http://s53.radikal.ru/i141/1003/fa/808676e974fd.jpg არჩილ გეგენავა გიგი უგულავას ნაცვლად? ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, “ნაცმოძრაობამ“ მერობის კანდიდატად შესაძლოა არჩილ გეგენავას კანდიდატურა დაასახელოს და არა გიგი უგულავასი. ამის შესახებ პრესა.გე–ს პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა უთხრა. პრესა.გე–ს მიერ დასმულ კითხვებზე პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის პასუხები, მისივე განმარტებით, ძირითადად ეყრდნობა საგაზეთო სტატიებისა და ტელევიზიებით გაკეთებული საჯარო განცხადებების ანალიზს. რაზე მეტყველებს გაუთავებელი მტკიცება – ხელისუფლებაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობსო? იმაზე, რომ დაპირისპირება არსებობს. როგორც ფსიქოლოგი ვსვამ კითხვას – როგორ გგონიათ, მოეწონება სააკაშვილს, თუ 31 მაისს უგულავა უკვე ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, რომელსაც სააკაშვილის იგნორირება შეეძლება, ყოველ შემთხვევაში, თბილისში მაინც?! სააკაშვილმა სწორედ მაგიტომ გაგზავნა ქრისტიან–დემოკრატები ბაქოში და მყარი გარანტიებით გია ჭანტურია ჩამოაყვანინა, რომლის დასმასაც აპირებს მერის თანამდებობაზე, მაგრამ თვითონ მმართველ გუნდშია განხეთქილება – ბევრი უგულავას უჭერს მხარს და გია ჭანტურიას კანდიდატურა არ მოსწონთ; მათთვის ის უცნობია და თან, მისი მერობა ქრისტიან–დემოკრატებს გააძლიერებს. რამდენად ახლოსაა რეალობასთან ინფორმაცია, რომ ჭანტურიას გაძლიერებას მხარს გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და ვანო მერაბიშვილი უჭერენ? – სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ასეა. იყო პერიოდი, როცა მერაბიშვილი თითქოს უგულავას უჭერდა მხარს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან მათ შორის მკვეთრი დაპირისპირება იყო, საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა. რას გულისხმობთ?– 26 მაისს სტადიონზე მოწყობილი აქციის შემდეგ, საღამოს მათ შორის სერიოზული დაპირისპირება უკვე ღიად დაფიქსირდა, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ უგულავა ადვილი სამართავი არ არის და ჭანტურია, რომელიც პოლიტიკოსი არ გახლავთ, მათ პრობლემებს არ შეუქმნით. ასე რომ, მათ ურჩევნიათ კაცი, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნით. და თან გამოვა, რომ ჭანტურია ოპოზიციონერია, გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ყვავის, ხომ?!– რასაკვირველია! ეს სააკაშვილისთვის ხელსაყრელია და თან ძალიან. მაშინვე ევროსაბჭოში გავარდება და იტყვის – “აი, ნახეთ?! ოპოზიციამ გაიმარჯვა! როგორი ფანტასტიური დემოკრატია მაქვსო?!“ ის, რასაც ახლა მე ვამბობ, არის ანალიზის შედეგი. http://presa.ge/index.php?text=news&i=9938 ლიცემერი: ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ სენსაციურ ამბავს... მოკლედ, ლელა კაკულიას დონეზე დავეცით. მაშ-ს ასე, პოლიტიკური მარჩიელობის მთავარი საკითხი: უზერებო, თქვენი აზრით, არის თუ არა მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილება?