზიტივთანაც შეიძლება მიგვიყვანოს. მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი და ამაში განსაკუთრებით ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურობენ”, - დაასკვნის გამოცემის რესპონდენტი. კახა კუკავა - “ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩვენ მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს” “პრაიმერი თბილისში გაიმართება 27 მარტს, წინა შაბათ-კვირებში გაიმართება თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა რაიონულ ცენტრებში. ზუსტი თარიღები გამოცხადდება მომავალ კვირას, როცა გაიმართება პრაიმერის კომისიის პირველი სხდომა და დადგინდება ოფიციალური გრაფიკი”, - აცხადებს “კონსერვატორთა” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პრაიმერის მომხრეები აჯანყებას არ გამორიცხავენ / კახა კუკავა: “არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩვენ მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს”. “პრაიმერს აფინანსებენ თავად პოლიტიკური პარტიები, რომელნიც მასში მონაწილეობას მიიღებენ. რაც შეეხება პრაიმერის დაზუსტებულ ბიუჯეტს, ეს გამოქვეყნდება მომავალ კვირას, ან მაქსიმუმ ორი კვირის განმალობაში. ერთი პარტია, რომელიც ფულის ფლანგვასაა მიჩვეული, აცხადებს, რომ პრაიმერს მილიონები სჭირდება. ასე არაა. პრაიმერის ჩატარება მინიმალურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, თბილისში ეს თანხები არ აღემატება 15 ათას ლარს. რეგიონებშიც ამის პროპორციული იქნება. პრაიმერი ვიღაცას შეიძლება ფულის შოვნისთვის სჭირდებოდეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ელემენტარულად გამოვავლინოთ ერთიანი კანდიდატები. პრაიმერის ბიუჯეტი, ისევე როგორც ჩვენი პარტიული ბიუჯეტი, იქნება გამჭვირვალე. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ გავა ჩვენი კანდიდატი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა. “ჩვენს გეგმებში არ შედის ვინმეს კრიტიკა და თავდასხმა. არის თუ არა საზოგადოების მოთხოვნა, რომ ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი? მე მგონია, რომ ეს სავსებით აშკარაა. არის თუ არა პრაიმერი დღემდე შემოთავაზებული ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს ერთიანი კანდიდატი იქნეს შერჩეული? მგონი, სხვა მექანიზმი არავის შემოუთავაზებია. “რესპუბლიკურმა პარტიამ” შარშანაც გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ გამოყოფოდა ოპოზიციას და ცალკე ეყარა კენჭი არჩევნებში. ეს არის ფაქტი, რომ ისინი გაემიჯნენ ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს, რის გამოც თვითონაც დაზარალდნენ და “გაერთიანებული ოპოზიციაც”. რატომ - ამაზე არ ვმსჯელობ. ვფიქრობ, თავად საზოგადოება გააკეთებს დასკვნებს, როგორ ერთ, ისევე მეორე და მესამე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “რეალურად ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომუნისტური ნომენკლატურა ვერ შევცვალეთ. 2010 და 2011 წელს, მთავარი წყალგამყოფი, ვფიქრობ, უნდა იყოს ეს. ამ პერიოდისთვის სააკაშვილი დაასრულებს არსებობას. ეს დრომ მოიტანა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, მისი სისტემა დაასრულებს არსებობას, თუ მისი რებრენდინგი მოხდება... ჩვენი კანდიდატების ძირითადი პროგრამაა სისტემის შეცვლა და არა მისი განახლება. მგონია, “კონსერვატიული პარტია” თითქმის ერთადერთია საქართველოში, სადაც არაა არც ერთი ყოფილი ოლიგარქი, არც ერთი ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე-სააკაშვილის სისტემასთან რამე შეხება ჰქონია. ყველა ეროვნული მოძრაობიდან მოსული დისიდენტია, ზოგიერთი პოლიტიპატიმარიც იყო და მათ შორის თავად ზვიად ძიძიგური. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ შევცვლით ამ საბჭოთა სისტემას, რომელიც მუდმივად განიცდიდა რებრენდინგს”, - დასძენს კახა კუკავა. “თბილისის მერობა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აძლევს მიმართულებას შემდგომ პოლიტიკურ განვითარებას. თუ თბილისის მერად მოვა ისევ შევარდნაძისა და სააკაშვილის სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, მერე უკვე პოლიტიკური პროცესები ამ მიმართულებით განვითარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზეც. რეალურად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი პროლიტიკური პროცესი, ეს არის ნომენკლატურის მუდმივი შურისძიება, რომელიც გრძელდება და რომლისთვისაც შევარდნაძე და სააკაშვილი არიან ბუტაფორიები. ასეთივე ბუტაფორიებს ისინი კიდევ მონახავენ. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც ტესტი გავლილი აქვთ იმაზე, რომ იქნებიან ეროვნული ინტერესების დამცველები. მე არ ვენდობი ადამიანებს, რომლებიც დუმდნენ მთელი 20 წლის განმავლობაში”, - აცხადებას კახა კუკავა და შეკითხვას - “დავუშვათ, გაყალბდა არჩევნები, რა არის ამ შემთხვევაში თქვენი გეგმა “ბე”?” - პასუხობს: “ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას არჩევნებამდე უნდა ვუთხრათ ჩვენი გეგმის გესახებ. ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია და ამაზე აუცილებელია პოლიტიკური შეთანხმება - უნდა გამოვიყენოთ კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება. დავიკავოთ ცესკო-სა და თბილისის მერიის შენობა და ხელში ავიღოთ ძალაუფლება. ამ უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია, სადაც პირველივე მუხლში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. თუ ხალხი ჩვენ მოგვცემს მანდატს, თუ ხალხი თბილისის მერად აირჩევს ამა თუ იმ კანდიდატს და ამას ცესკო არ აღიარებს, ამ კანდიდატს ექნება სრული უფლება, თავად დაიწყოს ძალაუფლების განხორციელება. ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს. თუ გაყალბებული არჩევნების შემდეგ წავალთ სასამართლოსა და ეუთო-ში, ჩვენ ზუსტად იმ წრეზე ვივლით, რომელ წრეზეც 1992 წლიდან მოყოლებული დავდივართ”. “დაიკითხება ედუარდ შევარდნაძეც”: მოსკოვიდან დაბრუნებული გამსახურდია კიტოვანსა და გიორგაძესთან საუბრის დეტალებს ამხელს “ვფიქრობ, ჩვენი მისია წარმატებით დასრულდა. შევხვდით თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანს და უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს. ამავე დროს ოფიციალურად მივმართე რუსეთის გენერალურ პროკურორს, გადმოგვიგზავნოს როსტოვის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტის დასკვნა - ვგულისხმობ იმ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ზვიად გამსახურდიას ცხედარს 2007 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდა და ეს ერთადერთია, რომელიც 1994 წლის თებერვლიდან დღემდე არსებობს, ვინაიდან მაშინ ზვიად გამსახურდიას ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია!” - აცხადებს ზვიად გამსახურდიას გადაცვალების გარემოებათა დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კონსტანტინე გამსახურდია: თენგიზ კიტოვანი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდია ორი ტყვიით არის მოკლული და ერთ-ერთი ტყვია მოხვედრილი აქვს კისრის არეში! “თენგიზ კიტოვანმაცა და იგორ გიორგაძემაც ძალიან საინტერესო ცნობები მოგვაწოდეს. ორივე მათგანი არის იმ აზრის, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა გამორიცხულია და რომ ეს იყო მკვლელობა. ზვიად გამსახურდიას დევნა ხორციელდებოდა მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონისა და პირადად სახელმწიფოს მაშინდელ მეთაურ ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით. იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ მან შესთავაზა ედუარდ შევარდნაძეს სპეცოპერაციის ჩატარება ზვიად გამსახურდიას დასაპატიმრებლად, მაგრამ შევარდნაძისგან მიიღო პასუხი, ცოცხალი ზვიად გამსახურდია არაფერში გვჭირდებაო. ასეთი რამ გიორგაძემ ადრეც განაცხადა და ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიას დევნაში მონაწილეობდა გენერალ გია გულუას დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი და პირადად გია გულუაც”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ამ ჯგუფს ზედამხედველობას უწევდა შსს მაშინდელი მინისტრი შოთა კვირაია და ასევე ავთანდილ იოსელიანის რეალიზაციის ჯგუფი. სხვათა შორის, ჩემთვის ეს სახელი - “რეალიზაციის ჯგუფი” - სიახლე იყო. როგორც იგორ გიორგაძემ განაცხადა, ავთო იოსელიანი პირდაპირ კონტაქტზე იყო გასული ედუარდ შევარდნაძესთან. იოსელიანი მაშინ იყო გიორგაძის მოადგილე. თუმცა ბრძანებებს იღებდა უშუალოდ შევარდნაძისგან... კიტოვანმა თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციაში ფულიც არის გადახდილი და დაასახელა თანხის ოდენობაც (მისი თქმით, ლაპარაკია 50 ათას ამერიკულ დოლარზე), დაასახელა კონკრეტული პირიც, ვინც ეს თანხა გადაიხადა, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პიროვნების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს ყველაფერი დაზუსტებასა და ანალიზს საჭიროებს”, - დასძენს კონსტანტინე გამსახურდია. “იგორ გიორგაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურება აინტერესებდა, იყო ედუარდ შევარდნაძე, ვინაიდან ცოცხალი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი მას ხელს უშლიდა საერთაშორისო ლეგიტიმაციაში - ზვიად გამსახურდიას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია, თანამდებობიდან არ გადამდგარა, ის არ ტოვებდა საქართველოს, რჩებოდა სამეგრელოში და შესაბამისად, იყო სახიფათო შევარდნაძისთვის. წარმოუდგენელია, რომ ზვიად გამსახურდია დაეპატიმრებინათ, თბილისში ჩამოეყვანათ და მისი სასამართლო პროცესი გაემართათ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უკანვე შემოუბრუნდებოდა მაშინდელ ხელისუფლებას... კიტოვანიც ამბობს დაახლოებით იმავეს, რასაც იგორ გიორგაძე, ანუ ორივე ადებს ხელს ედუარდ შევარდნაძეს!” - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია და შეკითხვას - “თქვენს კომისიას მალე ვადა ეწურება, რას აპირებთ?” - პასუხობს: “ჩვენ ვაპირებთ წერილობით მივმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა კომისიას ფუნქციობის ვადა გაუხანგრძლივდეს. იმედია, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება და კომისია მუშაობას განაგრძობს”. “ვიზიტმა მოსკოვში, მეტ-ნაკლებად, წარმატებით ჩაიარა. ვერ შევხვდით შოთა კვირაიას, ბუჟან წურწუმიასა და გურამ აბსანძეს, ამ ადამიანებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონიათ. მაგრამ ვესაუბრეთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს - თენგიზ კიტოვანსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს, რომელიც დაპირებისამებრ თავად შეგვეხმიანა”, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მოსკოვიდან დაბრუნებული გამსახურდია კიტოვანსა და გიორგაძესთან საუბრის დეტალებს ამხელს / ედუარდ შევარდნაძე: ზვიად გამსახურდია ცოცხალი არავის სჭირდება! “პრინციპში, მოსკოვში იმ ინფორმაციების დასტური მივიღეთ, რაზეც ჩვენს ფილმში - “დინების საწინააღმდეგოდ” არის საუბარი. მათ ახლა კიდევ ერთხელ შევისწავლით, გადავამოწმებთ, შევაჯერებთ და შუალედურ დასკვნაში გამოვიყენებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრეზიდენტს თავი არ მოუკლავს. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მოკლეს. შემდგომში, ალბათ, კომისია თენგიზ სიგუას მოუსმენს. დაიკითხება ედუარდ შევარდნაძეც, თუმცა ვადებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდია. კობა დავითაშვილი - “ადრე იყო ირანი და ოსმალეთი, ახლა არის რუსეთი და ამერიკა. განსხვავება დღეს ისაა, რომ ძალიან გადაგვეხარა ვექტორი” “ნოღაიდელი არის ჩემი კონკურენტი პრაიმერში. რაც შეეხება რუსეთში წასვლას, ამას ნოღაიდელი არ სჭირდება. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. მე ნატო-ს მომხრე ვიყავი, მაგრამ ვხედავ, ნატო-ში ვერ შევდივართ და ბოლოს და ბოლოს, ჯვარი ხომ არ გვაქვს დაწერილი მათზე? თანაც ვხედავ, რუსეთს იმხელა გავლენა აქვს დასავლეთზე, რომ გაზის კონტრაქტების სანაცვლოდ შეიძლება ვერასოდეს ვერ შევიდეთ ნატო-ში. თუ რუსეთს არ სურს ნატო-ს ბაზები საქართველოში, მაშინ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ეროვნული ინტერესები - ეს არის ქვეყნის გამთლიანება”, - აცხადებს “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი გაზეთ “რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კობა დავითაშვილი: “ნატო-ზე ჯვარი არ დამიწერია და არც რუსეთში არ მივდივარ “საგულაოდ” / რის ფასად დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს? “ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, იმას უნდა დაველაპარაკოთ. ვინც არ იღებს, იმას რატომ უნდა ველაპარაკოთ? რუსეთში “საგულაოდ” კი არ მივდივარ. მე შევხვდები პასუხისმგებელ პირებს და უნდა ვუთხრა შემდეგი: “ძვირფასო მეგობრებო, თუ თქვენ გსურთ ხელშეწყობა ქვეყნის გაერთიანებაში, ანუ დეოკუპაცია იმ ნაწილის, რომელიც ახლა გაქვთ დაპყრობილი, ჩვენც რაღაც ფასის გადახდა მოგვიწევს, გვითხარით თქვენი ფასი, რომ მერე საზოგადოებას გავაცნოთ”. თუ რუსეთის მხრიდან ეს ფასი ქვეყნის გაერთიანებისთვის არის ნატო-ზე უარის თქმა, ეს უნდა გავაკეთოთ. მე მირჩევნია, არ შემპირდნენ და გამიკეთონ, ვიდრე ტყუილი იმედი მომცენ, ჯობს, გავიგოთ სიმართლე, ვიდრე ტყუილი. იმედი გაიძულებს, სხვა გზა მოძებნო და არა სახედარივით იარო წინ ბალახჩამოკიდებულმა, ვერასოდეს მისწვდე იმ ბალახს და მუდმივად სახედრად დარჩე. აქედან გამომდინარე, ჩემი ამოცანაა, რუსეთის ხელისუფლებამ დაინახოს ერთ რამ, რომ საქართველოს ხალხის სურვილი და თხოვნა რუსეთის მიმართ ქვეყნის გაერთიანებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა დავითაშვილი. “არც ერთი ძლიერი იმპერია პატარა სახელმწიფოსთვის სანდო მეზობელი არ არის. ამერიკაც კი არის პატარა ქვეყნების, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე დამკიდებელი და ხშირად მტერი. ჩვენს წინაპრებს ყოველთვის ორ-სამ ქვეყანასთან უწევდათ შეჯახება და ბოლოს ისწავლეს, რომ ხან ერთ მიმხრობოდნენ, ხან მეორეს, თავი რომ გადაერჩინათ. ჩვენი იმ დღეში ვართ. თუ ადრე იყო ირანი და ოსმალეთი, ახლა არის რუსეთი და ამერიკა. განსხვავება დღეს ისაა, რომ ძალიან გადაგვეხარა ვექტორი. ასე არ ივარგებს. მე მინდა ვუთხრა რუსეთსაც და ამერიკასაც, შეეგუონ იმას, რომ არ გვინდა სხვა ქვეყნის მიერ დასმული კაცი ხელისუფლებაში. ჩვენ რუსეთსაც დაველაპარაკებით და ამერიკასაც, მაგრამ ვინც უკეთეს პირობებს მეტყვის, იმას ავირჩევ”, - დასძენს კობა დავითაშვილი. “საქართველოში ვერც პრორუსული, ვერც რუსეთის ხელდასხმული მთავრობა ვერ დაჯდება. რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ ისწავლოს პატარა ქვეყნის პატივისცემა. რუსეთი ისე გვიყურებს, როგორც ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ანუ სეპარატისტულ რეგიონს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გამოეყო დედა-რუსეთს და უკან უნდა დაბრუნდეს. ჩვენ უკან არ დავბრუნდებით - ამის თქმას ვაპირებ. შე დალოცვილო, იმიტომ გავრბივარ ნატო-ში, რომ შენ დამბომბე, ტერიტორიები წამართვი და ამას აკეთებდი შევარდნაძის დროსაც, გამსახურდიას დროსაც და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც. ახლა რომ მეუბნები, სააკაშვილი არ მომწონს, თორემ ქართველ ხალხზე მზე და მთვარე ამომდისო, მიხარია შენი ნათქვამი და მოდი, სიტყვას, საქმე მოაყოლე - ამის სათქმელად კი ღირს მოსკოვში ჩასვლა”, - აცხადებს კობა დავითაშვილი და შეკითხვას - “რუსეთში ნოღაიდელთან ერთად მიდიხართ?” - პასუხობს: “ნოღაიდელთან ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი. ის ჩემი კონკურენტია პრაიმერში, მაგრამ პრემიერ-მინისტრი რომ იყო, კარგი კაცი იყო და რომ გადადგა, ცუდი გახდა? ამ ლოგიკას მე არ გავიზიარებ. სააკაშვილი არ იყო, პუტინთან რომ დაძვრებოდა და მის მზესა და მთვარეს ფიცულობდა? ახლა ლილიპუტია? არც სიყვარული ვარგა გადამეტებული და არც სიძულვილი. სააკაშვილმა ეკონომიკურად რუსეთს მიჰყიდა საქართველო და პოლიტიკურად დაგვაპირისპირა. აქ კი არანაირი ლოგიკა არ არის”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124009.html
×
×
  • შექმენი...