-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ალექსანდრე ჩერკასოვი - რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, რეგიონისადმი კრემლის არასწორი პოლიტიკის შედეგია მოსკოვში მომხდარი მორიგი ტერაქტების მიზეზებსა და იმაზე, გახდება თუ არა მომხდარი მოსკოვისათვის კავკასიაში პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი და რამდენად სავარაუდოა, რომ ტერაქტები მოსკოვმა საქართველოსთან ახალი ომის დაწყების საბაბად გამოიყენოს, "ინტერპრესნიუსი" რუს პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს ალექსანდრე ჩერკასოვს ესაუბრა. - ბატონო ალექსანდრე, ექსპერტთა ნაწილი მოსკოვში მომხდარ ტერაქტებს „ბოევიკთა“ შურისძიებად აფასებს. რუსი პოლიტიკოსები ხელს „ბოევიკთა“ დასავლელი დამფინანსებლებისკენ იშვერენ. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება? - რუსეთი დიდი ხანია ებრძვის ტერორიზმს, რუსეთის მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, კარგად არის კონსპირირებული, ინტერნაციონალურია და იატაქვეშეთში საქმიანობს. ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ „კავკასიურ ემირატს“ არა აქვს პოლიტიკური პროგრამა, მაგრამ იგი არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში და საკმაოდ თამამადაც მოქმედებს არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ტერორისტებმა მოსკოვში რიგით მერვე ტერაქტი განახორციელეს და იმედი იმისა, რომ მათი მოქმედება თავისთავად შეწყდება, გულუბრყვილობა იქნებოდა. მე გამიკვირდა კიდეც, რომ ტერაქტების მიუხედავად, მოსკოვის მეტროში ხალხმრავლობა იყო. რუსეთის მოქალაქეებმა ვერ გაიგეს, რომ ომი ტერორისტებთან არ შეიძლება მხოლოდ ქვეყნის ერთ ნაწილში მიმდინარეობდეს. ძნელია იმის თქმა, თუ რა იყო ამჯერად მათი მიზანი. სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს ტერორისტების სამიზნე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის შენობებთან მისასვლელების ბლოკიდება იყო. ტერორისტებმა თავი ხალხმრავალ ადგილზე აიფეთქეს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მათი მოქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. „კავკასიური ემირატი“ რუსეთში მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო სტატუსს არ აღიარებს. - მომხდარმა ბევრს ჩეჩნეთის მეორე ომის წინ მოსკოვში, ვოლგოდონსკსა და ბუინაკსკში მომხდარი აფეთქებები გაახსენა. გახსოვთ ალბათ, რომ 1999 წლის აფეთქებებში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებდნენ. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ 29 მარტის ტერაქტების ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ერიოს? - ამ თემაზე ბევრი ხმაურის მიუხედავად, 1999 წლის ტერაქტებში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა დადგენილი არ ყოფილა. რიაზანში ე.წ. სწავლებების გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. გასაგებია, რომ რუსული გამოძიება არ ჩქარობს და არც სურს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ჯერ არავის დაუმტკიცებია 1999 წელს ტერაქტებში რუსული სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობა. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ აფეთქებები და შემდეგ ჩეჩნეთის მეორე ომი პუტინის პიარ-კამპანიის ნაწილი იყო, შეუძლებელია. არავინ დავობს, რომ 2002 წელს ნორდ-ოსტის ტერაქტი ხელისუფლებამ მედიის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენა. 2004 წლის ბესლანის ტერაქტი ორგანიზებული იყო დეპუტატებისა და რეგიონების ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევის წინააღმდეგ და გაუგებარი წარმონაქმნის _ საზოგადოებრივი პალატის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ხელისუფლებამ წარმატებით გამოიყენა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს იმისათვის, რომ მომხდარში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. მომხდარი ხელისუფლებამ კი გამოიყენა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტერაქტები სპეცსამსახურების ორგანიზებულია. რუსეთის დემოკრატიული ძალები წინასწარმეტყველებენ, რომ ტერაქტები მიტინგების აკრძალვისთის იქნება გამოყენებული. კრემლი კონტრ-ტერორს ქვეყნის მართვის მეთოდად და დემოკრატიული უფლებების შესაზღუდად უკანასკნელი 10 წელია იყენებს, ასე რომ, ამაშიც ახალი არაფერია. - თუ რუსეთის ხელისუფლება ყოველი ტერაქტის შემდეგ ასე წარმატებით ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, რატომ გამორიცხავთ, რომ გარკვეულწილად სწორედ იგი მონაწილეობდეს ამგვარი ტერაქტების განხორციელებაში? - დიახ, ხელისუფლება მართლაც წარმატებით იყენებს ყოველ ამგვარ ტერაქტს, მაგრამ მიჭირს იმის მტკიცება, რომ ტერაქტები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებულია. მე არა მაქვს წონადი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მომხდარში რუსული სპეცსამსახურები დავადანაშაულო. საერთოდ, მეჩვენება, რომ ტერაქტებთან დაკავშირებით სპეცსამსახურებიც და ტერორისტებიც თავის პარტიას როგორც დამოუკიდებელი მხარეები ათამაშებენ. - დასავლური პრესა და რუს ექსპერთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მომხდარს რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში მორიგი მასშტაბური ომისთვის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებისათვის გამოიყენებს... - მე კარგად მესმის, რომ კრემლის პროპაგანდისტებისათვის საქართველო ნებისმიერი ბოროტების წყაროა, მაგრამ მე არა მგონია, რომ მომხდარი საკმარისი საბაბი იყოს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასაწყებად. 2008 წლის აგვისტოს ომმა რუსეთი დაარწმუნა იმაში, რომ მას ყველაფერი არ ეპატიება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს ხშირად კოპირებენ. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციული წესრიგის აღდგენის ოპორაციას იწყებს, პრაქტიკულად გამეორება იყო იმისა, რაც 1995 წელს რუსეთმა ჩეჩნეთში პირველი ომის დაწყების წინ განაცხადა. სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 1995 წელს პირველი ჩეჩნური ომის წინ საქართველოს ხელისუფლების გზა გაიმეორა, რომელმაც 1991 წელს სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ ამცნო მსოფლიოს და ცხინვალში მილიციის ძალები შეიყვანა. საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების შესაძლებლობა ისევეა დასაბუთებული, როგორც ერთი ცნობილი რუსი ბლოგერის მტკიცება, თითქოს მოსკოვში 29 მარტის ტერაქტები რუსეთის დედაქალაქში ოპოზიციის მიერ 31 მარტისათვის დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამგვარი მტკიცება აშკარად ხელოვნურია. მე კარგად მესმის რომ, მაშინ როცა რუსული ტანკები თბილისიდან ერთი საათის სავალზე დგანან, ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლის ნებისმიერი აქტიურობა თბილისში შეშფოთებას იწვევს. მოსკოვს საქართველოსთან ომის დასაწყებად იმაზე მეტი რამ დასჭირდება, ვიდრე უბრალო მიზეზი შეიძლება იყოს. - ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში განხორციელებული ტერაქტები მედვედევისა და პუტინის დაჯგუფებებს შორის ფარულ კლანურ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიულ მოდერნიზაციაზე ორიენტირებულ მედვედევს ტერაქტების ფონზე სასამართლო რეფორმისა და სხვა დაგეგმილი რეფორმების გატარება გაუჭირდება, რადგანაც მათი განხორციელების წინააღმდეგ პუტინის დაჯგუფება ილაშქრებს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი შეფასებები? - მე კრემლინოლოგი არა ვარ, მაგრამ მაინც მიკვირს, როცა ასეთ შეფასებებს ხშირად ვხდები რუსულ პრესაში. მედვედევიცა და პუტინიც მსგავს რაღაცეებზე საუბრობენ. ორივენი მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვენ კავკასიაში მოქმედი იატაკქვეშეთის წინააღმდეგ. განსხვავება იმაშია, რომ მედვედევს არ სურს ისევე დაუნდობლად გამოიყურებოდეს, როგორც პუტინი გამოიყურება. მე არ მესმის, თუ როგორ შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა დაპირისპირებამდე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ტერორიზმთან ბრძოლის მიდგომებს შორის მცირეოდენმა განსხვავებამ. მართალია, რუსეთში ტერაქტები ყოველდღე არ ხდება, მაგრამ მისი ალბათობა რომ ყოველთვის არსებობს, ფაქტია. 29 მარტს ორი აფეთქების შემდეგ მე ვშიშობდი, რომ არ განმეორებულიყო 2002 და 2004 წლების ისტორია. მაშინ მომხდარი ტერაქტები გამოყენებული იყო უფრო ძლიერი და მასშტაბური ტერაქტების განხორციელებისათვის და მომხდარს მხოლოდ დაგეგმილისაგან სამართალდამცავების ყურადღების გადატანა უნდა გამოეწვიათ. საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი ამჯერად არ გამართლდა. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მკაცრი მოქმედებები შესაძლოა ეფექტურად კი გამოიყურება, მაგრამ რეალურად ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არაეფექტურია. ამგვარი ქმედება ტერორისტებისათვის ახალ სამობილიზაციო ბაზის შექმნას უწყობს ხელს და ასაზრდოებს იმ იატაქვეშეთს, რომელსაც რუსეთი 10 წელზე მეტია ებრძვის. ის, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, ამ რეგიონისადმი კრემლის არასწორი პოლიტიკის შედეგია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/130014.html
-
kisa რუსეთის დაშლა გარდაუვალია, ხოლო დაშლა გვაწყობს თუ არ გვაწყობს, სხვა ამბავია
-
Saturn 5-10 წელში დაიშლება
-
По прогнозу известного эксперта-политолога Збигнева Бжезинского, Россия, как государство, прекратит свое существование к 2012 году. Скорее всего, Россия распадется на 6-8 государств. Причиной станет полный износ промышленного оборудования, электроэнергетики и жилищно-коммунальной сферы, а также падение цен на нефть. Новые государства станут зоной нестабильности и будут разделены на сферы экономического влияния мировых лидеров. Об этом говорится в докладе ведущих аналитических центров, который размещен на сайте ЦРУ США.
-
Saturn 9-ვე დაღუპული მილიციელიელი ყოფილა
-
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კლიენტი "იმენნა" ვერ არის ჯანზე :nekro: -
Siknadmo დიდებული იდეაა :nekro:
-
დაღესტანში ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში დღეს დილით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაღუპულებს შორის არის შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს უფროსი ვიტალი ვედერნიკოვი. აფეთქებები 20-წუთიანი ინტერვალით, 08:45 და 09:05 საათებზე მოსკოვის ქუჩაზე, #6 სახლთან ახლოს მოხდა. “სავარაუდოდ, შსს-ს, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და გიმნაზიის შენობებიდან 300 მეტრში მოძრავი ავტომობილები ააფეთქეს”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საინფორმაციო სამმართველოში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელსაც მილიციელის ფორმა ეცვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: განვმეორდები და ვიტყვი : აფხაზეთის და სამაჩაბლოც აღიარებით, რუსეთის პედერაციამ თვითგანადგურების ნაღმი ჩართო, რომელიც ძალიან მალე აფეთქდება და რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია .
-
Gagi 67 ხომ არ აჯობებს ეს ორი თემა რომ გავაერთიანოთ? http://planeta.ge/index.php?showtopic=18401
-
დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 19 წელი შესრულდა 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე საერთო-სახალხო კენჭისყრა - რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის ამომრჩეველთა 89.3-მა პროცენტმა, რომლის 98.9 პროცენტმა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა. კენჭისყრის კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?". რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რა თქმა უნდა ეს ჩვენი გამარჯვება იყო, გამარჯვება, რომელმაც სრულად წარმოარჩინა ჩვენი ბუნება, ჩვენი ნამდვილი სახე , რომელსაც ვმალავდით და გულდაგულ ვნიღბავდით. ასეა ეს, გამარჯვებამ ჩვენი სულის სიმდაბლე დაგვანახა. უცნაური ერი ვართ, ძალიან უცნაური, რამეთუ , როგორც წესი, გამარჯვება ნებისმიერ ერს ამაღლებს, ჩვენ კი მიწაზე დაგვანარცხა და დედა გვიტირა. და მაინც, გილოცავთ ქართველებო დღევანდელ დღეს!
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Goddess